ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს მწვანეთა პარტიის ლიდერი ალექსანდრ ვან დერ ბელენი და მემარჯვენე თავისუფლების პარტიის კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი უპირისპირდებოდნენ. არჩევნებში ისევ მწვანეთა პარტიის ლიდერმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა.
პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე პარტია თავისუფლების ლიდერმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დამარცხება აღიარა. ელექტორატის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 53 პროცენტი ვან დერ ბელენს ერგო, ნორბერტ ჰოფერმა კი 46 პროცენტი დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნები ავსტრიაში 6 თვის წინაც ჩატარდა, თუმცა მწვანეთა პარტიის ლიდერის გამარჯვებით უკმაყოფილო ნორბერტ ჰოფერმა არჩევნების შედეგები გაასაჩივრა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი არჩევნების შედეგები გააუქმა და ქვეყანაში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.