Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა...

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს

644

შენიშვნები საქართველოს კანონის მიმართ

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონიოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (შემდგომ კანონპროექტი) მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს საზოგადოებაში.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს მოქმედ კანონში შედის ცვლილებები, კერძოდ: შედის ე.წ. სოციალურ მუშაკთა ინსტიტუტი, რომელიც დიდი უფლებებით იქნება აღჭურვილი. სოცმუშაკს ენიჭება უფლება, რომ მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისით, სასამართლოს გვერდის ავლით, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ერთპიროვულად მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახიდან ბავშვის გაყვანაზე. ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულო ხდება პოლიციისთვის. აი, ამონარიდები კანონპროექტიდან:

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)… შემთხვევებში, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, არასრულწლოვანი განცალკევდება მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგანგადაწყვეტილების მიღებისას სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის გამოკითხვას, შემთხვევის შეფასებას დაიღებს გადაწყვეტილებას განცალკევების შესახებსოციალური მუშაკი განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას” (კანონპროექტი, 4. მე-14 მუხლის ახალი რედაქცია). “სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია იღებსიარაღის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს (კანონპროექტი, 6, გბ, მე-6 პუნქტი).

ამგვარად, გამოძიების ფუნქციებს _ ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის გამოკითხვას, შემთხვევის შეფასებას _ სოცმუშაკი მარტოდმარტო ასრულებს და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას ისეთი ტრაგიზმით აღსავსე აქტის შესახებ, როგორიცაა ბავშვის გაყვანა ოჯახიდან. ასეთი უფლებები და სუბიექტივიზმი, რომელიც ნებისმიერ ინდივიდს ახასიათებს, ერთმანეთთან ყოვლად შეუსაბამო და დაუბალანსებელია. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია ისეთი უაღრესად ფაქიზი სფეროსთვის, როგორიცაა ოჯახი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა. კანონპროექტში არ ჩანს სოცმუშაკის პასუხისმგებლობის საკითხი უნებლიე თუ მიზანმიმართული ტენდენციურობის გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სასჯელი უფლებების ბოროტად გამოყენებისას, არც რაიმე მითითებაა ამ საკითხზე. ასევე არ არის აღწერილი, როგორია სოცმუშაკის მიმართ უნდობლობის გამოცხადებისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები, პროცედურები და ა.შ.

ოჯახიდან გაყვანილი ბავშვის დაკითხვაზე ძალადობაში ეჭვმიტანილი პირის დასწრების აკრძალვა შეიძლება გავრცელდეს ოჯახის სხვა წევრებსა თუ კანონიერ წარმომადგენლებზე მხოლოდ სოცმუშაკის ეჭვის საფუძველზე, ასევე, ყოველგვარი ძიებისა და მტკიცებულების გარეშე (კპ, 7, 17-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ანუ ბავშვი, ფაქტობრივად, შეიძლება მარტოც დაიკითხოს. სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი დაკითხვისას სოცმუშაკს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ოჯახიდან ბავშვის გაყვანაზე, გაუჭირდება, იყოს ნეიტრალური და ობიექტური, და შეიძლება შეეცადოს ბავშვისგან ისეთი ჩვენების მიღებას, რომელიც გაამართლებს ოჯახიდან ბავშვის გაყვანის მისეულ გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, კანონპროექტში აღწერილი უფლებებით აღჭურვილი სოცმუშაკის არსებობის შემთხვევაში მოქმედ კანონში მოცემული ტერმინები კარგავს სიცხადესა და მდგრადობას, განსაკუთრებით _ ტერმინები, რომლებიც აღწერს ძალადობას, რადგან ჩნდება სუბიექტური ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით უწყებათაშორისი სააგენტოს წევრი სოცმუშაკი არ არის ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებით აღჭურვილი. კანონპროექტში არ არის დასაბუთებული, რატომ შეიქნა აუცილებელი ახალი სამსახურისა და ახალი პერსონის შემოყვანა ამ მეტად მგრძნობიარე სივრცეში. თუ მიზანი ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოპერატიული, სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნაა, მაშინ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, როგორცოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონით, აგრეთვე, “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებბრძანებულებით (ბრძანება #152/ნ _ #496 _ #45/ნ 2010 წლის 31 მაისი ქ. თბილისი) ასეთი მექანიზმები სავსებით საკმარისია.

ცინიზმის შემცველია კანონპროექტის შემდეგი ნორმა: “ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით” (კანონპროექტი, 4, მუხლი 14, 6-ე პუნქტი), ანუ მკვიდრდება პრინციპი: მე ოჯახიდან წავიყვან ბავშვს, თუ მინდა, მარტოსაც დავკითხავ და მერე შენ, თუ გინდა, მიჩივლე”. ამასთანავე, კანონპროექტი სასამართლოში ჩივილისა და სამართალწარმოების ტვირთს ოჯახს აჰკიდებს, არადა, მოქმედი კანონმდებლობით ამ ტვირთს სახელმწიფო ეწევა. და ეს იმ ფონზე, როდესაც სოცმუშაკის პასუხისმგებლობაზე სიტყვაც არ არის დაძრული. რომც იყოს პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნული და მკაცრი სასჯელიც დაწესებული, ეს მაინც ვერ აანაზღაურებს იმ ტრაგედიას, სტრესებს, ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და ნერვების წყვეტას, რომლებსაც სოცმუშაკის გაუმართლებელი გადაწყვეტილება გამოიწვევს. რა სახითაც უნდა იყოს კანონი მიღებული, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს ხარჯები სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

კანონპროექტში არ არის გათვლილი, რამდენი სოცმუშაკი იქნება საჭირო საზოგადოდ, რა სამსახური იქმნება, რა ერქმევა, როგორი იქნება უწყებრივი დაქვემდებარება, როგორი იქნება შერჩევის კრიტერიუმები (მხოლოდ ზოგადი ფრაზაა), ვინ შეარჩევს მათ და რა პროცედურებით, რა ვადით, როგორ იქნება უზრუნველყოფილი სოცმუშაკისადმი საზოგადოების ნდობა, ასევე, როგორია სოცმუშაკისადმი უნდობლობის გამოცხადებისა და აღსრულების მექანიზმები.

მეტად საეჭვოა იმის მტკიცება, რომ ასეთი ინსტიტუტის შექმნა და ფუნქციობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს მთელი სისტემის შექმნას, მსგავსად დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი იუვენალური იუსტიციის უზარმაზარი სისტემისა, არ საჭიროებს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კანონპროექტში მხოლოდ დაუსაბუთებელი მტკიცებაა ამ საკითხზე და არანაირი გათვლა.

ზემოთქმულს იმასაც დავამატებთ, რომ სოცმუშაკთა ინსტიტუტის შექმნა იმ უფლებებით, როგორც ეს კანონპროექტშია მოცემული, კიდევ იმიტომ არის კატეგორიულად დაუშვებელი, რომ ამით იქმნება ოჯახებზე ზემოქმედების მძლავრი იარაღი. ეს კი გარკვეულ სამსახურსა და თვითონ ხელისუფლებას შეუქმნის საცდურს, გამოიყენოს ეს იარაღი სხვა მიზნებისთვის. კანონი არ უნდა იძლეოდეს ისეთ უფლებებს, რომელთა პირობებშიც მხოლოდ პიროვნებისა თუ პიროვნებების კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული, გამოიყენებს ამ უფლებებს ოჯახების შანტაჟისა და კონტროლისათვის თუ არა.

ჩვენ, სასულიერო პირები, დარწმუნებულიც რომ ვიყოთ, სოცმუშაკები მთლიანად მართლმადიდებლებით დაკომპლექტდება, რომლებსაც მცნებად არა მხოლოდ მოყვასის, არამედ მტრის სიყვარული და კეთილისმყოფელობაც აქვთ, მაინც მიუღებლად მივიჩნევდით ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე პირისა და ინსტიტუტის შემოღებას, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ასეთი უფლება აჩენს ტენდენციური გადაწყვეტილების მიღების ცდუნებას განსხვავებულის მიმართ. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში ტენდენციურობის სამიზნე სწორედ უმრავლესობა გახდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ კანონპროექტით განსაზღვრული სოცმუშაკთა ინსტიტუტის დაფუძნება მკვეთრად მიუღებელი და დაუშვებელია, რადგან, მისი შექმნისა და ამოქმედების შემთხვევაში, ვშიშობთ, იგი გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში, მის დაპირისპირებას როგორც სოცმუშაკებთან, ისე ხელისუფლებასთან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ მშვიდობას, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებას.

არ შეგვიძლია, არ გამოვთქვათ ჩვენი უკმაყოფილება კანონის მიღების პროცედურის მიმართ. კანონი, რომელიც შეეხება ოჯახებს, ანუ, ფაქტობრივად, მოიცავს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, არ უნდა იქნას მიღებული ფართო, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ოჯახების უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოა, მისი მიღება ეკლესიის აზრის გაუთვალისწინებლად ყოვლად დაუშვებელია, რადგან წარმოადგენს უპატივცემლობას ეკლესიის მიმართ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის იგნორირებას, ვინაიდან ეკლესია, სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან ერთად, თანაბარუფლებიანი სუბიექტია, რომლის აზრის გარეშეც არ უნდა ხდებოდეს რაიმე მნიშვნელოვანი კანონის მიღება, მით უმეტეს კანონისა, რომლის მოქმედების არეალის უდიდეს ნაწილს სწორედ ეკლესიის სამწყსო შეადგენს. ამასთანავე, როდესაც კანონის განხილვა და მიღება იგეგმება ვნების კვირასა და ბრწყინვალე შვიდეულში, როდესაც მორწმუნე ერი, მთლიანად ეკლესია ჩართულია წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომ ღვთისმსახურებებში, ეს ეკლესიისა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის უპატივცემლობაა. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ კანონის მიღებამდე მოხდეს კანონპროექტის საჯარო განხილვა.

კიდევ უფრო გაუგებარი და შემაშფოთებელია ის, რომ ეკლესიის იგნორირების ფონზე კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა ისეთი რელიგიურად მოტივირებული ორგანიზაცია, როგორიც “კარიტასია”, აგრეთვე, “ვორდვიჟენი”, რომლის იდეოლოგია ისევე, როგორც პროცესში ჩართული ზოგიერთი სხვა ორგანიზაციისა, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ არის კეთილად განწყობილი ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და რელიგიური შეხედულებების მიმართ. გასაკვირია, რომ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოში მათთვის გამოიძებნა ადგილი, ხოლო ეკლესიის წარმომადგენლისთვის _ არა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეკლესიის ზრუნვა თავის მოქალაქეებსა და ოჯახებზე გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბურია, ვიდრე სხვა ორგანიზაციებისა ერთად აღებული.

დასასრულ, თავს უფლებას მივცემთ და გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებებსა და სურვილებს მოქმედ კანონზე, რომელიც ასევე შეიცავს მრავალ ხარვეზს:

) ოჯახიდან ბავშვის გაყვანის მექანიზმები და პროცედურები კიდევ უფრო დასახვეწია, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს შეცდომები, სუბიექტივიზმი და ტენდენციურობა. მოქმედი სააგენტოც არ არის დაზღვეული ამისგან;

) პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ხარჯები, რომელთაც სახელმწიფო ოჯახიდან გაყვანილი ბავშვის არსებობისა და განვითარებისთვის იყენებს, რამდენჯერმე აღემატება იმ ხარჯებს, რომელთა უქონლობაც ხდება ხოლმე ხელმოკლე ოჯახიდან ბავშვის გაყვანის საფუძველი, ამიტომ სხვა მექანიზმებიცაა მოსაძებნი;

) ოჯახში დაძაბულობის მატება პირდაპირ უკავშირდება მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში, ამიტომ ოჯახში არსებულ დაძაბულობაზე პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ხელისუფლებაზეც მოდის, როგორც ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებაზე პასუხისმგებელზე. ამიტომ იგი სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს და არა ისე გულცივად, როგორც ეს მოქმედ კანონმდელობაშია და არა ისე ხისტად, როგორც ეს კანონპროექტით არის გათვალისწინებული;

) მოქმედ კანონში კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და გაძლიერდეს მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოზარდის ოჯახში დარჩენასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხოლო გაშვილების შემთხვევაში _ მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს მის დარჩენას ოჯახის არამოძალადე წევრებთან, მზრუნველობის მოსურნე ნათესავებთან და ახლობლებთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ბავშვისადმი სითბო და სიყვარული უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი, ვიდრე უცხო პირზე გაშვილების დროს. აგრეთვე, ამ შემთხვევაში გაცილებით მცირეა იმის შესაძლებლობა, რომ შვილად აყვანა მოხდეს მატერიალური დაინტერესების გამო;

) არაახლობელ პირებზე გაშვილების შემთხვევაში, უფრო მეტად უნდა იქნას გათვალისწინებული ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების აზრი და სურვილები;

) უნდა გაძლიერდეს უცხო გარემოსა და ადამიანების გარემოცვაში გაშვილებული ბავშვის მდგომარეობაზე კონტროლის მექანიზმები;

) კარგი იქნება, თუ კანონში იქნება მითითება მოქმედ ნორმაზე ბავშვის ქვეყნის გარეთ გაშვილების აკრძალვის თაობაზე.

გვინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული კანონის არსებული სახით მიღების შემთხვევაში ყველა შესაძლო ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე ეკისრებათ როგორც კანონის ინიციატორებს, ისე მის მხარდამჭერებს. მორწმუნე ერი არასდროს შეეგუება ოჯახის ინსტიტუტისა და მისი მდგრადობისთვის საფრთხის შემცველი კანონების მიღებასა და ცხოვრებაში გატარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით:

დეკანოზი დავითი (ისაკაძე) მრევლით

დეკანოზი დიმიტრი (გორგოძე) მრევლით

დეკანოზი დავითი (ქვლივიძე) მრევლით

დეკანოზი თადეოზი (სარალიძე) მრევლით

დეკანოზი ბასილი (იაშაღაშვილი) მრევლით

დეკანოზი გიორგი (რაზმაძე) მრევლით

დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი) მრევლით

დეკანოზი არჩილი (ქიტუაშვილი) მრევლით

დეკანოზი ზაქარია (მარგალიტაძე) მრევლით

დეკანოზი დავითი (მინდორაშვილი) მრევლით

დეკანოზი ლევანი (კუტივაძე) მრევლით

დეკანოზი გიორგი (ასათიანი) მრევლით

მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე) მრევლით

მღვდელი დავითი (ნოზაძე) მრევლით

მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი) მრევლით

მღვდელი დავითი (ქალებაშვილი) მრევლით

მღვდელი ნიკოლოზი (ჩხიკვაძე) მრევლით

მღვდელი გურამი (გამცემლიძე) მრევლით

მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი) მრევლით

მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე) მრევლით

მღვდელი ლევანი (ანთაძე) მრევლით

მღვდელი გიორგი (ლაზარიაშვილი) მრევლით

მღვდელი ირაკლი (ცუცქირიძე) მრევლით

დიაკონი გაბრიელი (აბულაძე)

1 COMMENT

  1. ძვირფასო ეკლესიავ! ხალხი თქვენთან არის, იმოქმედეთ უფრო გაბედულათ და ხისტად, ეს დასავლეთი ყველა საშინელებას გვახვევს თავს და ჩვენს ტრადიციებს აბუჩათ იგდებს. ხალხო დაგვცინიან და გვათახსირებენ ეს ურჯულოები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here