სასამართლომ “ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, “ცენტრ პოინტი ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი და “ცენტრ პოინტ აჭარის” ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობები შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შესახებ.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ.
“ცენტრ პოინტის” საქმეზე ე. წ. ბათუმის “მაგნოლიას” ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვას “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილსა და მათ შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. დაზარალებულებმა რჩეულიშვილისგან ბინებში გადახდილი თანხების დაბრუნება მოითხოვეს.