Home რუბრიკები ბლოგი ენვერის გასპლიყვება, ანუ ამერიკული ნაკელი ნოყიერი რუსული პროპაგანდისთვის

ენვერის გასპლიყვება, ანუ ამერიკული ნაკელი ნოყიერი რუსული პროპაგანდისთვის

814

რუსულკაგებესიუმორი რომ არ აქვს, ახალი ამბავი არ არის. მაგრამ ყველაზე სკეპტიკოსირუსეთუმეცკი ვერ წარმოიდგენდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში შეიძლებოდა ხუმრობისთვის ადამიანის დაპატიმრება.

არადა, ეს მოხდა. მოხდა ჩვენ თვალწინ, დღისით-მზისით. ინტერნეტტროლინგის მოყვარული ცნობილი ხუმარა ქართველი, საელჩოს მოთხოვნით, ქართველმა სამართალდამცველებმა ერთობ ოპერატიულად დააკავეს. არადა, რომ ჰკითხოთ, იმ ქვეყნის მესვეურნი, რომელსაც ხსენებული საელჩო წარმოადგენს, კატეგორიულად უარყოფენ ანტიდემოკრატიულ რეჟიმს მათ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის მესვეურნი კი კატეგორიულად უარყოფენ ამ ქვეყნის მიმართ მონურ მორჩილებას. ფაქტია: რუსეთის საელჩოზე თავდასხმის მზადებაში მხილებულია ტერორისტი “სპლიყვი”. არ მოგესმათ, “სპლიყვი” სწორედ იმ ადამიანის ინტერნეტმეტსახელია, რომელმაც ხუმრობით ფორუმზე საჯაროდ გამოაქვეყნა “საელჩოზე თავდასხმის გეგმა” და სადამსჯელო მანქანამაც არ დააყოვნა. ამ ტრაგიკომედიას ამძაფრებს ისიც, რომ ხუმარა “სპლიყვი” კი არ დაკითხეს და გაუშვეს, არამედ ქართულმა სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. რა გაეწყობა, რუსებს თუ ასე ექნებოდათ დაჩლუნგებული იუმორის გრძნობა, ეტყობა, ვერც ერთი სპლიყვი ვერ წარმოიდგენდა. არადა, თავდასხმის გამოქვეყნებული გეგმის ირონიულობას და აბსურდულობას თავი რომ დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ მეტსახელისპლიყვინორმალური ადამიანებისთვის უკვე საკმარისი იქნებოდა იმის მისახვედრად, რომ საქმე ჩვეულებრივ ინტერნეტტროლინგთან გვაქვს, თუმცა შეუცნობელია კრემლის გზები და პუტინია მოციქული მისი

რაო, ფიქრობთ, რაღაც ამერია? სულაც არა! უბრალოდ, ფანტაზია დავძაბე და წარმოვიდგინე, როგორ დაიწყებოდა “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი ამ ფაქტისადმი მიძღვნილი “კურიერი პი-ეს”-ის სპეციალური სიუჟეტი და რა სარკასტულ-ირონიულ-დამამცირებელ სიტყვათა მარაგს დახარჯავდა, დავუშვათ, თენგო გოგოტიშვილი, ასეთი რამ რუსეთის საელჩოს რომ ჩაედინა და არა ამერიკისას…

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკლებლივ ყველა ქართული ე.წ. თოქშოუ დასვამდა ეთერში “ბრძნული” გამომეტყველების მქონე სათვალიან და ტუჩპრუწია გოგო-ბიჭებს და ბევრს ალაპარაკებდა, როგორი ჩამორჩენილი და ბნელია ის ქვეყანა, რომელშიც ადამიანი ელემენტარული ხუმრობის გამო დააპატიმრებინეს ქართველ სამართალდამცველებს.

თუკი ვინმე გაბედავდა და იკითხავდა, რატომ აქცია ყველა ტელევიზიამ და ყველა თოქშოუმ დღის, კვირისა და თვის უმთავრეს თემად ამ ადამიანის დაპატიმრება, პასუხსაც დაუყოვნებლივ მიიღებდა _ სოციალური ქსელები ააფეთქა ამ თემამ, უამრავი ადამიანი წერს პოსტებს, აკომენტარებს, წუხს ამ “სპლიყვის” ბედზე და ჩვენ, ჟურნალისტები, მოვალენი ვართ, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებსო!

აკი, არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი უკვე საყოველთაოდ ანგაჟირებული, მოსყიდული და დაქირავებული ჟურნალისტებისგან მსგავსი თავის მართლება, მაშინ, როდესაც მასისთვის მართლაც არც ისე საინტერესო თემა სკანდალად გამოუცხადებიათ და მთელი თვის განმავლობაში უმთავრეს თემად უქცევიათ.

რეცეპტიც ნათელია: დაქირავებულიუზერებსგანგებააფეთქებინებენსოციალურ ქსელებს რაიმე თემით, მაგალითად, “ქართველი მუტრუკების ძალადობა ქალებზეანდაუკრაინელი ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობა რუსეთშიდა მერე ეს თემა უკვე გადააქვთ ტელევიზიებში, სწორედ ამ საბაბით, რომ, აქაოდა, სოციალური ქსელებიაფეთქდადა ჩვენც იძულებულნი ვართ, ხალხის ინტერესი დავაკმაყოფილოთო

არადა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შესახებ გამოქვეყნებული ხუმრობის გამო დაპატიმრებული სულხან წულაძის თემამ, მართლაც ყოველგვარიმოსყიდვისადადაკვეთსგარეშე, რეალურადააფეთქასოციალური ქსელები, თუმცა ტელევიზიები ამ თემისადმი ყურადღების დათმობის მხრივ მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში გასული რამდენიმე სრულიად ნეიტრალური სიუჟეტით შემოიფარგლნენ.

მარტივად რომ ვთქვათ, ქართულმა ტელევიზიებმა მხოლოდ ინფორმაცია მოგვაწოდეს მომხდარი ფაქტის შესახებ და კიდევ _ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ძალიან “დიპლომატიური” და თავშეკავებული განცხადება გაგვაცნეს.

სინამდვილეში რა მოხდა? მოხდა ის, რაც ამ წერილის შესავალშია მოთხრობილი, ოღონდ ყველგან, სადაც წერიარუსეთი”, იგულისხმეთამერიკადა ეგაა

სამაგიეროდ, სოციალურ ქსელებში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულმა მილიონობით გულისწყრომამ, ამერიკის მიმართ აშკარა აგრესიამ და წყევლა-კრულვამ, როგორც ჩანს, მართლა შეაწუხათ და სცადეს იმავე სოციალურ ქსელებში საწინააღმდეგოდ გაფართხალებულიყვნენ.

მაგრამ, როდესაც ადამიანს ჩვეულებრივი ხუმრობის გამო დააპატიმრებინებ და, მით უმეტეს, როდესაც ჩვეულებრივი დაკითხვითა და გაფრთხილებით კი არ შემოიფარგლები, არამედ მიუსჯი ორთვიან წინასწარ პატიმრობას, აი, ამ სიდებილის შემდეგ, რაც უნდა “გაფართხალდე” და ამ იდიოტური ქმედების “გაპრავება” სცადო, ეს ყველაფერი უარეს შედეგს რომ მოიტანს, ალბათ, ამის გააზრების გიონებრივი უნარიც აღარ აქვთ თავგადაკლულ “ამერიკანებს”.

აი “შედევრიც”, რომელიც ინტერენეტფორუმზე გამოაქვეყნა ერთმა, დაპატიმრებული სულხან წულაძის ვითომ “გულშემატკივარმა”, თანაც ტვინით მძიმედ დაავადებულმა “ამერიკანელმა”. ამ “სიბრძნის” ავტორი ცდილობს, რამენაირად ნამუსი მოსწმინდოს ამერიკის საელჩოს და, როგორც ასეთ ტვინით კოჭლს ახასიათებს ხოლმე, პოულობს საუკეთესო გამოსავალს _ რუსეთს და მის აგენტებს.

მოკლედ, ეს ვინმეიუზერი”, რომლის ინტერნეტმეტსახელიაფრი ვორლდ”, სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ რუსეთის აგენტებმა სპეციალურადგაუჩალიჩესამერიკის საელჩოს ის, რომ მათ მოეთხოვათ ქართველი სამართალდამცველებისგან სულხან წულაძის დაპატიმრება. “გაჩალიჩებაკი მოხდა მარტივად _ სულხან წულაძის, იმავესპლიყვის”, მიერ გამოქვეყნებული სახუმაროთავდასხმის გეგმისგადაგზავნით ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, ანუ რუსეთის აგენტმა ასე უბრალოდ აიღოსპლიყვისგეგმა, გაუგზავნა აშშის საელჩოს და შედეგს დაელოდა. სულ ეს იყო.

სამაგიეროდ, იუზერი “ფრი ვორლდ” ძალიან “ფილოსოფიურად” ხსნის მიზეზებს, თუ რატომ ჩაიდინა “რუსეთის აგენტმა” ეს “სამარცხვინო” საქციელი:

ამერიკის საელჩოს მოთხოვნაზე ქართული მხარე უეჭველი მოახდენდა რეაგირებას და სულხანის დაკავებას მიაღწევდა _ მომხდარი ფაქტი თავცხელ ქართულ მოსახლეობაზე იმოქმედებდა შემდეგნაირად _ ამერიკელი იმპერიალისტები ხუმრობაზეც კი აჭერინებენ უდანაშაულო ადამიანს, ქართული სამართალდამცველი ინსტიტუტები ამერიკის მონები და უსამართლო დავალებების აღმსრულებლები არიან.

_ ეს ყველაფერი ერთადერთი მიზნისკენ მიდის, რაც შეიძლება მძაფრად გაღვივდეს ანტიამერიკული განწყობა საქართველოს მოსახლეობაში, მოხდეს ამერიკისა და მისი ელჩის, საელჩოს დისკრედიტაციაეს რუსული აქტიური დავალებებია…”

დანარჩენი სისულელე, როგორც ამ ამონარიდამდე, ასევე ამ ამონარიდის შემდგომი რამდენიმე სრულიად რეგვნული ფრაზა, მკითხველს შეუძლია თვითონ წაიკითხოს თანდართულ “ინტერნეტსქრინის” ფოტოზე და ისიამოვნოს…

ეს ნაწყვეტი იმისთვის მოვიხმეთ, რომ ის არ არის მხოლოდ ამ ერთი “იუზერის” პირადი აზრი. ასეთი “სიბრძნეებით” უკვე გაავსეს ინტერნეტი “ამერიკანელმა” მონდომებულმა “გამპრავებლებმა” და ამიტომ ეს კონკრეტული ამონარიდი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მათ ზოგად პოზიციად…

ამ პოზიციიდან კი რა გამოდის? პირდაპირ ვთქვათ, მთელი ამ ბოდვიდან გამოდის ერთადერთი დასკვნა: ვინმე “რუსეთის აგენტმა” და აქედან გამომდინარე რუსულმა სპეცსამსახურებმა ზუსტად იციან, რა დონის გამოშტერებულები სხედან ამერიკის საელჩოში, რა დონის ტუტუცია ამერიკული სპეცსამსახური და რომ ისინი აუცილებლად მოითხოვდნენ ცნობილი “ინტერნეტტროლერის” დაპატიმრებას ხუმრობის გამო.

კიდევ რა გამოდის? უფრო ზუსტად, კი არ “გამოდის”, არამედ ამ “სიბრძნის” ავტორი პირდაპირ წერს: ამერიკის საელჩოს მოთხოვნაზე ქართული მხარე აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას”… კი მაგრამ, რატომ? დავიჯეროთ ასევეუეჭველრეაგირებას მოახდენდაქართული მხარესხვა რომელიმე ქვეყნის საელჩოს მოთხოვნაზეც?

ხომ არ გვაქვს საქმე სწორედ ამასთან _ ამერიკელი იმპერიალისტები ხუმრობაზეც კი აჭერინებენ უდანაშაულო ადამიანს, ხოლო ქართველი სამართალდამცველი ინსტიტუტები ამერიკის მონები და საელჩოს უსამართლო დავალებების უსიტყვო აღმსრულებლები არიან”, ანუ ის, რასაც პატივცემულიამერიკანელებითავიანთი ჭკუითრუსულ პროპაგანდადასაღებენ, სინამდვილეში სრულიად რეალური ფაქტი ხომ არ არის?

ყოველ შემთხვევაში, სულხან წულაძის ეს ვითომდასაცავიბრძნული გამოხდომა, სწორედ ამას ქადაგებს რეალურად, თანაც ისე, რომ მისი ავტორი ვერც კი ხვდება, რამხელა იდიოტიზმი დაწერა და როგორ უწყობს ხელს თავადვე მისგან ასე მტკიცედდაგმობილ.. რუსულ პროპაგანდას.

რაც შეეხება ამ “დიადი სიბრძნის” იმ ნაწილს, რომ “რუსეთის აგენტის” ეს “მზაკვრული ქმედება” ემსახურება მიზანს _ “რაც შეიძლება მძაფრად გაღვივდეს ქართულ მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობები და მოხდეს ამერიკის, მისი საელჩოსა და მისი ელჩის დისკრედიტაცია” _ ამ ნაწილში მასაც და სხვა ყველა ტვინით კოჭლ ამერიკანელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები.

ასეთი იდიოტური ქმედებები აუცილებლად გამოიწვევს და იწვევს კიდეც სრულიად სამართლიან ანტიამერიკულ განწყობებს საქართველოს მოსახლეობაში და სერიოზულ დისკრედიტაციას უწევს ამერიკულ ორგანიზაციებს და ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში

სხვათა შორის, თუნდაც დავიჯეროთ ის სიდებილე, რომ ამერიკელებს თვითონ კი არ სურდათ, არამედ, “რუსეთის აგენტმაასე მარტივად აიძულა ამერიკელები, სულხან წულაძე -”სპლიყვისდაკავება მოეთხოვათ, ხოლოშნირმაქართველმა სამართალდამცევლებმა მყისვე შეუსრულეს მოთხოვნა _ ეს კიდევ უფრო მეტად იწვევს განცდას, რომ ამერიკელები მძიმე სიდებილით არიან დაავადებულნი, ხოლო ქართული ოფიციოზის წარმომადგენლები მათი გულისამრევი მონები არიან და მეტი არაფერი.

ანუ, თუ ამ სიდებილის ავტორს ან მის სხვა მიმდევრებს ჰგონიათ, რადგან “რუსეთის აგენტს” ახსენებენ, ეს რამეს შეცვლის, ძალიან ცდებიან. უფრო ზუსტად, კი არ ცდებიან, სწორედ საკუთარ “თავგაცხელებულობას” უსვამენ ხაზს და ასეთ ტვინით ავადმყოფებს გულწრფელად ვურჩევდი, რომ, ვიდრე “თავცხელ ქართულ მოსახლეობაზე” ტუტუცურ ბჟუტურს დაიწყებენ, საკუთარი რეგვენი თავების ტემპერატურა გაიზომონ ხოლმე…

დასკვნისთვის კი, შემიძლია ერთადერთი ვთქვა: აი, ასე დაიხვეწა ქართულ-ამერიკული დემოკრატია “ენვერიდან” “სპლიყვამდე”. სპეცოპერაცია “სპლიყვი” არანაკლები წარმატებით არის შესრულებული, ვიდრე სპეცოპერაცია “ენვერი” თავის დროზე, როდესაც თურმე სამეგრელოს მივარდნილი სოფლიდან ჩამოსულ ვიღაც საცოდავ ტიპს ამერიკის საელჩოს 5-მეტრიანი ბეტონის ღობის ძირში მიგდებული 1 ცალი “ლიმონკით” უნდა მოეხდინა მთელი საელჩოს, მისი კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებისა და დაცვის პოლიციის ლიკვიდაცია, განადგურება, ნგრევა და ათასი უბედურება…

დიახ! ნოყიერია ე.წ. რუსული პროპაგანდა საქართველოში, მაგრამ ამისთვის, როგორც ჩანს, “რუსეთის აგენტებს” სულაც არ სჭირდებათ მილიონების დახარჯვა… ფაქტია, “რუსული ინტერესების” ნიადაგის გასაპოხიერებლად ყველაზე ეფექტიანი ნაკელი თვით ამერიკის საელჩოში “ყრია”…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. სხვათაშორის ფორუმ.გე-s მოდერატორები გამოირჩევიან გაანსხვავებული აზრის მქონე იუზერების დაბლოკვით, მათი თემების გაქრობით და ყველანაირად ებრვიან და ზღუდავენ.
    არჩევენ ისეთ კატეგორიას რომელთა ბრმად გამოყენება სხვადასხვა ინტრიგებში გაუადვილდებათ…

  2. სრიულიად გეთანხმებით – \\\”ფორუმ.გე\\\” ყოველთვის იყო მიშა-ვანოს საიტი და ახლაც ეგრეა.

  3. კარგია ასეთი ხალხის არსებობა მაგრამ სწორედ ამგვარი სტალინისტების არსებობა აწყობს თანამედროვე ბურჟუაზიას ოწოდებულ ინფორმაციას იმეორებთ!!!!)… ისე, ძალიან მაინტერესოა ხალხი ახლა ჩვენთან – ფაქტობრივი გადაშენების და კოლონიური ჩაგვრის პირობებში კიდევ ვერ ფხიზლდებიან და მტრის პროპაგანდას იმეორებენ… ამიტომ იკითხეთ სტალინის ნაწარმოებები, მარქსიზმის ოთხი დანარჩენი კლასიკოსის ნაწარმოებებთან ერთად, იკითხეთ ის, რასაც გიკრძალავდნენ ხრუშჩოველი რევიზიონისტები და კაპიტალიზმის რესტავრატორები, მტერი რასაც გიკრძალავს, ის თქვენთვის უეჭველად სასარგებლოა, ამის მიხვედრა ხომ მაინც არაა ძნელი?

  4. იქნებ დააკონკრეტოთ ვის მიომართავთ და რა შუაშია საერთოდ სტალინი? ისეთი შთაბეჭდილება დამღცა რომ სხვაგან აპირებდით ამ კონეტარის დაწერას და შემთხვევით აქ დაწერეთ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here