„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული 4 პირისთვის მთავარი პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს – ამ შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს 12 ივლისს სასამართლო პროცესზე.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობს ბრალდებულების მიერ მოწმეებზე ზეწოლისა და მათთან ფარულ გარიგებაში შესვლის, აგრეთვე, მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის ან მათი განადგურების მცდელობის საფრთხე.
როგორც ცნობილია, „ცენტრ პოინტის“ საქმეში ბრალდებულია 4 პირი – მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვის მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. მათგან მინდელი და ჩარკვიანი დაკავებულები არიან.