Home რუბრიკები საზოგადოება “პედაგოგთა გამოცდები დისკრიმინაციაა”

“პედაგოგთა გამოცდები დისკრიმინაციაა”

1316

რამდენიმე დღის წინათ ცვლილება შევიდა პედაგოგთა საგნობრივ გამოცდებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განმარტა, რომ, ცვლილების თანახმად, პედაგოგები ჯერ შესაბამის ცოდნას მიიღებენ სწავლების მეთოდიკის შესახებ და შემდგომ მოხდება მათი შემოწმება. განათლების საკითხების ექსპერტები კი ამბობენ, რომ გამოცდებში სხვადასხვა საგნის მეთოდიკის საკითხებია შეტანილი და, როდესაც საქართველოში მეთოდიკის სპეციალისტები არ გვყავს, პედაგოგებს ვერავინ შესძენს საჭირო უნარებს. რა ცვლილებები შევიდა მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებში, რა იყო ამის მიზეზი და გამოიღებს თუ არა შედეგს ასეთი ცვლილება? _ ამ საკითხებზე გვესაუბრება განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი.

_ ქალბატონო მანანა, ვიდრე გამოცდებში შეტანილ ცვლილებებზე ვისაუბრებთ, გამოცდებში ჩაჭრილ პედაგოგებზე უნდა შეგეკითხოთ _ რატომ აჩვენეს ასეთი შედეგი მასწავლებლებმა?

_ სტატისტიკა არასწორადაა ნაჩვენები. გამოაქვეყნეს, თითქოს საქართველოში ყველა მასწავლებლის 83% ჩაიჭრა და მხოლოდ 17%-მა გადალახა ბარიერიო. ეს ასე არ არის. გამოცდაზე გავიდა 6000 მასწავლებელი და ჩაიჭრა მათი 83%. ამ ყველაფერში კი თავიდან ბოლომდე სახელმწიფოა დამნაშავე. სახელმწიფო ფულს არ ხარჯავს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მათი სწავლება დაბალი ხარისხისაა, ერთ კვირაში ვინ აიმაღლებს კვალიფიკაციას? მასწავლებლებს არ ეძლევათ საგამოცდოდ მომზადების საშუალება. წესით, ხელფასიანი შვებულება უნდა ჰქონდეთ, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გამოცდებისთვის მოსამზადებლად პედაგოგები ერთწლიან აკადემიურ შვებულებას იღებენ ხელფასის შენარჩუნებით. აღსანიშნავია, რომ გამოცდებში სხვადასხვა საგნის მეთოდიკის საკითხებია შეტანილი და ერთი მითხრას ხელისუფლებამ, სხვადასხვა საგნის მეთოდიკის სპეციალისტები ვინ ჰყავს? ვინ კითხულობს ლექციებს და, საერთოდ, კითხულობენ თუ არა, უტარებენ თუ არა მასწავლებლებს წვრთნებს? სად, რომელ სახელმწიფო ინსტიტუტებში მიმდინარეობს მეთოდოლოგიის საკითხებზე მუშაობა? მაგალითად, მათემატიკის სწავლების მეთოდიკის, ფიზიკის, ქიმიის, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისურის სწავლების მეთოდიკის და .. ყველა საგანს აქვს მეთოდოლოგიური კვლევის ცენტრები? რომ შემოიაროთ საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე, მეთოდოლოგიურ კვლევის ცენტრს ვერსად ნახავთ. პედაგოგიკის კათედრები დახურეს და რომელ მეთოდიკაზეა საუბარი? არც სახელმძღვანელოები იწერება, არც _ შრომები, მიგდებულია ყველაფერი. ქვეყანა არ არსებობს, პედაგოგიკის ინსტიტუტი არ ჰქონდეს და ჩვენთან გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელიც კი დახურეს. სპეციალისტების მომზადება მეთოდოლოგიის კუთხით მოშლილია. ერთი გადახედოსქართულმა ოცნებამსხვა ქვეყნებს, სად არის მეცნიერება ერთ ადგილას გაყინული. სხვა ქვეყნებში მასწავლებლები მიჰყავთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სრულად აწვდიან საჭირო ინფორმაციას და არა ისე აგდებულად, როგორც ჩვენთან. ყველგან მოწესრიგებულია ამ მხრივ სიტუაცია და საქართველოში რა ხდება? _ კორუფცია და მეტი არაფერი, ყველაფერი არის ერთი დიდი, შავი კორუფციული ხვრელი, რომელშიც, უკვე რამდენიმე წელია, იყრება ფული და შედეგი არ არის. პედაგოგებს გამოცდებზე დაბალ შედეგებს უწერენ, ტესტები უხარისხოა, შეცდომებია, ქულებს აკლებენ, შემდეგ გრანტებს იღებს სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა. ქვეყანაში არც ერთი უწყება გამოცდას არ უნდა ატარებდეს, გამოცდა უნდა ჩატარდეს უნივერსიტეტში. მოქმედ მასწავლებლებს თავი დაანებონ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით დისკრიმინაციაა. ახალგამომცხვარ მასწავლებლებს აძლევენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს და მასწავლებლებს, რომლებიც უკვე მაგისტრები არიან, _ პრაქტიკოსი მასწავლებლის. აი, ეს არის ქართული სამართალი, სამარცხვინო და დისკრიმინაციული.

_ რა ცვლილება შეიტანეს პედაგოგთა გამოცდებში და რა იყო ასეთი ცვლილებების შეტანის მიზეზი?

_ ზოგადი ხასიათის ცვლილებებია შეტანილი. სქემა არ მუშაობს, ეს არის კანონსაწინააღმდეგო, დისკრიმინაციული, საერთაშორისო სამართლის ნორმების საწინააღმდეგო, პოლიტიკურად წამგებიანი სვლა, რომელიც ასამარებსქართული ოცნებისსახელს. ქვეყანაში, სადაც 70 000-ზე მეტი მასწავლებელია, 151-ია მხოლოდ წამყვანი? ეს რა მოიგონეს? სპეციალურადაა გაკეთებული, რომ ფული არ დაიხარჯოს და პედაგოგები ღირსებაშელახულები გაყარონ. გამოდის, რომ 151-ზე მეტი კარგი პედაგოგი ქვეყანაში არ არსებობს? ნუთუ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი? “ქართული ოცნების” მხრიდან სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. ამ სქემაში ცვლილებები კი არ არის შესატანი, საერთოდ, გასაუქმებელია, ეს კატეგორიები გადასაყრელია. თავი დაანებონ პედაგოგთა დისკრიმინაციას და არჩევნებამდე შეცვალონ ეს მიდგომა რადიკალურად, თუ არადა, იცოდეს ყველამ, რომ არც ერთი ხმა ამ უზარმაზარი სისტემიდანქართული ოცნებისკენარ წავა. ნუ მიდიან ბიძინა ივანიშვილთან და ნუ ეუბნებიან ტყუილებს, _ ყველაფერი კარგად არისო. რა არის კარგად? სწორედ მათმა უხეირო მუშაობამ დასცა ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი. ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს შეხვედრები, მოუსმინოს ორივე მხარის წარმომადგენლებს და მიხვდებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც აწესებენ მსგავს რაღაცებს, უნდა დაითხოვოს განათლების სისტემიდან. პრემიერ გიორგი კვირკაშვილს მოვუწოდებ, საერთოდ გააუქმოს მთავრობის დადგენილება.

ხელფასები გაუზარდონ პედაგოგებს სასწრაფოდ! სამინისტროს წარმომადგენლებს დააკლონ ხელფასები და გადაუნაწილონ მასწავლებლებს. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მოსთხოვოს პასუხი განათლების სამინისტროს და მის სტურქტურებს, რატომ მიიღეს ასეთი შედეგი.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

 

1 COMMENT

  1. განათლების სამინისტრო კი არა, გადებილების სამინისტრო უნდა ერქვას. მთავარია ენა
    იცოდე უცხოური და უკვე ყველაფრის სპეციალისტი ხარ. მიდის ხალხის მასობრივი
    გამოშტერება.

  2. გასაგებია, მაგრამ თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ ბევრი პედაგოგი უცოდინარია? საგნის გამოცდები იცით, რა მარტივია, სკოლის პროგრამაა მხოლოდ…. ვერ გამიგია, რატომ არაფრად მიგაჩნიათ არავის ის, რომ საგანს ვერ აბარებს მასაწავლებელი! პირველ წელს არ გამოქვეყნდა მასწავლებელთა \\\”მარგალიტები\\\” აღმაშფოთებელი და დისკრედიტაცია ის არის, რომ მცოდნე ხალხი სახლში ზის, სერთიფიცირებულ მასწავლებელს მიზერული თანხა მოემატა, პროფკავშირი უსაქმურია….დანარჩენზე საუბარი აღარ ღირს!

  3. მეთოდიკის სპეციალისტები არა გვყავსო… ჯერ ცოცხალი ვარ, სხვებიც მოიძებნებიან. საქმე ის გახლვთ, რომ მეთოდიკის საკითხები, რომლებიც ამ ტესტებში გახლდათ შეტანილი, შორს იყო სანდოობისაგან.

  4. ნამდვილად, ეს არაფრის მომცემი ტრენინგები რაშიც მილიონები იყრება გასაუქმებელია, თვითონ ტრენერებმა არც იციან რა უნდა
    ასწავლონ და საერთოდ მასწავლებელს , რომელსაც 10, 20, 30 და მეტი შრომითი გამოცდილება აქვთ ამ ტრენერებმა რა უნდა ასწავლონ . სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

  5. პედაგოგების ნაწილმა ყოველგვარი მომზადებისა და გადამზადების გარეშე პირველივე წელს წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები, მათ შორის პროფესიული უნარებიც და მეთოდური ნაწილიც, თუმცა, ჩაჭრილთა მხრიდან აგრესიის, შევიწროების, ხელისუფლების მხრიდან კი უგულებელყოფისა და არაღიარების გარდა, ვერაფერი დაიმსახურა.

  6. ხალხო, თუ სერთიფიკატი უფრო ღირებულია ვიდრე დიპლომი, რაღა საჭიროა უმაღლესი განათლება? იქნებ ამ კითხვაზე ვინმემ მაინც გამცეს პასუხი

  7. მასწავლებელი. რომელიც 20 და მეტი წელი ემსახურა სკოლას, საჯაროდ ასაღიარებელი და საპატივსაცემოა. მე ჯერ მუხლ ს მოვიდრეკდი მათ წინაშე და შემდგომ დიდი მოწიწებით შევთავაზებდი გადამზადებას, რადგან რეფორმა ასე მოითხოვს.

  8. პირველივე წელს ჩავაბარე უნარებიცა და საგანიც. რა მერე? საგანში 12 ქულა დამაკლეს. საერთოდ გაუსწორებელი იყო ნაშრომი. აპელაციით ვისარგებლე. ასევე იყო გაუსწორებელი რამდენიმე ჩემი მეგობრის ნამუშევარიც. ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან დაკისრებულ საქმეს, ჩვენ კი ტრიბუნიდან გვმოძღვრავენ. მათ ხელფასებსა და პრემიებს ნუღა იკითხავთ. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.დიდი არაფერი მომცა ამ გამოცდამ. ხელფასიც მიზერულია. ახლა სულელური სქემაც მოიგონეს. არა მგონია, მასზე მუშაობდნენ ისეთი პროფესიონალები, სკოლაში რომ უტარებიათ გაკვეთილები და დაღლილი გამოსულან მეცადინეობიდან.მასწავლებლებს ნაცარს ნუ აყრიან თვალებში. ყველაფერს ვხედავთ და გვესმის. დღეს მასწავლებლობა გმირობაა( თუმცა ყოველთვის ასე იყო). ამიტომ მოუფრთხილდით და პატივი ეცით მას.

  9. ბევრი სერთიფიცირებული მასწავლებელი ვიცი, რომელიც მოსწავლეს გაკვეთილს ვერ უხსნის.ის რომ პედაგოგი ჩაიჭრა სულაც არ მიუთითებს იმაზე ,რომ მან საგანი არ იცის.მე პირადად სიჩქარისა და ნერვიულობის ფონზე რამდენიმე საკითხი დამრჩა გადასატანი.ასე ბევრს დაემართა.საკითხების ამოღებას, ვფიქრობ ბარიერი დაეწიათ დაწყებითებისთვის ის სჯობდა.

  10. is rom dro midis da raraceebi vitardeba sulac arunda nishnavdes imas Sitkva – mascavlebeli -agdebulad ikos gamokenebuli. dzvelshic da axalshic arian kargi da arian naklebad kargi mascavleblebi. tumca romel sikargezea rodesac klasshi titkmis 40 mde bavshvi zis da …. ????

  11. ტექსტი34 წლიანი სტაჟი მაქვს, ჩემმა ბევრმა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდა და თურმე შესაძლებელია უმუშევარი დავრჩე . მშობლის მერე, მეორე პატივსაცემი პიროვნება მასწავლებელია. ლაფში ნუ ამოვთხვრით მასწავლებლის სახელს!

  12. სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის რომ ნორმალური ხელფასი მიეცათ, დანარჩენებსაც მოტივაცია გაუჩნდებოდათ და უფრო პასუხისმგებლობით და სერიოზულად მოეკიდებოდნენ გამოცდებს. კარგად ვიცი, სერიოზულად არც კი მომზადებულან, რადგან კარგად იცოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა, ხელფასს მაინც არ მოუმატებდნენ! ჯერ სად ვართ, თუ ასე გააგრძელეს მასწავლებლის დაკნინება, ცოტა ხანში სკოლას მასწავლებელი აღარ ეყოლება. ერთწლიანი გადამზადებით რომ მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი არასპეციალისტებს, მერე ნახეთ, \\\”განათლებული და კვალიფიციური\\\” მასწავლებლები.

  13. ჯერ სკოლაში ჩაატარებინეთ გაკვეტილები ვინც ტრენინგებს ატარებს ,ვინც განატლებაში მუშაობს ,მასწავლებელტა და გამოცდების ცენტრებში.ნახონ როგორია ბავშვებტან მუშაობა და მიხვდებიან რომ მათი პროგრამა არარის ბავშვებზე გათვლილი.45 წუთში იმხელა ენერგიას ვხარჯავთ რასაც ტქვენ 1 წელიწადში.ჩვენზეა გამონათქვამი\\\”იმუშავეთ ვირებო ჯამეტ ბრიგადერებო\\\”.

  14. Bevrma chaabara girseuladmagram ra xeiri? Sagnobrivi gamocdis danamati 75 laris nacvlad gacda 180 ,es kargia, magram vinc inglisuri da kompiuteri chaabara,mat sagnobrivis danamati ar gauzardes,isev 75 larze datoves. Ramdeni mtavroba mova,imdeni cvlileba uketesobisken mesmis da ara uaresobisken.axla rasac itxoven ,gavaketet,xval sxva mova ,ar dagafaseben,ra daashaves im pedagogebma,vinc kompiuteri chaabara?ratom ar misces mat 180 lari sagnobrivze da inglisuris 125 ertad?ai motivacia ganatlebis arakompetenturobis

  15. ჩავაბარე უნარებიც, შარშან საგანიც ფიზიკაში, ვარ დოქტორიც და მაინც არ მომანიჭეს წამყვანობა. ასეთი საქართველოსი სულ 9ვარტ.შეგვეშალაო გავასწორებტო და ყურს არავინ იბერტყს. გვატყულებენ მთელი წელია. აი სამართლიანი გადანაწილება .ანუ 151კი არა 160უნდა ვიყოთ.

  16. Pedagogiuri instituti namdvilad arsebobda qutaisshi sadac xdeboda gadamzadeba da kvalificireba pedagogebis.me piradad mascavlida qalbatoni manana mikadze profesori da arachveulebrivi specialisti.magram axla kvelaferi gadagvarda gaukugmartda .

  17. პედაგოგები 5 კუპონად გაყინულ სკოლაში ვმუშაობდით, სკოლა რომ გადაგვერჩინა…..ახლა ეს აღარაფერს ნიშნავს…იმის ნაცვლად, რომ კარგად გადამზადდეს პედაგოგი თანხები უკვალოდ იფანტება, პედაგოგს კი უაზრო ტესტების გამო უვიცებს უწოდებენ…. პროფესიის სიყვარული რომ არა ამ ხელფასად ნეტა სკოლაში ვინ იმუშავებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here