Home რუბრიკები სამართალი CNEWS: გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 120 ქვეყანაში უკანონოდ გატეხა 8 ათასი სერვერი

CNEWS: გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 120 ქვეყანაში უკანონოდ გატეხა 8 ათასი სერვერი

559

ამერიკელმა სამართალდამცავებმა დაარღვიეს კანონი. მათ ორდერის გამოყენებით, რომელიც მხოლოდ ვირჯინიის შტატში მოქმედებდა, იმ მოქალაქეების პერსონალურ კომპიუტერებში შეაღწიეს, რომლებიც არ წარმოადგენდა აშშ-ის მოქალაქეების საკუთრებას. 

ამერიკელმა სამართალდამცავებმა გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას ბავშვთა პორნოგრაფიის საგამოძიებო საქმეში. გფბ-ს (გამოძიების ფედერალური ბიუროს) თანამშრომლები იყენებდნენ ორდერებს, რომლებსაც ძალა მხოლოდ ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ რეგიონში ჰქონდა. ამ მეთოდიკით მათ გატეხეს 8 ათასი კომპიუტერის სერვერი 120 ქვეყანაში. ეს ყველაფერი დაიწყო 2015 წელს, როდესაც გფბ-მ დააპატიმრა რესურსი “ფლეიპენი”, რომელიც სოციალურ ქსელში ათავსებდა ბავშვთა პორნოგრაფიას. იმის მაგივრად, რომ ბიუროს თანამშრომლებს მაშინვე დაეხურათ საიტი, კიდევ 13 დღით დატოვეს იგი პირვანდელი სახით. მათი განმარტებით, ეს გაკეთდა იმისათვის, რათა გაეგოთ, რომელი სერვერიდან ხდებოდა საიტზე შესვლა და ასე მოეხერხებინათ მომხმარებლთა იდენტიფიკაცია. იმის გამო, რომ “ფლეიპენზე” მნახველები ქსელის დახმარებით შედიოდნენ, გამოძიება ჩიხში შევიდა და სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს ზუსტი აიპ-მისამართების დადგენა. სწორედ ამიტომ გფბ-ს თანამშრომლებმა თხოვნით მიმართეს ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ რეგიონის მოსამართლე ტერეზა ბუჩანანს ორდერის გამოსაწერად, რომლის მშვეობითაც შემდგომში შეძლეს სერვერების გატეხვა. “გფბ-ს ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა მგავსი ტოტალური დაუდევრობა იურიდიული ორდენის გამოყენების მიმართ”, _ ხაზს უსვამს სახალხო დამცველი კოლინ ფიმანი საქმეზე წარმოებული გამოძიების შეფასებისას.

გარდა გატეხილი სერვერებისა, გფბ-მ აწარმოა ჰაკერული თავდასხმები კომპანიაზე, რომელიც ფიგურირებდა “თანამგზავრული პროვაიდერის” დოკუმენტებში. ბუჩანანის მიერ გაცემული ორდერი, რომელსაც გფბ ჰაკერული თავდასხმებისთვის იყენებდა, არღვევს ამერიკის ფედერალური ბიუროს განაწესს. საქმე გამოძიებისთვის ამჯერად გადაეცა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here