Home რუბრიკები საზოგადოება “დიდი აბრეშუმის გზის” ქართული კონტურები

“დიდი აბრეშუმის გზის” ქართული კონტურები

750

და კვლავ მარაბდაკარწახის რკინიგზის მშენებლობაზე ვართ. სამცხეჯავახეთში. სამი თვის შემდეგ _ პირველად. როგორი დაგვხვდება, რით გაგვახარებს? ზაფხულის მზიანი დღით, უწინარესად, სიგრილით _ 15 გრადუსია ამ დილით, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა თბილისისსაძროხე ქვაბსგარიდებული ქალაქელებისთვის.

წითელი ყაყაჩოებით, რომლებიც ჯერ კიდევ ქვევით, ალგეთს გამოცილებულზე აბრიალდნენ “წერტილოვან დარტყმებად” და ამ გაზაფხულ-ზაფხულის წვიმიანეთში ისე დაპატრონებიან დარწყულებულ დედამიწას, როგორც არასდროს.

არც _ შარშან, არც _ შარშანწინ.

გასულ ზამთარში ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე დაეცა. ფერითა და ფორმით სვანური ქუდის მსგავს აქაური მთების მწვერვალებს იმ დღესაც შემორჩენილი ჰქონდათ “ჭიანი თოვლი” ზოლებად…

მზეს კი, როგორც იქნა, ამ დილით გაახსენდა, რომ დადგა საზაფხულო გრაფიკზე გადასვლის ჟამი.

კარგა ხანია.

და ეკიდა მოკრიალებულ ცაზე ფუნქციადაკარგული ღრუბლის ნაფლეთები.

_ კარგ ამინდს ვეშურებით და ვცდილობთ შრომის უკეთ ორგანიზების, კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, _ ამბობს ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი შპს მარაბდაახალქალაქიკარწახის რკინიგზის ხელმძღვანელი, რომელსაც კარგად იცნობსსაქართველო და მსოფლიოსმკითხველი, გაზეთში გამოქვეყნებული რეპორტაჟებით ამ ტრანსეროვნული სარკინიგზო მაგისტრალიდან.

რომელიცდიდი აბრეშუმის გზისსაქართველოს მონაკვეთია. ხოლო საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელი გზების საკვანძო ქვეყნად ყალიბდება.

_ ჩვენი პროექტი დამამთავრებელ ეტაპში შედის, _ ადასტურებს მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხელმძღვანელი, _ 2014 წელს მიზნად გვქონდა დასახული კარწახამდე სატესტო მატარებლის მიყვანა. ეს ამოცანა წარმატებით დავძლიეთ: 2014 წლის 28 დეკემბერს ახალქალაქიდან სადგურ კარწახში ასეთი მატარებელი მართლაც შევიდა. მომდევნო სტადიაზე (ერთი წლის შემდეგ), 2015 წლის 12 დეკემბერს, ორგანიზებული მატარებელი, რომელიც კომერციული ვაგონებისგან იყო შემდგარი, მარაბდიდან ახალქალაქში შევიყვანეთ. ხოლო 2016 წლის ბოლოს ვუპატაკებთ პირველი ტვირთის დაცლას სადგურ ახალქალაქში.

იმის გამო, რომ თურქეთის მხარე პროექტის დასრულებაში, სულ ცოტა, ექვსი თვით ჩამოგვრჩება, ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი, რათა წლის ბოლომდე მაგისტრალი მიღებულ იქნას ექსპლუატაციაში. ეს ნიშნავს, რომ მუშა მატარებლების პარალელურად, რომლებიც მშენებლობის დასრულებისა და სრულად აღჭურვის ოპერაციებს მოემსახურება, ამ რკინიგზით შევძლებთ აზიიდან ჩამოსული კომერციული ვაგონების, ანუ ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას მარაბდიდან ახალქალაქამდე, დავცლით აქვე, გადავტვირთავთ საავტომობილო ტრანსპორტზე და გავგზავნით თურქეთში. იქიდან კი ევროპისკენ თურქეთის მაგისტრალური რკინიგზით.

_ უსაფრთხო გადაზიდვაში რას გულისხმობთ, ბატონო ოლეგ? ტერორიზმის საფრთხისგან დასცვას?

_ (ეღიმება). არა, რასაკვირველია. მხედველობაში მაქვს ნორმატიული მოთხოვნების დაცვა, რაც მატარებლების ექსპლუატაციისთვის არის აუცილებელი. ახალაშენებულ სარკინიგზო უბანს თავისი საპროექტო სიმძლავრის მისაღწევად 2-5 წელიწადი სჭირდება. ექსპლუატაციაში მიღებით ამ ვადას შევამცირებთ ისე, რომ არც მშენებლობა შეფერხდება და ის, პირობითად დავარქვათ, “საგამოცდო პერიოდიც” წარმატებით იქნება დაძლეული.

ექსპლუატაციაში მიღება საშუალებას მოგვცემს, შევთავაზოთ ევროპის, აზიის, წყნარი ოკეანის ქვეყნებს, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორებისთვის ტვირთების მისაწოდებლად გამოიყენონ ჩვენი სარკინიგზო მაგისტრალი როგორც უმოკლესი, უსაფრთხო, იაფი გზა და საშუალება.

მოკლედ _ საქმე ბევრია, მაღალ პროფესიულ დონეზე შესასრულებელი სამუშაო უამრავი. ამიტომაა, რომ შპსის ხელმძღვანელობა გადასულია .. ხელით მართვის მეთოდზე: ყოველ ხუთშაბათს ახალქალაქის დროებით ოფისში იმართება ოპერატიული თათბირები, სადაც მიმართულებების უფროსები (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან) მშენებლობის ხელმძღვანელს მოახსენებენ, რა გააკეთეს .. ვიწრო უბნებზე მდგომარეობის გამოსასწორებლად მიცემული დავალებებიდან გამომდინარე.

ასე იყო 30 ივნისსაც, როცა განიხილეს 50-ზე მეტი საკითხი, რომლებიც ეხებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის დაწყებას, ირიგაციული სისტემის დასრულებას, მილევის პირზე მიმდგარი ინერტული მასალის შემოტანას (3480 ვაგონია საჭირო), ელექტროსადენების საყრდენებით უზრუნველყოფას (100 ათასია დამატებით საშოვნელი), ქვის სატეხი (სამტვრევი?) ქარხნის დაუყოვნებლივ ამოქმედებას და დამატებითი ტექნიკისმოზიდვას”. კერძოდ, დილეტანტისთვის გაუგებარი, საიდუმლოებით მოცული, დიდი შესაძლებლობის მქონე .. “ვეპეერისმეორე აგრეგატით არსებული ტექნოპარკის გაძლიერებას. რადგან ერთით, როგორც თათბირზე თქვეს, ფონზე გასვლა შეუძლებელი იქნება.

რას ნიშნავსვეპეერი”? ეს ყოფილა ვაგონი _ ლიანდაგის გამასწორებელი ტექნიკა.

აი, ასე!

ერთერთი პრიორიტეტული უბანი ახალქალაქის საკონტეინერო ტერმინალია. შარშან, შემოდგომის მიწურულს აქ, უზარმაზარი ქვაბულის ფსკერზე ჭიანჭველებივით ერთმანეთს მწკრივად მისდევდნენ თვითმცლელები, გაჰქონდათკოდალებითმომტვრეული კლდის ლოდები, აფართოებდნენ მომავალი ტერმინალის ტერიტორიას, რომელიც ლამის ჯუჯა სახელმწიფოს ფართობის ხელაა. ახლა იქ, მაგიდასავით სწორ ფსკერზე ლიანდაგებია დაგებული. უკვე შემოტანილი აქვთ, სულ ცოტა, ერთი სტადიონის სიგრძე (დამონტაჟებამდე) ამწეკრანი, რომლის მონტაჟს ივლისის ბოლოსაგვისტოს დასაწყისისთვის დაასრულებენ.

ახალაგებული 7 ელექტროქვესადგურიდან 5 უკვე ჩართულია, მეექვსეს ივლისში ჩართავენ. ახალქალაქის ქვესადგურს კი _ წლის ბოლოს. ენერგოუზრუნველყოფის საკითხი, შეიძლება ითქვას, უკვე გადაწყვეტილია.

მაგისტრალზე ელმავლებსაც შემოიყვანენ. მანამდე კი თბომავლებს გამოიყენებენგამწევ ძალად”.

_ მშენებლობა აქ ინტენსიურად მიმდინარეობს და სულ მალე მზად ვიქნებით, რომ ტერმინალმა მიიღოს კონტეინერები. დამამთავრებელ ფაზაშია ნაყარი ტვირთების ტერმინალი ამაღლებული ლიანდაგით. ვამონტაჟებთ ამწეებს, მუშაობა მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის, საბაჟოს შენობების დასასრულებლად, შენდება ლიანდაგისპირა საწყობები და ა.შ.

ამ ზაფხულში დავასრულებთ სალიანდაგო მეურნეობის განვითარების ყველა სამუშაოს.

_ მშენებლობის ფრონტი ისეა გაშლილი, რომ ხამი კაცის უცხო თვალისთვის ძნელი აღსაქმელი ხდება მშენებლობის მასშტაბი.

_ ასეა. ახალქალაქის სადგური, მაგალითად, 12 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშლილი. მშენებლობა ორი წელიწადია, დაიწყო. მოჭრილია მილიონი კუბური მეტრი ბაზალტის კლდე (ასეთი ნიადაგია აქ), აფეთქებების საშუალებით, ცხადია. ეს უდიდესი მასა დაიყარა მეორე მხარეს, რათა პროფილი ნულოვანი გაგვეხადა. ამას მოჰყვება მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის სამუშაოები, სანიაღვრე, საკანალიზაციო, წყალმომარაგებისა და ა.შ. სისტემები. საერთო სიგრძე (მხოლოდ აქ, ახალქალაქის სადგურში) ამ კომუნიკაციების 55 კილომეტრია.

თურქეთის საზღვართან ბოლოობიექტიარის გვირაბი, რომელთან მისასვლელი გზის გასაყვანად გაიჭრა კანიონი (ჭრილი 50 მეტრზე მაღალია), რომლის ხილვა ადამიანის წარმოსახვას იპყრობს; ნიადაგის უზარმაზარი მასები გადაადგილდა, გზა გასწორდა, პროექტის შესაბამისი კონფიგურაცია მიიღო. იქით _ ახალქალაქის ქვაბული, აქეთ _ პორტალის კანიონი: ლანდშაფტს ცვლის ადამიანის ნება, ენერგია და შესაძლებლობა.

_ მოსაჭრელი იყო 120 ათასი კუბური მეტრი ქანობი, _ დეტალებში მარკვევს ბატონი ოლეგი, _ აქაც ვულკანური წარმოშობის ბაზალტოვანი ნიადაგია და აქაც აფეთქებებით ვაწარმოებდით სამუშაოებს, ასევე, პნევმატური ჩაქუჩებით. დარჩენილია 34 ათასი კუბური მეტრი, ამ ზაფხულში მოვამთავრებთ.

_ გვირაბში რა ხდება?

_ მთავრდება. საქართველოს მხარეს უნდა გაგვეყვანა 1830 მეტრის სიგრძის გვირაბი. 1100 მეტრზე დაბეტონება დავასრულეთ, სექტემბრის ბოლოს მთლიანად გამზადებულს ჩავაბარებთ, მოპირკეთების სამუშაოებს კი წლის ბოლოს დავამთავრებთ. პორტალის წინ კეთდება 300-მეტრიანი თოვლდამცავი გალერეა.

_ დიდი მასშტაბი ჩანს, და რაღაც არ ესადაგება საერთო სურათს ერთადერთი ექსკავატორი, რომელიც დღეს აქ მუშაობს.

_ გაზაფხულის გადაუღებელი წვიმების გამო ვერ მოხერხდა ფერდების ჩამოჭრა და პროექტით გათვალისწინებულ პროფილამდე მათი დაყვანა. არის საფრთხე გაუმაგრებელი ფერდების ჩამოშლის და ამიტომ ვერ ვამუშავებდით პნევმატურ ჩაქუჩს, აფეთქებებზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ამინდი, როგორც ხედავთ, კარგი დადგა და მოგვეცემა შანსი, სრულად ავამოქმედოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა.

შესაძლებლობები არის და ხუთშაბათის თათბირები ამ შესაძლებლობათა მაქსიმალურად ამოქმედების ნიმუშია.

შეკითხვას _ კმაყოფილია თუ არა ამ თათბირების ეფექტიანობით, ბატონი ოლეგი დადებითად უპასუხებს.

არ არის მისი პასუხი მაინცდამაინც პრესისთვის გაკეთებული განცხადება. მშენებლობაზე რეალურად შექმნილ ვითარებაზეა დამყარებული მისი ოპტიმისტური დასკვნა.

სიტყვის კაცია მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხელმძღვანელი, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია. კვლავ და კვლავ ამოვალთ ამ სარკინიგზო მაგისტრალზე და უეჭველად დავრწმუნდებით, რომ ასე იქნება ამჯერადაც.

არმაზ სანებლიძე

ახალქალაქითბილისი

ავტორის ფოტო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here