“დიდ ბრიტანეთს, თუკი ის ევროკავშირიდან გამოვა, შეიძლება 10 წელი დასჭირდეს აშშ–თან სავაჭრო თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად”, _ განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ “ბი–ბი–სი–ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“ეს შეიძლება მოხდეს 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, სანამ ჩვენ რამეს გავაკეთებთ. დიდ ბრიტანეთს ევროკავშირზე სწრაფად არ შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება აშშ-თან”, _ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ობამას ნათქვამმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის მომხრეთა მრისხანება გამოიწვია. ლონდონის მერმა მორის ჯექსონმა ობამას ფარისეველი უწოდა. უფრო ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დიდ ბრიტანეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები უწინასწარმეტყველა, თუკი ის ევროკავშირს დატოვებს.
2015 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2017 წლის ბოლომდე ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენა-არ დარჩენის საკითხზე.