Home რუბრიკები პოლიტიკა პავლე კუბლაშვილი “გირჩის” პოლიტიკურ განცხადებებს ემიჯნება

პავლე კუბლაშვილი “გირჩის” პოლიტიკურ განცხადებებს ემიჯნება

641

პავლე კუბლაშვილმა პოლიტიკა დატოვა. იგი სრულად ემიჯნება აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ განცხადებებს დ მოსაზრებებს. მან 24 ნოემბერს დაარეგისტრირა კომპანია Key Points consalting-ი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს გაუწევს იურიდიულ კონსულტაციებს, საადვოკატო მომსახურებას.

“არ ვაპირებ პარალელურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ საქმიანობასაც და პარტიასაც. ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არ უნდა იყოს გაგებული, როგორც “გირჩის” ხედვა და პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე”. ვრჩები “გირჩის” რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძისა და თითოეული “გირჩელის” გვერდით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთად ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა. შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში”, _ ნათქვამია პავლე კუბლაშვილის განცხადებაში.

1 COMMENT

  1. მე მინდა პავლე კუბლაშვილმა დახმარება გაგვიწიოს სამხედრო მოსამსახურეებს გაყინული ხელფასების აღებაში რომელიც სახელმწიფოს ჩვენს მიმართ გააჩნია 1998–1999– 2000 წლებიდან ამ დავალიანებას არაფრად აგდებდა ნაც მოძრაობა არც ქართულმა ოცნებამ იღონა რამე და იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ პრობლემით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here