Home რუბრიკები პოლიტიკა “ნუ დააგდებ ძველთა გზათა, ნურცა ხსოვნას წინაპართა!”

“ნუ დააგდებ ძველთა გზათა, ნურცა ხსოვნას წინაპართა!”

1138

ბოლო დღეებია, საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც (არასაპარლამენტოც), აგრეთვე, დასავლეთიდან (ძირითადად, ამერიკიდან) გულუხვად დაფინანსებული .. არასამთავრობო ორგანიზაციებიც (ასო), თითქოს კოლექტიური ფსიქოზი შეჰყრიათო, პირზე დუჟმორეული იცავენ ვითომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ამაზრზენი შეჯიბრება _ ვინ უკეთ დაუმტკიცებს ერთგულებას ოკეანისგაღმელ პატრონებს.

თანაც ეს თანამედროვე შადიმანები, ყველა ერთად და ცალ-ცალკე, როგორც წესი, ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ ტელე თუ ბეჭდვით მედიასაშუალებებში, რომლებიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასევე პრონატოურ-პროდასავლურად არიან განწყობილნი, რადგან ისინიც “იქიდან” ჭამენ პურს და ამიტომ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, რითაც კოლექტიური ნევროზი დამართეს ქართველ საზოგადოებას.

 ვინ არიან საზოგადოების სახელით პრონატოურად მოჟღურტულე შადიმანები? _ მეოცნებე ქოცები, ნაცები, თავიანთი გირჩებვაშაძეებით, მილიონერობაზე მეოცნებე გუბაზ სანიკიძისეროვნული ფორუმი”, ირაკლი ალასანიასთავისუფალი დემოკრატები”, ზვიად ძიძიგურის კონსერვატორები, რესპუბლიკელი ხლისტები

მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ქოცებსა და ნაცებს (სამწუხაროდ) არ ექნებათ ბარიერის გადალახვის პრობლემა. რაც შეეხება დანარჩენებს, სავარაუდოდ, მხოლოდ ალასანიას პარტია “ითამაშებს” ბარიერთან ახლოს _ ან შევა პარლამენტში, ან ვერა, ხოლო სხვების შანსები ან რესპუბლიკელი ხლისტების მსგავსად ნულოვანია, ან ისე უმნიშვნელო, რომ მათზე ლაპარაკიც არ ღირს.

აქედან გამომდინარე, ესენი ყველაფრის მკადრებელნი არიან…

ახლა არასაპარლამენტო შადიმანებისაც ვთქვათ:

ახალი მემარჯვენეები, გნებავთ, იგივე ძველი თითლიბაზები, ბაჩუკი ქარდავას ედპ, პაატა დავითაიას ევროპელი დემოკრატები, სააკაშვილის პაატა ბურჭულაძე და .. თუ ვინმე გამომრჩა არასაპარლამენტო შადიმანთაგან, მეპატიოს

ესენიც ყველაფრის მკადრებელნი არიან, მაგრამ მათგან, ერთის გარდა, სათვალავში ჩასაგდები არავინ არის, რადგან მათ ენ-დი-აისა და აი-რაი-ს გაყალბებულ გამოკითხვებშიც კი “პულსი არ ესინჯებათ”. ის “ერთი” კი სააკაშვილის პაატა ბურჭულაძეა, რომელმაც განაცხადა, ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, რომელიც ერთი კაცის ნებაზე იმართება, არ შემეძლო, პოლიტიკაში არ მოვსულიყავიო(?!).

ქოცებისა და, მით უმეტეს, იმერთი კაცის” _ ბიძინა ივანიშვილის _ ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ იმას მაინც ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებს, რომ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი სჯობდა დღევანდელს.

პაატა ბურჭულაძე _ ეს ის ქართველი შალიაპინია, რომლის ხმაც ერთმმართველი შიზოფრენიკის საქართველოში მხოლოდ სცენიდან ისმოდა და “იავნანათი” სააკაშვილის მშვიდ ძილს დარაჯობდა.

ეს ის ფიგაროა, რომელიც მიშას გამო ყველგან იყო _ უკრაინაშიც კი ჩააკითხა ოდესის გუბერნატორს და სოლო-არიით დაუჭირა მხარი.

ეს ის მსოფლიო ბანია, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველთა სისხლსა და ცრემლში მობანავე მიშასმოსაბანადმოვიდა პოლიტიკაში.

ახლა ამ ქლესას “დამრტყმელი ძალა” ნახეთ:

ხათუნა ლაგაზიძე, ვანო მაჭავარიანი და ამ “ძალის” მშვენება _ გიორგი თარგამაძე (იგივე შადიმანა, იგივე “გალსტუკიანი ხვლიკი”).

ამ შარში გახვევას, არ ერჩივნა, დილაობით თოხლო კვერცხი ეყლაპა, იქნებ პაწა ხანს კიდევ ემღერა?!

ზემონახსენები ე.წ. პოლიტიკოსები, ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, ხალხის სახელით ლაპარაკობენ და, ასევე, ყველას ერთად და ცალ-ცალკე ქართველი ხალხი ფეხებზე ჰკიდია. მომავალ არჩევნებზე ალასანიანაცებგირჩრესპებბანები იმედოვნებენ, რომ ამერიკის საელჩო პირველი აღიარებს აირაისა და ენდიაის მიერ მიწერილი რეიტინგების მიხედვით გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ხოლო სხვებს, რომლებიც ხსენებული ინსტიტუტების გამოკითხვებში ვერ მოხვდნენ, ყალბი რეიტინგების მქონე პარტიებთან მიერთების იმედი აქვთ.

მკითხველი შეამჩნევდა, ალბათ, რომ არ გვიხსენებია ოპოზიციური ფლანგის რეალური ლიდერი პარტიები, რომლთა სრულად იგნორირება, მართალია, ვერ გაბედეს ამერიკულმა ოდიოზურმა ინსტიტუტებმა, მაგრამ აშკარად დაბალი რეიტინგები დაუწერეს.

ნინო ბურჯანაძისდემოკრატიული მოძრაობა”; გოგი თოფაძისმრეწველებიდა დავით თარხანმოურავისა და ირმა ინაშვილისპატრიოტთა ალიანსისრულიად შეგნებულად მოვიტოვე ბოლოსთვის, რადგან მათ, იდეოლოგიური სხვაობის მიუხედავად, ერთი რამ მაინც აქვთ საერთო და სწორედ ამსაერთოსგამო არიან მიუღებელნი დასავლეთისთვის

იმას, რაც თამაზ მეჭიაურმა თქვა და რისთვისაც ლამის შეჭამეს ეს ქართველი კაცი, დიდი ხანია, სამივე პარტია აღიარებს _ ნატო კარგია, მაგრამ იქ საქართველოს არასდროს მიიღებენ, ამიტომ ნატოზე ლაპარაკით საზოგადოების “დაბოლებას” თავი უნდა დავანებოთ და მხოლოდ ევროკავშირში გასაწევრებლად უნდა ვიღვაწოთ. აღარაფერს ვიტყვი ამ პარტიების ლიდერთა მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მიმართ…

“ნატო კარგია, მაგრამ…” _ ეს, ერთი შეხედვით, სრულიად გასაგებ-მისაღები პოზიციაა, დასავლეთის მიმართ კეკლუცობის ელემენტებს რომ არ შეიცავდეს. თუმცა ეს კეკლუცობაც შეიძლება ტაქტიკურ სვლად ჩაეთვალოთ სტრატეგიული მიზნის _ ხელისუფლებაში მოსვლის მისაღწევად. ჩვენს ბედს ხომ ოკეანისგაღმელები განაგებენ და არჩევნების შედეგებსაც ისინი აკონტროლებენ?! მაგრამ, რაც გუშინ გამართლებული იყო, დღეს იქნებ უკვე გაუმართლებელი სიფრთხილეა?

ხომ არ დადგა დრო, ეს პარტიები, რომელთა ერთგულებაში ეროვნული ღირებულებების მიმართ ეჭვის შეტანა შეუძლებელია, დასავლეთში (წაიკითხე, აშშ) მოკავშირეთა ამაო ძებნას შეეშვან და ერთადერთ მოკავშირედ ქართველი ხალხი აღიარონ?

საზოგადოდ, არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად განწყობილ საქართველოში ეროვნულ-ტრადიციული, მართლმადიდებლური ფასეულობების მაღიარებელი ოპოზიციის ამოცანა ამომრჩეველთა მაქსიმალური მობილიზება უნდა იყოს.

ამისთვის კი საზოგადოების გამღიზიანებელი ფაქტორის მოძებნაა საჭირო; ისეთის ან დაახლოებით ისეთის, როგორიც 2012 წელს ე.წ. ციხის კადრები იყო.

ასეთი ფაქტორი კი შეიძლება იყოს დასავლეთის მიმართ კეკლუცობისთვის თავის დანებება და ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა.

“ნატო კარგია, მაგრამ” კი არა, “ხვალვე რომ მიგვიღონ, მერე რა?” _ ასე უნდა დაისვას კითხვა, რომელსაც იქვე უნდა მოჰყვეს პასუხი-კონტრშეკითხვა, მაგალითად, “ხვალ პუტინი რომ გაგიჟდეს და ტანკები შეიყვანოს ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ავტომატურად ამუშავდება ნატოს წესდების ყბადაღებული მე-5 მუხლი და ნატო (წაიკითხე, აშშ) ომს დაუწყებს რუსეთს?” რა თქმა უნდა, არა და ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც.

მით უმეტეს, რომ ამის მწარე გამოცდილება 2008 წელს შევიძინეთ ცხინვალში და აგერ ახლახან _ უკრაინაში, როდესაც დასავლეთის (წაიკითხე, ნატო) პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე აღშფოთება-შეშფოთებასა და ეკონომიკურ სანქციებს არ გასცდენია.

ნატოსი არ იყოს, მსგავსი კითხვის დასმა შეიძლება ევროკავშირის მიმართაც _ სად, რომელ ევროპაში მივდივართ, რომელსაც თავისი გასჭირვებია და, დღეს თუ არა, ხვალ დაიშლება? ან დავუშვათ და მიგვიღეს, რა ხეირი საქართველოს სოდომგომორის გარყვნილებაში ჩაძირვის მეტი?!

აა, უვიზო მიმოსვლა და მოწინავე ტექნოლოგიები?

წადით და ნახეთ, რა მოწინავე ტექნოლოგიებიც მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა. რაც საბჭოთა პერიოდიდან ჰქონდათ შემორჩენილი (რადიოქარხანა თუ ატომური ელექტროსადგური, შაქრის ქარხანა და ა.შ.), დაახურინეს და ტოტალურ უმუშევრობას სწორედ უვიზო მიმოსვლის წყალობით განერიდა ბალტიისპირელი ახალგაზრდობა, თანაც უკან დაბრუნების მიზერული ალბათობით. ჰოდა, ასე იქნება საქართველოც უქართველებოდ, თუ ე.წ. ვიზალიბერალიზაცია მოგვაშავეს.

ჯერ “ნატო კარგია, მაგრამ”-ის გამო მიაწერეს იარლიყი “რუსეთუმე” ზემოხსენებულ ოპოზიციურ ტრიოს და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეკითხვების დასმა გაბედეს, რადგან ეს თავისთავად გულისხმობს საგარეო ვექტორის რუსეთის მიმართულებით შეცვლას…

ჰოდა, როგორც იტყვიან, “საცა ვიწროა, იქ გაწყდეს” და ბოლომდე ვთქვათ სიმართლე:

საქართველოს, მოკავშირე კი არა, მფარველი სჭირდება ამ გახლისტებულგაპედერასტებულ მსოფლიოში. ძლიერი და ერთმორწმუნე მფარველი. ასეთი კი მხოლოდ რუსეთი მეგულება და ეგულებოდათ ჩვენს დიდ წინაპრებს.

ამიტომ დავასათაურე ეს წერილი ასე და “ოკუპანტი” რუსეთის მიმართ ჩვენი დიდი წინაპრების გამონათქვამები უნდა ვურტყათ ცხვირში შინაურ თუ გარეულ რუსოფობებს:

რატომ დავმალოთ, ჩვენ უთუოდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და რად ვიცრუოთ, ჩვენი სამშობლო რომ გვიყვარს, მხოლოდ ამიტომ გვიყვარს რუსეთიცა. ეს ასეთი ბუნებრივი ჩვეულებრივი და გასაგებია ჩვენი მამაპაპური ზნეობისა გამო. რუსეთმა დაიფარა ჩვენი სამშობლო დარბევისა და დამცირებისაგან, იგი ამჟამადაც აშორებს მას უწინდელ ავბედობაგანსაცდელს. რუსეთმა განკურნა ჩვენი სამშობლოს წყლულნიჩვენი სამშობლოს სიყვარული თვითონ არის ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ფესვიანდება, იზრდება და ძლიერდება ჩვენი კეთილი დამოკიდებულება და ერთგულება რუსეთისადმი”.

ეს ილიას ნათქვამია 1899 წელს და აჰა, ქვემოთ ამონარიდი აკაკის მიერ 1895 წელს დაწერილი პოემიდან “თერთმეტი ენკენისთვე”:

კავშირი ძმური და მეგობრული

და, ვინც იფიქროს მისი გაწყვეტა,

იყოს წყეული, ღვთისაგან კრული

ასე ფიქრობდნენ, რომ გვიანდერძეს

მათი განზრახვა სახელმძღვანელოდ,

და მათი ღირსი აღარ ვიქნებით,

ეს გრძნობა გულში რომ გავინელოთ”.

ახლა მავანი შეიძლება გამოხტეს და დამამუნათოს _ “დამეხსენი ჩრდილოელოც” აკაკის დაწერილია, ხოლო “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” ილიას ნათქვამიაო და, ერთი შეხედვით, თითქოს ჩაგვჭრიან, არა?

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ერთმაც და მეორემაც ყმაწვილკაცობაში თქვეს ის, რითაც სურთ ჩვენი დამუნათება. ხოლო უკვე ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებულმა საქართველოს ბულბულმა და საქართველოს უგვირგვინო მეფემ თქვეს ის, რაც ზემოთ მოვიყვანეთ.

უფრო მეტიც, ილია ჭავჭავაძე მიხვდა: საქართველო, რომ გადარჩენილიყო, ვიღაცას უნდა მიყუდებოდა, დაყრდნობოდა და ამ საყრდენად სწორედ მაშინ აღიარა ერთმორწმუნე რუსეთი, როდესაც მას, დღევანდელივით 22 კი არა, მთელი 100 % ჰქონდა ოკუპირებული, ანუ როცა რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით. იმპერიისა, რომელში შესვლამაც გააერთიანა საუკუნეების წინ დაშლილდაქუცმაცებული საქართველო და ყველაზე მთავარი _ ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა.

ასე რომ, იქნებ ყურად იღონ წერილში გამოთქმული მოსაზრებები ხსენებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, წინასაარჩევნოდ მაინც გაერთიანდნენ და ერთ ბლოკად გავიდნენ არჩევნებად წოდებულ ბრძოლის ველზე.

დიახ, მომავალი არჩევნები ომია, თანაც სამკვდრო-სასიცოცხლო, რადგან, თუ ოქტომბერში ნეოლიბერალური უმრავლესობა მოვა პარლამენტში, საქართველო დაიღუპება.

შეერთდით, გაერთიანდით, რადგან ეს არის ხალხის მოთხოვნაც და არჩევნებში ქართული ძალების გამარჯვების გარანტიაც…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. გენიოსი ხარ დავით! კლინიკურმა იდიოტმა სააკოვმა, რომელიც ბავშვობიდან \\\”დაჩმორებული\\\” და პათოლოგი იყო, ეროვნულობაა და სამშობლოს ცნება, ანგარებით შეცვალა. დღეს არ იტყვიან ქალზე კეკლუცი, მომხიბვლელი, სათნო, თვალწარმტაცი. იტყვიან ამერიკულად, \\\”სექსუალური\\\”, ე.ი. კარგი სახმარი ხარო. სად არის ქართული კლდემამოსილება, თავშეკავება, სინაზე, ყველაფერი ქარს მიაქვს. საბრალო გაამერიკებული საქართველო .

  2. ტექსტი100 პროცენტით ვეთანხმები დავით მხეიძეს, მხოლოდ ერთი დამატებით – ეროვნულ რელსებზე მდგარი პარტიების გაერთიანებაში აუცილებლად შეიყვანეთ თამაზ მეჭიაური, ნიშნიანიძე, თოფაძე, ბრეგვაძე, ლევან ვასაძე, ჯონდი ბაღათურია და სხვა პატრიოტები. არ გამოგრჩეთ ქართული ეკონომიკის პატრიარქი, ცოცხალი ენციკლობედია, ბატონი ნოდარ ჭითანავას მიწვევა.

  3. ჩვენს ქვეყანასი ამ ბოლო დროს ვაი პარტიებმა თავიანტი ავტორიტეტი დაკარგეს რადგან ხალხი მიხვდა რომ მატ ხალხის ბედი ფეხებზე კიდიატ, ირაკლი ალასანია სად იყო მასინ როცა მინისტრი იყო რატომ არ გაახსენდა მისი თანამშრომლები რომლებსაც 16 წლის წინანდელი აურღელი ხელფასები ქონდატ ასაღები, რატომ ერთხელ მაინც არ თქვა თუნდაც არ შესრულებულიყო, ჩვენ ხომ დავინახავდიტ მის აზრს და დღეს ჩვენგან ხმას რომ ითხოვს ვერ მოგართმევტ ბატონო ირაკლი ჩვენ მოკლე მახსოვრობა არ გვაქვს

  4. გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ საქართველო შინაური თუ გარეული ხლისტებისგან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here