Home რუბრიკები საზოგადოება ანათემატიზმები და ქვაბ-ავაზაკთა(ე.წ. მე-8 მსოფ.საეკ.) კრება

ანათემატიზმები და ქვაბ-ავაზაკთა(ე.წ. მე-8 მსოფ.საეკ.) კრება

2616

 

დიდმარხვის პირველ კვირას, ეკლესია დღესასწაულობს  მართლმადიდებლობის ზეიმს. ეს დღესასწაული დაწესდა 842 წელს, როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხატმებრძოლობასა და ზოგადად ყველა მწვალებლობაზე. ტიპიკონის მიხედვით, მწუხრის მსახურებაზე ეპისკოპოსი კითხულობს, ეკლესიის წმ.მამათა მიერ დადგენილ სინოდიკონს ანათემატიზმს, მწვალებელსჯულისდამრღვევთა მიმართ და ანათემას გადაეცემ(ანუ ქრისტეს ეკლესიის მიღმა გამოცხადდებასიცრუის,,მქადაგებელნი და ყველა ცრუ სწავლება, რომელიც სულიწმინდის გმობის შემცველია (IIმსოფ.კრ.1კან.). სიტყვა ანათემა განკვეთასგანყენებას ნიშნავს.


,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე მათი ხვედრის ღირსი იყოს! “-ბრძანებს წმ. თეოდორე სტუდიელი. ერთის მხრივ, საუკუნო ხსენებით იმკობიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები, და ამავე დროს საუკუნო წყევლა და შეჩვენებას გადაეცემიან მწვალებლები: -,,კუალადცა ვიტყვით ყოველნიმცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან! ყოველნიმცა მართლმადიდებელნი კურთხეულ არიან! ყოველთა მართლმადიდებელთა წელნიმცა მრავალ არიან! ყოველთა მართლმადიდებელთა საუკუნომცა არს ხსენება! ყოველნი მწვალებელნი საუკუნომცა შეჩუენებულ არიან! ყოველთა მწვალებელთა საუკუნომცა არს წყევა და დაუსრულებელი შეჩუენება!  ანათემატიზმს საფუძვლად უდევს, წმ. პავლე მოციქულის კანონი:-,,დაღათუ ჩუენ, გინათუ ანგელოზი,ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულნ იყავნ(გალ1;8).“

აღსანიშნავია, რომ შეჩვენების წესი ათონის ივერონის მონასტერში, ქართველ მოღვაწე მამათა მიერ, 1901 წლამდე აღესრულებოდა. (დეკ.პეტრე კონოშვილ ,,მოგზაურობა ათონსა და იერუსალიმში”).  სამწუხაროა, რომ ივერიის 17 საუკუნოვან სამოციქულო-ავტოკეფალურ ეკლესიაში, წმინდა მამათამიერი ეს, წესი დავიწყებას მიეცა, რაც აუცილებლად უნდა აღსდგეს, რათა ღვთის რისხვა არ დავიტეხოთ, რისი ნიშანიც მართლმადიდებლობის ზეიმზე, სამების ტაძარში გაჩენილი ხანძარი იყო. შეჩვენების წესის აღუსრულებლობა, პირდაპირ კავშირშია აგრეთვე, იმ დიდ განსაცდელთან, რაც წარმოდგენილია ე.წ. ,,დიდი და წმინდა კრების“ სახით, რომლის მოსამზადებელ სამუშაოებში სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ, ორგზის უკვე მიიღო მონაწილეობა. ჩვენს წმინდა და ნეტარ მამათა გარდამოცემული, სულიწმინდის მიერ დადგინებული კანონიკური განჩინებების, ეგრედწოდებული ,,გადახედვა-რევიზია” მკრეხელობაა და ღვთის განმარისხებელია, რამეთუ ეკლესიაში ყოველივე ღვთივდადგინებული და უცვალებელია.(მე-6 კრ.2კან. და .მე-7კრ.1კან.)  ე.წ. ,,კრებაზე“ ,,სარევიზიო’’ საკითხებიდან ღვთივგანმარისხებელია შემდეგი თემები: –5)დღესასწაულების საერთო კალენდრის დადგენა;   6)წესები და წინააღმდეგობები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისათვის; 7) მარხვის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში; 8) სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან კავშირის საკითხები; 9)ეკუმენისტური მოძრაობა;    კათოლიკურ-გრიგორიანული ,,საერთო კალენდარი“, ეპისკოპოსთა ცოლოსნობა, მარხვების პროფანაცია, მწვალებლებთან ურთიერთობა და ეკუმენიზმის პანერესი, არის ეშმაკის მიერ გადმოგდებული სატყუარა, რასაც არამც და არამც არ უნდა წამოვეგოთ.   ა.წ. 12 თებერვალს გამართულ სინოდის სხდომის ოქმის დასკნით  ნაწილში აღნიშნულია:-,,შედგეს სამუშაო შეხვედრები წმ.სინოდის წევრებს,სასულიერო პირებისა და ღვთისმეტყველებისა, რათა საბოლოო სახით შემუშავდეს ,საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, წმინდა და დიდ კრებაზე წარსადგენად“.   ამ დრომდე, ეს განცხადება ფიქტიურ-ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს, რამეთუ სამუშაო შეხვედრებისათვის  არანაირი კონკრეტიკა და რეალური მზაობა საპატრიარქოდან არ არსებობს, მაშინ როდესაც მორწმუნე ელექტორატს ძალზედ აღელვებს ეს აქტუალური პრობლემატიკა და არსებობს პრეტენზია მოცემულ-კრიტიკულ სიტუაციაში, ერისკაცთა კანონიკური უფლების შესაბამისად,   მრევლის ქრისტიანული პოზიციის დაფიქსირებისა. 1848 წლის 6 მაისის აღმოსავლეთის პატრიარქების საყოველთაო ეპისტოლეში ვკითხულობთ;-,,მართლმადიდებლობის დამცველი არის სხეული ეკლესიისა ანუ მისი ერი“. ასევე, სარწმუნოების სიწმინდის დაცვისაკენ მოგვიწოდებს  წმ.თეოფანე დაყუდებულიც:-,,ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხელდასხმულიც და ხელდაუსხმელიც, მოვალეა თანაშეეწიოს და დაიცვას ქრისტიანული, მართლმადიდებლური ჭეშმარიტება, ყველა უცოდინარი ჭეშმარიტებისა, მისი გამცემია“. აქედან გამომდინარე ვაცხადებ, თუკი ,,კრების“ ორგანიზატორი, პაპისტი-ეკუმენისტი, ე.წ. ,,მსოფ. პატრიარქი“ ბართლომეოსი, ღიად და აშკარად უწოდებს აღნიშნულ შეკრებას ,,მსოფლიო კრებას“, ჩვენი დელეგაცია რატომ არ ასაჯაროებს ამ ფაქტს და რატომ მოიხსენიებს ამ ანტიქრისტიანულ კრებას ,,წმინდა და დიდ კრებად“? წმ.იპოლიტე რომაელი, წმ.ათანასე ალექსანდრიელი და წმ.კირილე იერუსალიმელი, სწორედ ხსენებულ კრებას მოიხსენიებდნენ საუკუნეთა წინ, სულიწმინდით, ქვაბ-ავაზაკთა კრებად. დიდი მოღვაწე – წმ.მამა კუკშა ველიჩკოც  წინასწარმეტყველებდა ამ მოვლენებზე:-,,უკანასკნელი ჟამი დგება, მალე ეკუმენისტური კრება იქნება, სახელწოდებით ,,წმინდა“, მაგრამ ეს  იქნება სწორედ, ის ,,მე-8 კრება“, რომელიც  უღმერთოთა თავყრილობა იქნება. მასზე ყველა ,,სარწმუნოებები“ ერთში შეიკრიბება. შემდეგ გაუქმდება მარხვები, მონაზვნობა  მთლიანად განადგურდება, ეპისკოპოსები ცოლიანები შეიქმნებიან. ,,მსოფლიო ეკლესიაში“ ახალსტილური კალენდარი იქნება შემოტანილი…“. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ანტიქრისტიანულ შეკრებას, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო  რამოდენიმე  ეკლესის დელეგაცია, რაზედაც ბართლომეოსმა განაცხადა:-,,მიუხედავად იმისა, ზოგიერთმა ადგილობრივმა ეკლესიამ უარი თქვა ,,მსოფლიო კრებაში“  მონაწილეობაზე, ეს მაინც ვერ დააკნინებს მას და მაინც იქნება ,,მსო ფლიო საეკლესიო“ კრება“. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვაბ-ავაზაკთა კრებაზე დაგეგმილია 7 მსოფლიო საეკ.კრებისა და ადგ.წმ. კრებათა, სულიწმინდით გარდამოცემულ განჩინებათა უხეში ხელყოფა, მიმაჩნია რომ, კრეტაზე წასასვლელად კატეგორიული უარი უნდა განაცხადოს საქართველოს ეკლესიამ. 787 წლის  VII მსოფ.საეკ. კრებაზე  საქართველოს ეკლესიას მონაწილეობა არ მიუღია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხატმებრძოლობის მწვალებლობა საქართველოში რეალურად არ არსებობდა. ანალოგიურად, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, კრეტის ქვაბ-ავაზაკთა კრებაზე, საქართველოს დელეგაციის დასწრებისა, მითუმეტეს, უკვე ამის პრეცედენტები არსებობს, როგორც ამას თავად ბართლომეოსი აცხადებს.  ა.წ. 16-27 იანვარს, ჟენევაში-შამბეზში გამართულ სამუშაო შეხვედრებისას 24 იანვარს ,,აღსრულებულ ერთობლივ ლიტურგიაში“, უწმინდესის მონაწილეობასთან დაკავშირებით (https://www.facebook.com/weudiocese.ge/videos/1000929896647294/?autoplay_reason=all_page_organic_allowed&video_container_type=0&app_id=2392950137), გაჩნდა მთელი რიგი, ბუნებრივი შეკითხვები :- რადგან 1997 წლის 20 მაისს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ოფიციალურად გამოვიდა ე.მ.ს.-დან და დაიგმო ეკუმენიზმის ერესი, მაშ კვლავ რაღატომ ვართ ახალმესტილე-მოდერნისტებთან და პაპისტ-ეკუმენისტებთან  ლოცვით ერთობასა და ე.წ. სამუშაო შეხვედრებში?

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/123axali.jpg

წმინდა იოსებ ისიქასტი მთელი სიცოცხლე, ახალმესტილეთა ტაძრებში, თვით წმინდა ნაწილების სათაყვანებლადაც კი არ შედიოდა. ახალ სტილთან დაკავშირებით, 1756 წლის კონსტანტინეპოლის ადგ.წმ. კრების განჩინებაში ვკითხულიბთ:-,,ყოველი,რომელი არ მისდევს ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და 7 მსოფ.საეკ. კრებათა განწესებებს, წმინდა აღდგომისა და საეკლესიო კალენდრის შესახებ, ყოველი რომელი მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩუენებულ, და მიეცეს სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმინდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა.(წმ.კირილე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი-სიგელიონი).  ამიტომაც უნდა გაემიჯნოს ივერიის 17 საუკუნოვანი სამოციქულო ეკლესია, თვითრჯულ ახალმესტილე-ერეტიკოსებს და  უნდა შეწყდეს ევქარისტიული კავშირები ე.წ. ,,მსოფლიო კრების“ მონაწილეებთან.

ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტებიც, რომ ბართლომეოსი ღიად და ინტენსიურად ,,აღასრულებს ლიტურგიას“, რომის პაპ ფრანცისკთან ერთად, რაც მართლმადიდებელთათვის უმძიმესი კანონიკური დარღვევაა (მოც.45-65კან. ლაოდ.კრ.33კან. ანტ.კრ.2კან). ეს ის პაპი ფრანცისკია, რომელიც აქვეყნებს მორიგ-არაჯანსაღ განცხადებას,  (იხ.https://www.youtube.com/watch?v=MbkWnBCtSaM) სადას ის ლუციფერს ,,ღმერთად აღიარებს“,რაც ზღვარსგადასული მკრეხელობაა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/456axali.jpg

რომის უნიის შემმუსვრელი, წმ.მარკოზ ეფესელი ბრძანებს: – ,,ჩვენ ლათინები ჩამოვიშორეთ არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ ერეტიკოსები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორი იქნება მათთან გაერთიანება. ლათინები არიან არა მხოლოდ განხეთქილების შემიმტანნი, არამედ ერეტიკოსებიც და ჩვენ მათ მოვიკვეთთ როგორც ერეტიკოსებს, ასე რომ ძმანო გაექეცით ლათინთა სიახლეებს, მათ შემომტანებსა და დამამკვიდრებელთ“. ამასვე გვამცნებს წმ.კოზმა ეტიოლელიც: – ,,შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყოველი ბოროტება მისგან მომდინარეობს“. სოც. ქსელებში და სხვა მედიასაშუალებებში მრავლადაა წარმოდგენილი ბართლომეოსისა და პაპის ,,ერთობლივი მსახურების“ ამსახველი ფოტი-ვიდეო კოლაჟი, (იხ.https://www.youtube.com/watch?v=QXuhHfnFTBQ) მაშ, რაღა გვესაქმება სჯულგანდგომილ-ეკუმენისტ ,,იერარქ“ ბართლომეოსთან? ,,და მაინც, რა არის ეკუმენიზმი?თანამედროვე სერბი წმინდანი, დიდი ღვთისმეტყველი, ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი) წერდა: „ეკუმენიზმი დასავლეთევროპული ფსევდოქრისტიანობის ყველა სახისა და ყველა ფსევდოეკლესიის საერთო სახელწოდებაა. მასში მდგომარეობს ჰუმანიზმის ყველა სახის არსი, პაპიზმის მეთაურობით. ყოველივე ამას ერთი საერთო სახარებისეული სახელი ჰქვია – საყოველთაო მწვალებლობა“-( წმ.პაისი ათონელი).   წმ.ირინეოს ლიონელი ბრძანებს: -,,ჩვენი სარწმუნოება შესაბამისობაშია ევქარისტიასთან და ევქარისტია ადასტურებს ჩვენს სწავლებას.სადაც არის ევქარისტია, იქ არის ეკლესია და პირიქით, სადაც არ არის ევქარისტია, იქ არ არის ეკლესია“. ,,შეიძლება თუ არა მივესალმოთ მწვალებელთ? არა, ბრძანებს წმ.ბასილი დიდი. უფალმა მათი მოკითხვაც კი აკრძალა, იქნება ეს სიყვარულით თუ მეგობრობით-უნდა გავექცეთ ამას, რათა აღსრულდეს ნაბრძანები- ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ (2ინ.1;10.).“  მწვალებლებთან ,,ევქარისტიულ ერთობაზე“ წმ.კვიპრიანე კართაგენელი აღნიშნავს: -,,ვინც ერეტიკოსებს ქრისტეს სხეულის ნაწილად მიიჩნევს და მათ ქრისტიანებს უწოდებს, თავად ხდება მწვალებელთა თანაზიარი,რადგან მათ ლოცვას უერთდება და მათი საკურთხევლისა და მსხვერპლის თანამონაწილეა“. 

,,არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე სჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ბეწვი არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესე ვითარსა მას კათოლიკე ეკლესიაი შეაჩუენებს“ (წმ. მაქსიმე აღმსარებელი) აპოსტასია მთელი სიცხადით აღესრულება, მაშინ როდესაც სტრასბურგის 2014 წლის 25-29 ივნისის საერთაშორისო -,,საიდუმლო“ მემორანდუმის პირობების (http://www.apocalypse.ge/usjuloebis_saidumlo_gamaognebeli_dokumenti.html)  ძალაში შესვლა 2016 წლის 1 მაისიდანაა ,,დაგეგმილი“, მასონთა მიერ, რაც გულისხმობს: ღვთისმსახურებისა და ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებების დეგრადაციასა და დისკრიმინაციას, წმ. კრებათა კანონებისა და ტიპიკონის უხეში ხელყოფა, რელიგიური და ეროვნული დღესასწაულების გაუქმება სასწავლო დაწესებულებებში, სოდომის ცოდვის ლეგალიზაცია, ID-ზაცია, კრემაციის დანერგვა, საპატრიარქოების გაუქმება, ათონის წმ.მთაზე აკრძალვების მოხსნა, მწუხრ-ცისკრის გაუქმება, ტაძრებიდან ხატების გაძევება და კანკელის მოშლა, ხოლო მემორანდუმის დასკვნით ნაწილში ღიადაა გამოთქმული მზაობა, ანტიქრისტეს მისაღებად: -,,ჩვენ კვლავ და მრავალგზის ვლოცულობთ ერთი ღმერთის და ერთი ადამიანის მიმართ, რათა ის მალე მოვიდეს სამყაროში,პლანეტის პრობლემის გადასწყვეტად“. ეს ხომ ქრისტიანობის ლიკვიდაციაა, მაშ თუ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ ვიბრძოლებთ უსჯულოების სამხილებლად, სხვა ვინ ამოიღებს ხმას? მაშ, სადღაა მებრძოლ და მოზეიმე ეკლესიათა ურთიერთკავშირი? ნუთუ გადაგვარდა  წმ.ვახტანგის, წმ.დავითის, წმ.თამარისა და წმ.ახალმოწამეთა ,,საზეპურო ერი“? რას იტყოდნენ  ასეთ კომპრომისულ ,,კავშირზე“ ლათინთაგან  მოწამებრივად მოწყვეტილი ივერონელი წმ.მამები, ან 1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი-მოღვაწე მღვდელმთავრები?  მოცემულ კრიტიკულ და კულმინაციურ მომენტში იმპერატიულად მოვითხოვ, მე-8 მსოფ.კრების შესახებ, თავიანთი ქრისტიანული-პერსონალური პოზიციები საჯაროდ დააფიქსირონ, როგორც წმ.სინოდის წევრებმა, ასევე ავტორიტეტულმა ღვთისმეტყველებმა, ბ-ნმა ედიშერ ჭელიძემ და ბ-ნმა ზურაბ ეკალაძემ, რამეთუ ჟამი მოწევნულ არს და ეხლა დუმილი ქრისტეს  განცემის ტოლფასია -,,დუმილით გაიცემა ღმერთი“ (წმ.გრიგოლ ღვთიმეტყველი). ,,გახსოვდეს, რომ ის რაც ეკლესიას უკავშირდება, არასოდეს გამოსწორდება კომპრომისების გზით, არ არსებობს შუალედი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის“-(წმ.მარკოზ ეფესელი). 

მაშინ, როდესაც კაცობრიობა მე-3 მსოფლიო ომის პირისპირაა და რუსეთ-თურქეთის ომის ესკალაცია ანტიოქიაში, კულმინაციის ფაზაში შედის, რაც წმ. მამათა წინასწარმეტყველების ჩვენს თვალწინ აღსრულებას მოასწავებს, მაშინ როდესაც  თურქეთი ათონის წმ. მთას საკუთარ სამხედრო პოლიგონად აცხადებს, სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა ეკუმენისტებთან განშორება და გულმხურვალე ვედრება  წინაშე ღვთისმშობლისა, რათა ჩვენს სანუგეშებლად ინებოს პორტაიტის ხატის საქართველოში შემობრძანება, 17 საუკუნოვანი ივერიის სამოციქულო ეკლესიის, ერეტიკოსებისაგან დამცველად. ,,ეკუმენისტები კუბოში უნდა ჩავაწვინო და პაპს უნდა გავუგზავნო“-ო,ამბობდა წმ.მამა გაბრიელი.  თანამედროვე დიდი წმინდანი და ღვთისმეტყველების პროფესორი, წმ.იუსტინე პოპოვიჩი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ,,მე-8 მსოფ.კრებაზე“ სერბეთის ეკლესიის შესაძლო მონაწილეობას, რაზეც იგი ბრძანებდა:-,,ჩემი სინდისი მაიძულებს ისევ მივმართო ვედრებით სერბეთის მოწამებრივი ეკლესიის წმიდა სინოდს:- დაე, ჩვენმა ეკლესიამ თავი შეიკავოს ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრების მომზადების საქმეში და თავად მასში მონაწილეობისგან. რადგან, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი კრება ჩატარდება, მისგან მხოლოდ ერთს უნდა მოველოდეთ: – განხეთქილებებს, მწვალებლობებსა და მრავალი სულის დაღუპვას. ეკლესიის ისტორიული სამოციქულო წმიდამამობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი კრება კურნების ნაცვლად ახალ ჭრილობებს გააჩენს ეკლესიის სხეულზე და შექმნის მისთვის ახალ პრობლემებსა და გაჭირვებებს”. კრების ანტიქრისტიანული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ვთხოვ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, მის უწმინდესობას, ილია მეორეს, კრეტის 16-27 ივნისის ქვაბ-ავაზაკთა კრებაზე, არ მიიღოს მონაწილეობა უფლის განცემაში ივერიის 17 საუკუნოვანმა სამოციქულო ეკლესიამ. ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიისათვის, დღევანდელ რეალობაში არანაირი სიკეთე არ მოუტანია და ლიტონ-ბუტაფორიულ სუბიექტებს წარმოადგენენ ე.წ. ,,მსოფლიო“ და ,,ერთმორწმუნე“ რუსეთის საპატრიარქოები. 24 წელია გასული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციიდან და მის უწმინდესობას, ერთი ლიტურგიის აღსრულების საშუალებაც კი არ მიეცა, ზემოთხსენებული ,,მოძმე საპატრიარქოების“ ,,გულისხმიერებითა და მოწამებრივი ღვაწლით“. ანალოგიური სავალალო მდგომარეობაა, ისტორიულ საინგილოსა და ტაო-კლარჯეთში, სადაც ქართველ სასულიერო პირებს არამარტო ღვთისმსახურება, სასულიეროთა შესამოსელის ტარების უფლებაც კი აქვთ შეზღუდული. ეს მაშინ, როდესაც კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიებს, იურისდიქციისა და მსახურების საკითხები  ოფიციალურად აქვთ გადაჭრილი, სამთავრობო დონეზე. ,,ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის“-საქართველოსათვის პრობლემა პრობლემად რჩება. ისმის ბუნებრივი კითხვა-სადაა ასახული  მართლმადიდებლობის წვლილი ქრისტიანული  იდეალების – მშვიდობის, ძმობისა და თავისუფლების – განმტკიცების საქმეში? (ე.წ. ,,კრების“ მე-10 საკითხი), სად ისახება  პრაქტიკულად ქრისტიანული თანადგომა, ძმობა და ერთმორწმუნეობა? ანალოგიური-ტრაგიკული სიტუაციაა ათონზე-ივერონის მონასტრისა და იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის ბედ-იღბლის ირგვლივაც. რომელ ,,მსოფლიო კრებაზე“ დასწრების აუცილებლობასა და დიპტიქზეა საუბარი, მაშინ როდესაც ბართლომეოსს და კირილე II-ს, ჩვენთვის მხოლოდ  ,,თვალში ნაცრის შეყრა“ ემეტებათ.  თუკი საქართველოს ეკლესიის იერარქებს ბართლომეოსის მუქარა და სანქციები აფიქრებთ, მაშინ მრევლი ვამხელთ მის სჯულგანდგომილებას. მაშინ როდესაც, საკმარისზე მეტი პრობლემაა გადასწყვეტი  დედაეკლესიის  ,,შიდა სამზარეულოში“, კრეტის ანტიქრისტიანულ კრებაზე დასწრების  ნაცვლად, ხომ არაა დრო  ეკლესიაში დიდ წმენდაზე გვეფიქრა და გვემოქმედა? ცნობილი გახდა, რომ  წმ.სინოდიდან უნდა გამოირჩეს 24 ეპისკოპოსი, ე.წ. ,,მსოფლიო კრებაზე“ დასასწრებად, შემთხვევით, ეს ის ეპისკოპატი ხომ არაა, 2011 წლის 5 ივლისს  ღვთისმბრძოლ-ნაცხროვისა და მონოფიზიტ-გარეგინ მეორის საამებლად, რომ მოაწერეს ხელი ავადსახსენებელ ,,რელიგიურ უმცირესობათა კანონს“?

სამწუხარო რეალობაა, რომ  ამ პეტიციით (20 ეპ. 17ეპ-ის წინააღმდეგ) მისი უწმინდესობა  უმცირესობაში აღმოჩნდა და ამ კანონპროექტით ქვეყანაში მართლმადიდებლურ ქრისტიანობას, თავისი იურიდიული სტატუსით გაუთანაბრდა ბაპტისტური, კათოლიკური, გრიგორიანული და მუსულმანური კონფენსიები. ამასთანავე ამ დოკუმენტით, მიტაცებული ლორეს გარდა, გარეგინ მეორე ,,პრეტენზიას“ აცხადებს დამატებით, 450-ზე მეტი ქართული ტაძრის საკუთრებაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს ის ოდიოზური პერსონები, რომელთა სახელებიც შავ ლაქად დარჩება  უახლეს ისტორიაში. ამ რენეგატი მღვდელმთავრების  გვარ-სახელების გასაჯაროებისაგან ამჯერად თავს  შეგნებულად ვიკავებ. [გაზეთი ქრონიკა;2011წ.22-28აგვ. N34(504).2-18გვ.] უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ,  სტრასბურგის ანტიქრისტიანული მემორანდუმის მოთხოვნების შესრულებას ,,წარმატებით წინ გაუსწრო“  მარგვეთის ეპარქიის სასულიერო  პირთა ნაწილმა, რაც გამოიხატება საეკლესიო სამართლის უგულებელსყოფაში, მსახურების ციკლის უხეში დარღვევაში – ლიტურგიის აღსრულება მწუხრ-ცისკრის გარეშე (მოც. 58 კან.) (კანონ. სამ. IIთავი,4 პუნ.9 მუხ. გვ. 96),  სასულიეროთა შეუფერებელი  სამოსელით გამოსვლა ერში (VI მსოფ. კრ. 27 კან), ორ და მეტ ტაძარში, მსახურების აკრძალვის იგნორირება (VII მსოფ.კრ.15კან.).

ზემოხსენებულ კანონიკურ დარღვევებში   მხილებისათვის, მრევლის ძალოვანებთან დამბეზღებელი -,,ორი ბატონის მსახურ“ კლერიკოსთა  კვლავ დაუსჯელობა და სტიმულირება, ასახულია იმ რეალობაში, რომ  ეს დესტრუქციული პერსონები, ჯერაც ეპარქიის მმართველის აქტივისტები და მრჩევლები არიან.  წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: -,,უღირსი  მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართან არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე – მჭევრმეტყველებით, მესამე – სიმდიდრით, მეოთხე – ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი”. საგანგაშოა  სიტუაცია იმ მხრივ, რომ ამჟამად მოქმედი, ეპარქიის მმართველი-ეპისკოპოსი მელქისედეკი(ხაჩიძე), აბსოლიტურად არ  რეაგირებს აღნიშნულ ფაქტებზე, რაც კანონიკური სამართლის იგნორირება, თვითრჯულობა და ცოდვის წახალისებაა. როგორც ცნობილია,იკონომიისა და აკრიბიის პრინციპებისა და გარემოებების გათვალისწინებით, სასულიეროთა მომაკვდინებელ-მძიმე ცოდვებზე იკონომია(შემწყნარებლობა) არ ვრცელდება, ხოლო ეკლესიაში დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებით კი, ახალგაზრდა სასულიერო პირები ირყვნებიან, ხოლო ერისკაცნი საუკუნოდ ბრკოლდებიან.  ღირსი მამა საბა კაპსალელი ბრძანებდა: -,,ჭეშმარიტების ღალატს უსჯულოება ჰქვია და არა იკონომია, შეთანხმება თუ დათმობა“, ხოლო  წმ. ბასილი დიდი  ღაღადებს: -,,ვინც ბოროტებას სიძულვილის გარეშე უყურებს,ის მალე სიამოვნებით დაუწყებს მას ყურებას“. გ.წ. ჯვართამაღლების დღესასწაულზე-27 სექტემბერს, (მძიმე მარხვა) ეპარქიაში აღესრულა ,,ჯვრისწერა“, რაც კანონდარღვევაა (ლაოდ.კრ.52კან), რამეთუ, ერთდღიან მარხვაშიც არ ეგების ტიპიკონით მსახურება(ვიდეომტკიცებულება წარმოდგენილია), ეს ფაქტიც დღემდე   რეაგირების გარეშეა. მეუფე მელქისედეკის მისამართით, ასევე გარკვეული კითხვის ნიშანია წარმოშობილი, l მსოფ. კრების მე-3 კანონთან დაკავშირებით. ეპისკოპოსი პროფინირებულად ,,ხსნის“ ლაოდიკიის კრების მე-13 კანონს, რაც  მორწმუნე ერისკაცთა კანონიკური უფლებების მიტაცება და წმ.მამათამიერი განმარტების კადნიერი ხელყოფაა. ,,ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს ხელეწიფებოდათ რაიმე სიახლის შემოტანა, რამეთუ კეთილმსახურების დამცველი ჩვენთან, თვით ეკლესიის სხეული ანუ თავად ხალხია“ (ეპ.ნიკოდიმოს მილაში-კანონისტი). იგი, უსჯულოებაში მხილებულ-დილეტანტ სასულიერო პირებს, ღიად და უსამართლოდ მფარველობს, ხოლო მორწმუნე ელექტორატის სამართლიან თხოვნას უგულებელსყოფს, რითაც მრავალნი დაბრკოლდნენ.  ეპარქიაში, მისი წინამორბედების აღზევებული, მისთვის სასურველი-მართვადი და  დილეტანტი კადრების კლანური მმართველობა და ნეპოტიზმია გაბატონებული, ადგ.სასულიერო დასის ნაწილი, დაკომპლექტებულია ,,თვითნასწავლი“ პერსონებით, რომელთა აბს.უმრავლესობას სემინარია-აკადემიის კურსიც კი არა აქვთ დასრულებული (I მსოფ.კრ.9კან), რაც აგრეთვე ეპარქიის მმართველის სასულიერო ძალაუფლების უზურპაციასა და მიკერძოებაზე მიუთითებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეპარქიაში ისევ იგივე ,,უხილავი“ ხელი (მიტრ. ახვლედიანი) მართავს ნაცნობ ,,პოლიტიკას“,რაც 2013 წლის 11 ოქტომბერის წმ.სინოდის სხდომაზე,  თითქოს დასრულდა.  ,,ძველი ანგარიშსწორების“ მიზნით, მოქმედი ეპისკოპოსის  მმართველობაშიც, კვლავ წარმატებით მუშაობს  მავანთა რეპრესიული მექანიზმი. რეალობაა, რომ  ,,სხვადასხვა მიზეზით“ ეპარქიაში აღარ მსახურობენ და მღვდელმოქმედება აქვთ ,,შეჩერებული“, იმ პატიოსანი მამების ნაწილს, ვინც მრევლთან ერთად, საღმრთო სიმართლის დასაცავად დადგა, 2013 წლის მოვლენებისას – მამა სპირიდონი (ელბაქიძე), მამა ეფრემი (ცხელიშვილი), მამა მათე (ბუაჩიძე), მამა პანტელეიმონი (ჩუბინიძე), მამა ვარაქიელი (ვარდუკაძე)- არიან ის მოძღვრები, ვისაც სულ ახლახანს შეეხოთ ,,უხილავი ხელის სანქციები“, ხოლო თუ ვინ იქნება მავანთა ,,მორიგი მსხვერპლი“, მეყვსეულად გასაჯაროვდება ფართო საზოგადოებისათვის. ,,შერჩევითი სამართალი“ აქ კვლავ აქტუალური და მისაღებია მავანთათვის. მაშინ,როდესაც სოც.ქსელებში წარმოდგენილია, ეპარქიის უღირს სასულიეროთა ლაღობის სარესტორნო ვოიაჟების ამსახველი ფოტოკოლაჟი, რაც  კანონდარღვევაა (მოც.54კან. ლაოდ.კრ.24კან. კართ.კრ.40კან.), კვლავ რეაგირების გარეშეა დატოვებული  ეპარქიის მოქმედი მმართველისაგან. 

ეპარქიაში, კანონიკური სამართლის ღვთივსათნოდ აღსრულებაზე, გაცილებით  კვლავ ,,პრიორიტეტულია“ ალიბის  მიზნით, მაღალიერარქთა  ხორციელი ნათესავების დაკრძალვებში,  ფარისევლური მისვლა. გავეცნოთ, თუ რას ბრძანებს წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი, იმ უდებ სასულიერო პირებზე,რომლებიც კადნიერად  ფეხქვეშ თელავენ  იმ წმინდა მარგალიტებს, რასაც სულიწმიდით გარდამოცემული-წმ.მამათამიერი კანონები ჰქვიათ: -,,არავინ არ აყენებს ისე დიდ ზიანს ეკლესიას, როგორც სასულიერო პირი, რომელიც უსჯულოდ იქცევა, ვერავინ ბედავს დაადანაშაულოს იგი,ხოლო ცდომილება მისი კი მით უფრო იზრდება, როცა მისი სასულიერო ღირსებისადმი მოწიწების გამო, მაინც განაგრძნობენ ასეთი ცოდვილის შეწყნარებას”.  აქვე, აღსანიშნავია ერთი ფაქტი,მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, თხოვნით მიმართეს მეუფე მელქისედეკს,რათა ტაძრის სახურავის შესაცვლელად, გამოეყო 2000ლ. მათ მიერვე, ეპარქიისათვის გადარიცხული სუბსიდიიდან(100 000ლ.),რაზედაც ამ უკანასკნელისაგან ცინიკური უარი მიიღეს, რაც დიდი განსჯის, კვლავ იმედგაცრუებისა და მრავალთა დაბრკოლების მიზეზი გახდა. ,,და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა“ (მთ.18,6.)      ჩვენს მრავალტანჯულ ეპარქიაში, კვლავ წარმწყმენდელი კომფორტიზმისაკენ  ლტოლვამ, ინერტულობამ  და დიდმა იმედგაცრუებამ  დაისადგურა, რითაც კვლავ სარგებლობენ სექტანტები და ,,ვითარცა მბრდღვინავი ლომი“ ყველგან დაეძებენ მსხვერპლს, და არცთუ ,,უშედეგოდ“, რამეთუ მათი რიგები  და ე.წ. ,,დარბაზები“, ძირითადად,  უღირს სასულიეროთაგან დაბრკოლებულთა მასითაა  შევსილი. არანაირი საღვთისმეტყველო კონფერენციები და ევანგელიზაციის სამსახურის ფუნქციონირება, არანაირი სექტანტთა საწინააღმდეგო ლიტერატურის ხელმისაწვდომობა ერისათვის, მაშინ როდესაც  თბილისის სემინარია-აკადემიის სექტოლოგებს, ძალუძთ სპეციფიური ლიტერატურის გამოსაცემად მომზადება, ხოლო ეპარქიის მმართველს კი  დაბეჭდვა-გავრცელება, რისი სახსრებიც საკმარისადაა გადარიცხული ბიუჯეტიდან, ეპარქიის ანგარიშზე. მრევლის ინიციატივითა და აქტიურობით, 2 წლის წინ  აღმდგარი  ალილოსა და საყოველთაო ნათლობის ტრადიცია, მ.წელს  ჩავარდა. თუკი მორწმუნე საზოგადოებას, აქამდე შობის დღესასწაულზე, ქუჩები ვერ იტევდა,წელს 6 ადამიანიღა ,,ესწრებოდა“ და ფაქტიურად ჩაიშალა.

ეპარქიის არც ერთი ამბიონიდან არ იქადაგება  სწავლება, ID-ბარათების ანტიქრისტიანული მნიშვნელობის შესახებ. სხვა ეპარქიის მრევლთან ერთად, ჩვენმა სამრევლომაც გავაგზავნეთ პეტიციები 2010-11 წლებში წმ.სინოდსა და  იუსტიციის სამინისტროში,რათა დაგვეცვა ჩვენი რელიგიური უფლებები, ალტერნატივის მოთხოვნით, თუმცა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს რომ, მრევლის ძალისხმევამ,ამ დრომდე სასურველი შედეგი ვერ გამოიღო,რაც მორწმუნეებს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში გვაყენებს. ცნობილი გახდა, რომ რობოტ -აპარატთან სურათის გადაღებისას ხდება, ადამიანის შუბლზე   ლაზერული შტრიხკოდის დასმა (იხ. https://www.youtube.com/watch?v=jJIvM9kcEw0; https://www.youtube.com/watch?v=YRR-oFbxono;https://www.youtube.com/watch?v=bRmI7cxoq9E; ) რაზედაც წმ.მამა გაბრიელი წინასწარმეტყველებდა:-,,ანტიქრისტე  დაბადებულია და მისი ბეჭედი არამარტო უხილავად(ლაზერული შტრიხკოდი),არამედ ხილულადაც(ჩიპი-იმპლატანტი) იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე. მრევლის სანუგეშებლად წმ.პაისი ათონელი წერდა: -,,ეკლესიამ სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს მისი შვილების დასაცავად და უნდა მიმართოს ხელისუფლებას ალტერნატივის მოთხოვნით.თუკი ეკლესია დუმს, რომ კონფლიქტში არ ჩაებას სახელმწიფოსთან,თუ მიტროპოლიტები დუმილს ამჯობინებენ, რათა ყველასთან კარგი ურთიერთობაში იყვნენ…მაშინ ვინღა ილაპარაკებს?“ და მართლაც თუ ეპარქიის მმართველმა და სამღდელოებამ არა, მაშ ვინ უნდა აუხსნას მრევლს  ID  ბარათების ანტიქრისტიანული მნიშვნელობის შესახებ? ამ მხრივაც ტრაგიკული სიტუაციაა სამრევლოში. ანაზად მახსენდება წმ.ბასილი დიდის სიტყვები: -,, ეკლესია თითქმის ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი დაავადებული სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესისკენ იცვლება. ეპისკოპოსები, რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელს უმნიშვნელოვანეს საქმეებში. ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ“.  საეკლესიო სამართლის მოთხოვნით, სასულიერო პირებს ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა და ამბიონის პოლიტიზირება. მეუფე ამბროსის, პროფ. გურამ შარაძის და სხვა მრავალთა ,,სულთამომხდელთა კავშირის“ წარმომადგენლები-ა.მინაშვილი, გ.ხაჩიძე, მ.ახვლედიანი და ,,ძმანი მათნი“ გ.წ. აღდგომის დღესასწაულზე,  მეუფე მელქისედეკს სტუმრობდნენ,  საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ,,სტიქაროსნების სტატუსით“ და  მორწმუნე საზოგადოებას მათი კადნიერი ქცევით აღიზიანებდნენ. ეს ფაქტი  ეპისკოპოსის მიერ, კვლავ  ვაი-პოლიტიკოსთა მხარდამჭერ-სარეკლამო ჟესტად მიიღო ფართო აუდიტორიამ, რაც ასევე მმართველ ძალასაც კარგს არაფერს უქადის, რაზეც უკვე ყველგან ხმამაღლა საუბრობენ.  საზოგადოებას შევახსენებ, ეს ის მეუფე მელქისედეკია, რომლის დედოფლისწყაროში ,,მოღვაწეობას“   შავ ლაქად თან ახლავს, ღვთისმბრძოლ-ნაცმოძრაობის ლიდერებთან ,,საიდუმლო სერობები“ და მათი მხარდამჭერი ,,ქადაგებები“, რის გამოც  საზოგადოების  სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახურა. ღვთის განგებით, იმჟამად ეპარქიას კალიები შეესიენ სოფლად და ქალაქად, რაც ტელევიზიითაც იყო გაშუქებული. ეს უფლის ნიშანი იყო, რასაც მალევე მეუფე მელქისედეკისათვის მოვლენების ,,ტრაგიკულად  განვითარება“ მოჰყვა და ის მრევლმა ეპარქიიდან გამოაძევა. პარალელს ვავლებ წმ.პაისი ათონელის ნააზრევთან, სადაც ის აღნიშნავს: -,,ზოგიერთ მღვდელმთავარს ეკლესია საკუთარი სასეირნო კატერი ჰგონია! როგორ შეიძლება ვენდოთ ჩვენი და სხვათა სულების ხსნის საკითხში იმ ადამიანს, რომლებიც თუმც თავს ღვთისმეტყველებს უწოდებენ, მაგრამ ამსოფლიური სულის მიხედვით ცხოვრობენ და მსჯელობენ?“  ამასვე ბრძანებს წმ.ეპისკოპოსი,ეგნატე ბრიანჩანინოვი: -,,ჩვენი დროის დამახასიათებელი ნიშანია ჭეშმარიტი სულიერ-ზნეობრივი ცხოვრების მასწავლებელთა გაქრობა და ამასთანავე, რაც აუცილებელად უნდა იცოდეს და ახსოვდეს გადარჩენის ყველა გულწრფელ მაძიებელს, ცრუ მოძღვართა გამრავლებაა, რომლებიც ცდუნებული არიან ეშმაკეული ხიბლით და მთელ მსოფლიოს ხვევენ ამ სიყალბეში. უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს და ბევრად უფრო უსაფრთხოა წმიდა წერილითა და წმინდა მამათა ნაწერებით ხელმძღანელობა“.  მასიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპარქიის მმართველი სამღვდელოებისაგან, კატეგორიულად-ძალდატანებით  მოითხოვს, რათა მოძღვრებმა აღსაღება უშუალოდ მას ,,ჩააბარონ“, რაც ღვთივბოძებული თავისუფლების ხელყოფა და პასტორალური ნონსენსია, მაშინ, როდესაც  წმ.მამები საპირისპიროს გვამცნებენ:   -,,ნუ გაუხსნი გულს მას, ვისზეც არ გიდასტურებს გული შენი“( წმ.პიმენი დიდი.პასუხი-408).  ,,ნუ ყველას განუცხადებ გულისსიტყვათა შენთა, არამედ მხოლოოდენ მათ, ვისაც ძალუძთ განკურნებად სულისა შენისა“  (წმ. ანტონი დიდი).   ,,ნუ ყველას გაანდობ გულისსიტყვათა შენთა, არამედ მხოლოდ მას, ვისშიც კეთილად დარწმუნდები, რომ სულიერების საზომს არის მიღწეული“.(განშორებულთა ცხოვრების წესდება 72 – წმ.ეფრემ ასური).

სამწუხაროდ, მეუფე მელქისედეკის წარდგენისას, მის მიერ დანაპირები ,,სიხარულის ცრემლებისა“ რა მოგახსენოთ, მაგრამ  ვაის, რომ გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ, ეს კი ფაქტია“.  მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე მელქისედეკის ბიოგრაფიულ ცნობარში  ფიქსირდება ერთი მნიშვნელოვანი ,,დეტალი“-საკითხი ეხება მისი მამამაკურთხეველს, დიავლიის ეპისკოპოსს -,,მეუფე დამასკინოსს“, რომელიც გახლავთ საბერძნეთის ოფიციალური-,,ახალმესტილე ეკლესიის“ პირველიერარქის, ,,მეუფე იერონიმეს“, მოდერნისტული სინოდის წევრი, რომელმაც შეასრულა მისი ,,ხელთდასხმა“.  ახალმესტილეობა კი, წმინდა მამათა მიერ  დაგმობილია და ანათემასაა გადაცემული კონსტანტინეპოლის 1583 და 1756  წლების ადგილობრივ, წმ. კრებათა მიერ.  აღსანიშნავია, რომ 1583 წლის კრების დადგენილების ტექსტში საუბარია არა მხოლოდ პასქალიაზე, არამედ სათვეო კალენდარზეც, რაც საფუძველს აცლის მოდერნისტულად განწყობილ ,,მართლმადიდებელთა“ მტკიცებას, თითქოსდა არ არსებობს არცერთი კრების კანონი უძრავ კალენდართან დაკავშირებით და ის მხოლოდ პასქალიას, ანუ მოძრავ კალენდარს შეეხება. 1583 წლის კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილება (სიგელიონი), რომელსაც ხელს აწერდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტრი და იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი, დაეგზავნა მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას და მოუწოდებდა, რომ არ მიიღონ “ახალი პასქალია, ან განახლებული სათვეო კალენდარი”. დოკუმენტი ასე იწყებოდა: – „საპატრიარქო სიგილიონი ეპისტოლე, ყველგან მყოფ მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმის შესახებ, რომ არ მიიღონ ახალი პასქალია, ან განახლებული სათვეო კალენდარი, არამედ მტკიცედ დაიცვან ერთხელ და კეთილად დადგენილი წესი, 318 წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა მიერ I მხოფლიო კრებისა, ეპიტიმიითა და ანათემით“.

დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი აცხადებდა: “მათ, ვინც არ  მიჰყვებიან ეკლესიის ტრადიციას და იმას, რაც ვიბრძანა შვიდმა საეკლესიო კრებამ  წმინდა აღდგომასა და თქვენზე და რისი დაცვაც კეთილად დაგვიდგინეს ამ კრებებმა, არამედ სურთ გაჰყვნენ გრიგორიანულ პასქალიას  და თვენს, ისინი, უღმერთო ასტრონომებთან ერთად ეწინააღმდეგებიან წმ. კრებათა ყველა  დადგენილებას   და სურთ მათი  შეცვლა და შესუსტება,  დე,  იყოს ანათემა მათზე,       განკვეთილ იქნენ ქრისტეს ეკლესიისაგან და მართალთა   საკრებულოსაგან. თქვენ   კი,  მართლმადიდებელნო  და  კეთილმსახურნო   ქრისტიანენ დაადგერით მას, რაშიც  განისწავლეთ, რაშიც დაიბადეთ და აღიზარდეთ და როდესაც ეს გარდაუვალი იქნება, თვით თქვენი  სისხლიც კი დაღვარეთ, რათა დაიმარხოთ მამული,  სარწმუნოება   და   აღმსარებლობა.  დაიცავით  თავი თქვენი და უფრთხილდით მათ, რათა უფალი ქრისტე, ღმერთი ჩვენი შეგეწიოთ და ჩვენი   თავმდაბალი   ლოცვაც იყოს თქვენ ყოველთა ზედა”.  ხოლო, 1756 წლის კონსტანტინეპოლის ადგ.წმ. კრების განჩინებაში კი ვკითხულიბთ: -,,ყოველი,რომელი არ მისდევს ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და 7 მსოფ.საეკ. კრებათა განწესებებს, წმინდა აღდგომისა და საეკლესიო კალენდრის შესახებ, ყოველი რომელი მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩუენებულ, და მიეცეს სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმინდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა.(წმ.კირილე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი-სიგელიონი)(ანტ.კრ.1კან). გამოდის, რომ მეუფე მელქისედეკს ,,ხელთდასხმა“ მიღებული აქვს კალენდარულ სქიზმაში მყოფი, ანათემირებული სინოდის წევრისაგან. ,,ეპისკოპოსი, რომელიც მწვალებლობაში ვარდება, ავტომატურად კარგავს ეპისკოპოსობას, ანუ კარგავს ჭეშმარიტი სარწმუნოების ზედამხედველობის პატივს, იგი ცრუეპისკოპოსი ხდება. ასეთი ეპისკოპოსი განვრდომილია საეკლესიო იერარქიიდან და საეკლესიო ერთობის მიღმა რჩება. უფრო მეტიც, თუკი მრევლი მას კვლავაც ეპისკოპოსად მიიჩნევს, ანუ აგრძელებს მის “ღმრთისმსახურებაში” მონაწილეობას, ღებულობს მისგან საიდუმლოებებს, კურთხევას და ა.შ., ისინი (სამღვდელოება და მრევლი) მასთან ერთად განვარდებიან ეკლესიისგან (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, “ფილადელფიელთა მიმართ”) – ამისათვის, მეუფე მელქისედეკი  ანგარიშვალდებულია ეპარქიის მრევლს ამბიონიდან განუმარტოს, ამჟამად  გმობს  თუ არა ის, ახალმესტილეობასა  და ეკუმენიზმის ერესს, და შესაბამისად გაირკვევა, უგრძელდება თუ არა მას უხილავად-ღვთისაგან მღვდელმოქმედება, მღვდელმთავართა ფიცის შესაბამისად?  მღვდელმთავართა ფიცი: -,,პირობას ვდებ, დავიცვა წმ. მოციქულების, შვიდი მსოფლიო კრებისა და კეთილმორწმუნე ადგილობრივი კრებების მიერ განჩინებული კანონები, რომელნიც ჭეშმარიტებით არიან დაკანონებულნი. პირობას ვდებ დავიცვა აღმოსავლეთის წმ. მართლმადიდებელი კათოლიკე სარწმუნოების კანონები და წმიდა განწესებები, მტკიცედ და ურღვევი სახით სიცოცხლის ბოლომდე. ყოველივეს რასაც აღიარებენ ეს კანონები ვაღიარებ მეც. ყოველივეს, რასაც უარყოფენ, უარვყოფ მეც… ხოლო თუ გადავალ პირობას ანდა წინააღმდეგი ვიქნები ღვთიური კანონისა, ჩამომერთვას პატივი სრულად და უცხო ვიქმნე მადლისაგან სულიწმიდისა”.   P.S.      – (,,  ჩამომერთვას პატივი სრულად და უცხო ვიქმნე მადლისაგან სულიწმიდისა”).   გავიხსენოთ  წმ.იოანე ოქროპირის შეგონება: -,,თუ შენი ეპისკოპოსი მწვალებელია, გაექეცი,  გაექეცი,  გაექეცი  მას, როგორც ცეცხლსა და გველს“.  მნიშვნელოვანია, რომ ,,მეუფე იერონიმეს“ სინოდის წევრი, პირეის ეპისკოპისი-მეუფე სერაფიმე, აქტიურად ებრძვის ეკუმენიზმსა და ე.წ. ,,მე-8 მსოფლიო კრების“ მოწვევის იდეას და მეძველსტილე ეკლესიის წმ. ტრადიციის შესაბამისად შეაჩვენებს მწვალებლებს, რაც მისასალმებელია,თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავადაც ახალსტილურ კალენდარულ სქიზმაშია, რაც ირიბად მწვალებლობაცაა. ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი ხდება  მეუფე სერაფიმესა და მასათან ერთად,იმავე ახალმესტლე სინოდის 5 ეპისკოპოსის განცხადება, იმის თაობაზე რომ, თუკი  კრეტის ქვაბ-ავაზაკთა კრებაზე მათი სინოდი გაემგზავრება, მაშინ ისინი იმ მეძველსტილე ეკლესიაში გადავლენ, რომელიც არ თანაეზიარება ანტიქრისტეს ,,მე-8 მსოფ.კრებასა“ და ეკუმენიზმის პანერესს – ღმერთმა ინებოს მათი ჭეშმარიტებაში დამკვიდრება.  თვითმარქვია-მწვალებელ ,,სასულიერო პირებს“, რომლებიც ცრუ იკონომიებითა და მაქინაციებით ,,ინარჩუნებენ მღვდელმოქმედებას“,  საშინლად ამხელს წმ.თეოდორე სტუდიელი: -,,გვეუბნებიან, რომ ყველა ეპისკოპოსს აქვს ხელმწიფება საღმრთო კანონებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მსჯავრი გამოაქვთ ამ კანონებს; ამიტომაც, როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი საიდუმლოდ ანდა აშკარად განიკვეთება კანონთა მიერ, მაშინ იერარქებს თურმე ხელეწიფებათ კანონთა მოქმედების შეჩერება და განკვეთილის გამართლება. თუკი ჩვენ ყველას საღმრთო კანონებზე უფრო მეტი ძალაუფლება გაგვაჩნია, მაშინ ჩვენზე უთქვამს მოციქულს: “აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიანო.” (1. ინ. 2:18)   აქედან გამომდინარე, ისმის ლოგიკური შეკითხვა:-მარგვეთის ეპარქიაში,ტაძრების წმ.ნაწილების გარეშე ,,მაკურთხებელი“ (კართ.კრ.6კან.), წმ.ილია მართლისა და წმ.მამა გაბრიელის მგმობელი (ღანგრ.კრ20კან), ერეტიკოსი და ცოლოსანი (ტრულ.კრ12კან) ე.წ. ,,ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი“,რატომ არაა წმ.სინოდის მიერ განკვეთილი (VIIმსოფ.კრ.71.კან) და პირიქით,რაღატომ აქვს მას შვედეთის სამრევლოზე მეურვეობის უფლება მიცემული? რა ,,დააშავეს“ ემიგრანტებმა-თუკი მავანი, რამოდენიმე ეპარქიიდანაა კანონიკური დარღვევებისათვის გაძევებული? 2013 წლის ,,ცხელი ზაფხულის“ მოვლენები მარგვეთის ეპარქიაში, კარგად ახსოვს მორწმუნე საზოგადოებას და ყველგან ერთდაიგივე კითხვას სვამენ:-რატომ სამაგალითოდ არ განკვეთა უწმინდესმა და წმ.სინოდმა ახვლედიანი და მეტიც, რაღატომაა იგი პატრიარქის გვერდით,  კადნიერად და სისტემატიურად თანამწირველად? აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ის რომ სამების საპატრიარქო ტაძარში წმ.მამა გაბრიელის ნაწილების გადაბრძანებისა და იქ განსვენების განმავლობაში, არცერთ საკვირაო წირვას არ დასწრებია ,,მეუფე ვახტანგი“ (V-VIმსოფ.კრ.63კან.) (ვიდეოარქივი ადგილზეა).

ნუთუ ესაა წმინდანის გმობის საჯაროდ შენანება?-კითხულობს მრევლის ნაწილი. ნუთუ ეკლესიაშიც ,,შერჩევითი სამართალი“ და კლანური მმართველობაა? ნუთუ საკმარისზე მეტი  კანონიკური დარღვევები და დოკუმენტალური ბრალეულობა არ წარედგინა სამიტროპოლიტო სამსჯავროს,რომ რეაგირება მოეხდინათ ფაქტებზე და ის საერთოდ განეკვეთათ ეკლესიიდან,კვლავაღზევების  ნაცვლად?ეპისკოპოსთა ფიცის თანახმად,ის ხომ სულიწმიდისაგან უხილავად განკვეთილია?  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს, საპატრიარქოში გამართული  კრების შემდეგ, სადაც მარგვეთის ეპარქიის პატიოსან მამებს, მავანთა ხრიკებით, უსაფუძვლო ,,ეპიტემიები“ დაადეს,  ე.წ. ,,მიტროპოლიტმა ვახტანგმა“ ანჩისხატის ტაძრის სიახლოვეს მყოფ მრევლს-26 ადამიანს, კადნიერად განგვიცხადა: -,,თუკი  უწმინდესი,  მე, მარგვეთის ეპარქიიდან  უპატივოდ განმიპატიჟებს, მის წინააღმდეგ კომპრომატები მაქვს, გავასაჯაროებ და ის პატრიარქი აღარ იქნებაო“. რას გულუსხმობდა მავანი კომპრომატებში, არ დაკონკრეტებულა, თუმცა  მისივ გეგმისამებრ, რომ არაა განკანონებული და კვლავ  მიტროპოლიტის ხარისხში რომაა, ფაქტია. სწორედ ამ გარემოების გამოა, რომ უღირს სასულიეროთაგან დაბრკოლებული და გაღიზიანებული საზოგადოების განკითხვისა  და აგრესიის მსხვერპლნი, პატიოსან მოძღვრებიც ხდებიან, რაც დედაეკლესიის ავტორიტეტზე ნეგატიურად აისახება. როდემდის უნდა გაგრძელდეს მავანთა ზღვარსგადასული კადნიერება და განუკითხაობა?ასევე, სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ,,მეუფე ვახტანგის ხელთდასხმულ“ სასულიერო პირთა ,,მადლმოსილებისა“ და მათ მიერ ნათელსცემულთა კანონიკურობისა და მართებულობის საკითხი, ისე როგორც ათეისტების ზეობისას, ეპარქიაში ეპიტემირებულ სასულიერო პირთა მიერ, თვითსჯულობითა და ანგაარებით ,,მონათლულთა“ საკითხიც. დროა ამ საკითხებს კვლავ ,,გადაეხედოს“ და  ამასთანავე ეპარქიაში უნდა ჩამობრძანდეს წმ.სინდის კომისია, რათა საჯაროდ გაიხსნას ყველა ტაძრის ტრაპეზი და დაფიქსირდეს, არის თუ არა სანაწილეებში ენკენიისას, სათანადო წესით წმ.ნაწილები ჩაბრძანებული (კართ.კრ.6კან.), რომელი კანონიკური დარღვევაც, უკვე ერთგზის დაფიქსირდა, მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში. მნიშვნელოვანი იქნება მაღალიერარქთა პოზიციის გამოხატულება, რათა ამჯერად მაინც მოხდეს ჯეროვანი რეაგირება და კანონიკური სამართლის მოთხოვნით  განიკვეთოს შემცოდე იერარქი (VII მსოფ.კრ.71.კან) -,,ხოლო ნაკლულევანება ესე შეივსოს“.

ა.წ. 12 თებერვლის, წმ.სინოდის სხდომის  გადაწყვეტილების შესაბამისად, მდაბალი თხოვნით მივმართავ საქართველოს  ეკლესიის საჭეთმპყრობელს, მის უწმინდესობას ილია II-ეს, რათა  ე.წ.,,მე-8 მსოფლიო საეკლესიო კრების“ ანტიქრისტიანული ხასიათდან გამომდინარე და  უამრავი საშინაო-გადაუჭრელი პრობლემების  ფონზე, უარი თქვას  ჩვენმა დელეგაციამ კრეტის  ქვაბ-ავაზაკთა კრებაზე მონაწილეობაში მიღებაზე და დავიცვათ ივერიის 17 საუკუნოვანი სამოციქულო-ავტოკეფალური ეკლესია,  კვლავ ეკუმენიზმის ერესში მიქცევისაკენ.  მრევლი, ისევ ერთგულად დავუდგებით გვერდით მის უწმინდესობას, რათა  დედაეკლესიის წიაღში მიღწეული იქნას ღვთივსათნო ჰარმონია, საეკლესიო სამართლის აღსრულებითა და  სამღვდელო  წმ.დასის უღირსთაგან  განწმენდით. მარგვეთის ეპარქია არ უნდა იქცეს, სხვა ეპარქიებიდან მრევლის მიერ გამოძევებული და დილეტანტი ეპისკოპოსების სათარეშო ლელოდ, რადგან ,,გადაყვანის სასჯელით ეკლესიის სავსება ითრგუნება  ,ხოლო წმ.კანონებთან კი წინააღმდეგობაშია“(კან.სამართ).  20 წელზე მეტია, მრევლი ველით უწმინდესის ეპარქიაში ჩამობრძანებას და ღვთის წყალობით იმედია, ეს დღეც დადგება, როდესაც  იგი  საზეიმო ლიტურგიაზე დაგვილოცავს  სამრევლოს,აკურთხებს ჩვენს შვილებს-მისივ ნათლულებს და უშუალოდ გაგვესაუბრება, დიდება უფალს.

,,არა გეცრუვნეთ შენ სიწმინდით , მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ ,   სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ  ქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა  ღირს ქმნილ ვართ-მოწამე არს ჭეშმარიტება“(რუის-ურბნისის წმ. კრების განჩინება)  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here