Home რუბრიკები პოლიტიკა ვენესუელის პარლამენტი პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს

ვენესუელის პარლამენტი პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს

533

ვენესუელაში საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერების ცოლების მიერ იყო ორგანიზებული

მანიფესტანტებმა ქალაქის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ოპოზიცია ვენესუელაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება შეაჩერა. ამის მიზეზად კი ხელმოწერების გაყალბება დაასახელა. ნაციონალურმა კონგრესმა ხმების უმრავლესობით პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ქმედება სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნია. დეპუტატების თქმით, პრეზიდენტმა მისი იმპიჩმენტის შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი დაბლოკა. მადუროს გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. ნიკოლას მადუროს ვენესუელის კონსტიტუციის დაარღვევაში ადანაშაულებენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საუდის არაბეთში ვიზიტით მყოფი ნიკოლას მადურო გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას არაკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით სტუდენტებმა კარაკასში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმის გამართვა ვენესუელაში 26 ოქტრომბრისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმი დაბლოკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here