მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათ–ნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ტაშით შეხვდნენ. მაგდა პაპიძისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე მოსამართლე განსაზღვრავს. მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინათ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადებით, დადასტურდა, რომ მაგდა პაპიძემ თავში უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე და განზრახ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი