Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ აბაშიძე: რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაათავისუფლა

ზურაბ აბაშიძე: რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაათავისუფლა

567

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა. მისივე თქმით, პრაღაში, ქართულრუსული დიალოგის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც რუსეთში იხდიან მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით.

„2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე. რამდენიმე დღის წინათ რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და, ალბათ, ივნისში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება“, _ განაცხადა აბაშიძემ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here