Home რუბრიკები საზოგადოება ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ამის გამოსასწორებლად საჭიროა პატრიოტი ადამიანი

ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ამის გამოსასწორებლად საჭიროა პატრიოტი ადამიანი

834

“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში (#46, 7-13 ნოემბერი, 2016წ.) დაიბეჭდა ვრცელი მასალა სათაურით “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს”, რომელშიც აღწერილია დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოში, იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოს არასოდეს სწყალობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, დიდი ხანია, ეჭვქვეშ დგას და ჩვენი ქვეყნის მმართველები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ, ზემოხსენებულმა დოკუმენტურმა მასალამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნა არის დიდი ბრიტანეთის მიერ შეტანილი წვლილი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის პროცესში, რომელიც რეგულირდება ნატოს უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმებებით. ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება შედეგიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიული განვითარების საკითხების ჩვენს მრჩეველთან”, _ წერია ბრიტანელების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, თუმცა იგივე ბრიტანელები ამბობენ: “ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემენ”… “არსებობს ორი პროფესია და სტრუქტურა, რომლებშიც უცხო ქვეყნის ჩარევა არ შეიძლება _ სპეცსამსახურები და დიპლომატია”, _ ამბობენ რესპონდენტები, რომლებსაც ვესაუბრეთ.

ქართველი ერი მალე დაკარგავს იდენტობასაც და შაგრენის ტყავივით დამცრობილ ტერიტორიასაც

ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობასამეგრელოსზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე:

_ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მიმდინარე წლის 7-13 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს” კიდევ ერთხელ განმიახლა დარდი ჩვენი ბედკრული სამშობლოს სავალალო მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რაოდენ ამაზრზენად მტაცებლურია ანგლოსაქსების ბუნება. დავფიქრდი იმაზე, როგორი ფარისევლობითაა შეფუთული მათი კოლონიზატორული მიზნები, როგორ ცდილობენ ჩვენისტრატეგიული პარტნიორები და მეგობრებიდემოკრატიის, თავისუფლებისა და ტოლერანტობის ნიღბით კაცობრიობის დამონებას. თუ ვინმეს ეს არ სჯერა, ვურჩევ, დიდი ყურადღებით გადაავლონ თვალი ზემოხსენებულ სტატიაში მოყვანილ ამონარიდებსკავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტიდან”. სწორედ ამგვარი საპროგრამო დოკუმენტების შედეგია საქართველოს გავერანება-გატიალება ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში. სწორედ ამგვარი პროგრამების პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად განხორციელდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში პუტჩი, რომლის შედეგად დევნილი აღმოჩნდა კანონიერად არჩეული საქართველოს ეროვნული ხელისუფლება _ მთავრობა და პრეზიდენტი. სწორედ ამგვარი პროგრამის განხორციელების კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენ უდიდესი ერისკაცის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მარტვილობა და აღსასრულიც…

აშკარაა, რომ, თუ აღვირახსნილი დემოკრატიზმის ადეპტებმა მოახერხეს თავიანთი ანტისაკაცობრიო სურვილების რეალიზება, პატარა ერებისთვის, მათ შორის, ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია, მზისქვეშეთში საარსებო სივრცე აღარ იარსებებს. ქართველი ერი უახლოეს პერიოდში დაკარგავს იდენტობასაც და შაგრენის ტყავივით დამცრობილ ტერიტორიასაც. ნურავის ეგონება, რომ ეს მეტისმეტად მუქ ფერებში დახატული პერსპექტივაა. სხვათა შორის, სიტუაციის ადეკვატურად აღქმის, გაანალიზებისა და სტრატეგიული აზროვნების უუნარობას ჩვენივე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმატებით იყენებენ ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების ნიველირების მოსურნე გლობალისტური ძალები. დიახ, სწორედ ამგვარი სიბერწის გამოა, რომ კოლხურ-იბერიული სახელმწიფო რეალურად კვაზისახელმწიფოა და მეზობელ ზესახელმწიფო რუსეთთან ურთიერთინტერესების გათვალისწინება-დაბალანსების, ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის გარეშე, თითქმის 100%-იანი ალბათობით, საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას. ასეა ეს და ახლა ვისაც უნდა, მიწოდოს ცრუ ორაკული…

22 დეკემბერიც კარს მოგვადგა… 25 წელი გასულა იმ ავადსახსენებელი პუტჩის დაწყებიდან… 25 წელია, ჩვენს სამშობლოს კლავენ და, თუ ქართველმა ერმა საკუთარ წიაღში ჯერ კიდევ შემორჩენილი რესურსი არ გამოიყენა, თუ თვითგადარჩენის რეფლექსი არ აამუშავა, მაშინ მისთვის ძალიან მალე ყველაფერი ფატალურად დასრულდება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1453380269_hamlet-chipashvi.jpg

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტები რომ არ ჰყავდეს ჩასმული, ეგეთი სახელმწიფო არ არსებობს

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ საქართველოში მხოლოდ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რომ მუშაობდეს, რა გვიჭირდა… ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტები რომ არ ჰყავდეს ჩასმული, ეგეთი სახელმწიფო არ არსებობს და ეს, უკვე 25 წელიწადია, გრძელდება. ვიღაცისთვის, შესაძლოა, ახალი ამბავი იყოს, რომ საქართველოში ბრიტანელებს აგენტები ჰყავთ, მაგრამ საქმეში ჩახედული კაცისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ჩვენთან მუშაობენ ირანის, თურქეთის, ამერიკის და, რომელი ქვეყნის გინდათ, სპეცსამსახურები. უცხოელი აგენტები საქმიანობენ ყველგან _ სრულიად ამიერკავკასიაში.

_ ისინი თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ

_ არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, ისინი მუშაობენ ყველა სტუქტურაში, რაც დაუშვებელია. აგრეთვე, დაუშვებელია ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების გაჭაჭანება ნებისმიერ უწყებაში. რა უნდა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში _ ის ხომ არასანდო ადამიანია?

საქართველო, როგორც ქვეყანა, არავის სჭირდება, მას პლაცდარმად იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანაში მუშაობს ისრაელისა და ირანის სპეცსამსახურები, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ჩვენს ტერიტორიაზე ებრძვის. ასე რომ, მხოლოდ ბრიტანეთი რომ იყოს, რა გვიჭირდა.

საქართველო არის ბუდე ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისკენ მიმართული ინტერესების.

ვიდრე საქართველოში იქნებიან ისეთი პრეზიდენტები, როგორიც იყო აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან შეკრული შევარდნაძე, იმაზე უარესად “შეკრული” სააკაშვილი, აგრეთვე, ივანიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩახუტებულია დასავლეთის ფინანსურ წრეებთან, ივანიშვილის მიერ მოთრეული არასამთავრობოების წარმომადგენლები და პრემიერი, რომელსაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, ჩვენი საშველი არ იქნება. ესენი ხომ ყველანი “შეკრულები” არიან.

ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ამის გამოსასწორებლად საჭიროა პატრიოტი ადამიანი, მაგრამ ამის ბედნიერება ჩვენ არ გვაქვს. კაცმა, პრემიეირი რომ ჰქვია, სისულელეები დააბრეხვა და ბიუსელში გაემგზავრა, აქ კი რა მოხდა _ კატასტროფულად მოიმატა ფასებმაროცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, აგენტებთან საბრძოლველად ვის სცალია, ან ვინ მოიცლის?!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/soso-cincaze_1251.jpg

საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები არ ჰყავს

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობა სუვერენული სახელმწიფოსთვის სასურველი არ არის, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. მესმის მეგობრობა, მაგრამ საზღვარი ყველანაირ ურთიერთობას აქვს. ამ თემაზე ყველა მთავრობას ვეკამათებოდი, რადგან თვლიდნენ, რომ უცხოელებს მათზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ და უნდა დამორჩილებოდნენ მითითებებს, რაც მიუღებელია.

კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი დამოკიდებულება ორ ქვეყანას შორის, როგორიც ამერიკასა და ისრაელს აქვთ, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ამერიკულმა დაზვერვამ ებრაელი აგენტები გამოავლინამეგობრობა მეგობრობად, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ინტერესი ყველაზე მაღლა დგას.

შესაძლებელია, ვიღაც დაგეხმაროს, მაგრამ, როცა ქვეყანა სუვერენულია, მის საშინაო საქმეებში ჩარევა ნაკლებად უნდა ხდებოდეს. საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები არ ჰყავს, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს დასაცავად, არავინ იომებს. ამ ტერიტორიაზე თუ ვინმე ომობდა, ყველა საკუთარი ინტერესებისთვის.

აუცილებელია, არსებობდეს ზღვარი, არსებობდეს კარი, რომელიც უახლოესი მეგობრისთვისაც კი ჩაკეტილი იქნება. ჩვენს მთავრობას რომ ჰკითხო, ყველა მათი მეგობარი და მოკეთეა, მაგრამ, თუ ამდენი მეგობარი და პარტნიორი გვყავდა, როგორ მოხდა, რომ საქართველომ 25 წლის განმავლობაში დაკარგა იმდენი ტერიტორია, რამდენიც სხვა ქვეყნებს საუკუნეების განმავლობაში არ დაუკარგავთ?

არსებობს ორი სფერო, რომლებისთვისაც კადრები სუვერენულმა სახელმწიფომ თვითონ უნდა მოამზადოს _ დიპლომატია და სპეცსამსახურები. დაუშვებელია, ამ სფეროებში მომუშავე კადრები უცხო ქვეყნებმა მოამზადონ!

_ სახიფათოა ბრიტანული დაზვერვის მუშაობა საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში? ჩვენ ხომ ინგლისელები არასოდეს გვწყალობდნენ

_ ინგლისელებმა 1921 წელს ერთა ლიგაში შესვლაში შეგვიშალეს ხელი. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტი არ იყო.

საფრთხე დიდი და რეალურია, მაგრამ ჩვენი მაღალჩინოსნები ამას ვერ ხედავენ. ქართული დიპლომატია გამუდმებით კრახს განიცდის. კრახი იყო 2008 წლის ომიც. მთელი დაზვერვა ციხეში უნდა ჩაესვათ და არა მხოლოდ დაზვერვა, მთავრობაც, მაგრამ ამ ქვეყანას ხომ პატრონი არ ჰყავს.

ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მართალია, სიმართლის თქმა არაპოპულარულია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას: დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ.

მსოფლიოში დაძაბულობის განმუხტვა მიმდინარებს, პროცესი ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დაიწყო, მაგრამ სად ვართ ჩვენ? რას აკეთებს ქართული დიპლომატია? მაქვს განცდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ გვყავს. ე.წ. ვიზალიბერალიზაცია გამარჯვება არ არის. ჩვენ ევროპა თავისი ინიციატივით რასაც გვაძლევს, ვჯერდებით, ჩვენი ინციატივით რამე მოვიპოვეთ? _ არაფერი. ევროპელებს ჩვენ ვერაფერში ვარწმუნებთ.

ქვეყანას უნდა ჰქონდეს სფეროები, რომლებშიც ვერავინ ჩაიხედავს. ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს, რომელიც შეიძლება ჩვენსას არ ემთხვეოდეს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. არავითარი ეროვნული მოძრაობა არ იყო საჭირო! საჭირო იყო მხოლოდ კომუნისტურ პარტიაში და სტრუქტურებში კადრების შეცვლა! ცოტა გვყავდა ნაღდი კომუნისტები და პატიოსანი ადამიანები თუ რა???? რამდენჯერ იჯდა ზ.გამსახურდია ტელეეკრანის წინ ბოდიშებით და დაპირებებით, რომ მეტს აღარ აურევდა ქვეყანაში! რატომ გადაგვკიდა რუსეთი??? რატომ არ დაემორჩილა ახალგაზრდობა პატრიარქის მოწოდებას დაეტოვებინათ ტერიტორია და წასულიყვნენ სიონში სალოცავად??? ვის აწყობდა 9 აპრილის მსხვერპლი??? სოც საქართველოსთან შედარებით უკეთესი რა გვაქვს დღეს??? დებილები კი არა ვართ!!!!…….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here