Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის ეკონომიკის მინისტრი დააკავეს

რუსეთის ეკონომიკის მინისტრი დააკავეს

597

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას, – აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, სისხლის სამართლის საქმე მინისტრთან მიმართებაში აღძრულია „როსნეფტის“ მიერ ნავთობის კომპანია „ბაშნეფტის“ აქციების სახელმწიფო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს, რომელსაც ალექსეი ულუკაევი ხელმძღვანელობს, უნდა გაეკეთებინა დასკვნა ხელშეკრულების თაობაზე. „საუბარი მიდის „როსნეფტის“ წარმომადგენლებისთვის ქრთამის გამოძალვაზე და მუქარაზე“, – აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო.  როგორც წინასწარი გამოძიებით გაირკვა, მან 14 ნოემბერს კომპანია როსნეფტისგან ქრთამის სახით 2 მილიონი დოლარი აიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ულუკაევის წინააღმდეგ წარდგენილია ძალიან სერიოზული ბრალდება, რაც ითხოვს „ძალიან სერიოზულ მტკიცებულებებს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here