საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ორი მოადგილე აღარ ეყოლება _ სამინისტროში 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 524 დადგენილების საფუძველზე იქნა მიღებული. შს მინისტრის მოადგილის პოსტებს არჩილ თალაკვაძე და ზურაბ გამეზარდაშვილი იკავებდნენ. ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობიდან 21 ნოემბერს გადადგა, ხოლო არჩილ თალაკვაძე “ქართული ოცნებიდან” დეპუტატი გახდა.