Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ არიან ქართული პოლიტიკის მეძავები

ვინ არიან ქართული პოლიტიკის მეძავები

871

ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბაღდათიდან ჩემი გენიალური თანამემამულის ამ ლექსის შემდეგ წერტილის დასმა მინდოდა _ ვლადიმერ ვლადიმერის ძემ თითქმის საუკუნის წინათ ამომწურავი პასუხი გასცა კითხვაზე: ვინ არიან პოლიტიკური მეძავები და რით არიან ისინი ჩვეულებრივ მეძავებზე უარესები?

მაგრამ ბუშის, სააკაშვილისა და სანდრას “ბარკლებით” მოწამლული ქართველი ობივატელის ინფანტილურობის გათვალისწინებით მომიწევს, ავხსნა, _ ვინ მიმაჩნია საქართველოში მეძავებად თავიანთი არსით, “ნაღდ, მატყუარა, ფულის მწოველ” მეძავებად, როგორც მათ მაიაკოვსკი უწოდებს.

ყველამ იცის, რომ პოლიტიკას პოლიტიკოსები აკეთებენ, მაგრამ ცოტას თუ ესმის, ვინ არიან პოლიტიკოსები. ქართველ ობივატელს შეცდომით ჰგონია, რომ ასეთები არიან მხოლოდ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, პრემიერმინისტრი, მინისტრები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. მაგრამ მათ თანაბრად, ზოგჯერ კი უფრო მეტადაც, პოლიტიკას აკეთებენ ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტოლოგები და “ენჯეოშნიკები”, ამიტომ ისინიც პოლიტიკოსები არიან.

მათ შორის ვინ არიანნაღდი, მატყუარა, ფულის მწოველიმეძავები?

 საქართველოში ისინი არიან ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების ლიდერები, აგრეთვე, მათ მიერ გამოკვებილი მასმედია, საზოგადოებრივი სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

რა არისსაზოგადოებრივი სექტორისაქართველოში? _ ეს არის პოლიტიკური მეძავების საბრძოლო რეზერვი, ძირითადად, ქართველი ინტელიგენციის გამყიდველი ნაწილის წარმომადგენლებით _ სკკპ-ის ყოფილი წევრებითა და მათი ნაშიერებით დაკომპლექტებული, რომლებსაც სასაცილო ამბიცია აქვთ, “ქართველი ერის ჭკუად, სინდის-ნამუსად” და “ქართველი საზოგადოების ელიტად” იწოდებოდნენ, რათა ხელისუფლებაში შეძრომა მოახერხონ მათი მამებისა და ბაბუების მსგავსად.

რა აერთიანებთ ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, საზოგადო მოღვაწეებს, “ენჯეოშნიკებსადა ექსპერტებს?

ქართული პოლიტიკის მეძავებს აერთიანებს დიდძალი და იოლი ფული, რომელსაც მათ უხდიან ქართველი ხალხის პროტექტორატის მოსახლეობად გადაქცევისთვის, რომელიც ადგილობრივი მარიონეტების ხელით, ანუ მათივე ხელით იქნება მართული. პოლიტიკური მეძავები ხომ ძალიან ხარბები არიან, მათი ვნების ობიექტი ბევრი ფულია, პოლიტიკური ბიზნესი კი საქართველოში ყველაზე მომგებიანია, მით უფრო, რომ ჩვეულებრივი ბიზნესისთვის მათ ჭკუა, სურვილი და შრომის უნარი არ ჰყოფნით.

რომელ იდეოლოგიურ პლატფორმაზე გააერთიანეს სამშობლოს სახელმწიფო ინტერესების გამყიდველი ეს მოღალატეები?

ეს არის რუსოფობია, რომლის გარშემოც, როგორც სტრიპტიზბარში ძელზე შემოსალტული მოცეკვავეები, აღმაგზნებად ტრიალებენ ქართული პოლიტიკის ნაღდი მეძავები(!).

დასასრულ: რით არიან სახიფათო პოლიტიკური მეძავები, “ნაღდი, მატყუარა, ფულის მწოველი”, რომლებიც საკუთარ ხალხს ატყუებენ და ფულს ისრუტავენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე _ დასავლური გრანტებიდან?

საქმე ის არის, რომ მეძავები ქართულ პოლიტიკაში დღეს არ გაჩენილან, ისინი ყოველთვის იყვნენ, როგორც ბანდერელები _ უკრაინაში. ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, სანამ “დაკონსერვებული” არიან, ანუ, სანამ ბრბო არ დაუჭერს მხარს. მაშინ ისინი “მაიდნებზე” გამოძვრებიან, წვავენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, მართლმადიდებლებს, ებრაელებს და დგება ფაშიზმის ხანა.

საპარლამენტო არჩევნებში წაგების მიუხედავად, ქართული პოლიტიკის მეძავები მომავალი 4 წლის განმავლობაში საბოტაჟითა და მავნებლობით იქნებიან დაკავებულნი, რათა ხელისუფლების პარალიზება გამოიწვიონ და საქართველოში ახალიფერადი რევოლუციისპროვოცირება მოახდინონ, მაგრამ ეს მცდელობები ჩაიფუშება, თუკი ისინი ელექტორატის გარეშე დარჩებიან.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მათ ნახევარი მილიონი გაბრიყვებული ამომრჩეველი უჭერს მხარს, რაც საქართველოსთვის ძალიან ბევრია. იმისათვის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სატელიტმა პარტიებმა მათ მიერ მოტყუებული 500 ათასი ამომრჩეველი დაკარგონ, ხელისუფლებამ ეკონომიკაში გარღვევა უნდა მოახდინოს, ხალხი გამოკვებოს და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რეინტეგრაცია დაიწყოს. ეს კი არარეალურია საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის კორექტირების გარეშე, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის სრულმასშტაბიან მოგვარებასა და ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმისმთავარი რედაქტორი

1 COMMENT

  1. მადლობა ღმერთს,რომ ზოგიერთი საინფორმაციო ორგანიზაცია გადარჩენია სააკაშვილის ბრჭყალებს.მაგალითად საქინფორმი.

  2. ამ 20წლიან ბნელეთს ვინ მართავდა მოქალაქეთა კავშირი და მოქალაქეთა კავშირიდან გადმობარგებული ,ნაცბანდა რომლის ფუნდამენტი სკკპზე იყო დაშენებული მიწა გლეხებს დაურიგეს ფაბრიკა ქარხნები მუშებს სამოცდა ათი წელი კვებავდნენ ამ სისულელით კმაყოფილი იყოხალხი აი ეხლა მართლა ცუდად გვაქვს საქმე ერთი იმ ნახევარი მილიონი ადამიანის ტვინში ჩამახედა რა სიკეთეს ელოდებით ამ ბანდისგან ალბათ მე არ ვიცი იქნება გაგვაგებინოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here