Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ცდილობს ნატო შავი ზღვის ფლოტილიის შექმნას

რატომ ცდილობს ნატო შავი ზღვის ფლოტილიის შექმნას

782

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე, ნატოს ხელმძღვანელობას შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობის გაზრდისკენ მოუწოდა. ერდოღანის თქმით, “დაუშვებელია, რომრუსეთმა შავი ზღვა თავის შიგა ტბად გადააქციოს”. იმავე ერდოღანმა ნატოს გენერალური მდივნის _ იენს სტოლტერბერგისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ, თუ დღეს ნატო არაფერს დაუპირისპირებს რუსეთს შავ ზღვაში, ეს ალიანსისთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.

მოკლედ, ერდოღანი არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იდეების გამხმოვანებლის როლში გამოვიდა. იდეების არსი კი არის ის, რომ ნატო აღმოსავლეთით ფართოვდება არა მხოლოდ თავის რიგებში ახალი სახელმწიფოების მიღებით, არამედ თავისი სამხედრო ძალების გააქტიურებითა და გაძლიერებით რუსეთის საზღვრებთან, მაგალითად _ შავ ზღვაზე.

რა არის რეალური შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ფლოტილიის შექმნის რეალური მიზანი? _ შეიქმნას რუსეთის შემაკავებელი პირობები არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც; შეიბოჭოს მოქმედება რუსეთის შავი ზღვის ფლოტისა, რომლის გაძლიერებამაც ასე შეაშფოთა თურქეთის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრი-ქვეყნების მსჯელობა ე.წ. შავი ზღვის ფლოტილიის შექმნის შესახებ მიდის მონტრეს კონვენციამდე (შეთანხმება, რომელიც გაფორმდა 1936 წელს შვეიცარიაში), მაგრამ, სადაც უნდა “მიდიოდეს”, არის კი მზად ორმაგ სტანდარტებსა და ფარისევლობაში ჩაძირული ნატო რომელიმე საერთაშორისო შეთანხმების გასათვალისწინებლად?

მონტრეს კონვენცია შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელი სრუტეების სტატუსს ეხება, აგრეთვე, შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდების გამოყენების ზოგიერთ ასპექტს. დოკუმენტში ჩაწერილია, რომ შავ ზღვაში იმ სახელმწიფოების სამხედრო ხომალდების ყოფნა, რომლებსაც ამ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, რეგლამენტირებული უნდა იყოს ჯამური ტონაჟის გათვალისწინებით. ხოლო სამხედრო გემების ჯამური ტონაჟი არაშავიზღვის ქვეყნებისა, მონტრეს კონვენციის მიხედვით, 21 დღეღამის განმავლობაში 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს. ტონაჟმა იმ შემთხვევაში შეიძლება მოიმატოს 45 ათასამდე, თუ შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები ფლოტის მასშტაბებს გაზრდიან.

თუ ამ ტონაჟს ხომალდებში გადავიყვანთ, გამოდის, რომ შავი ზღვის აკვატორიაში სამი კვირის განმავლობაში ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს ნატოს 7 ისეთი სამხედრო ხომალდი, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკული საესკადრო ნაღმმზიდი “დონალდ კუკი” (DDG-75).

ხომალდების რაოდენობის მომატება (ტონაჟის მიხედვით) მონტრეს კონვენციის დარღვევაა. თურქეთს, როგორც შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყანას, შეუძლია, განუსაზღვრელი ვადითა და რაოდენობით ჰყავდეს შავ ზღვაში სამხედრო გემები, აგრეთვე, რუსეთსაც. ვითარება იცვლება, თუ თურქეთი თავის თავს გამოაცხადებს “საომარი საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნად”. ამ შემთხვევაში ანკარას უფლება აქვს, იმოქმედოს მონტრეს კონვენციის მე-20 მუხლის მიხედვით.

ამ მუხლში კი ნათქვამია, რომ თურქეთს შეუძლია სურვილისამებრ გამოიყენოს სრუტეები (ბოსფორისა და დარდანელის) სამხედრო გემების გადასაადგილებლად, თუკი ქვეყანა განაცხადებს, რომ ომში ჩართული ერთერთი მხარეა.

ამ რემარკიდან ჩანს, რომ მონტრეს კონვენციას აქვს სუსტი ადგილები, რომლის გამოყენებასაც ნატო შეეცდება. სხვათა შორის, უკვე გამოიყენეს 2014 წელს, როდესაც ამერიკულმა სამხედრო გემებმა დაარღვიეს შავი ზღვის აკვატორიაში ყოფნის ვადები. თუმცა იმ მომენტში, როცა ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა “ტეილორმა” 11 დღით გადააჭარბა შავ ზღვაში ყოფნის ლიმიტს, თურქეთს მუქარის შემცველ საფრთხეზე არაფერი უთქვამს.

აღსანიშნავია, რომ 80 წლის წინანდელი კონვენციის დარღვევისთვის, ფაქტობრივად, არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული. როგორც ჩანს, მის ავტორებს დაინტერესებული სახელმწიფოების ჯენტლმენური საქციელის იმედი ჰქონდათ, როდესაც ჯენტლმენის სიტყვა კანონია. თუ რას ნიშნავს “ნატოელი ჯენტლმენის” სიტყვა, ნათლად გამოჩნდა ბერლინის კედლის დემონტაჟისას, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და ნატოელმა ფუნქციონერებმა ლამის დაუფიცეს მოსკოვს, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა.

მას შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების რამდენიმე ეტაპი განხორციელდა. ახლა კი ეს სამხედრო ბლოკი შავ ზღვაში ექსპანსიისთვის ემზადება. საზოგადოდ, “შავი ზღვის ფლოტის” შექმნა შეიძლება მხოლოდ ნატოს წევრი იმ ქვეყნების საზღვაო ძალებით, რომლებსაც გასასვლელი აქვთ შავ ზღვაზე. ლაპარაკია თურქეთზე, ბულგარეთსა და რუმინეთზე. ამ ქვეყნებს შეეძლოთ, მოლაპარაკებით შეექმნათ ეს ე.წ. შავი ზღვის ფლოტილია. მაგრამ თურქებს, რუმინელებსა და ბულგარელებს არ სურთ, “სამეულის” შექმნით რუსეთის მოთმინება გამოსცადონ, ამიტომ დახმარებას სხვას სთხოვენ. როგორც გაირკვა, ყვირილი: “გვიშველეთ!” ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ყურს მისწვდა და შავი ზღვის ფლოტილიის შექმნაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ნატოს ისეთმა წევრებმა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ _ გერმანიამ, იტალიამ და აშშ-მა (აბა, აშშ-ის გარეშე როგორ შეიძლება?!)…

მოკლე ხანში შავი ზღვის სივრცეებში როტაციის საფუძველზე “ხეტიალი” შეიძლება დაიწყონ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც შავი ზღვის აუზის ქვეყნები არ არიან და რომლებმაც გადაწყვიტეს, დაივიწყონ მონტრეს კონვენცია. თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შეიძლება საქართველო და უკრაინაც შეუერთდნენ.

და აქ ნათლად იკითხება გათვლა _ რუსეთი დაიწყებს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას და შავი ზღვისკენ გაგზავნის წყალქვეშა ნავებსა და ხომალდებს, შედეგად, ნატოს მიერ წამოწყებულ საზღვაო შეიარაღების ავანტურაში ამყოფს თავს.

მაგრამ რუსეთი არ აპირებს თავისი გემებითა და წყალქვეშა ნავებით შავი ზღვის გადავსებას. ის დღეს ახალ მიდგომებს ეძებს _ ნატოს ფლოტილიის ხომალდების იდენტიფიცირებასა და სამიზნეში ამოღებას თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით. რუსეთს სურს, ნატოს ნებისმიერ სამხედრო ხომალდს აგრძნობინოს, რომ ხედავს და ხმელეთიდან _ “ბასტიონის” (რუსული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი), ხოლო ზღვიდან და ჰაერიდან “კალიბრების” გემრიელ ლუკმად აქცევს.

თუმცა შავ ზღვაში წყალქვეშა დინებები ისეთი არ არის, რომ ნებისმიერს მიეცეს უფლება, ფეხით გათელოს მონტრეს კონვენცია.

სამხედრო ექსპერტთა აზრით, ნატოელებმა შესანიშნავად იციან, რომ შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთს შექმნილი აქვს რაკეტსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები, რაკეტმზიდი კრეისერი “მოსკვაც” მზად არის, პასუხი გასცეს ნებისმიერ პროვოკაციას _ ამ ხომალდს დასავლეთში “ავიამზიდების მკვლელს უწოდებენ”. ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მომაკვდინებელი “კალიბრების” განლაგების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპა, ვიდრე ვილნიუსამდე, დასაბომბ ობიექტად იქცევა.

ცნობისათვის:

ამერიკულმა სამხედროპოლიტიკურმა ჟურნალმა The National Interostმა რუსეთის 5 მრისხანე წყალქვეშა ნავის სია გამოაქვეყნა:

5. პროექტ 885 “იასენისუახლესი ატომური სუბმარინა. აღჭურვილია თვითდამიზნების მქონე ტორპედოებითა და 800 კმ სიშორეზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტებით. ერთნაირი წარმატებით ანადგურებს მიზნებს როგორც წყალქვეშ, ისე წყლის ზედაპირსა და ხმელეთზე. კარკასი შექმნილია ნაკლებმაგნიტური ფოლადისგან და დაფარულია რეზინით, რაც სუბმარინას საშუალებას აძლევს, თითქმის შეუმჩნეველი დარჩეს მოწინააღმდეგისთვის.

4. წყალქვეშა რაკეტმზიდიბორეი”. თერმობირთვული ქობინების მქონე ბალისტიკური რაკეტებითა და სატორპედე აპარატებით შეიარაღებულ ამ სუბმარინას შეუძლია გაანადგუროს როგორც წყალქვეშ, ისე წყლის ზედაპირზე მცურავი ობიექტები.

3-2. მეორე და მესამე პოზიციებზეა პროექტპალტუსისადავარშავიანკასმოდიფიცირებული სუბმარინები, რომლებიც აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით (“კალიბრი”).

1. პროექტ 971 “შჩუკა”- ატომური წყალქვეშა ნავები. აღჭურვილია 8 სატორპედე აპარატით, რაკეტა _ ტორპედოებითა და ფრთოსანი რაკეტებით, მათ შორის ბირთვულქობინიანითაც. “შჩუკაშეუმჩნეველია რადარებისთვის.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here