Home რუბრიკები საზოგადოება გაფართოება-შევიწროების საიდუმლოებები, ანუ რამიშვილის ექსკლუზიური დანადგარი

გაფართოება-შევიწროების საიდუმლოებები, ანუ რამიშვილის ექსკლუზიური დანადგარი

630

გასულ კვირას მსოფლიო შეძრა მსახიობ თათია სამხარაძის უმანკო მანდილის შეურაცხყოფის ამბავმა. ყველამ იხილა კდემამოსილი მანდილოსნის _ ბაია პატარაიასა და სხვათა გვერდით როგორ ღირსეულად განაცხადატასო ბარნოვადცნობილმა, ჭეშმარიტი ქართველი ბანოვანის იმიჯის მქონე თათია სამხარაძემ, _ შალვა რამიშვილი სამსახურში სექსუალურად მავიწროებდაო.

რა თქმა უნდა, ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი მსწრაფლ დაინტერესდა დეტალებით და, პირველ რიგში, იმის გარკვევა დაიწყო, რა შეიძლება ეგულისხმა ტასო-თათიას “სექსუალურ შევიწროებაში”.

დიდი შრომა-გამოძიების შემდეგ ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა დაადგინა შემდეგი: თურმე სამსახურში სექსუალური შევიწროება ყოფილა სამსახურში სექსუალური გაფართოების საპირისპირო მოვლენა და ამ მეთოდს სექსუალურადაზაბოჩენიუფროსები, ძირითადად, მანამდე გაფართოებული თანამშრომელი ქალების შესავიწროებლად იყენებენ.

ამბობენ იმასაც, რომ შალვა რამიშვილი ადრეც ყოფილა შემჩნეული შევიწროებაშიც და გაფართოებაშიც. მიიჩნევენ, რომ იგი მდედრობითი სქესის თანამშრომლების სამსახურში მიღებისას იყენებს თავის საავტორო საიდუმლო გამოგონებას _ “. რამიშვილის სახელობის შევიწროებაგაფართოების დანადგარსდა ქალთანამშრომლებს სამსახურისკენ მიმავალი გზაც მხოლოდ ამ დანადგარში გატარების შემდეგ გაეხსნებათ ხოლმე.

ანუ, შეიძლება ითქვას, ყველაფერი დადგენილია, ერთის გარდა. მოგეხსენებათ, თათია სამხარაძემ განაცხადა, _ შალვა რამიშვილმა თავისი საქციელით კარიერა დამინგრიაო. აი, სწორედ ეს იქცა როგორც ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტის, ასევე, დანარჩენი ექსპერტების თავის ტკივილად.

კერძოდ, ნეტა, რომელ “კარიერას” გულისხმობს თათია სამხარაძე?! _ ერთადერთი, რაც მას შეეძლო, “ტასო ბარნოვადგარდასახვა და სულელური ტლიკინი იყო, თუმცა, პრინციპში, არც ამას სჭირდებოდა დიდი გარდასახვა. აკი, ერთერთ თოქშოუში, რომელშიც იგი საკუთარ თავს წარმოადგენდა და აზრებს აფრქვევდა, ყველამ ვნახეთ, რომ გარდაუსახავი თათია სამხარაძე დიდად არაფრით განსხვავდებოდა გარდასახული ტასო ბარნოვასგან”…

ამიტომ ახლა ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი ცდილობს, დაადგინოს, კერძოდ, რომელ კარიერაში შეუშალა ხელი შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძეს _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას ეშურებოდა იგი თუ კულტურის სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარეობას? ისე, სიმართლე რომ ითქვას, დღევანდელ ქართულ რეალობაში არც ერთია გამორიცხული და არც მეორე.

მეტიც, ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი აპირებს, თათია სამხარაძე-ტასო ბარნოვას შესაძლო დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია პრემიერმინისტრის ან პრეზიდენტის აპარატებშიც მოიძიოს, რადგან მსახიობმა ამას წინათ პირდაპირ განაცხადა, _ თავის დროზე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში ვმუშაობდიო.

სხვათა შორის, ამით გიორგი მარგველაშვილის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასაც მოეფინა ნათელი. აკი, ბოროტი ხმები ამბობდნენ, მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა და მხარდაჭერამ გაამარჯვებინაო? ნურას უკაცრავად! სინამდვილეში, აგერ, თურმე მის საარჩევნო შტაბში ორი ამხელა ბუმბერაზი ფიგურა _ შალვა რამიშვილი და თათია სამხარაძე ყოფილან და მოიგებდა არჩევნებს, აბა, რა! ბიძინა არა ისა!

დასასრულ კი, გეტყვით, რომ ამჟამად ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სავარაუდო საპარლამენტო სიების გადამოწმებით არის დაკავებული, _ ვინ იცის, ეგებ სწორედ იქ წავაწყდეთ თათია სამხარაძე-ტასო ბარნოვას ბრწყინვალე კარიერის დამადასტურებელ კვალს.

მასე აბარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here