Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ რევოლუციის, რუსეთისა და მსოფლიო

სტალინი _ რევოლუციის, რუსეთისა და მსოფლიო

1227

პროლეტარიატის დიდი ბელადი

რევოლუციის მომზადებისა და მისი ტრიუმფით დასრულების მთავარი შემოქმედი, როგორც აღვნიშნეთ, სტალინი იყო. უცხოეთის იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტების მიერ მოსყიდული ანტირევოლუციური ბანდა ინაწილებდა ულუფებს იმ უზარმაზარი ნანადირევისა, რომელსაც რუსეთის იმპერია ერქვა ოდესღაც.

ყოველთვის თავდაჭერილი, დინჯი და თავმოყვარე სტალინი არ ჩართულა ამ მეტად მტკივნეულ აქციებში. არც არავის გახსენებია, ისე გაინაწილეს ძირითადი დარგები და მხარეები. ებრაული კლანი დირექტივას დირექტივაზე იღებდა უცხოეთიდან, თუ რომელ პრინციპებს უნდა დაფუძნებოდა რუსეთის მართვის სტრატეგია.

სამინისტროების, კომიტეტებისა და მხარეების განაწილება დასრულდა, მაგრამ სტალინს არაფერი შეხვედრია _ არათუ კომიტეტი და დარგი, ოთახი და სკამიც კი. ბოლოს ნამუს და სინდისდაკარგულმა ბრბოთა კრებულმა გასართობი მოუძებნა სტალინს და შეუკოწიწა სახელდახელოდ გამოგონილი ეროვნებების საკითხთა კომისარიატი, რომელსაც კრემლში ერთი ოთახი, ერთი სკამი და ერთი პირადი მდივანი გამოუყვეს ერთი საბეჭდი მანქანით.

სტალინს ეჭვიც არ გასჩენია, რომ უპატივცემულოდ მოექცნენ და არ დააფასეს _ ღირსეულად მიიღო შემოთავაზება და საქმიანობასაც შეუდგა. მას, გარდა კომისარიატის ხელმძღვანელობისა, სხვა სამსახურიც ჰქონდა _ მუდმივი და შეუცვლელი. ის იყო სტალინი.

1917 წელი მალე მიილია, დადგა 1918. ზოგიერთს ეგონა, რომ რევოლუციის შემდგომ ცა მოიწმინდებოდა და მზე გამოანათებდა, მაგრამ, საუბედუროდ, ასე არ მოხდა. თუ სმოლნში და მის მიმდებარე მოედნებზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, რუსეთის განაპირა მხარეებში კვლავ ილესებოდა ხმლები და იტენებოდა ზარბაზნები. ქვეყანა მალე გაეხვია სამოქალაქო ომის ქარცეცხლში. კატასტროფა უსწრაფესად მოიწევდა ქვეყნის შუაგულისკენ. სამოქალაქო ომმა გაუსაძლისი შიმშილი გამოიწვია ქვეყანაში. მდგომარეობა ყველაზე მეტად სამხრეთში გართულდა _ კაზაკებმა და თეთრგვარდიელებმა გადაწყვიტეს, ცენტრალური რუსეთისთვის სამხრეთიდან გადაეჭრათ პურით მომარაგების ძირითადი არტერია. რევოლუციის მონაპოვარი აშკარა საფრთხის წინაშე დადგა.

ტროცკიმ და მისმა ბანდამ ფარული თათბირისა და ლენინთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს, არა ომის მოსაგებად, არამედ სამხრეთიდან პეტროგრადისა და მოსკოვის სურსათ-სანოვაგით მომარაგების მიზნით, სამხრეთის მიმართულებით მიევლინებინათ სტალინი.

შეთქმულთა ჯგუფი იმედოვნებდა: თუ სტალინი პურპროდუქტებით ვერ შეძლებდა პეტროგრადისა და მოსკოვის უზრუნველყოფას, სამაგიეროდ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, კონფრონტაციას დაიწყებდა ფრონტის სარდლებთან და შედეგად სიცოცხლესაც დაასრულებდა.

ამით ტროცკისტ-შეთქმულთა ოცნება, სტალინი ჩამოეშორებინათ როგორც რევოლუციის მონაპოვრისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, ბუნებრივად განხორციელდებოდა. შეთქმულებმა ლენინი გადაიბირეს და სტალინს უბრძანეს სამხრეთში გამგზავრება. შეუქმნეს კიდეც შემდეგი სახის რწმუნებულება:

სახალხო კომისართა საბჭოს სახალხო კომისარი სტალინი ინიშნება სურსათმომარაგების საერთო ხელმძღვანელად, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს სამდინარო და საზღვაო ფლოტი, ფოსტატელეგრაფი, სასურსათო ორგანოებში მოქმედი ყველა კომისარი და ემისარი, რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან ამ საქმეში, და შეასრულონ სტალინის განკარგულება”.

 სახალხო საბჭოს თავმჯდომარე: . ლენინი

1918 . 31 მაისი. #324” (აღ. 1, საქმე # 1002).

ორი დაჯავშნილი მანქანითა და თავისი ახლო მეგობრებით სტალინი რუსეთის სამხრეთისკენ გაეშურა. თუ გამცილებლებს ეგონათ, რომ სტალინს უკანასკნელად უქნევდნენ ხელს, თვითონ სტალინი ამაზე ერთხელაც არ დაფიქრებულა. ის სამხრეთში მიდიოდა იმისთვის, რომ სურსათ-სანოვაგით მოემარაგებინა მოსკოვისა და პეტროგრადის მოსახლეობა, რათა შიმშილისგან არ დახოცილიყვნენ ამ ორ მეგაპოლისში მცხოვრები ადამიანები.

ცარიცინში (შემდეგ _ სტალინგრადი, ამჟამად _ ვოლგოგრადი) სტალინს დახვდა წარმოუდგენელი ქაოსი და უდისციპლინობა არა მხოლოდ მომარაგების საკითხებში, არამედ ადგილობრივ პარტიულ და სამხედრო უწყებებშიც. ყოველივე ეს სტალინს ხელს უშლიდა თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულებაში. წინააღმდეგობა, ძირითადად, მომდინარეობდა თეთრგვარდიელთა ანტირევოლუციური განწყობილებიდან, რომელსაც დაუფარავად ავლენდნენ არა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ ქუჩის აქციებშიც, ამას ერთვოდა გერმანელ ოკუპანტთა აქტიური მოქმედება უკრაინაში.

კონტრრევოლუციური ბანდები, რომლებმაც დაიკავეს ცარიცინის პურით მდიდარი განაპირა რაიონები, აფერხებდნენ არა მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთის მომარაგებას, არამედ აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ ცარიცინსაც.

მემარცხენე ესერების აქტიური გამოსვლების შედეგად მძიმე მდგომარეობაში იყო მოსკოვი. აღმოსავლეთში აქტიურობდა მურავიოვი, ურალში იზრდებოდა და მტკიცდებოდა კონტრრევოლუცია. დიდი ბრიტანეთი ემზადებოდა ბაქოს ნავთის სარეწების ხელში ჩასაგდებად. ცეცხლის რკალში მოექცა სრულიად რუსეთი, ცოტაც და აგიზგიზებულ ცეცხლში რევოლუციის მონაპოვარი რუსეთთან ერთად შთაინთქმებოდა.

რევოლუცია განიცდიდა უსასტიკეს და ულმობელ გამოცდას.

უწყვეტ ნაკადად მოფრინავდა და მიფრინავდა დეპეშები პეტერბურგსა და ცარიცინს შორის. ბოლშევიკებს წერილის გასაგზავნი ორი მისამართი ჰქონდათ _ პეტროგრადი და ცარიცინი. დეპეშები იგზავნებოდა როგორც ლენინის, ისე სტალინის სახელზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. ლენინი განსაკუთრებით დაინტერესებულია ცარიცინით, რადგან იქ ორი პრობლემა უნდა გადაწყდეს _ დამარცხდეს კონტრრევოლუცია და ხელისუფლებას ჩამოშორდეს სტალინი.

სტალინი ცეცხლის ალშია გახვეული და თითქოს შეშინებული უნდა იყოს, მაგრამ მან დიდი ხნის წინათ დაკარგა შიშის განცდა. სტალინი დარწმუნდა, რომ ამ ცეცხლის რკალიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო სამხედრო ძალის გამოუყენებლად, რისთვისაც სჭირდება არა იმის ნებართვა, რომ ხორბალი გაუგზავნოს ცენტრს, არამედ რწმუნებულება ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვრის დასაცავად. მას სჭირდება სამხედრო რწმუნებულება, რათა დაიცვას პარტია და სამშობლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტალინმა, ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, პირდაპირი სატელეფონო ხაზით მიმართა ლენინს:

ექვსში ჩამოვედი ცარიცინს. ცარიცინში, ასტრახანში, სარატოვში გამეფებულია აღვირახსნილობა და სპეკულაცია. ცარიცინში შემოვაღებინე საბარათო სისტემა და მტკიცე ფასები. მიუხედავად ადგილობრივი კოლეგიების პროტესტისა, იძულებული ვარ, დავაყენო სპეციალური კომისრები, რომლებიც უკვე ამყარებენ წესრიგს”.

სტალინი შეუდგა ლენინის მიერ შექმნილი სოციალისტური განვითარების მოდელის რეკონსტრუქციას. ამის პირველი პრეცენდენტი თავისუფალ ფასებს, სპეკულაციასა და ნეპს (ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას) შეეხებოდა.

სტალინმა ფრონტიდან კვლავ შეიტანა შესწორება ლენინისა და ტროცკის მიერ შემუშავებულ რევოლუციისთვის ღალატის მოწყობის პროგრამაში და ბრძანების ტონით მიუთითა ცენტრს:

გადაეცით შმიდტს, აღარ გამოგზავნოს თაღლითები, კობზევმა განკარგულება გასცეს, რომ კოლეგიებმა ვორონეჟში დაბრკოლებები არ შეუქმნან ჩემს რწმუნებულებს”.

სტალინის შეგონებას კრემლში თითქმის არ მიაპყრეს ყურადღება და, შესაბამისად, პასუხი არ გასცეს, ამიტომ სტალინმა უფრო მრისხანე და ყურადსაღები მითითებები მისცა ლენინს:

“ვინაიდან განაპირა მხარეების კავშირი ცენტრთან სუსტია, საჭიროა, ადგილზე გვყავდეს დიდი რწმუნებით აღჭურვილი პირი სასწრაფო ზომების დროულად მისაღებად და, თუ ამ მიზნით დანიშნავთ ვინმეს (ვინც უნდა იყოს), მაცნობეთ პირდაპირი ხაზით და მანდატიც ამგვარად გადმოეცით”.

ლენინს ეს რწმუნებულება, წესით, სტალინისთვის უნდა მიეცა, მაგრამ შეთქმულნი ასე არ ფიქრობდნენ. მათთვის სჯობდა, დაკარგულიყო ცარიცინი და სამხრეთიც, თუ მათთან ერთად დაიკარგებოდა სტალინიც. თუმცა სტალინმა კარგად იცოდა, რომ ეს რწმუნებულება მას (ლენინს) მიცემული ჰქონდა ტროცკისთვის და, რომ ფრონტს განაგებდა ტროცკი და არა სტალინი, რომ ფრონტის წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე პასუხს აგებდა ტროცკი და არა სტალინი.

სტალინმა მტკიცედ გადაწყვიტა, კრემლის ეს დუმილი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვრის აშკარა ღალატის ტოლფასი იყო, ყველასთვის ეცნობებინა. მან გადაწყვიტა, გამოემზეურებინა, როგორ უღალატა ტროცკის ბანდამ რევოლუციას. ეს უნდა სცოდნოდა არა მხოლოდ ბოლშევიკურ პარტიას, არამედ სრულიად ქვეყანას და სწორედ ცარიცინიდან გაუხსნა ცეცხლი სტალინმა ცენტრს.

1918 წლის 10 ივლისს სტალინი კვლავ ხაზს უსვამს ცენტრის მოღალატეობრივ პოზიციას და ლენინს მიმართავს:

“რამდენიმე სიტყვა.

თუ ტროცკიმ წინდაუხედავად და განურჩევლად მისცა მანდატები ტრიფონოვს (დონის ოლქი), ავტონომოვს (ყუბანის ოლქი), კოპეს (სტავროპოლი), საფრანგეთის მისიის წევრებს (რომლებმაც დაპატიმრება დაიმსახურეს) და სხვებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაფერი დაირღვევა და ამ მხარეს საბოლოოდ დავკარგავთ…

საქმის სასარგებლოდ ჩემთვის აუცილებელია რწმუნებანი. უკვე მოგწერეთ ამის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ძალიან კარგი. რაკი ასეა, მე თვითონ ფორმალობის დაუცველად ჩამოვაგდებ არმიების იმ სარდლებსა და კომისრებს, რომლებიც საქმეს დაღუპავენ, ასე მკარნახობს საქმის ინტერესი და, რასაკვირველია, ტროცკის ქაღალდის ნაგლეჯის უქონლობა ვერ შემაჩერებს”.

არ ვიცი, ვინ როგორ იფიქრებს, მაგრამ ჩემთვის სტალინის წერილის ეს რამდენიმესიტყვიანი მონაკვეთი ნებისმიერი ომის მოგების ტოლფასია. ეს ჰიმნია სტალინის პიროვნულ ღირსებებზე. პიროვნებაზე, რომელიც ადამიანის ენით ლაპარაკობს და ღმერთივით მოქმედებს.

ცარიცინში სტალინი მოგვევლინა უდიდეს სამხედრო სპეციალისტად, რომელსაც არ ჰქონდა არავითარი სამხედრო ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ მისი ზეციური ნიჭი ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს იმისა, რომ ყველგან და ყოველთვის პირველი ყოფილიყო.

საინტერესოა საარქივო მასალა, რომელიც თარიღდება 1919 წლის 3 თებერვლით და რომელშიც მოცემულია თეთრგვარდიელთა ჟურნალ “დონის ტალღაში” სტალინზე გამოქვეყნებული წერილი.

აი როგორ აფასებენ თეთრგვარდიელები თავიანთ ვერაგ მოწინააღმდეგე სტალინს:

მთავარი დავალება სტალინისა იყო ის, რომ მოემარაგებინა სურსათსანოვაგით ჩრდილოეთის გუბერნიები და ამ დავალების შესასრულებლად მიღებული ჰქონდა კიდეც შესაბამისი რწმუნებულება. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ქვეყანას მოვწყვიტეთ ცარიცინი და ბლოკადაში მოვაქციეთ. სტალინს რუსეთთან დასაკავშირებლად მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა დარჩა _ მდინარე ვოლგა. სამხრეთში მოხალისეთა გააქტიურებამ კიდევ უფრო გაართულა სტალინის მდგომარეობა. მისი მიმოწერა ცენტრთან იმის დასტურს იძლევა, რომ სტალინს სამხრეთის მიმართულებით სრული ფიასკო უნდა განეცადა.

მაგრამ შეუძლებელია, წარმოიდგინო კაცი, როგორიც იყო სტალინი. მისი ყველა ქმედება ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. თითქოს ჩვეულებრივი ქმედებებით იწყებს საქმის კეთებას, მაგრამ მიზანს აღწევს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ წარსულში ცნობილი ნებისმიერი დიქტატორიც კი ვერ შეძლებდა იმას, რაც სტალინმა შეძლო შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად.

იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის საქმეებს ცოტა ხნით მოსწყდებოდა, შემოუვლიდა ქალაქის ყველა უბანსა და უწყებას _ სამოქალაქოსა და სამხედროს, აკვირდებოდა ფრონტის მდგომარეობას და საერთო პოლიტიკურ მოვლენებს ჩრდილოეთ კავკასიაში”.

წერილის ავტორი, თეთრგვარდიელი ნოსოვი, გადადის რა სტალინის პირად დახასიათებაზე, წერს:

ცარიცინში მდგომარეობა გამკაცრდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა დამყარდა. არ გავიდოდა დღე, რომ სხვადასხვა ადგილას არ ეპოვათ კონტრრევოლუციონერთა და თეთრგვარდიელთა ბანდები. ქალაქის ციხეები გადაჭედილი იყო შინაური თუ გარეშე აგენტებითა და ხალხის მტრებით. ფრონტზე მდგომარეობამ კულმინაციას მიაღწია. ამ ბრძოლისა და ხალხის მობილიზაციის ძრავა ერთპიროვნულად იყო სტალინი”.

ნოსოვი არასწორად შენიშნავს, რომ სტალინს ცენტრიდან ჰქონდა მიღებული განკარგულება, ეხელმძღვანელა როგორც სურსათ-სანოვაგის მომარაგების, ასევე ფრონტისთვის. ეს სწორი არ არის, რადგან სამხედრო საქმეს თავისი წესები აქვს და სპეცდირექტივის გარეშე სტალინი სამხედრო მოქმედებებს ვერ განახორციელებდა. ცენტრის განკარგულებით სტალინისთვის სამხედრო უფლებამოსილების გადაცემა, როგორც ნოსოვი თავის სტატიაში წერს, სტალინის მიერ ლენინისთვის გაგზავნილი წერილითაც ბათილდება: “მე თქვენ მოგწერეთ რწმუნებულების შესახებ, თქვენ კი პასუხი არ გამეცით…”

მიუხედავად იმისა, რომ ნოსოვი თეთრგვარდიელია და სტალინის უშუალო მტერი, სიმართლეს ისიც ვერ გაურბის და თავის სტატიაში მიანიშნებს: “ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს ცარიცინში დაწყებულ რეპრესიებს. მე, ყოველივე ამის მნახველს, შემიძლია განვაცხადო, რომ ცარიცინში იმხანად, როდესაც სტალინის აქტიური მოქმედებით მოსალოდნელი იყო კონტრრევოლუციის სრული ლიკვიდაცია, მოსკოვმა გადაწყვიტა, დახმარებოდა კონტრრევოლუციონერებს და დიდძალი ფული გამოუგზავნა აჯანყებულებს ფარულად”.

“დიდად სამწუხაროა, _ გოდებს ნოსოვი, _ რომ ალექსეევისა და მისი ორი ვაჟის მიერ აჯანყებულებისთვის ჩამოტანილი დიდძალი ფული საქმეს ვერ მოხმარდა. მამა და შვილები ვერ ჩასწვდნენ ცარიცინში მიმდინარე მოვლენების არსს და სრულიად არ იცნობდნენ სტალინის იმ გენიალურ გეგმას, რომელიც კონტრრევოლუციისა და რევოლუციის მტრების საწინააღმდეგოდ იყო დაგეგმილი”.

მამა და ორი შვილი სერბეთის პოლკის მეშვეობით ცდილობდნენ, გაეშალათ კონტრრევოლუციური საქმიანობა, მაგრამ სტალინის ფხიზელ თვალს და მის მიერ შექმნილ საგანგებო კომისიას მცირე დრო დასჭირდა, მიეგნო იმ ბუდისთვის, რომლიდანაც ტროცკის შხამიანი გველის წიწილები იჩეკებოდნენ. ალექსეევებისა და მათი ჯგუფის საქმიანობა გამოაშკარავდა. იმისათვის, რომ სამაგალითო ყოფილიყო რევოლუციის მტრების მიმართ ულმობლობა, სტალინმა მთელ ქალაქს გააცნო ინფორმაცია მათი მოქმედების შესახებ, ხოლო როდესაც კონტრრევოლუციონერები დააპატიმრეს, დამნაშავეთა დასჯის ბრძანების პროექტს ერთსიტყვიანი რეზოლუცია დაადო: “დაიხვრიტონ!”. ალექსევი, მისი ორი ვაჟი და მათზე მიტმასნილი თეთრგვარდიელი თუ კაზაკი მეამბოხეები სასამართლოს გარეშე საველე პირობებში დახვრიტეს.

არ შემიძლია, დავმალო სტალინის ეს სისასტიკე, რადგან ეს ამბავი საარქივო მასალებში, (აღწერა 1. საქმე #722) კლიმენტი ვოროშვილოვის ჩანაწერებშია აღნიშნული.

იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთის ფრონტზე სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა ცენტრს, სტალინმა გადაწყვიტა, შეეცვალა ომის სტრატეგია და ტაქტიკა. სამხრეთიდან ტროცკის დამქაშები დეპეშას დეპეშაზე გზავნიდნენ ცენტრში, რომ იღუპება ტროცკის მიერ დიდი რუდუნებით შექმნილი წითელი არმია, რომ საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება არმიის გადასარჩენად.

ლენინთან შეთანხმებით, ტროცკიმ სამხრეთის მიმართულებით გაგზავნა უმკაცრესი ბრძანება, რომ შეწყვიტონ კომისარიატებისა და ფრონტების დემობილიზაცია და რომ სამხედრო უწყებას ჰყავს პატრონი და ეს არის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე ტროცკი. სამხედრო კომისარი ტროცკი ითხოვს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ყველაფერი თავის ადგილს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები.

დეპეშა სტალინს მიუტანეს. ცოტა ხნის შემდეგ სხვა საქმიან ქაღალდებთან ერთად გაეცნო ტროცკის ტელეგრამასაც, რომელმაც სტალინში მხოლოდ ღიმილი გამოიწვია. მან ტელეგრამას მრავალმნიშვნელოვნად წააწერა: “ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ი. სტალინი”.

ცარიცინში სასწაული მოხდა. ბურჟუაზიის ნარჩენებსა და თეთრგვარდიელებს, რომლებიც უშიშრად დააბოტებდნენ ქალაქის ქუჩებში და დღე-დღეზე ელოდებოდნენ წითლების დამხობას, იმედი გაუცრუვდათ. მოკლე ხანში ქალაქი ცარიცინი რკინის სალტეში მოექცა. ყველა ქუჩასა და მოედანს წითლები აკონტროლებდნენ. სასურსათო მაღაზიები თანდათან ივსებოდა პროდუქტებითა და სამრეწველო საქონლით, ქუჩებში შეწყდა ლოთობა და შფოთი. ასე მოკლე დროში წარმოუდგენელი იყო ქალაქის იერ-სახისა და ცხოვრების წესის შეცვლა. ეს მხოლოდ სტალინს შეეძლო.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here