Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ უფრო პროდასავლელი და ანტიქართველი იქნება

ვინ უფრო პროდასავლელი და ანტიქართველი იქნება

551

ხიდაშელისა და ალასანიას ბრძოლა ამერიკის გულის მოსაგებად

თავისუფალი დემოკრატებისლიდერმა ირაკლი ალასანიამ ახალი ამბების ტელევიზიაპალიტრანიუსისგადაცემა “360 გრადუსისეთერში რამდენიმე დღის წინათ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხიდაშელის უწყებას საჰაერო თავდაცვის საკითხებზე ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რომელთაც მე ვერ მიწესებდნენო. ალასანიას განცხადებამ თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი თინა ხიდაშელი გააღიზიანა. მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამბიციურ განცხადებას სასაცილო უწოდა და თქვა: “საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, რომ ძალიან კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთ დაცვა და მე ეს არ გავაკეთე. მთელი წლის განმავლობაში პასუხი არ გამიცია მსგავსი ტიპის განცხადებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ვიდრე ეს პაექრობაშეურაცხმყოფელია და სირცხვილია, როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის და კიდევ უფრო სირცხვილია, როდესაც ბატონი ირაკლი ჩაეწერა იმ რუსული პროპაგანდის ციკლში, რომელსაც პირდაპირი ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს ისიც, ამხელი მომაკიდინესპრინციპით, ამ მარათონში მონაწილეობს”. სპეციალისტთა აზრით, აშკარაა, რომ თინა ხიდაშელი და ირაკლი ალასანია თავგამოდებით იბრძვიან ამერიკელთა გულის მოსაგებად. რატომ დაიწყეს ქართველმა პოლიტიკოსებმა პროამერიკული სურვილების სააშკარაოზე გამოტანა და ერთმანეთისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება; რა გაუკეთა ამერიკამ საქართველოს ისეთი, ასე გულმოდგინედ, რომ იცავენ ქართველები ამერიკის ინტერესებს _ ამ საკითხებზე გვესაუბრებიან ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და პარტიანეიტრალური საქართველოსთავჯდომარე ვალერი კვარაცხელია.

ამერიკამ და ევროპამ ერთობლივად მოისყიდეს ქართველი ბიუროკრატები, შექმნეს ბიუროკრატთა

ახალი კლასი

_ ბატონო გულბაათ, რა შეიძლება ვუწოდოთ ამჟამინდელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრების პაექრობას, ხომ არ არის ეს ბრძოლა ამერიკის გულის მოსაგებად?

_ აქ არის საუბარი პიროვნულ ეჭვიანობაზე. ორივე მათგანი განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ამის გამოძახილია თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის _ თინა ხიდაშელის განცხადება ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე, რომ ის პრორუსულ ძალებთან ერთად მოქმედებს. უკვე ენის გასატეხად იქცა სიტყვები “რუსული” და “პრორუსული”.

_ საქართველოში რატომღაც ასეა: თუ პროამერიკელი ხარ, მაშინ საქართველოს კარგი მომავლისთვის იბრძვი, ხოლო თუ პრორუსული განწყობა გაქვს, ქვეყნის მტერი ხარ. რატომ არის კარგი პროამერიკელობა და ცუდი _ პრორუსულობა?

_ დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ, ერთადერთი, რაც ამათ აქვთ სალაპარაკო, ისაა, რატომ უნდა გვეჯავრებოდეს რუსეთი _ ეს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. აფზაზები და ოსები თავს ოკუპირებულად არ მიიჩნევენ. მათთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ ისინი არიან ოკუპირებული, თანაც, როცა ამას ქართველები ეუბნებიან. რაც უნდა ვიძახოთ, რუსეთი ოკუპანტია-თქო, ეს ვერ დაგვაახლოვებს საქართველოს გამთლიანებასთან, პირიქით _ უფრო დაგვაშორებს და გაგვირთულებს მდგომარეობას.

_ რატომ მიისწრაფვიან ქართველი პოლიტიკოსები ასე თავგამოდებით ამერიკისკენ?

_ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივად მოისყიდეს ქართველი ბიუროკრატები, შექმნეს ბიუროკრატთა ახალი კლასი. როდესაც ვამბობ, რომ არ მინდა ნატო და ევროკავშირი, ეს საზიანოა საქართველოსთვის-მეთქი, ამას არგუმენტებით ვადასტურებ, პროდასავლურად განწყობილები კი ვერ მეკამათებიან. საკითხებზე: რა არის საქართველოს ინტერესი და როგორ უნდა მივიდეთ ამ ინტერესის განხორციელებამდე ან ნატო გამოგვადგება თუ პირიქით _ გამოგვიყენებს, ისინი არც კი საუბრობენ, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ. ძალიან კარგია ბატონი თამაზ მეჭიაურის განცხადებები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ, რასაც ის ახლა ლაპარაკობს, იმავეს ვამბობდი ოცი წლის წინათ. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, მართოს ჩვენი ქვეყნის ბიუროკრატია, გამოკვებოს ის და დაძაბოს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა.

_ არჩევნები მოახლოვდა, პოლიტიკოსები ემზადებიან ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ბიძინა ივანიშვილზე ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანს, მას თამაზ მეჭიაური ჰყავს არჩეული და თავის მოსაზრებებს მისი პირით გადმოგვცემსო

_ არ მგონია, რომ ასე იყოს. თამაზ მეჭიაური ნამდვილად გულწფელად ლაპარაკობს. თუ ბატონ ბიძინასთანაა შეთანხმებული, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით _ ჩვენ ვიცით, რომ არაფორმალური ლიდერი ბიძინაა და ბევრ რამეს ნამდვილად ის წყვეტს. ვერ დავაბრალებთ კვირიკაშვილსა და უსუფაშვილს, რომ ისინი წყვეტენ საქმეებს.

_ გოგი თოფაძისა და რესპუბლიკელების დაძაბულ ურთიერთობაზე რას ფიქრობთ?

_ ბატონი გოგის შეფასებებს რესპუბლიკელების მიმართ პატივს ვცემ. რესპუბლიკელებს, სამწუხაროდ, აკვიატებული აქვთ რაღაც აზრები და შეუწყნარებელნი არიან განსხვავებული აზრის მიმართ. ისინი არიან ანტიდემოკრატიული ძალა. ამბობენ, ხალხის აზრი გასათვალისწინებელი არ არისო და, თუკი ჩვენ არ ვართ პოპულარული პარტია, ეს ხალხის პრობლემაა და არა ჩვენიო. აი ეს არის ზუსტად ანტიდემოკრატიული ქმედება. პრობლემა არის ის, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და ცდილობენ, თავიანთი პოლიტიკა განახორციელონ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. დაუშვებელია რესპუბლიკელების ყოფნა ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ ისინი არ აგვირჩევია.

ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო და ახლა პაატა ბურჭულაძე გამოჩეკეს, კიდევ ერთი პროდასავლელი პოლიტიკოსი

ვალერი კვარაცხელია, პარტიანეიტრალური საქართველოსთავჯდომარე

_ ბატონო ვალერი, რამდენიმე დღის წინათ ქალბატონმა თინა ხიდაშელმა ირაკლი ალასანიას განცხადებას სასაცილო უწოდა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. რატომ დაეძაბათ ურთიერთობა ამჟამინდელ და ყოფილ თავდაცვის მინისტრებს?

_ ბოდიში, ერთმანეთისთვის კი არა, საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის აქვს მოსახდელი ორივეს თავიანთი უგუნური ქმედებისა და პოლიტიკის გამო; იმის გამო, რომ მონაწილეობენ იმ ამერიკულ პოლიტიკაში, რომელმაც დაანგრია საქართველო. ხიდაშელი და ალასანია ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო პროდასავლელი და ანტიქართველი იქნება; ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ ზიანს მოუტანს საქართველოს და ვინ უფრო კარგად შეასრულებს ამერიკელების დავალებას.

_ რატომ იქცა ტერმინიპრორუსულიშეურაცხმყოფელ სიტყვად?

_ ეს არის ამერიკიდან წამოსული სენტენცია, რომელიც აიტაცეს და იციან, რომ ამით მანიპულირება შეიძლება. ეს სენტენცია ძალიან კარგად მუშაობს. თუ ადამიანი აზროვნებს და დაასკვნა, რომ კურსმა, რომელსაც 25 წელიწადზე მეტია ადგას საქართველო, ქვეყანა მიიყვანა კატასტროფულ შედეგებამდე, ტერიტორიების დაკარგვამდე, ეკონომიკურ და სულიერ დეგრადაციამდე, მოსახლეობის ნახევრის გაქრობამდე და დაფიქრდა იმაზე, რომ იქნებ ამ კურსის შეცვლაში იყოს საქართველოს გადარჩენის მექანიზმიო, მას აწებებენ პრორუსის იარლიყს. ორ ათეულ წელზე მეტი შევალიე იმას, რომ ქართველ ხალხს გაეგო, რას ნიშნავდა ნატოს სიბინძურე, რომელიც ნიაღვარივით მოედინებოდა საქართველოში. მათგან, ვინც ანალოგიური მიდგომები გაიმეორა, ერთ-ერთი იყო ბატონი გოგი თოფაძე… ორასი პარტია მოქმედებს დღეს საქართველოში, უსახური პარტიები, რომლებსაც არც მიზანი აქვთ და არც მიმართულება. ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო და ახლა პაატა ბურჭულაძე გამოჩეკეს, კიდევ ერთი პროდასავლელი პოლიტიკოსი. იცით, რატომ? ხალხს აბნევენ, ყველა ხერხს იყენებენ, ყველაფერს კადრულობენ, რათა პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიოში სახელოვან ქართველ მომღერალს, რომელსაც ქართველი ხალხის სიყვარული აქვს, დააკარგვინონ ეს სიყვარული; ცდილობენ, ჩაითრიონ თამაშში, რათა როგორმე კიდევ მოატყუონ ქართველი ხალხი.

_ ბატონ თამაზ მეჭიაურზე რას ფიქრობთ, ამბობენ, ივანიშვილი მისი პირით გვეუბნებაო სათქმელს

_ ძალიან ჩაუხედავი უნდა იყო საქმეში კაცი, რომ ეს დაიჯერო. თამაზ მეჭიაური არის ვაჟკაცი, პატრიოტი კაცი, ამიტომ ვერ აიტანა ეს სიბინძურე ამ ოთხი წლის განმავლობაში და ბოლოს თქვა, რატომ ატყუებთ ხალხს, ეს ხომ სრული სიცრუეა, ჩვენ ნატოში კი არ შევდივართ, უბრალოდ, ვანგრევთ ქვეყანას ნატოს აკვიატებითო. ხომ ნახეთ, რა სიგნალი წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კონგრესმენ რასელის პირით რა იყო გაცხადებული _ უნდა გაიყინოს ბიძინა ივანიშვილის ყველა საბანკო ანგარიშიო. ამით პირდაპირ არის ნათქვამი, რომ, თუ გაბედავ, იმ გზიდან გადაუხვევ, რომელზეც ჩვენ, ამერიკელები, მიგითითებთ, გაიყინება ყველა შენი ანგარიში და დარჩები გაკოტრებულიო. ჩნდება კითხვები: რა ქნას საქართველომ? როდემდე შეიძლება ვიყოთ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის მძევლები? როდემდე შეიძლება, საქართველო გირაოში იყოს ჩადებული იმისათვის, რომ ივანიშვილის კაპიტალი გადარჩეს? აი, ეს უნდა გააცნობიეროს ქართველმა ხალხმა. არ უნდა დაიჯერო ის, რომ მილიარდერი სამართლიანობას აღადგენს. ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს ამ სიცრუის ტყვებოიდან.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here