Home რუბრიკები პოლიტიკა “ამერიკან თინკერი”: ჰილარი კლინტონი _ ეშმაკის ადვოკატი

“ამერიკან თინკერი”: ჰილარი კლინტონი _ ეშმაკის ადვოკატი

570

ამერიკან თინკერიბრალს სდებს აშშის პრეზიდენტობის დემოკრატების კანდიდატს, რომ იგი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში უგულებელყოფდა სიმართლეს. ფილმიეშმაკის ადვოკატი”, რომელშიც ალ პაჩინო მთავარ როლს თამაშობს, შესანიშნავი ანალოგიაა ჰილარი კლინტონის დასახასიათებლად.

1975 წელს ჰილარი კლინტონი დაინიშნა 41 წლის მამაკაცის ინტერესების დამცველად, რომელსაც ბრალად ჰქონდა წაყენებული 13 წლის გოგონას გაუპატიურება. კლინტონმა სასამართლოს მოსთხოვა, ჩაეტარებინა დაზარალებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რასაც ადასტურებდა იმით, რომ გოგონა ფანტაზიორობდა მამაკაცებთან ურთიერთობის წარმოდგენით. იგი ეჭვს გამოთქვამდა დაზარალებულის ჩვენებების სისწორის გამო.

ადვოკატის მცდელობის შედეგად ბრალდებულმა ციხეში ერთ წელიწადზე ნაკლები გაატარა. არადა, ჰილარი კლინტონმა იცოდა, რომ მოძალადემ მართლა ჩაიდინა დანაშაული. მას შეეძლო და თავი უნდა აერიდებინა ასეთი კაცის ადვოკატობისთვის, რადგან ყოველთვის წარმოგვიდგებოდა, როგორც ქალებისა და ბავშვების მხურვალე და მოუსყიდველი დამცველი, მაგრამ გადაწყვიტა, დაეცვა მოძალადე. შემდეგ იგი ასეთივე მონდომებით იცავდა თავის ქმარს _ ბილ კლინტონს, რომელსაც ბრალად წაუყენეს ხუანიტა ბროუდრიკის გაუპატიურება. იგი ცრუობდა ბენღაზის შესახებ და ჩირქს სცხებდა იქ დაღუპული ამერიკელების ოჯახებს.

თავისი ელექტრონული ფოსტის გამო ატეხილი სკანდალებისას მან წაშალა წერილები, რისი უფლებაც არ ჰქონდა, შემდეგ კი ემუქრებოდა კონგრესმენებს, რომლებმაც გაბედეს და ამხილეს იგი. ჰილარიმ გამოიყენა სახელმწიფო დეპარტამენტი კლინტონის ფონდში სახსრების მისაზიდად. შიგადაშიგ ასწრებდა ვერცხლეულისა და ავეჯის მოპარვას თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ცრუობდა, ემუქრებოდა, სპობდა სამხილებს და თავს არიდებდა ჭეშმარიტებას. იგი იღებდა ფულს, იხვეჭდა სახელსა და ძალაუფლებას; არასოდეს ამბობდა სიმართლეს და თავს არიდებდა პასუხისმგებლობას. მან ამჯობინა, ემართა ჯოჯოხეთში და არ ემსახურა ზეციურ სამყაროში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here