Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს, ერთ ხელში მახათი უჭირავს,...

საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს, ერთ ხელში მახათი უჭირავს, მეორეში _ სადგისი

781

როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ამომრჩეველი კი _ ივანიშვილს

კვირიკაშვილს ვერ გაუგია, რომ ქართველი საზოგადოება, 4 წელიწადია, შურისძიებას კი არა, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს!

ერთერთ წერილში ვწერდი, რომ ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე გამოჩნდება, რისთვის გამოიყენებსქართული ოცნებასაკონსტიტუციო უმრავლესობასმეთქი და, აჰა, გამოჩნდა კიდეც _ “ახალიპარლამენტი დაძველიმინისტრთა კაბინეტი ერთმანეთს დითირამბებს უმღერიან, თანაც ერთი და იმავე ტექსტით _ “რა კარგი იყო გასული 4 წელი და უფრო კარგი იქნება მომდევნო 4 წელიწადი”. ორივენი ერთად კინაციონალურ მოძრაობას” “უტევენპრინციპით _ “თქვენ რომ 9 წელიწადი…”, რაც, სიმართლე გითხრათ, უკვე ყელში ამოვიდა

რატომ დავსვი წერილის დასაწყისშივე ამდენი ბრჭყალები?

იმიტომ, რომ ახალი ვუწოდოთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, რომლის შემადგენლობასაც აქეთ თამარ ჩუგოშვილი და მისი მსგავსი რამდენიმე ლიბერასტი დაამატეს, იქით კი _ ენძელა მაჭავარიანი (ამ ქალბატონზე ქვემოთ), რომელიც რბილი -თი უმტკიცებს ერთგულებას ბიძინა ივანიშვილს, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულად მეჩვენება.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, აქ, უბრალოდ, ქოცებმა ნაცებისდროინდელი და მათივე მოგონილი სამთავრობო კარუსელი დაატრიალეს, ანუ რამდენიმე მინისტრი ერთი სავარძლიდან მეორეში გადასვეს და მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტისგან განსხვავებით, ფორმალურადაც ვერ უწოდებ ახალს.

ქოცები ნაცების ნიჭიერი მოწაფეები აღმოჩნდნენ _ მშვენივრად შეირგ-მოირგეს ნაცების მიერ მიღებული მახინჯი კანონები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დახვდათ და არქიმედესავით შეჰყვირეს “ევრიკა!” _ ეს რა მაგარი რამ ყოფილაო (განსაკუთრებით _ საარჩევნო კანონი) და არათუ გასული არჩევნებისთვის შეცვალეს რაიმე, არამედ, მგონი, არც 2020 წლისთვის აპირებენ ამ მიმართულებით რაიმეს შეცვლას.

მკითხველს შევახსენებ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინათ ნათქვამს, რომელიც ერთი-ერთში “ჯდება” ნაცების რიტორიკაში, რომ თურმე წარსულს თავი უნდა დავანებოთ, შურისძიებეზე უარი ვთქვათ და მხოლოდ წინ ვიყუროთ(?!).

ამიტომაც არის, რომ პარლამენტში ყასიდადაც კი აღარავინ ახსენებს სამართლიანობის აღდგენას _ ერთადერთმა გედევან ფოფხაძემ შეახსენა ეს თემა პრემიერს და პასუხიც შესაფერისი მიიღო: ეს პროკურატურის საქმეა, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერევითო.

კვირიკაშვილს ვერ გაუგია, რომ ქართველი საზოგადოება, 4 წელიწადია, შურისძიებას კი არა, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

რას ჰქვია, ვერ ჩავერევით?!

ვის სჭირდება ქოცების მიერ ნაცების წარამარა დამუნათება იმ ყბადაღებული 9 წლით ან რის მაქნისია გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულიჰეროკრატია”, თუ ამ ფილმის გმირები, ციხის ნაცვლად, პარლამენტში სხედან და მორალს გვიკითხავენ?!

ქოცებნაცების დაპირისპირება პარლამენტში იმ აბსურდის თეატრის გაგრძელებაა, რომელსაც კოაბიტაცია ერქვა და ახლა ეს აფერა თვისებრივად ახალ ფორმაში გადავიდა, რასაც ალხანაჩალხანას, გნებავთ, პოლიტიკურად ერთნაირსქესიანი ნაცებქოცების ქორწილი ჰქვია.

ერთი სიტყვით, უკვე მერამდენედ გაბითურებულ საქართველოს ქოცები ნაცებივით მართავენ, იმ განსხვავებით, რომ ცოცხებით არ (თუ იქნებ ჯერჯერობით ვერ?) გვაუპატიურებენ და ამისთვის მადლობა ივანიშვილს?

ერთადერთი, ვინც ნაცებისა და ქოცების სიამტკბილობას არღვევს, “პატრიოტთა ალიანსის” 6 დეპუტატია, რომელთაგან ერთის, ემზარ კვიციანის, კანდიდატურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოადგილის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” ნაცების კანდიდატის სასარგებლოდ ჩააგდო(?!).

აი, კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ნაცებისა და ქოცების დაპირისპირება სინამდვილეში მირაჟია, ქიმერა…

სად პოულობს, რომელი ნაგავსაყრელიდან მოათრია ქოცების ძველი თუ ახალი სახეები, უპრინციპო ნაძირალები ბიძინა ივანიშვილმა?

ევროინტეგრაციის მინისტრი?!

აი, კლასიკური სახე დღევანდელი ხელისუფლებისა _ ჯერ კიდევ გუშინ საქვეყნოდ გაჰყვიროდა ვიქტორ დოლიძე ირაკლი ალასანიასთან დუეტში, კაბელების საქმე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და დღეს ეს კაცი ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშნეს?!

როგორც ბიძინა ივანიშვილი უწოდებს მურუსიძეს, ადეიშვილსა და სხვა ჯალათებს სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მსხვერპლს (თორემ ისე კაი ბიჭები არიანო), ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ ვიქტორ დოლიძესა და სხვა მინისტრ-დეპუტატებსაც სისტემის, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის, მსხვერპლი. ამ სისტემას კი ივანიშვილის ბაგაზე დაბმა ჰქვია. ბაგაზე, რომლიდანაც საკვების მიღება მწვავე ფორმის ამნეზიას იწვევს და გავიწყდება, რომ, საკუთარი სტომაქის გარდა, არსებობს “პატარა და უმნიშვნელო” რაღაცები _ მოყვასი, რომელსაც, შენგან განსხვავებით, შია, სცივა და სწყურია, და სამშობლო, რომელიც დაგლეჯილ-დაფლეთილია.

სიტყვამ მოიტანა და, ვიქტორ დოლიძე, ფრთიანი ანგელოზიც რომ იყოს, რომელი ევროინტეგრაციის მინისტრია, ევროკავშირის, რომელიც არსებობის (ყოველ შემთხვევაში ამ სახით) უკანასკნელ დღეებს ითვლის?

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას თავი რომ დავანებოთ, რომელსაც ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი უწოდეს სოლიდურმა ანალიტიკოს-პოლიტოლოგებმა, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ თავდაყირა დააყენა თანამედროვე გეოპოლიტიკა _ მსოფლიო ელვის სისწრაფით იცვლება და ამიტომაც ყველა, ვისაც ჭკუა აქვს, ამ ცვლილებების შესაფერისად მოქმედებს.

ან ავიღოთ ფილიპინების პრეზიდენტის _ როდრიგო დუტერტეს ანტიამერიკული, გნებავთ, ანტიდასავლური დემარში. ფილიპინები, რომელიც აშშ-ის ყურმოჭრილი მონა იყო რეგიონში, ახლა მკვეთრად შემობრუნდა რუსეთ-ჩინეთისკენ. საფრანგეთში კი მემარჯვენე ცენტრისტების პარტიის შიგა პრაიმერისში პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მოლდოვაში, ბულგარეთსა და ლიტვაში პრორუსულად განწყობილი ძალების გამარჯვების შესახებ წინა სტატიაში ვწერდი და აღარ გავიმეორებ…

ეს სია, სავარაუდოდ, გაიზრდება. საქართველოს ხელისუფლება კი, ვითომ არაფერი მომხდარა, ისევ ნატოსა და ევროკავშირზე მღერის. არადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი სასწრაფოდ არის შესაბრუნებელი 180 გრადუსით _ რუსეთთან უნდა დავამყაროთ სტრატეგიული კავშირი, თორემ მალე გვიან იქნება თითზე კბენანი.

რუსეთმა რატიფიცირება მოახდინა კანონისა, რომლის ძალითაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის სამხედრო ძალები ერთიანდებიან და ამიერიდან მოსკოვიდან მიღებულ ბრძანებას დაემორჩილებიან. დიდი სამხედრო სტრატეგობა არ სჭირდება იმას, თუ რას ნიშნავს ყოველივე _ საკმარისია, რუკას დავხედოთ და ცხადი შეიქნება, რომ საქართველო გარშემორტყმულია რუსეთის სამხედრო ძალებით. ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის განზრახვაზე გალში სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ, სადაც კრემლი 15-20 ათასი სამხედროს შეყვანას აპირებს. ეს ყველაფერი პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რას მოუტანს საქართველოს მათი პირისპირ შეხვედრა…

ამის მიუხედავად, დღეს ვინც ნატოსა და ევროკავშირზე ლაპარაკობს, ვისაც ისევ ბრიუსელვაშინგტონის იმედი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ან უვიცი ბრიყვი მოყვარეა, ან ჭკვიანი და შეგნებული მტერი.

ხელისუფლება კი იმის მაგივრად, რომ სასწრაფოდ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები, იმაზე მსჯელობით არის დაკავებული, რომელი ზღაპარია უფრო მავნე ჩვენი შვილებისთვის _ “კომბლე” თუ “ხუთკუნჭულა”, “ნაცარქექია” თუ “ასფურცელა” და ა.შ.

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარები დაარისხოს, ერთ ხელში მახათი უჭირავს, მეორეში _ სადგისი.

თუმცა არა, მთლად უსაქმოდაც არ არიან _ დიდი ხანია, მესმოდა, დედა ენის ბაღში ირაკლი ჩარკვიანს, მეტსახელად მეფეს ძეგლი უნდა დაუდგანო, რაც, სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, მაგრამ ცოტა ხნის წინათ მართლაც დაუდგამთ.

ამ ფაქტმა, რომ იტყვიან, ააფეთქა “ფეისბუქი” ძირითადად უარყოფითი კომენტარებით, _ ნარკომანს დაუდგეს ძეგლიო, რაც, ვფიქრობ, არასწორია, რადგან უამრავი დიდი ხელოვანის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებიც ან ნარკომანი იყვნენ ან ლოთი. თუნდაც ნიკო ფიროსმანი და რუსი მიხეილ ბულგაკოვი კმარა ჩემი ნათქვამის დასტურად. ლოთია თუ მორფინისტი ვერ განვიკითხავ, რადგანაც ცოდვებისთვის მაშინ ვაგებთ პასუხს, როდესაც უზენაესის წინაშე წარვდგებით.

ჩემი აზრით, საკითხი ასე უნდა დასმულიყო _ ნარკომანიც რომ არ ყოფილიყო, ძეგლი უნდა დაგვედგაშენ აფრენ”-ის ავტორისთვის, თანაც დედა ენის ბაღში?!

აღსანიშნავია, რომ ეს ძეგლი დაიდგა არა თბილისის ბიუჯეტის, არამედ კერძო სახსრებით, მაგრამ ნებართვა ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის უფროს ია მაქაცარიას გაუცია. ეს ის მერიის კულტურის სამსახურია, რომელმაც 4 წელიწადია, ვერ მოახერხა ველოსიპედის ძეგლის აღება და დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნება, რაც ჯავრად ჩავაყოლეთ საფლავში დიდ მერაბ ბერძენიშვილს.

მივმართავ ქალბატონ ია მაქაცარიას: თუ გაფრენაა, ბოლომდე გავაფრინოთ და “გენიალური” ლექსის “შენ აფრენ” “გენიოსი ავტორის” ნეშტი მთაწმინდაზე ავასვენოთ და, პოეზიის მეფე “სულ ტყუილად” რომ ეგონა თავი, იმ გალაკტიონის გვერდით გავუთხაროთ საფლავი “ნამდვილ მეფე-პოეტს” და ის ძეგლიც ზედ დავადგათ…

ახლა კი ზემოთ შეპირებული პასაჟი _ ქალბატონ ენძელა მაჭავარიანზე:

4 წელიწადი ისე გავა, რომ ეს ქალბატონი ერთხელაც არ მივა მიკროფონთან. არადა. რბილ ლ-ზე ეტყობა, კარგი ხაჭაპურის გამოცხობა ეცოდინება და ამიტომ ამ ქალბატონის 4 წლით მოცდენა პარლამენტშ, პურმარილის მოყვარული ქართველი ერის წინაშე ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილ კიდევ ერთი დანაშაულია… იმედია, იმერულ ტრადიციებზე აღზრდილ ქალბატონს ეს ხუმრობა არ ეწყინება, რადგან, თავგასიებული ვანო ჯავახიშვილისგან განსხვავებით, არც ქალბატონი ენძელას რბილ -ს დავცინი და, მით უმეტეს, არც მის გამომცხვარ ხაჭაპურსა თუ ისრიმ-მაყვალში “ჩადობილ” წიწილას დავიწუნებდი…

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here