Home რუბრიკები პოლიტიკა “ევროპის მოტაცება”

“ევროპის მოტაცება”

1508

ფერწერული ტილოევროპის მოტაცებადიდ რუს მხატვრს _ ვალენტინ სეროვს ეკუთვნის. ხელოვანის შთაგონების წყარო კი ყოფილა ძველბერძნული მითი, რომლის მიხედვითაც ოლიმპოს მბრძანებელ ზევსს ფინიკიის მეფე აგენორის ულამაზესი ქალიშვილი _ ევროპა შეჰყვარებია. ხარად ქცეულ ღმერთს ევროპა კუნძულ კრეტაზე გაუტაცნია, ცოლად შეურთავს და ქალს მეხთამტყორცნელი ზევსისთვის სამი ვაჟი უჩუქებია… 

წინამდებარე წერილის შთაგონების წყარო კი თქვენი მონა-მორჩილისთვის კიდევ ერთი “ევროპის მოტაცება” შეიქნა, ოღონდ ამჯერად ამ სათაურის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე ვიხილე. ფილმი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება ძირძველი ევროპელი გერქვას, მაგრამ ევროპელობისა აღარაფერი გეტყობოდეს…

ახლა მავანი მეტყვის და ერთი შეხედვით მართებულადაც _ რა დროს ევროპაამერიკაა, ქვეყანა თავზე გვემხობაო?!

ჰოდა, მეც მანდა ვარ, მკითხველო!

დოდო აბაშიძის პოლიცმეისტერისა არ იყოს, “თვალი დაუდგეს ევროპას”, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, მაგრამ, ჩვენსას რომ არ ვკითხულობთ და ისე მივექანებით “განათლებული ევროპისაკენ”, ეს არის სწორედ საგანგაშო. ევროპისკენ, რომელსაც უკვე “თვალიც დაუდგა”, ყურიც დაეხშო და, თუ დროულად არ მოვეგეთ გონს, ევროპელებივით საკუთარ სახლში აღარც ქართველებს დაგვაყენებენ.

ყველაფერი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. გაპარტახებული ევროპის ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას აღდგენა სჭირდებოდა და მანაც ფართოდ გაუღო კარი ძირითადად ისლამური ქვეყნების იაფ მუშახელს იმ იმედით, რომ ისინი, ადრე თუ გვიან, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ

ამავე პერიოდში აქტუალურობა შეიძინა ცნება ტოლერანტობამ და, აქედან გამომდინარე, _ მულტიკულტურიზმმა, რომელსაც დღეს ე.წ. გამოხატვის თავისუფლება, ლგბტ-პედერასტების უფლებების დაცვა, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების პროპაგანდა და სხვა ნეოლიბერალური “სიკეთეები” დაემატა.

ლიბერალურმა დემოკრატიამ, რომელიც ოთხი რამის უარყოფაზეა დაფუძნებული: არა სამშობლოს; არა ეროვნებას; არა ღმერთს და არა სქესს, ანუ არა ყველაფერს, რაზეც ყოველთვის იდგა კაცობრიობა, ლამის ახალი რელიგიის სახე მიიღო.

ფაშიზმის, რასიზმის, ინკვიზიციის მშობელი დასავლეთი დღეს ისე გატოლერანტდა, რომ თავის ეროვნულ-კულტურულ იდენტობას ნელ-ნელა კარგავს და ამ “ნელ-ნელამ” უკვე ისე აკრიბა სიჩქარე, რომ, მგონი, უკან დასაბრუნებელი ზღურბლი, წითელი ხაზი გადაკვეთა. ნათელია, რომ ტოლერანტობის, მულტიკულტურიზმის იდეოლოგიამ სრული კრახი განიცადა ევროპაში.

თუმცა კრახს ვინღა დაეძებს _ თუ აქამდე იაფი მუშახელის შემოდინება დოზირებული იყო და მეტნაკლებად ექვემდებარებოდა ინტეგრაციას, აშშის მიერ .. არაბული გაზაფხულების მეშვეობით დემოკრატიის დამკვიდრების მცდელობამ ისეთი მასშტაბის მიგრაცია გამოიწვია ევროპაში, რომ კატასტროფა გარდაუვალია, რომელსაც, რადიკალური ზომების გარდა, საეჭვოა, სხვა რამემ უშველოს.

ევროპული ცივილიზაცია _ უძველესი ევროპული კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ქრისტიანულ რელიგიასა და მორალზეა აღმოცენებული. სწორედ ესენია მთავარი დასავლური ღირებულებები თუ ფასეულობები, რომლებსაც, უპრეცედენტოდ მასობრივი მიგრაციიდან გამომდინარე, გარდაუვალი ტოტალური ისლამიზაცია განადგურებით ემუქრება.

დიახ, ტოტალური, თორემ ფრაგმენტული, გნებავთ, სექტორული ისლამიზაცია, უკვე დიდი ხანია, დაწყებულია.

პარიზული ტერაქტების სერია სენ-დენის ერთ დროს პრესტიჟულ გარეუბანში დაიწყო, სენ-დენისა, რომელიც დღეს ისლამის მიმდევრებით არის დასახლებული. ისინი საფრანგეთის კანონებს არად დაგიდევენ და ლამის შარიათის კანონებით ცხოვრობენ რაიონში, სადაც ფრანგული პოლიცია ცხვირის შეყოფას ვერ ბედავს.

აი, რა განაცხადა 2009 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ:

“გახდე ფრანგი _ ნიშნავს აღიარო ცივილიზაციის ფორმა, ღირებულებები, ტრადიციები… საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელშიც ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია და ყველას რწმენა _ პატივსაცემი, მაგრამ ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ქალები პირბადის მიღმა ტყვეებად დარჩნენ, მოკლებულნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის, საკუთარი იდენტობის უფლებას”.

ეს განცხადება სარკოზის პრეზიდენტის სავარძლად დაუჯდა, რადგან პრადვინუტმაფრანგმა ამომრჩეველმა ფრანსუა ოლანდი აირჩია პრეზიდენტად და მანაც პირველი, რაც გააკეთა, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება დააკანონა ათოსის, არტანიანის, მატეო ფალკონეს, ჟან ვალჟანისა და სხვა მრავალი რაინდის თავგადასავლების დამწერთა მშობელ საფრანგეთში. და ეს _ მიუხედავად იმისა, რომ ელისეს მინდვრებზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მილიონი ფრანგი გამოვიდა, მაგრამ ოჯახებით, პატარა ბავშვებით მისული ფრანგები პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და ხელკეტებითა დაარბია.

მანამდე კი სულისშემძვრელი რამ მოხდა: პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველში სწორედ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონების გასაპროტესტებლად თავი მოიკლა ცნობილმა მწერალმა, ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ დომენიკ ვენერმა, _ ეგებ ფრანგი ხალხი გონს მოეგოს, გამოფხიზლდესო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ფრანგები მხოლოდ მაშინ “გამოფხიზლდნენ”, როდესაც “შარლი ებდოს” რედაქცია დახვრიტეს წინასწარმეტყველ მუჰამედზე გამოქვეყნებული ამაზრზენი კარიკატურით შეურაცხყოფილმა ისლამისტმა ტერორისტებმა.

მე შარლი ვარ!

_ ფრანგებთან ერთად აღნავლდა “პრადვინუტი” მსოფლიო, საქართველოს ნაწილის ჩათვლით(?!).

ანალოგიური რამ მოხდა ბრიუსელშიც. მოლენბეკის რაიონი, რომელშიც ტერაქტი მოაწყვეს, ძირითადად, ისლამის მიმდევრებით არის დასახლებული. ადგილობრივ მოსახლეობას იქ სიცოცხლის საფრთხის გამო აღარ დაედგომება და საცხოვრებლად ქალაქის გარეუბნებში ან სულაც სოფლად გადადის.

საახალწლო ღამე კელნში?

ჯერ სად არიან, გაუპატიურების შემთხვევები მერე დაითვალონ, როდესაც ზაფხული მოვა და მთელი ევროპა გახდილ-ჩახდილი გამოვა ქუჩაში…

ახლა ვიღაც იტყვის: რა, მხოლოდ საფრანგეთ-ბელგია და გერმანიაა ევროპაო?

კი, ბატონო. უკვე დაანონსდა, რომ პრაღის მთავარ მოედანზე ზაფხულის პირველ დღეს გაიმართება ონანიზმის მოყვარულთა მასობრივი, საჯარო მასტურბაციის აქცია და, რა ვთქვა, უფრო ზუსტად, რა ჰქვია ამას?..

ერთი წამითაც არ შემწყდარა ევროკავშირის მიერ ოკეანისგაღმელი პატრონის მთავარი დირექტივის _ ერთნაირსქესიანთა ქორწინების _ დასაკანონებელი ქმედებები და, რა თქმა უნდა, ანტირუსული კამპანია, საინფორმაციო ომი, რომელიც სირიაში რუსეთის გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებით არის თვალში საცემი.

დიახ, გამარჯვების, რადგან, რაც ობამას 60-სუბიექტიანმა კოალიციამ ორ წელიწადში არ გააკეთა (დიახ, არ და არა _ ვერ), 6 თვეში გააკეთა რუსეთმა _ ტერორისტებისგან გაათავისუფლა მსოფლიო კულტურის საგანძური პალმირა, ხოლო სრულიად სირიის გაწმენდაისლამური სახელმწიფოსმებრძოლებისგან მხოლოდ დროის საკითხია.

ამას წინათ რუსეთმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჟურნალისტები პალმირაში შეიყვანა. მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ერთხმად თქვეს უარი. უფრო ზუსტად, ათქმევინეს, თორემ რომელი ჭკუათმყოფელი ჟურნალისტი იტყოდა უარს პალმირას მონახულებაზე?!

რა არის ეს, თუ არა კლასიკური “უჩემოდ ვინ იმღერეთა”?

ბოლო ხანს რუსოფობიაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პოლონეთი პირველობს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ძეგლების ნგრევა, რომელთა რაოდენობა 500 აჭარებებს. მათ შორის, არც პოლონური წარმოშობის მარშალ როკოსოვსკისა და გენერალ ჩერნიახოვსკის ძეგლები დაინდეს…

600 ათასი საბჭოთა მეომარი შეეწირა პოლონეთის გათავისუფლებას, გადარჩენილებს კი ყვავილებით ხვდებოდა პოლონელი ხალხი. ხალხი, რომელთა უმრავლესობა წინააღმდეგია ძეგლების ნგრევის, მაგრამ ვინ უსმენს მათ?!

არადა, უშუალოდ სტალინის ზემოქმედებით დათანხმდნენ მოკავშირეები პოლონეთისთვის გერმანული ტერიტორიების მიერთებას, რაც, ჯამში, 100 ათას კვ.კმ-ზე მეტია.

ყოფილი გერმანული ბრესლაუ, დღეს პოლონური ვროცლავი, ტურისტული ინდუსტრიის მთავარი პუნქტია.

ამ ტერიტორიიდან სტალინის ბრძანებით გაასახლეს 6 მილიონი გერმანელი და ამის შემდეგ სსრკის მხოლოდ ოკუპანტად მოხსენიებას რა ჰქვია? _ რა და, რაც ერთ პოლონელ ჟურნალისტს წამოსცდა ტელეკომპანია “ერ-ტე-ერის” პირდაპირ ეთერში: “ეს ყველაფერი 2016 წლის 9 ივლისს დამთავრდება, ანუ, როდესაც ვარშავაში ნატოს სამიტი დასრულდება და ობამა წავა პოლონეთიდან. აბა, რა ვქნათ, აშშ-ის პრეზიდენტს საბჭოთა არმიის გენერლების ძეგლებს ხომ არ დავანახვებთო?”

აქ, როგორც იტყვიან, უკომენტაროდ…

რუსეთს არაერთხელ გადაურჩენია ევროპა თუნდაც ნაპოლეონ-ჰიტლერისგან და ხვალ შეიძლება კვლავ გადასარჩენი შეიქნეს ისლამიზაციისგან, მაგრამ, როგორც იმუქრებიან რუსი პოლიტოლოგები, რუსეთი აღარავის გადარჩენას არ აპირებს, რადგან გადარჩენილები მხოლოდ უმადურობით პასუხობენ _ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებისთვის (და არა ხალხის უმრავლესობისთვის) რუსეთი მენტალურად არის მიუღებელი, რომლის თავიდათავი მიზეზი მართლმადიდებლობაა.

წერილის ბოლოს _ ქართველი ნეოლიბერალი ხლისტებისა და ტელემეძავი წამყვანების საყურადღებოდ, რომლებიც ცინიკურ კითხვებს სვამენ:

რას ნიშნავსქართველობას გვართმევენ”? რა მოხდა მერე, თუ ქართულ მიწას ვინმეს მივყიდით, ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენ და წაიღებენ? ან კლასიკური ცინიზმი _ ჰომოსექსუალიზმი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება გადამდებიაო და ..?

რაც ევროპას დაემართა, ეს არის სწორედქართველობას გვართმევენ” _ პარიზში ჩახვალ და თავი აფრიკაში გეგონება, ბერლინში ჩასულს _ თურქეთში, ბრიუსელში მყოფს _ ორივეში ერთად, პლუს არაბეთში.

სწორედაც რომ გადამდებია სოდომის ცოდვა, რადგან, როცა ქართველი საზოგადოება პომადიანი ბიჭების საჯაროზასაობასგულის რევის გარეშე შეხედავს, აქედან ერთი ნაბიჯია იმ გარყვნილების რელიგიამდე, რომელშიც იხრჩობა ერთ დროს პურიტანულკონსერვატიული ევროპა.

ევროპა გეოგრაფიულად ისევ იქ არის, არავის მოუკიდებია ზურგზე, მიწა არავის მიუტაცებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროპელებმა ქრისტიანულ მორალს მეტისმეტი ტოლერანტობა, გამოხატვის თავისუფლება და კუჭის ფილოსოფია ანაცვალეს, მათი სულიერება განადგურდა და გადამთიელი მათ სამშობლოსაც მალე მიიტაცებს.

ეს არის ის მძიმე საზღაური, რომლის გადახდაც მოუწევს დავარცხნილ ევროპას დანაშაულებრივი გულგრილობის გამო და სულაც არ მინდა, რომ მსგავსი ფასის გადახდა ჩემს სამშობლოსაც მოუწიოს, თორემ საქართველოში სიტყვა “ტოლერანტობა” არავინ იცოდა, როცა შემწყნარებლობის, რაინდობის, ქალ-ვაჟთა თანასწორობის სახარება მივეცით მსოფლიოს _ “ვეფხისტყაოსანი”, და ჩვენში არავინ და არასდროს ყოფილა ჩაგრული რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ბატონო დავით,მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მიერ გაწეული შრომისათვის.როგორც იტყვიან ხოლმე,ეს სტატია ყველამ უნდა წაიკითხოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here