Home რუბრიკები პოლიტიკა “დოიჩე ველე”: გერმანიის კონტრდაზვერვის თანამშრომელი ტერორისტი აღმოჩნდა

“დოიჩე ველე”: გერმანიის კონტრდაზვერვის თანამშრომელი ტერორისტი აღმოჩნდა

485

ბანკის ყოფილი თანამშრომელი გერმანიის სპეცსამსახურის რიგებში 2016 წლის აპრილში მიიღეს. რამდენიმე წლის წინათ ისლამი რომ აღიარა, მისმა ოჯახმაც არ იცოდა. თანამშრომელი, რომელსაც ევალებოდა რადიკალური ისლამისტების თვალთვალი, აფრთხილებდა ერთმორწმუნეებს მოსალოდნელი შემოწმების თაობაზე და მათ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.

მთავარი ბრალდება, რომელიც კონტრდაზვერვის თანამშრომელს წაუყენეს, ტერაქტია, რომლის მოწყობასაც თავის უწყებაში აპირებდა. ჟურნალისტები წერენ, რომ მან ვერ მოასწრო რაიმე ნაბიჯის გადადგმა თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა ექსტრემისტულ ფორუმებზე (ფსევდონიმით) და აცხადებდა, რომ “ურწმუნოებზე” ასეთი შეტევა ალაჰის ნებით განხორციელდება.

გერმანული კონტრდაზვერვის წარმომადგენელმა მასმედიას აცნობა, რომ სწავლების პერიოდში და სპეცსამსახურში ყოფნის მცირე ხნის განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცი ნორმალურად იქცეოდა. ოთხი შვილის მამას ოთხი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here