Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი კონგრესმენი: ობამა და კლინტონი დამნაშავენი არიან “ისლამური სახელმწიფოს” ჩამოყალიბებასა და ქმედუუნარო...

ამერიკელი კონგრესმენი: ობამა და კლინტონი დამნაშავენი არიან “ისლამური სახელმწიფოს” ჩამოყალიბებასა და ქმედუუნარო სახელმწიფოების გაჩენაში

520

კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან მაიკ მაკკოლმა, აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ტელეარხ ABC NEWSის ეთერში გამოსვლისას ქვეყნის ხელმძღვანელობა ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის ჩაფლავებაში დაადანაშაულა.

ორლანდოს ტერაქტის (დაიღუპა 49 ადამიანი) შედეგებზე მსჯელობისას, მაიკ მაკკოლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა, მის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო, პასუხისმგებელია მომხდარ ტრაგედიაზე. კონგრესმენის აზრით, აშშ-ის ადმინისტრაციას ბოლო 3,5 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია რადიკალური ჯიჰადიზმის პრობლემის მოსაგვარებლად, რომელმაც “ისლამური სახელმწიფოს” სახით პოზიციები გაიმყარა სირიაში, ერაყსა და ლიბიაში.

“ამ პოლიტიკის არქიტექტორი, უწინარესად, არის ჰილარი კლინტონი, სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში ერაყსა და სირიაში. არაბული გაზაფხული გადაიქცა არაბულ ზამთრად. მე ახლახან დავბრუნდი ეგვიპტიდან და ტუნისიდან, სადაც მივიღე ინფორმაცია ლიბიაში არსებული ვითარების შესახებ. ლიბია ქმედუუნარო სახელმწიფოდ ყალიბდება. და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში სათანადო სამხედრო სტრატეგია არ გვქონდა “ისლამური სახელმწიფოს მიმართ”.

უფრო ადრე მაკკოლმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ორლანდოს ტერაქტი “არ იქნება ბოლო შეტევა, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელდება, რადგან დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კიდევ არიან რადიკალური ისლამიზმის ომარ მატინის მსგავსი მომხრეები”.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here