Home რუბრიკები საზოგადოება რა მოგვიშვირა რობიმ და რა დაინახა თინამ

რა მოგვიშვირა რობიმ და რა დაინახა თინამ

544

27 მაისსდინამო არენაზებრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა, იმღერა 40 000-მდე მაყურებლით გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და ბოლოს სრულიად საქართველომ უილიამსის უკანალიც იხილა.

ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილი შეაშფოთა და ემოციები ვერ დამალა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიტყობთ, რატომ მიუშვირა რობიმ ერთი ადგილი მაყურებელს, ეს შეშფოთება გაგიქრებათ.

მოკლედ, როგორც ჩვენმა სანდო წყარომ გაარკვია, ტრაკის მიშვერა კი არა, ეს ყოფილა ერთგვარი მინიშნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, რომ ისინი აღნიშნული ორგანიზაციების წევრები გახდებიან.

დასავლურ ღირებულებებზე აღზრდილი ექსპერტები თანხმდებიან: ეს იყო სიგნალი იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ნატოსა და ევროკავშირის ღირსეული წევრი.

აი რას ამბობს ევროპელებზე უფრო მეტად ევროპელი ექსპერტი ჰელენ ხუშტურია:

“რობი უილიამსის ტრაკის მოშვერა _ ეს იყო ნათელი სიგნალი და დადასტურება იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ის, ვინც დაკვირვებულია, შეამჩნევდა, რომ მისი უკანალი დამუხტული იყო ნატოს ემოციებითა და ევროკავშირის ღიმილით, უბრალოდ, ამას მხოლოდ ისინი დაინახავდნენ, ვისაც ნამდვილად სურს რუსული ჩექმისგან გათავისუფლება”.

რობის საჯდომის მოშვერით უკიდურესად გახარებული ნიკა გვარამია კი ამბობს:

იეს, არის, აი ამ დღის მერე თამამად შემიძლია მშვიდად დავდო თავი ბალიშზე, რადგან ვიცი, ქვეყანა არ არის განწირული ვიღაც რუსი ოლიგარქებისთვის და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროპელებიც და ნატოელებიც. ეს იყო რობის უკანალის სახით გამოგზავნილი სიგნალი ჩვენი შორეული და, ამასთანავე, ახლობელი პარტნიორისგან, ეს იყო ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ საქართველო მარტო არ არის.

დიახ, როდესაც მან საჯდომი მოგვიშვირა, ამით დაგვანახვა გზა ამერიკისკენ, ნატოსა და ევროპისკენ და ჩვენც ამ მოშვერილზე, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე უნდა დავხაროთ თავი და რაც შეიძლება დიდი აქსელერაციით წავიდეთ მისკენ, მინიშნება გაკეთებულია, ჩვენ გავიმარჯვებთ, _ ამბობს გვარამია.

“იცით, როდესაც რობიმ მოგვიშვირა, საოცარი ენერგია და სითბო ვიგრძენით, თითქოს ჩვენში ევროპის ვარსკვლავები აინთო, ვუყურებდი და თვალები ცრემლით მევსებოდა, როდესაც ვხედავდი ფართოთ გახსნილ გზას ცივილიზაციისკენ, რომელიც ხმამაღლა მეძახდა, რომ ის მე მელოდება და მე ვპასუხობ: დიახ, მე მოვდივარ შენკენ ფართო ნაბიჯით! მაგრამ თითქოს სიხარულისგან რაღაც უხილავი ძალა მაჩერებს, ეს დაახლოებით ლამაზ სიზმარს ჰგავს, როდესაც ახლოს ხედავ სანუკვარ ოცნებას, მაგრამ მიახლოება გიჭირს, ან ამ დროს გეღვიძება, თუმცა, მერწმუნეთ, იგი ყველას არ უშვერს საჯდომს. მან თქვა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, ამიტომ, ერო და ბერო, ეს არის უდიდესი გამარჯვება”, _ განაცხადა ევროპელებზე ადრე ევროპელმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

როგორც წყარომ გვითხრა, წინ კიდევ რამდენიმე ეტაპია. რობის მოშვერა ეს იყო პირველი ნაბიჯი, თუ მომდევნო სტუმარმაც გვიჩვენა უკანალი, ეს უკვე საბოლოო დასტური იქნება იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება დიდ ევროპულ ოჯახში.

ველქომ ოფენდორი

1 COMMENT

  1. უთავმოყვარე ხალხის შეფასება ძალიან საინტერესოა. კულტურის მინისტრი არ ესწრებოდა რომ ცხვირი მიედო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here