Home რუბრიკები საზოგადოება ცუდი ეკოლოგიური პირობების გამო ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება

ცუდი ეკოლოგიური პირობების გამო ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის ქალაქები დაასახელა, რომლებშიც ჰაერი  ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია ირანის ქალაქ ზაბოლში, სადაც ზაფხულის თვეებში ქალიშხალი მძვინვარებს; მეორე და მესამე ადგილს ინდოეთის ქალაქები _ გვალიორი და ალაჰაბადი იკავებს; მეოთხე და მეხუთე ადგილს _ საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი და ქალაქი ელ-ჯუბაილი. მომდევნო პოზიციებზე არიან ინდოეთის ქალაქები _ პატნა და რაიპური.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, არახელსაყრელი ეკოლოგიური მდგომარეობისა და ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად იღუპება შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი. ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია: დიზელზე მომუშავე ავტომობილები, გათბობისა და კონდიცირების სისტემები, ნაგავი, ნახშირის მტვერი და სხვ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here