Home რუბრიკები საზოგადოება ალეპოს გათავისუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომის დასასრულს სირიაში

ალეპოს გათავისუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომის დასასრულს სირიაში

1043

უსაფუძვლო ბრალდებებისა და სირიაში დაბომბვების ყალბი ცნობების გავრცელების უკან ორგანიზაციათეთრი ჩაფხუტებიდგას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აკონტროლებს, ჯორჯ სოროსი კი აფინანსებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტერორისტებისგან ალეპოს გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა. ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებში უკვე დაბრუნდა 7 ათასი ადამიანი. უფრო მეტის დაბრუნებაც შეიძლებოდა, მაგრამ ტერორისტებმა, რომლებიც სირიის სამთავრობო ჯარებისგან გაქცევას ცდილობდნენ, დაანგრიეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, დანაღმეს გზები და სახლები.

დასავლელი პოლიტიკოსების მიერ სირიის სამთავრობო ჯარებისადმი წაყენებულ ბრალდებას, რომ მათმა მოქმედებამ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სიცრუე უწოდეს.

ამუშავდა ახალი საინფორმაციო კამპანია. ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ალეპოს გათავისუფლების ოპერაციის მიმდინარეობისას მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მასობრივ მსხვერპლზე ალაპარაკდა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა. სირიელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთადბოევიკებისგანალეპოს გათავისუფლებულ რაიონებში იმყოფებოდნენ შერიგების რუსეთის ცენტრის ოფიცრები და საერთაშორისო ორგანიზაციაწითელი ჯვრისწარმომადგენლები, მაგრამ იქ მასობრივად დახოცილთა გვამები არ უნახავთ”, _ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდკოიმ. რამდენიმე დღის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია სირიაში მოქმედი ორგანიზაციათეთრი ჩაფხუტებისბიუჯეტზე. სწორედ ეს ორგანიზაცია დგას რუსეთის სამხედროკოსმოსური ძალების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებისა ყალბი ცნობების გავრცელების უკან. ამ ორგანიზაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კურატორობს, ჯორჯ სოროსი კი აფინანსებს. აღსანიშნავია, რომთეთრი ჩაფხუტებისყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით 50 მლნ დოლარია. 2013 წელს ამ ორგანიზაციამ 13 მლნ დოლარი მიიღო აშშდან და დიდი ბრიტანეთიდან, მათ შორის იმ კომპანიებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ჯორჯ სოროსთან. შემდეგთეთრი ჩაფხუტები” USAID-მა დააფინანსა 15 მლნ დოლარით, ბოლოს კი _ 25 მლნით.

ალეპოს გათავისუფლებას ხელი შეუწყო ჰუმანიტარული დერეფნის შექმნამაც. სწორედ ამ დერეფნით დატოვა ქალაქი 5 ათასამდე “ბოევიკმა” ოჯახის წევრებთან ერთად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის დახმარების გარეშეც განაცალკევეს “ჯებჰათ ან-ნუსრას” წარმომადგენლები ე.წ. ზომიერი ოპოზიციისგან. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში დასავლური სურსათ-სანოვაგით სავსე საწყობები იპოვეს, ანუ, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილობდა, დასავლეთი ტერორისტებს ტონობით პროდუქტით ამარაგებდა.

აღსანიშნავია, რომ ალეპოს გათავისუფლების ოპერაციის მიმდინარეობისას ე.წ. ზომიერი ოპოზიციის 3 406 “ბოევიკმა” იარაღი დაყარა და ტყვედ დანებდა სირიის სამთავრობო ჯარებს. მათგან 3056 ამნისტირებულია. დანარჩენებს კი ამოწმებენ _ ჩადენილი აქვთ თუ არა დანაშაული.

ალეპოს დაბრუნება ენთუზიაზმით აღავსებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რომელიც ახლა შეეცდება, დამასკოს გარშემო ტერიტორიაზეც დაამყაროს კონტროლი, სადაც “ბოევიკების” დაჯგუფებები თარეშობენ, შემდგომ კი გაემართოს სამხრეთში _ გოლანის სიმაღლეებისკენ, აგრეთვე, ჩრდილოეთში _ პროვინცია იდლიბში, სადაც “ბოევიკებს” თურქეთი მფარველობს.

მაგრამ ალეპოს გათავისუფლება ომის დასრულებას არ ნიშნავს. ექსპერტთა შეფასებით, სირიაში 100-150 ათასი “ბოევიკი” იბრძვის, რომლებსაც მხარს საუდის არაბეთი, ყატარი და თურქეთი უჭერენ და მათთან გამკლავება სირიის არმიას ძალიან გაუჭირდება მოკავშირეების დახმარების გარეშე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Leopard_2.jpg

ცნობისათვის: ალეპო სირიის ერთერთი დიდი ქალაქია (2,5 მლნ კაცი). პირველად მოხსენიებულია ჩვ.. აღმდე 2500 წელს. 2012 წელს ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი ხელში ჩაიგდეს ისლამისტურმა დაჯგუფებებმა, დასავლეთ ნაწილს კი სირიის არმია აკონტროლებდა.

სირიაში კიდევ 2 “ლეოპარდიააფეთქეს

თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთში გერმანული წარმოების კიდევ ორი ტანკი Leopard 2A4 დაკარგა. ეს საბრძოლო მანქანები ადგილობრივმაბოევიკებმატანკსაწინაამდეგო მართული კომპლექსის, სავარაუდოდ, “ფაგოტისმეშვეობით ააფეთქეს.

საბრძოლო მანქანები ქალაქ ელ-ბაბთან ააფეთქეს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს დაზიანებული ტანკი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო არ აფეთქდა, და პოზიციაზე მიმავალი მეორე “ლეოპარდი”, რომელსაც რაკეტა უახლოვდება. სხვა ფოტოებზე უკვე ასახულია აფეთქება და ხანძარი დაჯავშნილ მანქანაზე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე თურქმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ახორციელებენ ოპერაცია “ევფრატის ფარს”, ამ ადგილებში პირველი ტანკი დაკარგეს. “ბოევიკებმა” რაკეტით ააფეთქეს Leopard 2A4, შედეგად 4 ტანკისტი მძიმედ დაიჭრა.

სამხედრო სპეციალისტების აზრით, “ბოევიკები” იყენებენ საბჭოეთისდროინდელ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს _ “ფაგოტსა” და “კორნეტს”, რომლებიც სირიასა და ერაყში სამთავრობო ჯარების არსენალის გაძარცვის შემდეგ ჩაიგდეს ხელში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/fagoti.jpg

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიფაგოტისაბჭოთა და რუსეთის არმიის შეიარაღებაში 1970 წლიდანაა. კომპლექსი შედგება დასაკეცი გადასატანი გამშვები მოწყობილობისა და კონტეინერში მოთავსებული რაკეტისგან. “ფაგოტისდანიშნულებაა უძრავი და საათში 70 კმმდე სიჩქარით მოძრავი მიზნების განადგურება.

კომპლექსის მოქმედების სიშორე 2 კმ-ია, თუმცა რაკეტა 9M113-ის გამოყენების შემთხვევაში ეს მანძილი 4 კმ-მდე იზრდება. სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიის სამთავრობო ჯარების ბალანსზე იყო დაახლოებით 140 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “ფაგოტი”.

“ლეოპარდ 2” გერმანიის არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკია. 2015 წლამდე გამოშვებული იყო ამ ტანკის 3000-ზე მეტი ერთეული, რომლებითაც შეიარაღებულია გერმანიის, ავსტრიის, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, ესპანეთის, დანიის, საბერძნეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების არმიები.

* საბრძოლო მასა _ 55,15 ტ;

* კორპუსის სიგრძე _ 7700 მმ;

* კორპუსის სიგრძე ქვემეხთან ერთად _ 9670 მმ;

* კორპუსის სიგანე _ 3700 მმ;

* კორპუსის სიმაღლე _ 2790 მმ;

* ჯავშნის ტიპი _ ყუმბარსაწინააღმდეგო, კომბინირებული.

 შეიარაღება:

* 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი _ RH-120;

* სამიზნეები: ლაზერული სამიზნე _ მანძილმზომი EMES-15 სატელევიზიო არხით, პანორამული პერისკოპით;

* ტყვიამფრქვევები _ 2X7,62 მმ-იანი MG3;

* მაქსიმალური სიჩქარე _ 72 კმ/სთ.

რუსული იარაღის გაყიდვის მაჩვენებელი იმატებს, ამერიკულის _ იკლებს

ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული იარაღის გაყიდვა 2015 წელს შემცირდა, ევროპული იარაღის გაყიდვამ კი მოიმატა. მიუხედავად ამისა, მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ამერიკული კომპანიები მაინც დომინირებდნენ იარაღის ბაზარზე, 2015 წელს მათ 209,7 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდეს, 3%-ით ნაკლები, ვიდრე 2014 წელს, მაგრამ ეს იარაღის ბაზრის მოცულობის 56%-ია.

მონაცემები აჩვენებს, რომ იარაღის ევროპელი და აზიელი მწარმოებლები ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ართმევენ აშშ-ს წილს იარაღის ბაზარზე.

ამერიკული იარაღის გაყიდვის მოცულობის შემცირება განპირობებულია სამთავრობო შეზღუდვებით დანახარჯებზე. “ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები სამხედრო ხარჯებზე და, მიუხედავად იმისა, რომ ფული არის, არ ხარჯავენ სამხედრო კონტრაქტებზე”, _ განაცხადა აუდე ფლორანტმა, სტოკჰოლმის კვლევითი ინსტიტუტის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის პროგრამების დირექტორმა.

2015 წელს რუსული იარაღის გაყიდვამ 6,2%-ით მოიმატა. რუსეთი აქტიურად დებს ინვესტიციებს თავისი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებაში. 2025 წლამდე რუსეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს 700 მლრდ დოლარის (20 ტრილიონი რუბლი) დახარჯვა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესაძენად.

მოიმატა ევროპული კომპანიების წილმაც. 2014 წელს ფრანგულმა კომპანიებმა 13%-ით გაზარდეს იარაღის გაყიდვა ეგვიპტესა და ყატართან გაფორმებული კონტრაქტების წყალობით, გერმანულმა კომპანიებმა კი _ 7,4%-ით. გაყიდვის მაჩვენებელი გაიუმჯობესეს ბრიტანულმა კომპანიებმაც. სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ იარაღის ბაზარზე. სამხრეთ კორეული კომპანიების პროდუქციის გაყიდვამ 2015 წელს 30%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here