თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მზადაა პირადად ეწვიოს თურქების მიერ ჩამოგდებული რუსი პილოტის ოლეგ პეშკოვის მეუღლეს და ბოდიში მოუხადოს. ამის გარდა, თურქული მხარე ოჯახს კომპენსაციასაც სთავაზობს.
„ჩვენ გვსურს მატერიალურად დავეხმაროთ გარდაცვლილი პილოტის ოჯახს. მე გადავეცი ბატონ ლავროვს, რომ მზად ვარ დაღუპული რუსი პილოტის მეუღლე ვინახულო და მივუსამძიმრო თურქეთის სახელით,“- განაცხადა ჩავუშოღლუმ, რუსულ ტელეარხ „Россия-24“-ის ეთერში.
დაღუპული პილოტის ოჯახის რეაქცია ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს სირია-თურქთის საზღვარზე თურქულმა მხარემ რუსული სუ-24 ჩამოაგდო, რომლის პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ხმელეთიდან ბოევიკების მიერ იქნა დახვრეტილი.
ინციდენტის შემდეგ, რუსულ-თურქული ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა და მხოლოდ 2016 წლის ივნისში, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოდიში მოუხადა რუსულ მხარეს, დაიწყო მათი ეტაპობრივი გაუმჯობესება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამით, პირველ რიგში, სწორედ თურქული მხარეა დაინტერესებული საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=5Kh4m_f5cJE
კონსტანტინე ჩიკვილაძე