17 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ჟურნალისტის მიერ ლგბტ–თა უფლებადამცველების დაკავების თაობაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.
“ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს? ლგბტ ვინ არის, იცი? ერთ ადგილზე არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ, როგორც უნდათ. არავინ უშლის, მაგრამ, ვინც მიდის და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები. ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით, დაეტიეთ თქვენს ადგილზე“, _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
“ერთი ეს მომაშორეთ, მგონი, პიდარასტია. გაიყვანეთ, მომაშორეთ!” _ მიმართა მეჭიაურმა სამართალდამცავებს და კონკრეტულ ჟურნალისტზე მიუთითა.
მოგვიანებით თამაზ მეჭიაურმა განმარტა, რომ პიროვნებას, რომელიც მისგან კომენტარს ითხოვდა, მედიის წარმომადგენლის მაიდენტიფიცირებელი არაფერი ჰქონდა.
“მობილური ვისაც უკავია, ყველა ჟურნალისტია? თუ ჟურნალისტია, მაშინ მაჩვენოს საბუთი. რაც შეხება ჩემს განცხადებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ საპატრიარქოს კედლებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს აკეთებ? მოვიდა ვიღაც ბიჭი, ხელში უჭირავს მობილური და პასუხებს მთხოვს რაღაცაზე. ვუთხარი, რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი და დამლოდებოდა. გამიჭირა საქმე, ლამის მანქანაში შემომიხტა და მეკითხებოდა ლგბტ-ების შესახებ. ვუთხარი, რომ ლგბტ-ების უფლებები დაცულია ანტიდისკრიმინაციული კანონით. ვინც თხუპნის საპატრიარქოს კედლებს და შეურაცხყოფს მართლმადიდებლობას, ისინი არიან პიდარასტები-მეთქი. მერე პატრულს ვთხოვე, წაიყვანეთ, მომაშორეთ ეს ვიღაც ლგბტ თუ ვიღაც-თქო. ისე კი ჰგავდა მათ რაღაცით. პროვოკაციაზე იყო მოსული, მიხტებოდა მანქანაში, რად მინდოდა, კარგი ქალი რომ ყოფილიყო, იმასაც არ ჩავსვამდი და ის ვის რაში სჭირდებოდა?!” _ განაცხადა მეჭიაურმა.
ცნობისათვის: ადმინისტრაციული შენობების იერ-სახის დამახინჯების ბრალდებით, 10 პირი დააკავეს.