ბიზნესმენ გია უდესიანის კლანის წევრებმა აკო მინაშვილსა და რომეო საჯაიას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე კიევის პროკურატურამ აღძრა და გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობას ხელი ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შეუშალა _ სააკაშვილმა თავისი გავლენა გამოიყენა და პროკურატურა აიძულა, გამოძიება შეეწყვიტა. კლანური დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში ახალი არ არის და უკრაინული და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება.