Home რუბრიკები პოლიტიკა ნუკრი ქანთარია: გივი თარგამაძეს არ უნდა, დაიჯეროს, რომ შეიძლება მისმა თანაგუნდელმა გაწირა

ნუკრი ქანთარია: გივი თარგამაძეს არ უნდა, დაიჯეროს, რომ შეიძლება მისმა თანაგუნდელმა გაწირა

531

ქართული ოცნებისწევრ ნუკრი ქანთარიას ვარაუდით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისერთერთი ლიდერის _ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების კვალი ოდესამდე მიდის. ქანთარია გამოძიების მსვლელობასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიების პირველი ეტაპიშესაშური წარმატებითჩატარდა.

 “ჩემი ვარაუდით, ყველა კვალი მაინც ოდესამდე მიდის, მაგრამ, ბუნებრივია, გამოძიების საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ და შემდეგ, რასაკვირველია, სასამართლოს. მე მაქვს ჩემი არგუმენტები, ამის შესახებ ხშირად მითქვამს, არ შემცვლია აზრი, თუმცა ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდი, რომელიც გარკვეულ ლოგიკას ეყრდნობა. გივი თარგამაძეს, ბუნებრივია, ხელს არ აძლევს და არ უნდა, დაიჯეროს, ერთი წამითაც დაუშვას ის, რომ მისმა თანაგუნდელმა შეიძლება გაწირა. ეს არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ იმ ხალხმა, რომელიც სიაშია, და პოლიტსაბჭომ იცოდნენ. ასეთი რაღაცები იცის ხოლმე ორმა-სამმა კაცმა. ერთ-ერთი მათგანი, ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არის ამის მოთავე. აქ, მგონი, არ იყო იმის განზრახვა, რომ გივი თარგამაძე უნდა დაღუპულიყო აუცილებლად. აქ იყო სამიზნე ჩვეულებრივი მოქალაქეები და სწორედ ამას უნდა გამოეწვია ძალიან დიდი ემოცია და ასეც მოხდა. ღმერთმა გადაარჩინა ეს ხალხი, ერთ-ერთი მათგანი, როგორც ვიცი, ისევ მძიმედ არის, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. ისინი, დიდი ალბათობით, ფიქრობდნენ, რომ გივი, რა თქმა უნდა, გადარჩებოდა, მაგრამ გარკვეული ტრავმები თუ ექნებოდა, ეს ცუდი არ იყო”, _ განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here