Home რუბრიკები პოლიტიკა ბუნტის კელიგრაფიული ექსპერტიზა

ბუნტის კელიგრაფიული ექსპერტიზა

552

მხოლოდ თვალზარმაცი ადამიანი ვერ შეამჩნევს ამ ნაადრევი წინასაარჩევნო ციებცხელებისას ძალადობის აშკარა ესკალაციას. ყბადაღებულ კორცხელს რომ თავი დავანებოთ, ვეგანების კაფეზეჯიგიტურიიერიში და სასულიერო პირების მიერ ჩაშლილი როკფესტივალიც საკმარისია, რათა დაინახო, რომ სამართლიანობის აღდგენის ერთობ ეგზოტიკური მცდელობები სახელმწიფოს საფუძვლებს არყევს. მხოლოდქართული ოცნებავერ ან არ ხედავს ამას და ისე იქცევა, როგორც ვერის უბნის პოლიცმეისტერი: “ნუ იქნება ოღონდ ბუნტი”!

არადა, ეს ყველაფერი ბუნტის ელემენტებია, რომლებსაც პროვოკაციებში დახელოვნებული ჩვენი კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე სწორედაც რომ გამოიყენებს. მით უფრო, რომ ეს ყოველივე მის მიერვე დამკვიდრებული იდეოლოგიის ნაწილია: ადამიანების ერთმა ჯგუფმა ყველაზე კარგად იცის, ვინ რა უნდა მიირთვას, ვინ მართალია, ვინ _ მტყუანი, ვის აქვს ყველაფრის უფლება და ვინ უნდა დაემორჩილოს მას.

უნიათოდ მონათლულ ხელისუფლებას იმდენი მოსაყვედურე ჰყავს, რომ ახლა შეჯიბრება იმაზეა გამოცხადებული, ვინ უფრო მტკივნეულად დაარტყამს. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ ნაციონალების დაბრუნების საფრთხობელაქართულ ოცნებასჰაერივით სჭირდება. ვარაუდი მარტივია: თუ არ აირჩევქართულ ოცნებას”, სრულიად რეალურია წარსულში დაბრუნების საფრთხე. აკი თავისი ვრცელი წერილის ერთ-ერთ ქვეთავს ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს სათაური შეურჩია. “წარსულში დაბრუნება” კი, ცხადია, “ნაციონალური მოძრაობის” მეორედ მოსვლას ნიშნავს.

როგორც 2012 წელს, ამომრჩეველს ახლაც თავს ახვევენ “შუაგაკრეფილ” არჩევანს. ამ არჩევანს ხალხში უკვე ასე შეარქვეს: “ან ქოცები, ან ნაცები”! ეს ორი ძალა კი, თავის მხრივ, კატეგორიულად არ იმჩნევს, რომ “გაერთიანებული დემოკრატები” და “პატრიოტთა ალიანსი”, გაკრეფის ნაცვლად, კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ. დანაწევრებული “ნაციონალებისა” და დაშლილ-არმოშლილი “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ისინი ბოლო არჩევნებში მხოლოდ აუმჯობესებენ შედეგს.

რღვევის დამწყები “თავისუფალი დემოკრატები” უკვე პირადად მტრობენ მათ მომყვან ივანიშვილს, “ნაციონალურიბუდიდან გადმომხტარიგირჩებიკი 15%-იანგაყინულრეიტინგზე მიუთითებენ მშობელს. კიდევ ერთმა “ნაციონალმა”, კიევში, ლეგიონერად შეთავსებით ნამუშევარმა გიორგი ვაშაძემ ახალი გზა აირჩია და ღია ცის ქვეშ პომპეზურად დააპირა თავისი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია. ბედის ირონიით, სწორედ ის სახელი შეარჩია, რომელიც შევარდნაძის საარჩევნო ბლოკს ჰქონდა 2003 წელს _ “ახალი საქართველო”!

“სახელითა სახელის დამთრგუნველს” ბუნებამ ისეთი ხოშკაკალი დაატეხა, რომ მერე დიდხანს იმართლებდა თავს _ სეტყვა რომ არა, გაცილებით მეტნი ვიქნებოდითო! სეტყვამდე ყოფილიყავით მეტნი, თორემ სეტყვის მოსვლის შემდეგ რომ ვერ გამრავლდებოდით, ხომ ნათელია.

ამ ჟრიამულს ლაიტმოტივად გასდევს ყველა ნორმიდან ამოვარდნილი ნიკა გვარამიას აგრესიული განცხადებები, რომლის მეათედის გაბედვის შემთხვევაში მისივე პროკურორობის პერიოდში წლობით ახეხინებდნენ ციხეს.

“რუსთავი 2”-ის დუნედ მიმდინარე სასამართლო პროცესის გამწვავებას ყოველთვის ცდილობენ ტირაჟში გასული “ნაციონალები” და რევოლუციის საბაბად მის გამოყენებაში უცხოელი მეგობრებიც ეხმარებიან. სულ ბოლოს მძიმე არტილერია _ თვით აშშ-ის ელჩი გამოვიდა არენაზე და არც მეტი, არც ნაკლები, ასე მიგვითითა:

“აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა _ მიჩუმდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომლებიც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელი შეუწყონ დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას”. იან კელის განცხადება აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

მიაქციეთ ყურადღება _ აქაც სიტყვა ძალადობაა ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელეკომპანიაში არავინ შევარდნილა და არც პატრონისთვის წაურთმევია ის. ელჩის ამ განცხადებას საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა. ოფიციალური წრეებიდან მას მხოლოდ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა:

“მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში. მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად და, რაც მთავარია, ის არ არის ანტიკონსტიტუციური. კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავსღამით მოხდა მოვლენები”. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18:00 საათზე და დღეს დილით, 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა, ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამე მომხდარი”.

აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა წულუკიანს უპასუხა: მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მთლიანობაში შევხედოთ იმას, რაც ელჩმა თქვა, მოგვარდეს ის საკითხები, რომლებიც მან ამ განცხადებაში მკაფიოდ წამოწია და არ გამახვილდეს ყურადღება მხოლოდ ამ განცხადების პატარა დეტალებზე”.

არადა, ეს “პატარა დეტალები”, საჭიროების შემთხვევაში, რევოლუციის საბაბად თუ არა, საფანელად გამოიყენება ხოლმე. აღშფოთება გამოთქვეს როგორც პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ისე სოციალურმა ფორუმმა “ამერიკის ნამდვილი მეგობრები _ Genuine friends of America”:

“ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ იან კელის.

ბ-ნო ელჩო!

ნამდვილად დასაფასებელია, რომ ყურადღებით ადევნებთ თვალს “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს. ჩვენ, სოციალური ფორუმი “ამერიკის ნამდვილი მეგობრები _ Genuine friends of America” თქვენსავით ვთვლით, რომ დაუშვებელია ჩარევა მიმდინარე სასამართლო პროცესში, მით უმეტეს, როდესაც დავა ეხება კერძო საკუთრებას. ასევე, ვეთანხმებით თქვენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ხმა იყოს გაჟღერებული არჩევნებზე. თუმცა მიგვაჩნია, რომ არ ფლობთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აჟღერებს “რუსთავი 2”-ის “ხმა”:

ჩვენ ამ შენობიდან არ გავალთ, ჩვენ ამ შენობაში დაგვიცავს ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი და ეს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება იყოს”.

მათი პირადი მტერი ვარ, საფლავის კარამდე ვდევ ყველა მათგანს ისევე, როგორც მოსამართლე ურთმელიძეს, ისევე, როგორც მინისტრ წულუკიანს, ამ სამივე მოსამართლეს საფლავის კარამდე ჩავყვები აუცილებლად და მათი პასუხისმგებლობის ზომას აუცილებლად დავაყენებ. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების დროს არა, რადგან ეს ხელისუფლება თვითონ არის დამკვეთი და თავის თავს არ დაიჭერს, მაგრამ აუცილებლად გახსოვდეთ, ძვირფასო დავალების შემსრულებელო მოსამართლეებო, პოლიტიკოსები გადარჩებიან, მაგრამ თქვენ ვერ გადარჩებით და დაამთავრებთ თქვენს კარიერას ციხეში, მე გაძლევთ ამის გარანტიას 100 პროცენტით, თუ ასე აპირებთ გაგრძელებას”.

ბ-ნო ელჩო, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ეს გამოსვლა არის პირდაპირი მოწოდება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და მუქარა საქართველოს სასამართლო ხელისუფლებასა და იუსტიციის მინისტრზე. აღსანიშნავია, რომ იმავე სულისკვეთებით და სამოქალაქო სიმშვიდისთვის საფრთხის შემცველი მოწოდებებით გაჯერებულია “რუსთავი 2”-ის საეთერო “ხმა”. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ვიდეოკოლაჟის სახით ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტურად დასაბუთებული მასალა მივაწოდოთ საქართველოში მოქმედ ყველა ელჩს. იმედი გვაქვს, რომ პირადად თქვენ და მთელი დიპლომატიური კორპუსი გადადგამთ ქმედით ნაბიჯებს და აგვარიდებთ იმ საფრთხეს, რომლითაც “რუსთავი 2”-ის ეთერიდან გვემუქრებიან”.

ძალადობის ესკალაციას და მის გამჩაღებლებს დღევანდელი საზოგადოება, 2003 წლისგან განსხვავებით, კარგად გრძნობს. ამიტომაც არის, რომ სანდრო ბრეგაძე პირდაპირ მიუთითებს აშშ-ის ელჩზე, როგორც საქართველოს არაფორმალურ მმართველზე: საქართველოს მართავს არა პრეზიდენტი, არა პრემიერი, არა პარლამენტი, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, მის ჭკუაზე იარონ და მისი ნებასურვილი აასრულონ.

არაფორმალური მმართველი ერევა ქვეყნის შინაურ და საგარეო საქმეებში, მისი ნებართვით ინიშნებიან და იხსნებიან მინისტრები, პრემიერმინისტრები და სხვა დიდი თანამდებობის პირები. ის ყველგანაა და მისი მზერა ყველგან წვდება.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ არაფორმალური მმართველი, პირველ რიგში, ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს და ეს ბუნებრივ მოვლენად აღიქმება. დღეს საქართველოს, ფაქტობრივად, ის მართავს და ყველა სხვა თანამდებობის პირი ნომინალურ ფიგურად ქცეულა მასთან შედარებით.

თუ გვინდა, საქართველო ღირსეულ, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნად ვაქციოთ, აუცილებელი და პირველი რიგის ამოცანაა, შეწყდეს არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში, ხოლო ქვეყანა მართონ იმათ, ვისაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს მოსახლეობა.

ალბათ, გაინტერესებთ, თუ ვინაა ქვეყნის არაფორმალური მმართველი?!

საქართველოს არაფორმალური მმართველი ბატონი იან კელია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი!”

ის, რასაც ჩვენი ამერიკელი მეგობრების გამოზრდილი სექტარუსულ პროპაგანდასაბრალებს, სინამდვილეში სწორედ მათი და მათი პატრონების უგუნური პოლიტიკის დამსახურებაა. ანტიამერიკული განწყობების გაღვივებისთვის არავის შეუწყვია ხელი ისე, როგორც ამერიკის ელჩებს, სააკაშვილს და მათ ხელის გოგობიჭებს. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ საქართველოში აშშის ელჩის, იან კელის, მიმართ მწვავე სტატუსი გამოაქვეყნა:

იან კელისა და მისი უფროსების საყურადღებოდ, მინდა, ვთქვა, რომ საქართველოში ბავშვმაც კი იცის უკვე, რომ ახალ ფერად რევოლუციას გეგმავთ, ვისი შეკვეთით აკეთებთ ამას, ესეც ცნობილია.

მაგრამ ამ რევოლუციას ვერ მოახდენთ, რადგან მთელი თქვენი აგენტურა გაშიფრულია და დარჩებით ბოლოს იმ სვანურქუდიანი და აშშის დროშამოსხმული გიჟისა და ტვინპირ და გულწაბილწული გვარამიაგაბუნიას ამარა.

გულისამრევია თქვენი საქციელი და რიტორიკა, ბატონო კელი, თუმცა ჯერ თქვენს წინამორბედებს ვერ გაუსწარით.

ნეტავ, იცოდნენ ამერიკელებმა, რა ბოროტებას სჩადიხართ და როგორ აძულებთ თქვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოს, დარწმუნებული ვარ, დაგსჯიდათ მთელი სიმკაცრით.

ძალიან მინდა, რომ თარგმანი ზუსტი იყოს, რომ კარგად შევიდეს თქვენს გონებაში ჩვენი განწყობილება.

მიჩიგანში ან ფლორიდაში მოაწყვეთ ფერადი რევოლუცია. იქ წაიყვანეთ თინა, ნიკა, მიშა და მთელი თქვენი ფავორიტები”.

“ფავორიტები” კი ერთგულად დადიან “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესებზე და ძალიან ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას. მათ შორისაა მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი, რომელმაც მსუყე ამერიკული გრანტის საფასურად ე.წ. კვლევა ჩაატარა და რუსული ინტერესების გამტარებლად მეც მომიხსენია.

მერე რა, რომ ამ “კვლევაში” ისეთი ორგანიზაციებია ჩამოთვლილი, რომლებიც, ბოლო წლებია, არც მოქმედებენ!

მერე რა, რომ ყველაზე “მძიმე ბრალდება” არის ის, რომ დაფინანსების წყაროებს არ ვუთითებთ!

მერე რა, რომ თუ იმას წერ, რასაც ფიქრობ, ეს ვიღაცის ინტერესების გამოხატვად უნდათ წარმოაჩინონ!

და რაკი თვითონ დაფინანსების წყაროს უთითებენ, ამიტომ არ არიან, მაგალითად, ამერიკის ინტერესების გამტარებელნი?

რაც შეეხება რაიმეს მითითებას, კორუფციასთან მედგრად მებრძოლი ამერიკელები, ალბათ, უნდა დაინტერესდნენ, ვის აძლევენ გრანტს და ვისკვლევასატრიალებენ წაღმაუკუღმა. სოციალურ ქსელში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, თუ რაკვალიდააჩნია კინწურაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს:

“მასთან რამდენიმე შეკითხვა აქვთ ტელევიზიის მუშაკებს იმის თაობაზე, თუ როგორ განიავდა საზმაუს სიმდიდრე. მაგალითად, სად გაქრა ტელევიზიის სასტუმროს შენობა, რომელიც ავლაბრის პრესტიჟულ ადგილზე მდებარეობდა? როგორც ტელევიზიის ძველი მუშაკები ეჭვობენ, ესუბრალოშენობა სხვაზე კი არის გაფორმებული, მაგრამ რეალურად მისი ქმრის, ბასილაიას საკუთრება გახლავთო”.

სხვა ბევრსაც ამბობენ ამ ქალბატონზე, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით აქ დავსვათ წერტილი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამერიკელ მეგობრებს, თუ რა მნიშნელოვანია პარტნიორების შერჩევა.

ახლა, რაკი მაინც რუსული ინტერესების გამტარებლად გვხატავენ, კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია დასავლეთის მოიმედე საქართველოსთვის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ახლახან განაცხადა: “ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება თურქეთთან ასე მოქცევა. ისინი ასე ექცეოდნენ უკრაინას: “ან ჩვენთან ერთად ხართ, ან _ არა”. საქართველო იქამდე მიიყვანეს, რომ ორი რეგიონი დაკარგა. ევროკავშირმა ამგვარ მიდგომაზე უარი უნდა თქვას”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ასე გამოეხმაურა ჩავუშოღლუს განცხადებას: “ეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა მათთვის, ვისაც არ სჯეროდა, რომ უკრაინის კრიზისის და საქართველოში 2008 წლის ომის პროვოცირება დასავლელი პარტნიორების გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოიწვია. არა მგონია, ჩავუშოღლუ ვინმემ პრორუსულ განწყობაში დაადანაშაულოს”.

“პრორუსული” ჩავუშოღლუ დაახლოებით იმას ჰგავს, ნატოში შესვლისკენ მომართულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ ვახტანგ მაისაია ნატოს წევრი სახელმწიფოს სასარგებლოდ “ჯაშუშობის” გამო რომ დააპატიმრა!

იმასაც ძალიან ჰგავს, სიმონ კილაძეს აშშ-ის საელჩოსთვის პრესის დაიჯესტების მომზადება სახელმწიფო საიდუმლოების გაცემად რომ მოუნათლეს!

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რა დგას სინამდვილეში ხშირად გამეორებული ლოზუნგების უკან. ჩვენმა საზოგადოებამ კი არა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ, თუ დასავლური ფასეულობები არჩევნებზე ქვის სროლაა, მისი გაზიარება საქართველოში, პოლიტიკური სექტების გარდა, არავის ენდომება.

თუ დასავლეთის სახე მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და თამარ კინწურაშვილი არიან, ასეთი დასავლეთი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას დასანახად არ ენდომება. თუ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ჰქვია იმას, როცა ღრმად პატივცემული ქვეყნის ელჩი გვასწავლის, რა უნდა ავიტანოთ და რა არა, ვინ უნდა ავირჩიოთ და ვინ არა, მაშინ კოლონია რაღას ჰქვია?! სხვანაირი, მოდერნიზებული, მაგრამ მაინც კოლონია?

და კიდევ _ თუ პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობით საქართველო კიდევ ერთხელ წამოეგებაფერადი რევოლუციისანკესზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეორედ ეს უსისხლოდ და უდანაკარგოდ არ მოხდება. შეხედეთ უკრაინას და მოსალოდნელი შედეგები თავად განჭვრიტეთ.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ქალბატონო ნანა, ამ წერილში ნათლად ჩანს, რომ, ბევრისაგან (მათ შორის მთავრების წევრებისა და პარლამენტარებისაგან განსხვავებით) გაგაჩნიათ ადამიანური ღირსება. დიდი მადლობა პირდაპირობისა და მართალი სიტყვისათვის. მადლობა ყველას (მათ შორის იმათაც ვისი მართალი სიტყვებიც თქვენ ამ წერილში მოგყავთ), ვინც დაუფარავად, პირდაპირ და კაცურად იტყვის სიმართლეს და არ დაიმალება ბუჩქებში, როცა ქვეყანა აშკარად მიყავთ გადაშენებისაკენ.

  2. თქვენაირი პატრიოტი ადამიანები უნდაიყვნენ ქვეყნის სათავეში ქალბატონო ნანა,გაიხარეთ,ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირები და მაშინ საქართველო ყველა გაჭირვებას გაუძლებს ამ არეულ მსოფლიოში.

  3. ძალიან ჭკვიანი ხართ, ქალბატონო ნანა, ცოდნაც გაქვთ ,გამოცდილებაც, ქვეყნის სიყვარულიც , კალამიც გიჭრით და ჭკუაც,

  4. ამერიკამ საქართველო იან კელის და მის ნაირ მის წინამორბედ ელჩებს ჩააბარა, ჩვენთან ასეთ დროს ამბობენ სამი ბატი არ ჩაბარდებაო,რადგანაც საღამოს ორი დაეკარგება და მესამეს ფრთა მოტეხილს მოგიყვანს; ასეც დაგვმართეს – მათი წყალობით აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ დანარჩენი საქართველო ფრთამოტეხილ ბატსა ჰგავს. ესეც შენი ამერიკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here