Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან მამალაძის პოლიტიკური მეტამორფოზი

ლევან მამალაძის პოლიტიკური მეტამორფოზი

1323

ქართველებმა კარგად ვიცით, რა რთულია ცხოვრება, როცა ქვეყანას უპრინციპო, უზნეო ხელისუფლება მართავს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, და ეს იყო ზვიად გამსახურდია, არ გვყოლია პოლიტიკოსი, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს დაიცავდა, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე კი უარს იტყოდა. 

ბევრი ქართველი პოლიტიკოსის წარსული სამარცხვინო საქმეებით არის სავსე. ისინი ხშირად მოქმედებენ პირადი ინტერესებისთვისარჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური აჩრდილებიც იწყებენ გაცოცხლებას. არადა, ქართველ ხალხს ახსოვს მათი პოლიტიკური წარსული და ისიც, რაც გაუკეთებიათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ერთერთი ასეთი პოლიტიკოსია ლევან მამალაძე _ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში. ლევან მამალაძემ, რომელსაც პროკურატურამ 32 ეპიზოდში წაუყენა ბრალდება და 2004 წლიდან იძებნებოდა, ახლა პარტიასახალხო ხელისუფლებაშექმნა და პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თანაც ისეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს თვითონ არ ყოფილა ედუარდ შევარდნაძის უახლოესი გარემოცვის წევრი, გარემოცვისა, რომელმაც გააფუჭა ყველაფერი, რისი გაფუჭებაც მოასწრო, და მერე ხელისუფლებაშინაციონალურ მოძრაობადწოდებული მანქურთების ბანდა მოიყვანა. სწორედ შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომლის ფავორიტიც ლევან მამალაძე იყო, შექმნა ის მანკიერი სისტემა, რომელმაც მოსახლეობის გაღატაკება, ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია და ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ვექტორი უკიდურესად არახელსაყრელი და სახიფათო მიმართულებით მიმართა. მართალია, შევარდნაძის შემდეგ ხელისუფლება უკვე მეორედ შეიცვალა, მაგრამ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ყველაფერი ძველებურად დარჩა _ როგორც სააკაშვილის, ასევე, ივანიშვილის გუნდებიც უწინდებურად მანტრასავით იმეორებენ – “ნატო”, “ევროკავშირი”, “მალე სამოთხეში ვიქნებით”… სინამდვილეში კი საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერა და ვერ შედგა და დღემდე რჩება მარიონეტად სხვების გეოპოლიტიკურ თამაშებში. რა მეტამორფოზი განიცადა ლევან მამალაძემ 1990-იანი წლებიდან დღემდე _ როგორი პოლიტიკური კურსი ჰქონდა და როგორი აქვს ახლა? _ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უპრიანი იქნება, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ლევან მამალაძის ბიოგრაფიიდან.

2000 წელს გაზეთიმერიდიანი-44” წერდა:

“საქართველოში სამხარეო გუბერნატორების ნამდვილ ფეოდალებსაც კი შეშურდებოდათ”.

“საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში 5000-ლარიანი მიწის ნაკვეთის მფლობელია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხევში, გარდაბნის რაიონში კი 15000-იანი ნაკვეთი აქვს, მისი მეუღლის ბინა რუსთავში 30000-ად არის შეფასებული, თბილისური კი _ 40000-ად.

ბატონ ლევანს საკმაოდ მდიდარი ფანტაზია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლი კარგა მანძილითაა მოშორებული ჩვენს ისედაც შეკვეცილ საზღვაო ზოლს, წყლის ტრანსპორტი მაინც შეიძინა. საგზაო ტრანსპორტიც ჰყავს 30000-იანი “მიცუბიში”. მეუღლეს 6000-იანი ბეჭედი შეუძინა და 5000-იანი როიალიც შეიტანა სახლში. მის მეუღლეს _ მარიკა ქავთარაძეს, რომელიც უმუშევარია, კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა “შევროლე” გაუყიდია 55000 ლარად”.

2006 წელს სასამართლომ მამალაძეს ბრალი სამი მუხლის მიხედვით, ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის, დაუსწრებლად წაუყენა და 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მასზე ძებნა ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდა.

ყოფილ მაღალჩინოსანთა დაუსაბუთებელი ქონება სახელმწიფოს გადაეცა

“ლევან მამალაძეს ჩამოერთვა თბილისში, ატენის ქუჩა #6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მის მშობლებს კი _ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისსა და წავკისში, 6-ოთახიანი საცხოვრებელი ბინა და ნაკვეთი გარდაბნის რაიონის დაბა კოჯორში”.

გაზეთი “24 საათი”, 2004 წელი, 8 დეკემბერი, #291.

დიახ ლევან მამალაძეს მართლა ჰქონდა უთანხმოება ჟვანიას გუნდთან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთანაც მაგრამ ამ უთანხმოების მთავარი მიზეზი გახლდათ ბრძოლა შევარდნაძის ფავორიტობისათვის. სხვა რამე განხეთქილება და დაპირისპირება პოლიტიკური შეხედულებების, იდეების, ქვეყნის განვითარების გზების თვალსაზრისით მათ არ ჰქონიათ, ეს იყო პირადი მოტივებით გამოწვეული დავა შევარდნაძის ფავორიტობაზე კონკურენტებს შორის.

უფრო მეტიც _ ლევან მამალაძე ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პროექტებად მიიჩნევდა, ყველა უბედურებაში მოსკოვს სდებდა ბრალს და ანტირუსული კომპანიის ავანგარდში ჩადგომასაც ლამობდა.

იგი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას რუსეთის ხელისუფლების დამქაშებად მოიხსენიებდა და რუსული პოლიტიკის გატარებაში სდებდა ბრალს. აი, მაგალითად:

,,ვიცი, ვინ შეადგინა და ვინ ახორციელებს საქართველოს ფსიქოპოლიტიკური მართვის გეგმას. ისინი არიან რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერები, რომლებიც ამუშავებენ მოსახლეობაზე ზეგავლენის ექსპერიმენტულ მეთოდებს. ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ სიტნიკოვი, რომელიც ამ დარგის მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტია. ამ ჯგუფმა საქართველოში განახორციელა ექსპერიმენტი, რომლის გაკეთებაც რუსეთში ვერ შეძლო. ეს ექსპერიმენტი დღესაც მიმდინარეობს, მისი კონკრეტული შემსრულებლები _ განმახორციელებლები სააკაშვილი და ჟვანია არიან.

გაინტერესებთ, ვინ არის სიტნიკოვი? მისი ფირმა “იმიჯ კონტაქტი” _ ეს არის რუსეთის უშიშროების სამსახურთან შექმნილი ინსტიტუტი”.

გაზეთისაქარველოს რესპუბლიკა”, 2003 წლის 23 თებერვალი, #50.

როდესაც ლევან მამალაძემ შევარდნაძის ფავორიტობისთვის ბრძოლა წააგო და ჟვანიასააკაშვილის გუნდმა მასზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ საქართველოდან გაქცეული ყოფილი გუბერნატორი რუსეთს შეაფარებდა თავს, პოლიტიკურ ვექტორსაც შეიცვლიდა და ერთ დროს რუსეთის მტერი, რომელიც მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგფსიქოპოლიტიკური ექსპერიმენტისგანხორციელებაში ადანაშაულებდა 2016 წელს, ასე ვთქვათ, “პრორუსულიორიენტაციის პარტიას შექმნიდა.

2016 წლის 26 მარტს, პარტიასახალხო ხელისუფლების” (რომლის ერთერთი თავკაციც ლევან მამალაძე გახლავთ) ყრილობამ ერთხმად დაუჭირა მხარი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, სავაჭრო ბაზრის გახსნასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას!

ყრილობის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საქართველოში არჩევნების მარათონის დაწყება. “სახალხო ხელისუფლება” გეგმავს, გამარჯვებით შევიდეს საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ხალხთან ერთად შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პროგრამა.

საინტერესოა როდის არის გულწრფელი ბატონი მამალაძე? 2003 წელს როდესაც საქართველოს ყველა უბედურებაში რუსეთს ადანაშაულებს თუ 2016 წელს როდესაც ხსნას რუსეთში ხედავს?

გასაგებია, რომ ბოლოდროინდელი კვლევებით, საქართველოში მკვეთრად იზრდება უთავბოლო პოლიტიკანობით იმედგაცრუებული ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც ღიად ემხრობიან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. ეს ზრდა იმდენად თვალშისაცემია, რომ აშშმა და დასავლეთმა უკვე გამოყვეს რამდენიმე ათეული მილიონი .. რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად.

როგორც ჩანს, “რუსული პროპაგანდისგანეიტრალებატროას ცხენებისგამოყენებასაც გულისხმობს. ეს ტაქტიკა მედასავლეთეებს კარგად აქვთ ათვისებული და ამის ნათელი მაგალითია კოალიციაქართული ოცნება”, რომელიც, როგორც გაირკვა, თურმე, ძირითადად, “ტროას ცხენებისგანშედგებოდა.

ქართველი ამომრჩეველი, იმედს ვიტოვებთ, პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის არჩევანს და შვიდჯერ იფიქრებს, ვიდრე ლევან მამალაძის მსგავსად შემოპარებულ ტროას ცხენებს მისცემს ხმას. ასევე სავსებით გასაგებია ხელმოცარულ პოლიტიკოსთა სურვილი _ დრო იხელთონ და გამოიყენონ ამომრჩევლის კეთილგანწყობა რუსეთის მიმართ, თუმცა გაუგებარია, რატომ უდგებიან რუსეთის პოლიტიკური წრეები ზერელედ იმ პოლიტსუბიექტების პოლიტიკურ წარსულს, იდეურ კუთვნილებას, რომლებიც დღეს, ოპერირებენ რა რუსეთსაქართველოს ურთიერთობებით, ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ქართველი ამომრჩეველი, რეალურად კი ემსახურებიანპრორუსულადგანწყობილი ელექტორატის გადაბირებას. და ამას, ძირითადად, ახერხებენ რუსეთის პოლიტიკურ წრეებთანკარგი კონტაქტების ქონაზესპეკულირებით.

მოამზადეს ქრისტინე ტოგონიძემ და თათია ჯაფარიძემ

1 COMMENT

  1. მამალაძე არის ტიპიური მედროვე, სოცსაქართველოს დრო რომ ყოფილიყო, მაგარი
    კამსამოლა და კომპარტია იქნებოდა.

  2. ეხლა ძალიან ბევრი მედროვე მამალაძე გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარესზე. რაც დააკარგინეს მოპარული ქონება სააკაშვილის დროს,ანაზღაურებას ლამობს.ქართველი ხალხი სულ ფეხებზე კიდია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here