Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანიის თავდაცვის მინისტრი: არ შეიძლება ყირიმის ანექსიის და ალეპოს დაბომბვის დავიწყება!

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: არ შეიძლება ყირიმის ანექსიის და ალეპოს დაბომბვის დავიწყება!

484

„ტრამპმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, ვის მხარეზეა: კანონის, მსოფლიო წესრიგის და დემოკრატიის, თუ მისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს“, – განაცხადა მინისტრმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოზიცია დაიკავოს.  ამის შესახებ მინისტრმა ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. 

მისი მოსაზრებით, პუტინთან საუბარში არ შეიძლება ყირიმის ანექსიის და ალეპოს დაბომბვის დავიწყება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპს, არ მოექცეს ნატო-ს, როგორც ბიზნესს. “ეს საწარმო არ არის. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა შეგიძლია თქვა, რომ წარსული არ გაღელვებს. ვერ იტყვი: ჩვენი ფასეულობები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ შევხედავ, გამოვა თუ არა ამისგან მომგებიანი გარიგება. ასე ქვეყანას არ მართავენ და ეს ნატო-ს პრინციპი არ არის”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here