Home რუბრიკები პოლიტიკა დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

619

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

7 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მანფრედ ვერნერმა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე დახურულ კარს მიღმა გამართა თათბირი, რომელზეცგლადიოსსაკითხი განიხილეს. როგორც ესპანეთის პრესა იტყობინებოდა, ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბი, რომელიც სამხედროპოლიტიკური ბლოკის სამხედრო აპარატის უმაღლესი ორგანოა, კოორდინაციას უწევდა გლადიოს მოქმედებას. “არაოფიციალური ინფორმაციით, ვერნერს სჭირდებოდა დრო, რათა გარკვეულიყო ნატოს მიერ წინა დღით გაკეთებულ განცხადებაში _ “არაფერი ვიცით”. ყველა დეტალი წარდგენილი იყო თათბირზე, რომელიც ზემოთ დასახელდა.

ევროპაში ნატოს მაღალი თანამდებობის ოფიცერმა, შეერთებული შტატების გენერალმა ჯონ გალვინმა დაადასტურა, რომ ძირითადად ყველაფერი, რასაც პრესა წერდა, სიმართლეა, მაგრამ ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.

იგივე გაიმეორა ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნულ თათბირზე. იქვე გადაწყდა, რომ, ნატოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, აღნიშნული თემა არ იქნება კომენტირებული, რადგან სახელმწიფო საიდუმლოებაა.

ინკოგნიტო წყაროების განცხადებით, ნატოს უსაფრთხოების სამსახური, როგორც ჩანს, ჩართული იყო ოპერაციაში “გლადიო”. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში განთავსებული ეს სამსახური ალიანსის განუყოფელ ნაწილად განიხილებოდა 1949 წლიდან, ანუ გაერთიანების შექმნის დღიდანვე. უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, გენერალური მდივნის წამყვანი მრჩეველი უშიშროების საკითხებში, შტაბ-ბინის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია ორგანიზაციის შიგნით მოქმედი უშიშროების სამსახურის კოორდინაციაზე. მთავარია, რომ უშიშროების საკითხების სამსახურის დირექტორი უშიშროების საკითხებში ნატოს კომიტეტის თავმჯდომარეც არის. ამ კომიტეტის სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების უშიშროების სამსახურების უფროსები რეგულარულად განიხილავენ ჯაშუშობის, ტერორიზმის, დივერსიის, ასევე, ევროპაში კომუნიზმის საშიშროების პრობლემებს.

მკვლევარ ერიკ შმიდტ იენბუმის განცხადების მიხედვით, დასავლეთ ევროპის რამდენიმე სპეცსამსახურის (ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, ნორვეგიის, ლუქსემბურგისა და დიდი ბრიტანეთის) ხელმძღვანელებმა 1990 წლის ბოლოს ჩაატარეს რამდენიმე შეხვედრაგლადიოსშესახებ გავრცელებული ცნობების უარსაყოფი სტრატეგიის შემუშავების მიზნით. სავარაუდოა, რომ ეს შეხვედრები საიდუმლოდ ტარდებოდა ნატოს უშიშროების სამსახურის კედლებში. “ის ფაქტი, რომ “გლადიოს” საიდუმლო არმიების ქმედების კოორდინაციას ახდენდა საერთაშორისო კომიტეტი, _ წერდა პორტუგალიის ყოველდღიური გაზეთი “ექსპრესო”, _ ადასტურებს, რომ არსებობდა სხვა პრობლემა, რომელიც თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტს ეხებოდა”. უწინარეს ყოვლისა კი, იმას, რომ “ცივი ომის” დროს სამხედრო საიდუმლო სამსახურები უმეტეს შემთხვევაში დემოკრატიული კონტროლის გარეშე რჩებოდა. აშკარაა, რომ ბევრი ევროპული მთავრობა ვერ აკონტროლებდა თავის სპეცსამსახურს, სანამ ნატოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან. “ეს ნიშნავს, რომ ნატო შეზღუდული ნდობის დოქტრინის ერთგულია. ამგვარი დოქტრინის არსია, რომ ზოგიერთი მთავრობა არ იმოქმედებს კომუნისტების საწინააღმდეგოდ და, მაშასადამე, არც ღირს ნატოს საიდუმლო ქვედანაყოფების შესახებ მათი ინფორმირება”.

წერილში სათაურით _ მანფრედ ვერნერი განმარტავსგლადიოსსაკითხს” _ პორტუგალიის პრესამ აღწერა ნატოს ხელმძღვანელობის შეხვედრის დეტალები, რომელიც 7 ნოემბერს გაიმართა. “ნატოს გენერარულმა მდივანმა გაერთიანების 16 ქვეყნის ელჩებს აცნობა, როგორ ფუნქციონირებდა საიდუმლო ქსელი, რომელიც 1950-იან წლებში დაფუძნდა სსრ კავშირის შემოჭრის შემთხვევაში წინააღმდეგობის ორგანიზების მიზნით”. დახურულ კარს მიღმავერნერმა დაადასტურა, რომ მოკავშირე ძალების სამხედრო სარდლობა _ ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბი _ კოორდინაციას უწევდაგლადიოსქსელს, რომელიც ნატოს ბევრ ქვეყანაში სპეცსამსახურების მიერ იყო შექმნილი იმ კომიტეტის მეშვეობით, რომელიც 1952 წელს დაარსდა გენერალ რაიმონდ ვან კალსტერის თავმჯდომარეობით”.

ეს კომიტეტი, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო ნატოს საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის გაერთიანებული კომიტეტი. “თავდაპირველად, ჯერ კიდევ 1947 წელს, ეს საიდუმლო ორგანიზაცია (“გლადიო”) შეიქმნა იტალიაში, შემდეგ ანალოგიური ორგანიზაციები ჩამოყალიბდა საფრანგეთში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ლუქსემბურგში, დანიაში, ნორვეგიაში, საბერძნეთში”, _ იტყობინებოდა გაზეთი.

“გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბმა მოგვაწოდა “ცრუ ინფორმაცია”, როცა მისმა წარმომადგენლებმა უარყვეს მსგავსი ქსელების არსებობა. ამავე დროს აღნიშნული შტაბის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, ჩამოეთვალათ ის წინააღმდეგობანი, რომლებსაც წააწყდა რიგი მთავრობებისა. ისინი ხან ადასტურებდნენ, ხან უარყოფდნენ “გლადიოს” ქსელის არსებობას ამა თუ იმ ქვეყანაში”.

პრესამ, რომელიც სკანდალის ცენტრში იყო მოქცეული, არაერთხელ მიმართა შეკითხვით ნატოს უმაღლეს ხელმძღვანელობას, გენერალურ მდივან მანფრედ ვერნერს, ბოლოს და ბოლოს, აეხსნათ, სად იყო ძაღლის თავი დამარხული, მაგრამ ვერნერი მიუწვდომელი იყო ჟურნალისტებისთვის, რადგან, როგორც ვთქვით, ალიანსი არასოდეს აკეთებდა განცხადებებს სამხედრო საიდუმლოებების შესახებ. ტერმინი “სამხედრო საიდუმლოებანი” ჟურნალისტების შემდგომი დისკუსიების ცენტრალური პუნქტი გახდა. პრესამ დაიწყო ნატოს გადამდგარი თანამდებობის პირების ძებნა, რომლებიც შეძლებდნენ შექმნილი ვითარების გაკონტროლებას.

79 წლის ჯოზეფ ლუნემ, რომელიც 1971-დან 1984 წლამდე ნატოს გენერალური მდივანი იყო, სატელეფონო ინტერვიუში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ასეთი ქსელების არსებობაზე, სანამ ამის შესახებ პრესაში არ წაიკითხა: “არასოდეს მსმენია, თუმცა საკმაოდ მაღალი თანამდებობა მეკავა ნატოში”. ლუნემ ისიც თქვა, რომ მას პერიოდულად მოკლედ აცნობებდნენ საიდუმლო ოპერაციების განხორციელების ფაქტებს, თუმცა დასძენდნენ “ეს ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ მაინც შესაძლებელია”, და რომ “გლადიოს” ქსელი შექმნეს მის დაუკითხავად, მის ზურგს უკან.

აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა შენიშნა, ერთადერთი კოლექტიური ორგანო, რომელსაც ოდესმე უმუშავია, იყო ნატო, იმიტომ, რომ იგი სამხედრო ალიანსი იყო და პასუხისმგებლობა ჩვენ გვქონდა დაკისრებული”. მან სწორად აღნიშნა, რომ, მართალია, ნატოს შტაბ-ბინა აქვს ბელგიაში, მაგრამ მისი მთავარი ოფისი პენტაგონშია. ნატოს მთელი ისტორიის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებს ყოველთვის ამერიკელი გენერალი მეთაურობდა. ევროპელებს უფლება ჰქონდათ, წარედგინათ კანდიდატურა ნატოს უმაღლეს სამოქალაქო თანამდებობაზე _ გენერალური მდივნის პოსტზე. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების გენერალი ეიზენჰაუერი წარადგინეს ევროპაში ნატოს გაერთიანებული სამხედრო ძალების პირველ უმაღლეს მთავარსარდლად, ეს უმაღლესი სამხედრო თანამდებობა ევროპაში სამუდამოდ აშშის გენერლების პრეროგატივა გახდა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გადამდგარმა ოფიცერმა თომას პოლგარმა დაადასტურა, რომ საიდუმლო არმიებს კოორდინირებდა “მტრის ზურგში სამხედრო მოქმედებების დაგეგმვის რაღაც ჯგუფი”, რომელიც ნატოსთან იყო დაკავშირებული. ეს ინფორმაცია დაადასტურა გერმანულმა პრესამაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ეს ფარული დეპარტამენტი “ცივი ომის” დროს ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ რჩებოდა: “საიდუმლო არმიების მისიას აკონტროლებდა “განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილები” ნატოს შტაბ-ბინის განყოფილებებიდან ქალაქ კასტოში. ფოლადის ნაცრისფერი კარი, რომელიც ბანკის სეიფის კარივით მხოლოდ რიცხვების გარკვეულდი კომბინაციის აკრეფის შემდეგ იღება, კრძალავს არასანქცირებულ შესვლას. დანარჩენი დეპარტამენტების თანამშრომლებს სხვა შესასვლელებში ამოწმებენ. განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების განყოფილებას, როგორც წესი, ბრიტანელი ან ამერიკელი ოფიცრები უძღვებიან, დოკუმენტების უმრავლესობას არტყია ბეჭედიმხოლოდ ამერიკელებისთვის”.

დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, კომუნისტური პარტიების გავლენის გამო, ნატო ჩართული იყო არასტანდარტული სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში მეორე მსოფლიო ომის მომდევნო წლებში. ბელგიის პარლამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით, ასეთი საიდუმლო ოპერაციები ტარდებოდა ალიანსის შექმნამდეც. 1947 წლიდან ამ ოპერაციებს კოორდინირებდა საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების დასავლეთევროპული კავშირის კომიტეტი. პრესის ინფორმაციით, ყველა ქვეყანა, რომლებშიცგლადიოსქსელი არსებობდა, ამკომიტეტის წევრი იყოდა რეგულარულად მონაწილეობდა შესაბამისი სპეცსამსახურების სამსახურების შეხვედრებში. საიდუმლო სამსახურები უმეტესად უშუალოდ იყო დაკავშირებული საიდუმლო ქვედანაყოფების სტრუქტურებთან, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციასთან საბრძოლველად იყო გათვალისწინებული.

1949 წელს, როცა გაფორმდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების დასავლურევროპული კავშირის კომიტეტი ინტეგრირებული იქნა ახალ საერთაშორისო სამხედრო აპარატში ისე, რომ არ მიუპყრია ფართო საზოგადოების ყურადღება, და 1951 წლიდან დაწყებული, მოქმედებდა სახელწოდებით “საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტი” (ჩPჩ). იმხანად ნატოს შტაბ-ბინა იყო საფრანგეთში, აღნიშნული კომიტეტის ოფისი _ პარიზში. აქედან ხელმძღვანელობდა იგი არასტანდარტულ სამხედრო ოპერაციებს, რომლებსაც “გლადიოს” საიდუმლო ქვედანაყოფები და სპეციალური დანიშნულების ჯარები ასრულებდნენ. კომიტეტის შენობაში შესვლა შეეძლოთ მხოლოდ იმ ოფიცრებს, რომლებსაც ჰქონდათ საიდუმლო ცნობების გაცნობის უმაღლესი დონის დაშვების უფლება. აქ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და მი-6-ის ხელმძღვანელობით დასავლეთევროპული საიდუმლო სამსახურების მეთაურები წლის განმავლობაში რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს დასავლეთ ევროპაში არასტანდარტული საბრძოლო ოპერაციების განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით.

როცა 1966 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა გააძევა ნატო საფრანგეთიდან, ალიანსის შტაბ-ბინა იძულებული შეიქნა, პარიზიდან ბრიუსელში გადაბარგებულიყო, რამაც გააცოფა პენტაგონი და აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი. საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტი ასევე გადავიდა ბელგიაში კონსპირაციის ყველა ღონისძიების დაცვით. საფრანგეთიდან ნატოს ისტორიულმა გაძევებამ შექმნა შესაძლებლობა, დაინტერესებული საზოგადოებრიობა უფრო მასშტაბურად გასცნობოდა სამხედრო ალიანსის ბნელ საიდუმლო საქმიანობას.

საიდუმლო ოპერაციების საკითხების სპეციალისტმა ფილიპ ვილანმა აღნიშნა, რომ 1966 წელს პირველად გამჟღავნდა ნატოს საიდუმლო ოქმები, რომლებითაც დასტურდება, რომ მათ ხელმომწერ საიდუმლო სამსახურებს ევალებოდათ, ემუშავათ ხელისუფლების სათავეში კომუნისტების მოსვლის წინააღმდეგ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა პრეზიდენტმა დე გოლმა გამოეყვანა საფრანგეთი გაერთიანებული სარდლობის სტრუქტურიდან, რადგან აშკარა ხდებოდა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.

სანამ ნატოს ანტიკომუნისტური საიდუმლო ოქმები ინახებოდა გრიფით “საიდუმლოდ”, იზრდებოდა სპეკულაციები მათი შინაარსის გარშემო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რიგი ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე საიდუმლო ნახევრადგასამხედროებული ქვედანაყოფების ქსელების არსებობა დადასტურდა.

ჟურნალისტი შეერთებული შტატებიდან არტურ როუზი “გლადიოს” შესახებ დაწერილ თავის წიგნში ამტკიცებს, რომ ნატოს ხელშეკრულების პირველი პუნქტი ავალდებულებდა სახელმწიფოებს, შექმნათ ეროვნული უშიშროების ორგანიზაციები კომუნიზმთან საბრძოლველად საიდუმლო არმიების მეშვეობით.

საიდუმლო სამსახურების საკითხების იტალიელმა ექსპერტმა ჯუზეპე დე ლუტიისმა აღმოაჩინა, რომ იტალიამ, რომელიც ნატოს წევრი გახდა 1949 წელს, ხელი მოაწერა არამარტო ატლანტიკურ პაქტს, არამედ რიგ საიდუმლო დოკუმენტს, რომლებითაც გათვალისწინებული იყო არაოფიციალური ორგანიზაციების შექმნა. ისინი (ეს ორგანიზაციები) უზრუნველყოფდა დასავლეთ ბლოკთან იტალიის შინაგანი თანხმობის მიღწევას ნებისმიერი საშუალებით, ელექტორატს სხვანაირად რომც მოენდომებინა. მარიო კოგლიტორემ, “გლადიოს” ფენომენის იტალიელმა მკვლევარმა, დაადასტურა ნატოს საიდუმლო ოქმების არსებობა. ნატოს დაზვერვის თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, 1990 წელს “გლადიოს” მხილების შემდეგ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ნატოს საიდუმლო ოქმები დაუფარავად მხარს უჭერდა მემარჯვენე ექსტრემისტებს და მიიჩნევდა მათ კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლის სასარგებლო ძალად.

1955 წლის მაისში, გერმანიის ნატოში შესვლის წინ, კანცლერმა კონრად ადენაუერმა თითქოს ხელი მოაწერა საიდუმლო ოქმს, რომელიც აშშ-ის მიერ იყო შემუშავებული. ამერიკის მხრიდან ამ ოქმს ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა. დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ დასავლეთ გერმანიის ხელისუფლება თავს შეიკავებს ცნობილი მემარჯვენე ექსტრემისტების აქტიური სამართლებრივი დევნისგან.

იტალიელმა გენერალმა პაოლო ინზერილიმ, რომელიც იტალიურ საიდუმლო არმია “გლადიოს” მეთაურობდა 1974 წლიდან 1986 წლამდე, ხაზი გაუსვა, რომ “ყველგან მყოფ შეერთებულ შტატებს” ლიდერის პოზიციები ეკავა დაგეგმვის საიდუმლო კომიტეტში (CPC), რომელიც საიდუმლო ომებს აწარმოებდა. ინზერილის თქმით, ეს კომიტეტი დაარსებული იყო ევროპაში ნატოს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით: “როცა საქმე ეხებოდა არასტანდარტული საომარი ოპერაციების განხორციელებას, CPC-ს ეკისრებოდა საკოორდინაციო ფუნქციების შესრულება ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბსა და მონაწილე ქვეყნების საიდუმლო სამსახურებს შორის”. შეერთებული შტატები ალიანსში თავის უმცროს პარტნიორებთან _ დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად დომინირებდნენ გაერთიანებულ კომიტეტში და გაერთიანებული იყვნენ ე.წ. საშემსრულებლო ჯგუფში. “შეხვედრები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ეწყობოდა ბრიუსელში, გაერთიანებული კომიტეტის შტაბ-ბინაში. დღის წესრიგში შეჰქონდათ სხვადასხვა საკითხი, რომლებსაც განიხილავდა “საშემსრულებლო ჯგუფი” სამხედროებთან ერთად”, _ განაცხადა ინზერილიმ.

იტალიელი გენერლის _ ჯერარდო სერავალეს ინფორმაციით, “ჩვენი საიდუმლო არმიის მოქმედება ევროპის სხვა ანალოგიურ საიდუმლო სტრუქტურებთან კოორდინირებული იყო საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის გაერთიანებული კომიტეტისა და ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დაგეგმვის საკოორდინაციო კომიტეტის მიერ”.

გენერალ ინზერილის წინამორბედი, გენერალი სერავალე იტალიის საიდუმლო არმია “გლადიოს” მეთაურობდა 1971 წლიდან 1974 წლამდე. მან განაცხადა, რომ “1970-იან წლებში საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტის წევრები იყვნენ თანამშრომლები და სწორედ ისინი კოორდინაციას უწევდნენ საიდუმლო ქვედანაყოფებს, რომლებიც მოქმედებდნენ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდის სამეფოსა და იტალიაში. საიდუმლო სტრუქტურების წარმომადგენლები ყოველწლიურად აწყობდნენ შეხვედრებს თავიანთ დედაქალაქებში”. ამ შეხვედრებში უცვლელად მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის მოხელეები. სერავალე იხსენებდა, რომ “საიდუმლო არმიებთან დაკავშირებულ შეხვედრებს ყოველთვის ესწრებოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები… გადამწყვეტი ხმის უფლება მათ არ ჰქონდათ”. უფრო მეტიც, ამ შეხვედრებს ევროპაში აშშ-ის უმაღლესი სარდლობის წევრებიც ესწრებოდნენ, ასევე გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე”.

სერავალე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საიდუმლო ოპერაციების კომიტეტების ჩანაწერები, რომელთა წაკითხვაც მან მოახერხა, მაგრამ რომლებიც გასაიდუმლოებული დარჩა, სხვა საკითხებთან ერთად “ეხება ევროპაში “გლადიატორების” სწავლებას: როგორ უნდა მოხდეს მათი აქტივიზაცია ეროვნული ტერიტორიის სრული ოკუპაციის დროს, და სხვა ტექნიკურ საკითხებს, მაგალითად, როგორიც არის მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კერძოდ, საიდუმლო არმიების ბაზებს შორის კავშირის დამყარების უნიფიცირება”.

საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტის გარდა, ნატოს სამეთაურო ორგანოდ წარმოდგენილი იყო საიდუმლო ოპერაციების განხორციელების ნატოს გაერთიანებული კომიტეტი, რომელიც 1950-იანი წლებიდან მოქმედებდა, როგორც საიდუმლო ოპერაციების შტაბ-ბინა. იგი, როგორც ირკვევა, 1957 წელს შეიქმნა “ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში საიდუმლო არმიების ქსელის მუშაობის კოორდინაციის მიზნით”. მშვიდობიანობის დროს ამ კომიტეტის მოვალეობებში გათვალისწინებული იყო “დირექტივების შემუშავება ქსელისთვის, მისი (ქსელის) საიდუმლო შესაძლებლობების განვითარება და ორგანიზება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ომის დროს ქვეყნის ოკუპაციის შემთხვევაში კომიტეტს უნდა დაეგეგმა ოპერაციები მტრის ზურგში ევროპაში ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად; ორგანიზატორებს უნდა გაეაქტიურებინათ საიდუმლო ბაზების საქმიანობა და იქედან დაეწყოთ ოპერაციების განხორციელება”.

იტალიელი გენერალი პაოლო ინზერილი მიიჩნევს, რომ ნატოს საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტში შიდა ურთიერთობა სხვა კომიტეტთან შედარებით გაცილებით მეგობრული იყო…

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნატოს საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტი წარმოგვიდგებოდა თავისებურ მოედნად, სადაც ალიანსის მონაწილე ზოგიერთი ქვეყნების სპეცსამსახურების უფროსები ერთმანეთს უზიარებდნენ მოწინავე გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც მათ “გლადიოს” ქსელების საქმიანობის ჩარჩოებში მონაწილეობის პერიოდში დაუგროვდათ: “გაერთიანებული კომიტეტი, ფაქტობრივად, იყო ტექნიკური კომიტეტი, ფორუმი, სადაც ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას, ასახელებდნენ ხელმისაწვდომ და შესასწავლ საშუალებებს, ეს იყო ადგილი, სადაც თითოეული მონაწილე მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას გადასცემდა სხვას. იტალიური “გლადიოს” მეთაურის თქმით, “ყველამ იცოდა, რომ, თუ ვინმეს არ ჰყავდა გამოცდილი სპეციალისტი ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენების ან ტელეკომუნიკაციის საქმეში, ან საჭიროებდა კონსულტაციას არეულობის ჩახშობის კუთხით, უპრობლემოდ შეეძლო მიემართა სხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის და მიეღო კვალიფიციური დახმარება, რადგან “გლადიოს” აგენტებს ერთნაირი ტექნიკისა და მასალების გამოყენების საფუძველზე ამზადებდნენ.

მაგალითად, იმ პერიოდში ყველაზე ცნობილი მოწყობილობა იყო რადიოგადამცემები სახელწოდებით “ჰარპუნი”. ისინი დამზადდა “გლადიოს” ნატოს ცენტრის დაკვეთით და 130 მილიონი გერმანული მარკა დაჯდა. “ჰარპუნის” სისტემას შეეძლო მიეკვლია და მიეღო დაშიფრული რადიოგრამები 6000 კილომეტრის რადიუსზე და გაეერთიანებინა საიდუმლო ქვედანაყოფები ატლანტიკურ სივრცეში. ეს დაადასტურა 1980-იან წლებში სადგურ “გლადიოს” ოპერატორმა ვან უსელმა. ამ სისტემას რეგულარულად იყენებდნენ რადიობაზასა და აგენტებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. ბაზა იყო ორი: ერთი _ ნატოს საიდუმლო ოპერაციების დასაგეგმ გაერთიანებულ კომიტეტში ევროპის ქვეყნებისთვის, მეორე _ გაერთიანებულ სამეფოში.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here