Home რუბრიკები პოლიტიკა ატომური “უჩინარი” მატარებლები

ატომური “უჩინარი” მატარებლები

658

რუსულიატომური მატარებლებიამერიკელთაგლობალური ელვისებური დარტყმისწინააღმდეგ

რუსეთში პერსპექტიული სამხედრო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექს (სსსკის) “ბარგუზინისზოგიერთ დეტალის დამუშავება დაიწყო. რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის თანამშრომელთა განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმაატომური მატარებელისაექსპლოატაციოდ 2018 წელს უნდა მიიღოს. მანამდე, 2014 წელს, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალმა სერგეი კარავაევმა განაცხადა, რომბარგუზინისდაპროექტება უკვე დასრულებულია. რას წარმოადგენს სსსკ, რა არის ცნობილიბარგუზინისშესახებ და რა გავლენას იქონიებს ის მსოფლიოს სტრატეგიულ ბალანსზე? _ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას წინამდებარე მასალაში შევეცდებით.

სარაკეტო მატარებლისამოცანა _ ყოველთვისუხილავიმოწინააღმდეგისთვის

საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი მატარებლის შექმნის იდეა გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. განსხვავებით საშახტო ბაზირების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისგან, რომელთა კოორდინატების დადგენა არც ისე რთულია (მით უმეტეს დღეს, როდესაც კოსმოსში უამრავი ჯაშუში თანამგზავრია გაშვებული), აგრეთვე, ატომური წყალქვეშა ნავებისგან, რომელთა მიკვლევაც თანამედროვე რადიოელექტრონული საშუალებებით შეიძლება, აღმოჩენა ჩვეულებრივი სარკინიგზო ეშელონისგან არაფრით განსხვავებული სარკინიგზო შემადგენლობისა, რომელიც მომაკვდინებელი ტვირთით გადაადგილდება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

სამხედრო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსზე საპროექტო სამუშაოები აშშ-იც მიმდინარეობდა და სსრკ-შიც, მაგრამ ამერიკელებმა ის ბოლომდე ვერ მიიყვანეს. სსრკ-ში კი შეიქმნა და შეიარაღებულ ძალებს გადაეცა კომპლექსი рт-23 уттх “მოლოდეცი”. ერთ სარკინიგზო შემადგენლობაში შედიოდა სამი გამშვები მოწყობილობა თითოეულში ერთი მყარსაწვავიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით. ამ 10 ბირთვული ქობინის მქონე რაკეტის საერთო წონა გამშვებ კონტეინერთან ერთად 126 ტონას აღწევდა (ვაგონთან ერთად _ 150 ტ-ს), რაც მოითხოვდა სარკინიგზო შემადგენლობისთვის სამი თბომავლის ჩაბმას _ ეს იყო კომპლექსის მთავარი “სუსტი ადგილი”, რომლის გამოყენებაც შეეძლო ამერიკულ კოსმოსურ თანამგზავრებს. კომპლექსის კიდევ ერთი ნაწილი იყო სარკინიგზო მაგისტრალზე დიდი დატვირთვა, რის გამოც ლიანდაგების უზარმაზარი ნაწილი “ბირთვული მატარებლების” მოძრაობის გათვლით გადააკეთეს. ყველაფრის მიუხედავად, 12 “მოლოდეცი”, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში კურსირებდნენ, მნიშვნელოვანი ძალა იყო _ ისინი 36 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას და 360 ბირთვულ ქობინს ატარებდნენ.

სარკინიგზო შემადგენლობას დღეში 1000 კმ-ით გავლა შეუძლია, ამიტომ ჩვეულებრივი სამოქალაქო მატარებელივით შენიღბული სამხედრო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსის აღმოჩენა ძალიან რთული იყო.

სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ რუსეთსა და აშშ-ს შორის 1993 წლის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა ზემოაღნიშნული “ბირთვული მატარებლები” შეიარაღებიდან მოხსნა და გაანადგურა (2003 წ.).

ბარგუზინი” _ უფრო მსუბუქი და შეუმჩნეველი, ვიდრემოლოდეცი

რუსული სამხედრო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსის აღდგენაზე პირველად 2009 წელს დაიწყეს საუბარი. 2013 წელს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იური ბორისოვმა განაცხადა, რომ ახალ სარკინიგზო სარაკეტო პროექტზე მუშაობას შეუდგებოდა მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტი (სწორედ ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა სახელგანთქმული ქართველი კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე, რომელმაც შექმნა მოძრავი სარაკეტო კომპლექსები: “ტემპი”, “პიონერი”, “ტოპოლი”, “სკოროსტი” _ ნ. კ.).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი “ატომური მატარებლის” შემადგენლობაში იქნება 6 ვაგონი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით _ Ðჩ-24 “იარსით”. ეს ვაგონები ვიზუალურად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი რეფრიჟერატორული ვაგონებისგან. ახალი “ატომური მატარებლის” უპირატესობა იქნება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა “იარსის” მცირე წონა რაკეტა рт-23 уттх-თან შედარებით _ “იარსის” წონა 5 ტონაა, მისი წინამორბედის _ 126 ტ., ვაგონისა და რაკეტის წონა არ აღემატება 70-80 ტონას, რაც 2-ჯერ ნაკლებია “მოლოდეცის” ვაგონისა და რაკეტის საერთო წონაზე. ეს კი საშუალებას იძლევა, გადაიჭრას მთავარი ფინანსური პრობლემა _ სარკინიგზო მაგისტრალებს აღარ დასჭირდება არც გადაკეთება და არც ხშირად შეკეთება. რაც მთავარია, შემადგენლობას წაიყვანს მხოლოდ ერთი თბომავალი, რომლის შემჩნევაც კოსმოსიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

“იარსს”,рт-23 уттх -სთან შედარებით, ნაკლები ქობინი აქვს (4 _ 10-ის წინააღმდეგ), მაგრამ ახალი ქობინების სიზუსტე გაცილებით მაღალია. ამასთანავე, სარკინიგზო შემადგენლობაზე მოთავსდება 6 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა 24 ქობინით (“მოლოდეცზე” განლაგებული იყო 3 ბალისტიკური რაკეტა 30 ქობინით), რაც მაინცდამაინც დიდ სხვაობას არ იძლევა.

ამერიკელთა მიერ გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ქსელის გაფართოება რუსეთს აიძულებს, აქცენტი გააკეთოს შემაკავებელი ბირთვული ძალების გაძლიერებაზე. ამ მომენტისათვის რუმინეთსა და პოლონეთში განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთის ბირთვული ძალებისთვის, ამის თქმა შეიძლება აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზეც CBMD (Ground _ Based Midcourse Defence). მაგრამ ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა უარი თქვეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულების შესრულებაზე და დაიწყეს ასეთი სახეობის იარაღის გაუმჯობესებაზე მუშაობა, რუსეთს უბიძგებს პრევენციული ზომებისკენ _ შემაკავებელი ბირთვული ძალების განახლებისა და ისეთი იარაღის შექმნისკენ, რომელსაც შეეძლება მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გარღვევა.

დესტაბილიზაციის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორიაგლობალური მყისიერი დარტყმისამერიკული კონცეფცია, რომელიც მოწინააღმდეგის განადგურებას არაბირთვული იარაღით ითვალისწინებს _ პირველ რიგში, ფრთოსანი რაკეტით, შემდეგ _ ჰიპერბგერითი იარაღით.

სწორედ ამ კონცეფციის წინააღმდეგ შეუძლია წარმატებით ბრძოლა სამხედრო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსებს _ ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ და რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე მათი პოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია (თუ გამოირიცხება მოსყიდვა და ჯაშუშობა), შესაბამისად, თუ მოწინააღმდეგე ყველა ატომურ წყალქვეშა ნავს, საშახტო და მიწისზედა ბაზირების რაკეტას გაანადგურებს, ის მაინც მიიღებს მძლავრ საპასუხო დარტყმას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here