Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართულმა ოცნებამ” 50 საარჩევნო ოლქიდან 48-ში გაიმარჯვა

“ქართულმა ოცნებამ” 50 საარჩევნო ოლქიდან 48-ში გაიმარჯვა

480

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. 50 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან 48-ში გამარჯვება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატებმა მოიპოვეს. მმართველმა პარტიამ 115 ადგილი და,შესაბამისად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მოიპოვა. ახალი მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბრამდე შეიკრიბება.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათი არჩევანი საქართველოს სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს. საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 100 დეპუტატის ვინაობა პირველ ტურში გაირკვა. “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ ცოტა, 46 საარჩევნო ოლქში გამარჯვება სჭირდებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here