Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ თანასწორუფლებიანი სახელმწიფოებრივი გაერთიანების შემოქმედი

სტალინი _ თანასწორუფლებიანი სახელმწიფოებრივი გაერთიანების შემოქმედი

1005

სტალინი მომავალ სამსჯავროზე წარდგება არა როგორც ბრალდებული, არამედ ბრალმდებელი

(. გოგუაძე, “სტალინი _ საშინელი სამსჯავრო”, გვ. 21)

ადამიანები, რომლებიც ბრალს სდებენ სტალინს, მეცოდებიან. მეცოდებიან იმიტომ, რომ ისინი ბრიყვი, უწიგნური და გაუნათლებელი არიან. მაშ, რა ვუწოდოთ დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რომელმაც სტალინი ჰიტლერს შეადარა?! მაშ, მსოფლიო კატასტროფის მომწყობი ჰიტლერი იმ კაცს უნდა შეადაროს უბრალო ადამიანმაც კი, რომელმაც კაცობრიობა იხსნა კაციჭამია ჰიტლერისგან?!

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელსაც არ წაუკითხავს თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციების მასალები, რომელმაც არ იცის ნიურნბერგის პროცესზე ჰიტლერისთვის წაყენებული ათასი ფუთი ბრალდებიდან არც ერთი, არ უნდა შეგეცოდოს და არ უნდა შეგეცოდოს ქვეყანა, რომელსაც ასეთი მინისტრი ჰყავს საგარეო პოლიტიკის გასატარებლად.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი განაცხადა, რომ თავის შვილებს, პატრიოტებად კი არა, თავისუფალ მოქალაქეებად ზრდის. ეს ხომ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ქვეყნის საამაყო და საარაკო გმირების უარყოფა და სულში ჩაფურთხებაა. საინტერესოა, ვინ ამზადებს და ვინ ნიშნავს ასეთ ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე. ასეთი ადამიანების მხარდამჭერებიც ისევე ხომ არ უყურებენ თავიანთ საქმესა და საქართველოს, როგორც ზემონახსენები ქალბატონები?

როგორ ჰგავს ძველი ტროცკისტების მოსაზრებები თანამედროვე ტროცკისტებისას! თუ თინა ხიდაშელი პატრიოტებად არ ზრდის თავის შვილებს, ასევე პატრიოტებად არ ზრდიდა შეფარული ტროცკისტი ხრუშჩოვი თავის შვილებს. სტალინის სამი ვაჟი კი _ იაკობი, ვასილი და არტემი (არტემი ნაშვილებია, რომელსაც არაფრით გამოარჩევდა თავის შვილებში) თავდადებით იბრძოდნენ ფრონტის წინა ხაზზე და მათგან ერთ-ერთი (იაკობი) მოწამებრივადაც შეეწირა სამშობლოს. არადა, საკმარისი იყო მისგან ერთი წინადადებაც, რომ სიცოცხლესაც შეინარჩუნებდა და უდიდეს პატივსაც მიაგებდნენ, აი, რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სტალინისტები და ანტისტალინელები, და როგორ ჰგვანან ერთმანეთს ძველი და ახალი ტროცკისტები.

ჩვენს წინაპრებს ყოველთვის ახსოვდათ და შთამომავლობას ანდერძად უტოვებდნენ: იცოდე, ვისი გორისა ხარ!” . საკითხავია, იარსებებს თუ არა წინაპართა ეს ბრძნული გამონათქვამი მაშინ, როდესაც თინას “გორისანი” ვიქნებით?!

გული მიკვდება და გონება მებინდება, როდესაც შარავანდედს ადგამენ, როგორც დიდ რაინდებს, სტრატეგებსა და პატრიოტებს: ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მაზნიაშვილსა და ვინმე ემიგრანტ მაჩაბელს, ხოლო ნაგავს აყრიან და ლაფს ასხამენ სტალინის სახელს.

ჰეი, ამერიკის თუთიყუშებო, თქვენ ხომ ხელფასს იმაში იღებთ, რომ აგინოთ თანამემამულეს, კაცს, რომელმაც მსოფლიო იხსნა კატასტროფისაგან?!

“ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც” (მათე. 6, 24). ამიტომ დაუფარავად ებრძვით სტალინს, შეფარვით _ ღმერთს.

მედასავლეთეებო, იცოდეთ, ცუდად ეთამაშებით ღმერთსა და მართლმადიდებელ ეკლესიას.

სტალინის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკიდურესად დაძაბული ბრძოლა, რომლისთვისაც მილიარდობით დოლარი იხარჯება. თითქოს აქაც მშველელად გამოჩნდა სტალინი მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის. ორასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთა წევრებსაც გულუხვად აფინანსებს დასავლეთი სტალინის ლანძღვისთვის. შეგერგებათ კი, მედასავლეთეებო, მიცვალებულის შეურაცხყოფისთვის აღებული დოლარები? ვნახოთ…

“ძმანო რუსებო, თუ თქვენ კიდევ ვერ აღიარებთ გენიოსთა შორის გენიალური კაცის როლს, გენიალური მხედართმთავრის მისიას რუსეთის გადარჩენის საქმეში, მაშინ თქვენ ისპობთ ისტორიას და ისტორიოგრაფიას, იმ ღვთაებრივ პასპორტს, რომლითაც თქვენ მომავალში უნდა იმოგზაუროთ. ის ფაქტი, რომ სტალინი, როგორც გამარჯვებული ქვეყნის მხედართმთავარი, დღემდე ანონიმური მხედართმთავარია, რუსეთის ცნობიერებას ღვთისგან აშორებს და ამ დაპატარავებულ მსოფლიოში ვეღარც რუსეთი იქნება დიდი. თუ თქვენ სამართლიანად ვერ განსჯით, უფალი განგსჯით და დაგსჯით.” (ვ. გოგუაძე. “სტალინი _ საშინელი სამსჯავრო”, გვ. 16)

მიმდინარე წელს მოსკოვში, წითელ მოედანზე, 1941 წლის 7 ნოემბრის აღლუმის ჩატარების 70 წლისთავის აღნიშვნა ისეთივე ყალბი და არაფრის მთქმელი იყო, როგორც რუსული ინტელიგენციის დიდი ნაწილის დამოკიდებულება სტალინის მიმართ.

სტალინსა და სტალინურ რუსეთზე სიმართლეს მხოლოდ საზღვარგარეთული საინფორმაციო წყაროებიდან ამოკრეფილ მასალებში თუ წაიკითხავთ, რომლებიც ნათელს ჰფენს სტალინის პიროვნებას და წარმოდგენას გვიქმნის რუსეთზე.

იოზეფ გებელსი, რომელიც ნაცისტური პროპაგანდით მსოფლიოს აყრუებდა, გაჰყვიროდა, რომ რუსული არმია არის თიხის ფეხებზე შემდგარი კოლოსი, რომ შიმშილისგან გაძვალტყავებული რუსი ჯარისკაცი ძლივს დაათრევს თავის მაზარას და თავისი სამარის გასათხრელ ნიჩაბს, მაგრამ, ეს რომ სრულიად არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მეორე მსოფლიო ომმა (არამხოლოდ) დაამტკიცა.

ფრონტის ყველა უბანზე მიმაგრებული “ეს-ეს-ის” ოფიცრები რეგულარულად აწვდიდნენ ცენტრს თავიანთ სამეთვალყურეო ტერიტორიაზე მომხდარ წვრილმან შემთხვევას თუ მოვლენას. ავიღოთ ტყვეთა პირველი ბანაკის აღწერილობის პატაკი, რომელიც ცენტრში გაიგზავნა გრიფით “სრულიად საიდუმლო”.

ტყვეები სრულიადაც არ გამოიყურებიან მშიერ ადამიანებად, პირიქით _ ისინი კარგად ნაკვები და ჯანღონით სავსე ადამიანები არიან. როგორც ჩანს, ისინი ცუდად არ ცხოვრობდნენ”.

ტყვეთა საექიმო შემოწმების შემდეგ ერთ-ერთი სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულების უფროსმა ცენტრს აცნობა:

“მე გამაკვირვეს ტყვეებმა _ როგორც მამაკაცება, ისე ქალებმა, ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, როგორი მოვლილი კბილები აქვთ ქალებს. შემოწმებისას არ შემხვედრია ქალი, რომელსაც მოუვლელი პირის ღრუ და კბილები ჰქონდა. მათი პირის ღრუსა და კბილების მდგომარეობა გაცილებით სჯობს გერმანელი ქალებისას”.

სხვა ჯგუფი შოკისმომგვრელს უწოდებს ტყვეების ცოდნის მასშტაბებს:

* “გერმანიის მოსახლეობის ფართო მასებს გვეგონა, რომ საბჭოთა კავშირში უცოდინარობა და დაბალი განათლება სუფევდა. ტყვეთა გამოკითხვამ და მათთან ურთიერთობამ დაგვარწმუნა, რომ მდგომარეობა სრულიად საწინააღმდეგოა. ტყვეთა ძალზე უმნიშვნელო რაოდენობაში შეინიშნება დაბალი განათლება. ერთ-ერთმა ტყვემ, რომელიც უკრაინაში ქარხნის დირექტორად მუშაობდა, თქვა, რომ ქარხნის 1800 მუშა-მოსამსახურეთა შორის დაბალი განათლებით მხოლოდ სამი თანამშრომელი იყო” (გ. რაიხენბერგი).

* “გერმანელთა უმრავლესობა თვლის, რომ ახლანდელი რუსული სკოლადამთავრებული უფრო მაღალი განათლებისაა, ვიდრე ცარიზმის სკოლადამთავრებული იყო. სასოფლო-სამეურნეო დარგის ცოდნაში გერმანელ და რუს უმაღლესდამთავრებულს შორის უპირატესობა რუსების მხარესაა” (გ. შტეტინი).

* “მე თითქმის შევრცხვი, როდესაც ერთ რუს ტყვეს უმაღლესი მათემატიკის მაგალითის ამოხსნა დავავალე. მთელი ჩემი ცოდნის მობილიზება დამჭირდა, რათა თავი დამეხსნა ამ უხერხულობისგან (გ. ბრემენი).

ერთ-ერთი გერმანული საწარმოს ხელმძღვანელი ამბობდა:

* “გერმანული პროპაგანდა ყოველთვის გვარწმუნებდა, რომ რუსი ხალხი შედგება გონებაჩლუნგებისა და ბრიყვებისგან. აქ კი საწინააღმდეგოს წავაწყდით _ რუსები მოფიქრებულად და აზრიანად მუშაობენ, მათში არ ჩანს გონების სიჩლუნგე. ჩემთვის უკეთესი იქნება, მუშად მყავდეს ორი რუსი, ვიდრე ხუთი იტალიელი”.

სილეზიის ერთ-ერთი ქარხნის დირექტორმა ცენტრს შეატყობინა, რომ ტყვეები მის ქარხანაში გამოეგზავნათ. მათ თითქმის არ სჭირდებოდათ კონსულტაციები ქარხანაში მუშაობის შესახებ, გერმანელებს კი მეტი დრო სჭირდებოდათ იმავე საქმის გასაკეთებლად, ვიდრე რუსებს.

რაც შეეხება რუსების მორალს, ის გერმანელების გაოცებას და მასთან ერთად სიმპათიასაც იწვევდა: “სექსუალურ დამოკიდებულების მხრივ ტყვეები, განსაკუთრებით _ ქალები, დიდი თავშეკავებით გამოირჩევიან”.

წინა წერილებში აღვნიშნე, რომ სტალინმა შექმნა საბჭოთა ხალხი. და საბჭოთა ადამიანებმა მორალური თვისებები ტყვეობაშიც არ დაკარგეს, რაც საკუთარი თვალით იხილეს გერმანელებმა, რომლებსაც გებელსის პროპაგანდით რუსები გონებაჩლუნგ, გაუნათლებელ ადამიანებად ჰყავდათ წარმოდგენილი.

საბჭოთა ადამიანი თავისი მორალითა და პატრიოტიზმით საუკუნეებით უსწრებდა ევროპისა თუ ამერიკის კონტინენტის ნებისმიერ სახელმწიფოს.

და ვინ შექმნა ყოველივე ეს? _ სტალინმა. სტალინიურ საზოგადოებაში ადამიანს კარიერაში წინსვლისა თუ სახელის მოსახვეჭად ყველა პირობა ჰქონდა. ყველგან ეძებდნენ ტალანტებს, ამზადებდნენ ეროვნულ კადრებს და სახელმწიფო სისტემა ნიჭიერი და უნარიანი ადამიანების გამოსავლენად იყო ორგანიზებული. ამასთანავე, მუშა და გლეხი არავისზე ნაკლებად არ იყო დაფასებული. სახელმწიფო მოწინავე მშრომელებს, კულტურისა თუ სახელმწიფო მოღვაწეებს თანაბრად განადიდებდა. სტალინის მიერ შექმნილ საზოგადოებაში, უწინარესად, წესიერი კაცის სახელი და ადამიანური ღირსებები ფასობდა. ქვეყანაში ასეთი მაგალითის დამკვიდრებამ, როდესაც ადამიანის ზნეობრივი ღირსებები ნიჭსა და უნარზე მაღლა დადგა, საბჭოთა ხალხი უკეთილშობილეს ხალხად აქცია დედამიწის ზურგზე. საბჭოთა ქვეყანაში, კაპიტალისტური ქვეყნებისგან განსხვავებით, ხალხში მხოლოდ ზნეობრივად ამაღლებული ამბების გახმაურება ფასობდა და აქედან გამომდინარე, დაკარგული ნივთის თუ ფულის დაბრუნება მფლობელისთვის საბჭოთა ადამიანის არაფრით გამორჩეული საქციელი იყო.

1917 წლის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ ყოფილი მეფის რუსეთის ტერიტორიაზე სტალინიზმის დამყარებით მოხდა სასწაული: სტალინმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად შექმნა სახელმწიფოებრივი გაერთიანება თანასწორუფლებიანი, მოკავშირე რესპუბლიკების საფუძველზე, რითაც ყველა ერს შეუნარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და მიანიჭა საბჭოთა კავშირიდან თვითგამორკვევის კონსტიტუციური უფლება; დააკანონა მკვიდრი მოსახლეობის უპირატესობები თავიანთ ტერიტორიებზე, რაც, უწინარესად, გამოხატა ეროვნული კადრების მომზადებაში, ეროვნული ლიტერატურის, დრამატურგიის, კულტურის აღორძინებასა და განვითარებაში; ყველა პირობა შექმნა ეროვნული კულტურების განუხრელი აღმავლობისთვის. აღზარდა ხალხები პატრიოტულ, ზნეობრივ იდეალებზე.

როგორც აღვნიშნე, მოკავშირე რესპუბლიკებს მიენიჭა თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის კონსტიტუციური უფლება.

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო საბაზრო ეკონომიკის გზას გაუყენეს, როდესაც განხორციელდა მოკავშირე რესპუბლიკების კრემლთან დაპირისპირების გეგმა, კერძო კაპიტალის იდეოლოგების ქართველი მარიონეტი პოლიტიკოსები სტალინის ძაგების პარალელურად ყოველთვის იცავდნენ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნებს იმ კონსტიტუციური სუვერენიტეტითა და თვითგამორკვევის უფლებით, რომელიც სწორედ სტალინმა მოგვანიჭა.

უდავოა, რომ ზესახელმწიფოსგან მოკავშირე რესპუბლიკების ასე უმტკივნეულოდ გამოცალკევება სტალინის ერთპიროვნული დამსახურებაა, ამ რესპუბლიკების ხალხების და, გნებავთ, მთელი კაცობრიობის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ზესახელმწიფო სტალინმა აღჭურვა უმაღლესი დემოკრატიით, მისი შექმნა მაინც გამოწვეული იყო ისტორიული აუცილებლობით. საბჭოთა რესპუბლიკებს გარკვეულ პერიოდამდე უფრო მეტი ვერ გაუკეთა, რადგან წინ მსოფლიოს ანტისაზოგადოება გადაეღობა, მაგრამ მან მაინც მოახერხა ის, რომ ხალხს პრობლემები არ შექმნოდა.

ეს უდავოა, ვინაიდან ადამიანები ცხოვრობდნენ და შრომობდნენ უკეთესი მომავლის იმედით _ არ აშინებდათ ინფლაცია ან უმუშევრობა. სტალინისა და მისი მთავრობის სიტყვა და საქმე კი ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს, ანუ ინდივიდის, აგრეთვე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს. ფაქტია, რომ სამოქალაქო ომის, კონტრრევოლუციური დივერსიების, მეორე მსოფლიო ომისა თუ სხვა ათასი რამის მიუხედავად, საბჭოთა ქვეყანაში ყოველწლიურად მიმდინარეობდა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე ფასდაკლება. ინდივიდი აცნობიერებდა, რომ ის კერძო მესაკუთრის მონა არ იყო, რომ მისი “შემოქმედება” საბჭოთა ხალხის, გნებავთ, კაცობრიობის ინტერესებში იყო. ასეთი რეალობით ადამიანი ამაყობდა და თავს საზოგადოების ღირსეულ წევრად მიიჩნევდა. სტალინმა ათეიზმით გაანელა სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ხალხის ისტორიული დაპირისპირება. სტალინიზმის ეპოქის საბჭოთა ხალხების ძმობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ანალოგი არ მოეძებნა დედამიწაზე. სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფო სამაგალითო იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის და, ვფიქრობ, ბევრი რამ ისწავლეს მისგან. ამ საქმეში ათეიზმმაც გარკვეული წვლილი შეიტანა, რადგან ხალხებს შორის ურთიერთობაში ყოველთვის იგულისხმება სახელმწიფო, პარტიული და კულტურის მოღვაწეთა, საერთოდ, საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლების ურთიერთობები და, როგორც წესი, ეს ადამიანები ათეიზმის მიმდევრები იყვნენ. ქრისტიანი თუ მუსლიმანი მოღვაწეები კი თავისუფალი იყვნენ რელიგიური მომნუსხველობისგან, ანუ გათიშულობისგან.

სტალინის საშინაო პოლიტიკას არაერთხელ შევეხეთ, საგარეო პოლიტიკა კი, უპირველესად, მდგომარეობდა ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მხარდაჭერაში; მუშებისა და გლეხების ბრძოლის მხარდაჭერაში ექსპლუატატორების წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ სწორედ სტალიზმის წყალობით მოხდა არაერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვება ამა თუ იმ ქვეყანაში. სტალინიზმი _ ეს იყო მხარდაჭერა მსოფლიოში თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და ერთიანობის იდეალების დამკვიდრების ბრძოლაში. სტალინიზმმა აიძულა ბევრი ზესახელმწიფო, თვალი გაესწორებინა სიმართლისთვის, ანგარიში გაეწია მცირერიცხოვანი და დაბალგანვითარებული ერებისთვის, დაეცვათ საერთაშორისო ნორმები. სტალინის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის მოპოვება. სტალინიზმის დასრულება აუცილებლად გამოიწვევს დედამიწაზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასრულებას, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და ერთსულოვნების იდეალების აღკვეთას, რაც არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ. საბჭოთა კავშირში ანტისტალინიზმის ტალღის აგორების დღიდან კერძო კაპიტალის იდეოლოგებმა გაილაშქრეს საბჭოთა კავშირზე “ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციით”, გაილაშქრეს და უცხოეთზე მიყიდულმა სახელმწიფომ თავი არ დაიცვა ამ თავდასხმისგან, პირიქით _ ბრალდება შეიფერა და თავი დამნაშავედ აღიარა. ეს იმ ქვეყანამ, სადაც სტალინიზმის ეპოქაში უზადოდ იყო მოქალაქის ყველა უფლება დაცული, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის, შრომის თუ ათასი სხვა რამისა. ადამიანის უფლებების დაცვა ზღაპრულ დონემდეც კი იყო აყვანილი. უკიდურეს განაპირა კუთხეში ვინმეს შრომის უფლების დარღვევის საკითხი კრემლშიც კი შეიძლებოდა განხილულიყო. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ჩემს ოჯახში მომხდარი: ციმბირში გადასახლებული ძმისშვილი, სახელმწიფოს ხარჯით, შორეული მაგადანიდან ქუთაისამდე სპეცვაგონით ჩამოიყვანეს. სტალინის ამგვარმა მიდგომამ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართ კაპიტალისტურ სამყაროში გამოიწვია ძვრები უკეთესობისკენ ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში. ანალოგიური რამ ითქმის მოქალაქეთა სოციალური დაცვაზეც, განა სტალინიზმის პირობებში ვინმე წარმოიდგენდა მოქალაქეების შევიწროებას, დევნას, დატერორებას?!

სტალინმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეძლო და ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს დაამთხვია. საბჭოთა სახელმწიფოში ვერავინ მიიღებდა ვერანაირ კეთილდღეობას საერთო ჰარმონიის დარღვევით. მდიდარი იქნებოდა სახელმწიფო _ მდიდარი იქნებოდა საზოგადოება და ინდივიდი. ვერავინ მოახერხებდა ამ კანონზომიერებიდან თავის დაღწევას, თვით ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირიც კი, ამიტომ ყველას საერთო ინტერესი ჰქონდა, ერთმანეთზე გადაჯაჭვული _ ეცხოვრათ და ეღვაწათ უკეთეს სახელმწიფოში. შესაბამისად, შექმნილი იყო ზნეობრივი გარემო: თუ ქვეყანაში მასა ღარიბი იყო, ვერავინ გაბედავდა ფუფუნებაში ცხოვრებას. სწორედ ამის გამო დამკვიდრდა ქვეყანაში პრინციპი: ერთი _ ყველასათვის, ყველა _ ერთისათვის!

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის წინა თუ შემდგომ პერიოდში ხალხის გაღარიბების ვითარებაში ერთეულებმა მოახერხეს უსაზღვროდ გამდიდრება და ეს თურმე კაპიტალიზმის მსოფლიო კანონია _ “რაც უფრო უჭირს ქვეყანას და ხალხს, მით მეტად მდიდრდებიან ერთეულები!” ეს, რა თქმა უნდა არამხოლოდ სტალინიზმის პოზიციებიდან არის ამორალური. სოციალისტურ სახელმწიფოში, როგორც ერთ ოჯახში, ხალხი, საზოგადოება, ინდივიდი “თანაბრად ინაწილებენ ერთმანეთში ჭირსა და ლხინს”. დღევანდელი სახელმწიფო კი “კერძო კაპიტალის” მამამთავართა ის დივერსიული მექანიზმია, რომელმაც ქვეყანა უარესობისკენ წაიყვანა, მაგრამ მაინც შემორჩა სტალინიზმის იდეალების ნარჩენები და ბოლო მომენტამდე არ დაიწყეს გარყვნილების თავისუფლად ქადაგება. ალბათ, შემედავებით და მეტყვით: მართალია, სტალინმა კონსტიტუციური სუვერენიტეტით აღჭურვა მოკავშირე რესპუბლიკები, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში სუვერენიტეტი არ მისცაო. უნდა გიპასუხოთ, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ დანარჩენი მსოფლიო იყო. სტალინი ყოველმხრივ ცდილობდა, ყველა მოკავშირე რესპუბლიკა ყოფილიყო გაეროს წევრი ქვეყანა, მაგრამ მას დანარჩენი მსოფლიო დაუპირისპირდა და ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. ამის დასტურად გამოდგება ის, რომ გაეროს შემადგენლობაში უკრაინისა და ბელორუსიის გაერთიანება სტალინის ერთპიროვნული მცდელობის შედეგია, რაც დანარჩენი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მმართველებთან მწვავე დებატების შემდეგ იქნა მიღწეული…

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here