Home რუბრიკები პოლიტიკა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” „ახალმა მემარჯვენეებმაც” დატოვეს

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის\” „ახალმა მემარჯვენეებმაც\” დატოვეს

491

„ახალმა მემარჯვენეებმა” ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” დატოვეს – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს პარტიის ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, პოლიტიკური ბლოკები იშლება და პარტიები დამოუკიდებელ საქმიანობას აგრძელებენ. როგორც არეშიძემ აღნიშნა, ის აპირებს, რომ სამომავლოდ ბურჭულაძის პარტიასთან ითანამშრომლოს.  მამუკა კაციტაძის განცხადებით, ბურჭულაძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი ინფორმაციით, ბურჭულაძის პარტია პარტია ყრილობისთვის ემზადება. კაციტაძე აღნიშნავს, რომ ბლოკმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა.

„ბლოკი შეიქმნა დაგვიანებით და უნდა აღინიშნოს, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ვერ გამართლდა. საერთოდ, ბლოკი იქმნება საარჩევნოდ. ჩატარდა არჩევნები, ჩატარდა მეორე ტურიც, მე არჩევნების შემდეგ პირველ ბრიფინგს ვატარებ დღეს. დღეს ჩვენს ბლოკში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებთან ურთიერთობას ვწყვეტთ. „ახალი მემარჯვენეებისთვის” პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება ძველსა და ახალ პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here