Home რუბრიკები პოლიტიკა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!

1150

როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს პოლიტიკოსებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება?

ქართული მედიასაშუალებების უდიდესი უმრავლესობა, 25 წელია, იმ ანტირუსული ფსიქოზით ცხოვრობს, რომელსაც .. ეროვნული ხელისუფლების პერიოდში მიეცა ფართო გასაქანი. საკმარისია, რაღაც ითქვას საქართველოზე (კარგი თუ ცუდი), თუნდაც დადებითად ვიყოთ მოხსენიებული, ამას ქართული ჟურნალისტიკის მხრიდან მყისვე მოჰყვება ხოლმე რეაქცია, ცხადია, ნეგატიური. ამის მაგალითია ჟურნალისტ მანანა ნოზაძის სტატიასადაც რუსი ცხოვრობს, იქ ყველგან არ არის ნოვორასია!”, რომელიც გაზეთსაქართველოს რესპუბლიკის” 22 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

“რუსეთი კალაშნიკოვის ენით საუბარს განაგრძობს. ახლახან რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ მოლდოვას ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლება მაგალითი გამოდგეს უკრაინისა და საქართველოსთვის”.

საკითხი ეხება მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. კალაშნიკოვის აზრით, თუ მოლდოვა გადაწყვეტს კონფედერაციული სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მოლდოვას შემადგენლობაში დნესტრისპირეთის დაბრუნებას, ეს მაგალითი, შეიძლება იყოს უკრაინა-საქართველოს ტერიტორიული საკითხების მოსაგვარებლად.

უდავოდ ყურადსაღები განცხადებაა ხავსს მოჭიდებული წყალწაღებულებისთვის (უკრაინასაქართველო), თუმცა, საკითხავია _ თვითონ მათ თუ სურთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება?!

კითხვას მოუფიქრებლად არ ვსვამ, ამას რეალობა და ჩემი გამოცდილება მკარნახობს. 2003 წლის “ვარდების რევოლუციამდე”, წლების განმავლობაში, ავსტრია-გერმანიაში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს შორის. შეხვედრების ორგანიზატორები ინგლისელი და გერმანელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. შეხვედრებში მონაწილე 7-7 წარმომადგენელი მშვიდ ვითარებაში ვარკვევდით, რა გზა აგვერჩია შესარიგებლად. 2003 წლის შეხვედრაზე კონკრეტული გეგმაც დაისახა, რომელსაც ხელისუფლებამ უდავოდ ზერელე ინტერესი, უფრო ზუსტად უინტერესობა შეაგება, რამაც მაფიქრებინა ის, რაც ზემოთ ვთქვი.

შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. რა მივიღეთ “ვარდების რევოლუციით”, ყველასთვის ცნობილია. ჩატყდა რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ნდობის ხიდი და ქართულაფხაზური ურთიერთობები ადრინდელ ჩიხურ მდგომარეობას დაუბრუნდა. 2008 წლის აგვისტომ კი წერტილი დაუსვა ქართულაფხაზურ კავშირებს, მით უმეტეს_ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ცხადია, არა ყველას მიერ აღიარებული, მაგრამ განდგომილთათვის მთავარია რუსეთის აღიარება.

2008 წელმა ცივი წყალი გადაასხა 2003 წლის მოლაპარაკების შედეგებს და ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობას, ერთ ქვეყანაში თანაცხოვრებას _ ფედერაციული თუ კონფედერაციული სახელმწიფო სისტემის ფარგლებში.

არის თუ არა მცირე შანსი მაინც, ვილაპარაკოთ ქართველთა და აფხაზთა ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე, ანუ იმ ვითარების დაბრუნებაზე, რომელიც 2008 წლის ომამდე იყო? _ პირდაპირ ვიტყვი _ არა! და ამას ვერც კალაშნიკოვის ვარაუდი უშველის და ვერც პუტინის. როგორც ერთხელ პუტინმა განაცხადა, რუსეთი ამ საკითხს (აფხაზეთის დაბრუნებას) ვერ გადაწყვეტს, თუ აფხაზთა მხრიდან ამის სურვილი არ იქნება.

და მართლაც, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს პოლიტიკოსებს აფხაზეთის, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება? ალბათ, ასე: იტყვის პუტინი და მეორე დღესვე ფსოუზე აღდგება საქართველო-რუსეთის საზღვარი! მსგავსი რამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშიც არ ხდებოდა, მით უმეტეს 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში. უმალ შემედავებიან და მაგალითად ყირიმს მოიყვანენ, რაც შეუფერებელი იქნება, ვინაიდან ყირიმმა რეფერენდუმი ჩაატარა და იქ მცხოვრებმა რუსმა უმრავლესობამ მხარი ჯერ დამოუკიდებლობას, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა.

აფხაზეთში ერთ დროს უმრავლესობაში მყოფი ქართული მოსახლეობა, უმცირესობაშია. იქაურები დღეს აქ ცხოვრობენ, თავიანთი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებით, რომელთა გადაწყვეტილებანამდვილიაფხაზეთისთვის ნულის ტოლფასია ისევე, როგორც იმ ყოფილი თუ დღევანდელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების, რომლებიც ქართველთა და აფხაზთა ერთიან სახელმწიფოზე ლაპარაკობენ.

ვეჭვობ, რომ კალაშნიკოვის განცხადებამ აღფრთოვანება გამოიწვიოს აფხაზეთში. აი, 2003 წლამდე რომ ჰქონოდა მსგავს რამეს ადგილი, უდავოდ გამოიწვევდა. მაშინ აფხაზები ფედერაცია-კონფედერაციას ითხოვდნენ და, რომ ყოფილიყო ცენტრალური ხელისუფლების აზრიანი მოქმედება, დღეს საქართველოს განდგომილი ყოფილი ავტონომიები არ ექნებოდა.

კალაშნიკოვის განცხადება არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ აფხაზეთის საკითხი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეროგატივაა და მას სურკოვი წარმართავს. ის ხშირად ჩადის აფხაზეთში და ღრმადაა ჩახედული .. დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეებში. კალაშნიკოვის ნაცვლად სურკოვს რომ განეცხადებინა ეს, სხვა იქნებოდა, მაგრამ, როგორც რუსები ამბობენ, “უთევზობის დროს, კიბორჩხალაც თევზია”. და ნაცვლად კრიტიკისა, დაფიქრების შემდეგ შეიძლება პასუხის გაცემა.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ტაშს ვუკრავთ ნოდარ ნათაძის მოსაზრებას, რომელიც გამორიცხავს ფედერაცია-კონფედერაციას. პატივცემულ ნოდარს მხარდამჭერებიც ჰყავს ყოფილი პარლამენტარების სახით, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფედერალური სახელმწიფოს მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნიათ, სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზებას ნიშნავს”. ვკითხულობ ამ “შედევრს” და თავი შუა საუკუნეებში მგონია, არადა, 2016 წლის მიწურულია. გერმანიაც და შვეიცარიაც დაშლილ-დაქუცმაცებული მეჩვენება ამის წაკითხვის შემდეგ და, თუ დღეს გადაურჩნენ დაშლას, ხვალ აღარაფერი ეშველებათ.

2008 წლის აგვისტოდან აფხაზეთიდამოუკიდებელიადა მას არანაირი სურვილი არ აქვს, ქართველებთან ფედერაციაკონფედერაციაზე ილაპარაკოს.

მეგობრებო, გამოფხიზლდით, 2016 წლის ბოლოა! აფხაზეთი კარგა ხნის წასულია და, თუ შემობრუნდა ფედერაციაკონფედერაციით, ერთი ადგილი უნდა დავუკოცნოთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ?

ისტორია გავიხსენოთ: “ქართველმა ერმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინათ შეგნებულად უარყო საკუთარი თავის დაქუცმაცება კუთხურობის პრინციპით. ქუჯი ერისთავმა თავისი დინასტიის ძალაუფლებაც დათმო და საკუთარი საბატონო მეფე ფარნავაზს დაუქვემდებარა”.

ვიმეორებ, 20016 წლის მიწურულია, შესაბამისი აზროვნებით, ხალხთა შორის ურთიერთობებით, გაეროთი, ევროკავშირით, ევროსაბჭოთი, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციით და, სამწუხაროდ, ყველაფერ ამასთან შეუფერებელი ჩვენი მენტალიტეტით. ასეთ აზროვნებით გაჭირდება ქვეყნისთვის უსერიოზულესი საკითხის დროის შესაბამისად გააზრება, ადეკვატური რეაქციის გამოვლინება.

ნათაძე ამბობს, რომ “კალაშნიკოვი ცრუობს, როცა მოლდოვას მაგალითს ადარებს საქართველოს. რეალურად კი, საქართველო არის უნიტარული, ერთიანი ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე დღესაც და საქართველოში შემოსულ სხვა ხალხებს (თათრებს, სომხებს, თურქული მოდგმის აზერბაიჯანლებს და სხვებს) ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნის უფლება არ აქვთ”.

ამაზე იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ვერაფრით დავარქმევთ უნიტარულს, გარდა ერთისა, თუ თვითონ არ ვაღიარებთ ყოფილი ავტონომიების საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებობას. მხოლოდ მაშინ შეიძლება დარჩენილი საქართველო უნიტარულად მოვიხსენიოთმაგრამ, რა ვუყოთ აჭარის ავტონომიას?

თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს ისტორიას, უნიტარულობა აგებდა სამთავროებად დაყოფასთან. თუნდაც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოებრივი მოწყობა (სამი ავტონომიური ერთეული _ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკები და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი) უფრო ფედერალურობას ნიშნავდა, ვიდრე უნიტარულობას.

ჟურნალისტის მასალიდან სხვა “მარგალიტების” მოყვანაც შეიძლება, მაგრამ აღნიშნულიც კმარა, თუმცა კიდევ ერთ ამონარიდს გთავაზობთ. ჩეჩნეთის ომი იყო განმათავისუფლებელი ომი, აფხაზეთის ომი კი იყო რუსების მხრიდან დაპყრობითი ომი ავტოქტონური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ”, _ აცხადებს ნათაძე.

ჩეჩნეთის ომს, კარგა ხანია, “განმათავისუფლებელს” არვინ არქმევს. მხედველობაში მყავს არა რუსი, არამედ დასავლელი სპეციალისტები. რაც შეეხება “რუსეთის მხრიდან დაპყრობით ომს ავტოქტონური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ”, ესეც მსოფლიოს მიერ კარგა ხნის წინათ დადგენილი ფაქტია.

გავიმეორებ: 2008 წლის ომი საქართველოს გონგამოცლილმა ხელისუფლებამ წამოიწყო და, როგორც აგრესორმა, შესაბამისი დამარცხება იგემა. მოგვწონს თუ არა ეს, ფაქტია. რაც უფრო მალე ვაღიარებთ ამას და ომის გამჩაღებელს მივცემთ სამართალში, მით უკეთესი მისი წყალობით შეკვეცილი საქართველოსთვის.

მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველები სხვა მენტალიტეტისანი ვართ _ არაფრით გვინდა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მუდამ სხვას ვადანაშაულებთ, ამ შემთხვევაში რუსეთს, რომელმაც საკმაოდ ბევრი იღვაწა (ისტორიულად) რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

მისასალმებელია გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მეზობელ თურქეთთან დაკავშირებული მასალის გამოქვეყნების ინიციატივა, რომელსაც წინ უძღვის ისტორიული ფაქტი შემდეგი შინაარსისა: მეთექვსმეტე საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ტაოკლარჯეთი და მესხეთჯავახეთი, ასევე, აჭარაც ოსმალოებმა დაიპყრეს დაგურჯისტანის ვილაიეთიუწოდეს.

ამ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარებით შეიქნა შესაძლებელი: პირველად _ 1828 წელს, რუსეთოსმალეთის ომის შედეგად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოს დაუბრუნდა ძველი მესხეთისა და ჯავახეთის ნაწილები: ქობლიანი, აბასთუმანი, ახალციხე, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი, აბოცი ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო და ერუშეთი. 1877-78 წლების რუსეთოსმალეთის ომის შემდეგ, პარიზის ზავით, შემოერთებული იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარაქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლაარტაანი და ოლთისი”.

ზემომოყვანილი ისტორიული ფაქტი, რომელსაც “გულმავიწყობის” გამო ნაკლებად იხსენებენ ქართველი “სპეციალისტები”, უმადურობის გამოხატულებაა, რაც შეეხება ნათაძის მოსაზრებას, ის ისტორიული ფაქტების დამახინჯების მცდელობაა. ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანას ვერაფრით დავარქმევთ “უნიტარულს”.

დავუბრუნდეთ დღევანდელობას და კალაშნიკოვის განცხადებას მოლდოვას მაგალითის (თუკი გამოვა) უკრაინა-საქართველოზე გავრცელების თაობაზე. რომ იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეაო, ვეცადოთ, ჩვენ ხომ მეტი არაფერი დაგვრჩენია _ იქნებ რაღაც გამოვიდეს. ბოლოს და ბოლოს, დიალოგი ხომ აღდგება? ესეც დიდი საქმეა წლების განმავლობაში ბუტიაობის შემდეგ.

დღეს მსოფლიოში დიდი ძვრებია, განსაკუთრებით _ რუსეთის მიმართულებით, რაც გასათვალისწინებელია. ამ ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგი თუ დაკარგულს ვერ დაგვიბრუნებს, დაახლოებას მაინც შეძლებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ლამის მტრად ქცეული ქვეყნებისთვის. და თუ ამას მივაღწევთ, იქნებ სხვა რამესაც გამოვკრათ ხელი…

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

1 COMMENT

  1. Dzalian chkuiani politikosia batoni H. Chipashvili! yoveltvis momcons misi polit analizi.. HHHMMM, Batoni N.Natadze ise laparakobs, titkos misma mtavrobam ar gauukma avtonomiebi Abxazebs da Osebs! Ikneb dgevandelsac vigacas gmerti gauckres da Acharasac sheaxon xeli, ai mashin iqneba rac ikneba!.. Rusettan dalaparakebao…. Rusettan rom kargi urtiertoba agdges, mere Rusetis bazaric xom mtlad gaixsneba chventvis, mere xom vizis rejimic gauqmdeba, mere xom xalxi tavisuflad daickebs Rusetshi casvla-mosvlas, mere xom xalxis ekonomikac gamoscordeba, xoo da undat mavant tavisufali, ekonomiurad dzlieri da damoukidebeli mokalakeebi??? Ase ar sdjobia-sul xelebshi ukurot xalxma, tu ras gadmougdeben???? Sad xar gabrckinebulo Sakartvelov???

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here