Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის გენერლების გაფრთხილება: მომავალი ომი რუსეთსა და ჩინეთთან იქნება სწრაფი და უსასტიკესი

აშშ-ის გენერლების გაფრთხილება: მომავალი ომი რუსეთსა და ჩინეთთან იქნება სწრაფი და უსასტიკესი

592

ამერიკელი გენერლების განცხადებით, ეს იქნება ომი, რომლის მსგავსიც ბოლო 60 წლის განმავლობაში არ ყოფილა და გამორჩეული იქნება თავისი სისასტიკითა და მასშტაბურობით. გენერალ-მაიორ უილიამ ჰიქსის განცხადებით, კონფლიქტს დააჩქარებს ავტომატური იარაღებისა და ხელოვნური ინელექტის მქონე ტექნოლოგიების განვითარება. “სამომავლო კონფლიქტები იქნება ძალიან სწრაფი და ლეტალური. იმ მიღწევებმა, რომლებიც აქვთ რუსეთსა და ჩინეთს, ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, თეთრი სახლი აიძულა, მომზადებულიყო იმ ძალადობისთვის, რომლის მსგავსსაც აშშ არ წასწყდომია კორეის შემდეგ”, _ განაცხადა ჰიქსმა ინტერვიუში. 

კონფლიქტის გაჩაღება უდიდეს საფრთხესთანაა დაკავშირებული დედამიწისთვის, რადგან ეს იქნება ბირთვული ომი, იუწყებიან ექსპერტები. ასეთი ომი “გარანტირებულია”, განაცხადა გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ ალექსანდრე მილმა. დღეს მსოფლიოში სახელმწიფოთა სიძლიერე ფასდება ბირთვული არსენალის კოეფიციენტით. ამ კუთხით ლიდერულ პოზიციებს ინაწილებენ რუსეთის ფედერაცია, აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი (ბირთვული არსენალი, აგრეთვე, აქვს პაკისტანს, ინდოეთს, ისრაელს, ჩრდილოეთ კორეას). აშშ-ის გენერლების განცხადებების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თეთრი სახლი საგულდაგულოდ ემზადება ომისთვის. მათ ხაზი გაუსვეს სირთულეებს, რომლებმაც, შესაძლოა, კონფლიქტის მიმდინარეობისას იჩინოს თავი. ერთ-ერთ ასეთ საფრთხედ ასახელებენ კიბერომს, თუმცა გენერლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც შემუშავებული აქვთ სამოქმედო გეგმა.

1 COMMENT

  1. გამოჩნდა ამერიკელი სააკაშვილი. სამწუხარო და დამაფიქრებელია რომ ამერიკელებს ასეთი \\\”მოაზროვნე\\\” გენერლები ჰყავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here