Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს არაადეკვატური ხელისუფლება კვლავ ნატო-ევროკავშირის ზღაპრებით გვაბრუებს

საქართველოს არაადეკვატური ხელისუფლება კვლავ ნატო-ევროკავშირის ზღაპრებით გვაბრუებს

828

რუკიდან სსრკის გაქრობის შემდეგ, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ნეოლიბერალური უმცირესობის ისტებლიშმენტი მართავდა და ჯერჯერობით ნაწილობრივ დღესაც მართავს მსოფლიოს კონსერვატიულ უმრავლესობას. დიახ, ჯერჯერობით ნაწილობრივ, რადგან, საბედნიეროდ, პუტინის რუსეთმა საგარეო ასპარეზზე ნეოლიბერალთა პარპაშს ლაგამი რუსულ იარაღზე დაყრდნობით ამოსდო, ხოლო შინაურ ლიბერასტებს _ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირით.

ათასჯერ მითქვამს და იქნებ მოვაბეზრე კიდეც თავი მკითხველს, მაგრამ ათასმეერთედ გავიმეორებ _ ნეოლიბერალურ მმართველობას ღმერთის წინააღმდეგ ამბოხსაც უწოდებენ კონსერვატიული ანალიტიკოსები და, აქედან გამომდინარე, თუნდაც ის რად ღირს, რომ რუსეთია ერთადერთი ზესახელმწიფო, რომელმაც კანონით აკრძალა არასრულწლოვანებში გეიპროპაგანდა, ხოლო ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; უკიდურესად შეზღუდულია დასავლეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობოების, სინამდვილეში მეხუთე კოლონის, ქმედებები; შედეგად, რუსეთის ე.წ. ბალოტნი ოპოზიციის ჩქამიც აღარ ისმის მას შემდეგ, რაც ყირიმის მიერთებით ვლადიმერ პუტინმა ისტორიული სამართლიანობა აღადგინა.

ზემოთ _ ჯერჯერობით ნაწილობრივ-მეთქი და…

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამ “ჯერჯერობით ნაწილობრივობამ” შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და სამყაროს შემოქმედის წინააღმდეგ ამბოხს, ნეოლიბერალურ დიქტატურას ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი.

როგორი იქნება მსოფლიოს ახალი წესრიგი? _ აი, მთავარი კითხვა, რომელიც დღეს მსოფლიოს საზოგადოებრიობას აშფოთებს.

თავის დროზე უკრაინაში, ახლა კი სირიაში ლიბერასტული მსოფლიო ებრძვის რუსეთს და, გნებავთ, მართლმადიდებლობას, როგორც მსოფლიოს ლგბტ-ზაციის გზაზე აღმართულ დაუძლეველ ბასტიონს.

სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ უნდა გაეცეს პასუხი ზევით დასმულ კითხვას.

ამიტომაც მას შემდეგ, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა (წაიკითხე, რუსეთი) გადამწყვეტი შეტევა დაიწყეს ალეპოში, მსოფლიოს ნეოლიბერალური ტელემედია სირიით იწყებს და ამთავრებს მაუწყებლობას, წამყვანი გაზეთები ხომ გადაჭრელებულია ანალიტიკური სტატიებით, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ ტელემედიაზე, რომელიც გაკვრით თუ ახსენებს ალეპოში მიმდინარე მოვლენებს, განსხვავებით უკრაინისგან, როდესაც ჩვენი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში საათობით აშუქებდნენ ფაშისტურ მაიდანს. არაადეკვატურად იქცევა ჩვენი ხელისუფლებაც, თითქოს ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, საქართველოზე გავლენას ვერ იქონიებს და კვლავ ნატოევროკავშირის ზღაპრებით აბრუებს საზოგადოებას, მაგრამ ამაზე ქვემოთ

ახლა კი ვნახოთ, როდის და რატომ დაიწყო ის, რამაც მსოფლიო უკვე მიიყვანა ცივ ომამდე, რომელიც, შესაძლოა, სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს რუსეთსა და ნატოს (წაიკითხე _ აშშ) შორის…

2010-11 წლების ეს აშკარად დასავლეთიდან (წაიკითხე _ აშშ) ორკესტრირებული ე.წ. არაბული გაზაფხულები (მღელვარება თავდაპირველად დაიწყო ტუნისში, შემდეგ მოიცვა ეგვიპტე, ალჟირი, იორდანია, იემენი, ბაჰრეინი და ლიბია. პატარ-პატარა ინციდენტები აღინიშნა მავრიტანიაში, საუდის არაბეთში, ომანში, სუდანში, სირიაში, ერაყში, მაროკოში, ჯიბუტიში) _ ახლო აღმოსავლეთში “ფერადი რევოლუციების” გზით მეტი დემოკრატიის შეტანის მცდელობა, ვისთვის სად და როგორც დასრულდა, ყველას კარგად მოეხსენება, მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც წინა პუბლიკაციაში ვთქვი _ ისლამური სამყაროს მართვა ავტორიტარიზმის გარეშე შეუძლებელია და, რაც გამოვიდა არაბული სამყაროსდემოკრატიზაციისმცდელობიდან, ეს ბებერმა ევროპამ საკუთარ თავზე იწვნია მის საზღვრებზე მიმწყდარი მილიონობით ლტოლვილისა თუ ტერაქტების სახით.

რუსეთი ამ ყველაფერს წლების განმავლობაში აპროტესტებდა, მაგრამ ამაოდ, რადგან, პროტესტის მიუხედავად, აშშ თავის ჭკუაზე მოქმედებდა _ ასე იყო ბელგრადის დაბომბვიდან მოყოლებული და აშშ-ის ერაყში შესვლით გაგრძელებული, ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით არჩევამდე…

2012 წლის შემდეგ როლები შეიცვალა _ გუშინ ობამა უკრაინის გამო აპროტესტებდა, მაგრამ პუტინმა თავის ჭკუაზე მოქმედებით ყირიმი თვალსა და ხელს შუა “აახია” დასავლეთს.

დღეს ობამა სირიის მოვლენებს აპროტესტებს, რაც პუტინს ფეხებზე ჰკიდია და ბაშარ ასადის არმიამ ალეპო გაათავისუფლა ისლამისტი ტერორისტებისგან.

შემთხვევით არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტი პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანის ტიტულს, ზედიზედ მეოთხე წელია, არავის უთმობს. ჟურნალ “ფორბსს” პრორუსულობაში ვერ დაადანაშაულებ. “ის ყველაფერს იღებს, რაც სურს”, _ ასე ხსნის მიზეზს “ფორბსი”, თუ რის გამოა პუტინი სიის სათავეში.

სიის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი; 2. დონალდ ტრამპი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი; 3. ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი; 4. სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი; 5. ფრანცისკე, რომის პაპი.

სად არის ბარაკ ობამა? _ სად და სამარცხვინო 48-ე ადგილზე.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: მას შემდეგ, რაც ე.წ. დიდი რვიანიდან რუსეთი უკრაინის გამო გარიცხეს, ვლადიმერ პუტინი ყოველთვის პირველ ადგილზეა “ფორბსის” გამოკითხვებში, ხოლო, რაც შეეხება პუტინის გარეშე დარჩენილ დიდ შვიდეულს, მათი ბოლო სამიტის ფოტოს რომ დახედოთ, გაგეცინებათ, რადგან მატეო რენცი აღარ არის იტალიის პრემიერი, დევიდ კემერონიც გადადგა ბრიტანეთის პრემიერობიდან, ობამა ბოლო დღეებს ითვლის თეთრ სახლში, ფრანსუა ოლანდსაც მალე დააჯდება პოლიტიკური სიკვდილის ბუზი და ვინღა დარჩა დიდ შვიდეულში: კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო, რომელსაც პულსი არ ესინჯება “ფორბსის” გამოკითხვაში, თუ ანგელა მერკელი, რომელმაც, დიდი ალბათობით, გადაყენებულ-გადამდგართა ბედი შეიძლება გაიზიაროს ბუნდესტაგის მომავალი წლის არჩევნებში, თუ იაპონიის პრემიერი, რომელიც პუტინმა პატარა ბავშვივით “შეახვია” გასულ კვირაში იაპონიაში ვიზიტისას?

ამას ვერ აცნობიერებს ჩვენი უდღეური ხელისუფლება, ჯიუტად რომ მიიწევს ევროკავშირ-ნატოსკენ? _ აცნობიერებს, როგორ არა, მაგრამ რა ქნას _ აშშ-ის ელჩის დავალებას ასრულებს და…

ან რა გენატოებგეევროკავშირებათ, როდესაც ლარის კურსის გამოცხადებას ისეთი განცდით ელის ხალხი, როგორითაც დიდი სამამულო ომის პერიოდში ელოდნენ ჩვენი მამაპაპანი რადიოთი ფრონტის ამბების გამოცხადებას.

როდემდე უნდა დაგვცინონ ნატოსა თუ ევროპის ლიდერებმა _ დღეს არა, ხვალ მიგიღებთ ნატოშიო. ვიზალიბერალიზაციას ახლა 1 აპრილიდან დაგვპირდნენ და, ალბათ, მერე გვეტყვიან _ “დღეს პირველი აპრილია!”

ნატოში ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არ გვინდა შესვლაო, _ განაცხადა იმ არარაობამ, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ჰქვია. მაშ, რისთვის გინდა ნატო, ბატონო კვირიკაშვილო, რუსეთისგან თავის დასაცავად?

რამდენი დამიწერია და მიკამათია იმის შესახებ, რომ ნატოს უკვე ყბადაღებული 5-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს, ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისთვის ავტომატურად არ ამუშავდება-მეთქი და, აჰა, იგივე გაიმეორა რუსეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში აშშ-ის ნაციონალური ინტერესების ცენტრის პრეზიდენტმა დიმიტრი საიმსმა.

აშშის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს 2017 წლის პროგნოზის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს აშშის მთავარ საფრთხედ რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტია და მხოლოდ მეოთხეა საერთაშორისო ტერორიზმი, ბატონმა საიმსმა განაცხადა, რომ მთავარია, არა ამ საფრთხეების ალბათობის ნუმერაცია, არამედ ასეთი კონფლიქტის შემთხვევაში მისი შესაძლო შედეგების გააზრება და, აქედან გამომდინარე, დიალოგი რუსეთთან მსგავსი სცენარის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო მიიჩნევს, რომ ევროპის ცენტრში შექმნილი კრიზისი მხოლოდ რუსეთის ბრალია, რასაც ბატონმა საიმსმა, რბილად რომ ვთქვათ, დაუბალანსირებელი განცხადება უწოდა და იქვე დასძინა, რომ ეს ერთ დროს ავტორიტეტული საბჭო, ბოლო ხანს გადაიქცა ნიუ იორკვაშინგტონბოსტონის, ანუ აღმოსავლეთის ლიბერალური ისტებლიშმენტის ინტერესების დამცველად _ ეს ის ხალხია, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ გამოდის. აქ, რომ იტყვიან, ბომბი ააფეთქა პირდაპირ ეთერში დიმიტრი საიმსმა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში არავინ იყო ბალტიისპირეთიდან, მაინც მათ მაგალითზე განავითარა სათქმელი: ბალტიისპირეთის ქვეყნებს მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი ვერ დაიცავს, პარალელურად საჭიროა რუსეთთან დიალოგი მისი ინტერესების გათვალისწინებითო. სტუდიაში მყოფმა პოლონელმა ჟურნალისტმა თავის სამშობლოზე მიიღო საიმსის ნათქვამი და სამართლიანადაც, რადგან სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთია ყველაზე უფრო რუსოფობები ნატოში.

_ და რუსეთთან დიალოგის საგანი რა უნდა იყოს, სუვერენიტეტი? _ აშკარად გაღიზიანებული ჩაეჭრა საუბარში პოლონელი ამერიკელს. საიმსმა კი, _ სუვერენიტეტი არ ნიშნავს, რასაც მოისურვებთ, იმის კეთებას აშშის იმედით, თქვენნაირი ქვეყნების სუვერენიტეტი ხანგრძლივ პერსპექტივაში დამოკიდებულია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზეო.

ეს შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ გეოპოლიტიკური რეალობაა.

უკრაინასაც უჭერს მხარს აშშ-ს, მაგრამ, როგორც კი საქმე დიდძალ ფულს ეხება, თავს იკავებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში არსებულ კორუფციაზე თვალს ვეღარც დასავლეთში ხუჭავენ. უკრაინის გამო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, და ეს იმის მიუხედავად, ვინ იქნება თეთრ სახლში.

ამერიკის რადარებიდან გაქრა საქართველოო, _ მოთქვამენ ჩვენი ნეოლიბერალები. გაქრა და გაქრა! ნგრევის, სისხლისა და ცრემლის გარდა, სხვა რა სიკეთე მოგვიტანა მაგათ რადარებზე ყოფნამ?!

ეგ კი არა, სატირალი ის არის, რუსეთის რადარებიდან რომ გაქრა საქართველო და აღარც კი გვახსენებენ. ან რისთვისღა ვჭირდებით? რისი წაღებაც უნდოდათ, წაიღეს და ჩვენ უფრო გვჭირდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა თუ პირიქით?

ნათქვამია _ კოკავ, შენ გეუბნები, ლიტრავ, შენ გაიგონეო და იქნებ საქართველოს ხელისუფლებამ დაანებოს თავი ევროპაში უაზრო წოწიალს და ერთხელ მაინც გაბედოს მოსკოვში ჩასვლა, თუ კიდევ აქვთ სურვილი რუსებს, ჩვენთან დალაპარაკებისა. მაგრამ ვინ უნდა დაელაპარაკოს ლავროვს თუ პუტინს _ პრეზიდენტი მარგველა თუ პრემიერი კვირიკა?!

ერთადერთ გამოსავლად ისევ წინა წერილში ნახსენები სვლა მიმაჩნია _ უკან უნდა წავიღოთ ჩერქეზების გენოციდის სულელური აღიარება და სასწრაფოდ ვაღიაროთ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში; სასწრაფოდ, თორემ მომავალ წელს ნახევარი ევროპა აღიარებს.

არ იყოს, ტრამპთან ერთად იქნება თუ მის გარეშე, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში აღარავის შემოასუნინებს და ეს, ვინმეს მოსწონს თუ არა, უნდა გვესმოდეს, რომ გეოპოლიტიკური რეალობაა!

დავით მხეიძე

8 COMMENTS

  1. სწორ ანალიზს აკეთებთ ბატონო დავით, მაგრამ ჩვენ მთავრობაში ააქვს კი ვინმეს უნარი სწორი ანალიზი სწორად გაიგოს და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს,მემგონი არა,რადგან მათი საქმენი ამას არ ღაღადებენ.

  2. ასე მგონია ბნ. დავით რომ, რეგვენთა სამფლობელოში ვცხოვრობთ. ევროკავშირიდან გამორბიან და ეს გრანტებით გასიებულები უთავმოყვაროთ გვტენიან. \\\”ნატო\\\” უკვე ანეგდოტს მოგვაგონებს. ღოველთვის მეგონა რომ, ოდნავ თავმოყვარე ერი მაინც ვიყავით. მიშას თავხედური დაუპატიჟებელი ვიზიტები და ტუალეტებთან ჩასაფრებები ასეთ ასოციაციას იწვევს მათში. თავხედი, უზრდელი, ხეპრე და გაუნათლებელი ერი, აი \\\”ნაციონალების ხელწერა. გეთანხმებით ანალიზში და ბედნიერი ვარ რომ მოაზროვნე ადამიანები შერჩა ამ პატარა ქვეყანას. მადლობა.

  3. ხალხო! უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა და კვლავ გაუგებრობაში ვართ თუ საით მივდივართ. არ ეღირსა საქართველოს ნორმალურად მოაზროვნე ხელისუფლება, არადა როდემდე ვარჩინოთ ჩვენი ჯიბეებიდან ეს დასავლეთის დანიშნული უსახური არსებები?… რაღაც სხვანაირი ქმედებაა საჭირო…

  4. ბრწყინვალე სტატიაა. მომეწონა ვიზალიბერალიზაციაზე: “დღეს პირველი აპრილია!”

  5. მოვლენების შესანიშნავი ანალიზია გაკეთებული. საკითხავია, მონური მთავრობა გაიგებს? მითუმეტეს, გამოიყენებს? გმადლობთ ბატონო დავით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here