Home რუბრიკები პოლიტიკა ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა

ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა

543

ოდესის ოლქის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზს არ ასახელებს. გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა.

 

გიორგი ლორთქიფანიძეს საქართველოს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, მაგრამ ის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყო.

“ახლა კორუფციონერებსა და ყველა ჯიშის ნაძირალებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება”, _ წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here