Home რუბრიკები პოლიტიკა BBC: ავსტრიის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროკავშირიდან ავსტრიის გასვლაზე ალაპარაკდა

BBC: ავსტრიის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროკავშირიდან ავსტრიის გასვლაზე ალაპარაკდა

488

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში გაგრძელდება ცენტრალიზაცია, ავსტრიის პოტენციური პრეზიდენტი ნორბერტ ჰოფერი რეფერენდუმზე გაიტანს საკითხს ევროპის თანამეგობრობაში ავსტრიის ყოფნა-არყოფნის შესახებ, _ იუწყება “ბი-ბი-სი”.

“რეფერენდუმი გაიმართება, თუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გაერთიანება განაგრძობს ნაციონალური პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და თავისი ძალაუფლების გაძლიერებას”, _ განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტობის კანდიდატმა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ყოველთვის მნიშვნელოვან გაერთიანებას წარმოადგენდა და საჭირო იყო ევროპის სახელმწიფოსთვის, ჰოფერს სურს, ნახოს “გაუმჯობესებული ევროკავშირი”.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიაში პრეზიდენტის თანამდებობას ცერემონიული ხასიათი აქვს, მომავალ პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება, დაშალოს პარლამენტის ქვედა პალატა და დანიშნოს არჩევნები. უფრო ადრე ჰოფერმა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმანებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ მისი გამარჯვების, მაგრამ აღნიშნა: “ისლამი არ არის ჩვენი ფასეულობების ნაწილი”. ამასთანავე პოლიტიკოსი არაერთხელ გამოვიდა რუსეთისთვის სანქციების გაუქმების მოწოდებით.

ავსტრიაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 4 დეკემბერს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here