Home რუბრიკები პოლიტიკა ესპანეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრის კანდიდატურა დაამტკიცა

ესპანეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრის კანდიდატურა დაამტკიცა

539

ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მარიანო რახოის კანდიდატურა პარლამენტმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი. 

მარიანო რახოიმ უკვე განაცხადა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას 3 ნოემბერს დაასახელებს. მთავრობის მეთაურის პოსტს რახოი მეორე ვადით ჩაიბარებს. 2015 წელს მისმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობით შესვლა ვერ შეძლო, მაგრამ ეს ვერც სხვა პარტიებმა მოახერხეს. ამის გამო 2016 წლის ივლისში ესპანეთში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ იმავე შედეგით დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში რახოი პრემიერმინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here