Home რუბრიკები ისტორია რატომ აკრძალა სტალინმა პიესა “ბათუმის” დადგმა?

რატომ აკრძალა სტალინმა პიესა “ბათუმის” დადგმა?

1686

სტალინის პიროვნების კულტისთემაზე დღესაც კამათობენ. მხარეთა არგუმენტები ურთიერთგამომრიცხავია. ოდიოზური ნიკიტა ხრუშჩოვი ტყავიდან ძვრებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ იოსებ ბესარიონის ძე ყოველმხრივ ხელს უწყობდა და წაახალისებდა მისი კულტის დანერგვას ადამიანების შეგნებასა და ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკურ ცხოვრებაში.

ნიკიტას ცილისწამება იყო უსაზღვრო და ბოროტი. სკკპ XX ყრილობისთვის წარდგენილ მოხსენებაში ისე აუშვა აფრები, რომ აბსურდის მწვერვალებს ასცდა.

ამ უვიცმა კაცმა, რომელსაც ცხოვრებაში ერთი წიგნიც არ წაეკითხა, სტალინს დააბრალა, რომ მან (სტალინმა) დასაბეჭდად გამზადებულ ბიოგრაფიაში ჩაამატა გვერდები, რომლებშიც თავის თავს უწოდებდა ხალხთა ბელადს, უბადლო მხედართმთავარს, მარქსიზმის უპირველეს თეორეტიკოსს, გენიალურ მეცნიერსა და ..

ავადმყოფური ბოდვა!

პიროვნების კულტი, უწინარეს ყოვლისა, სწორედ სტალინისთვის იყო მიუღებელი. ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა მან აღკვეთა მისი განდიდების მცდელობა თავგასული მლიქვნელების მხრიდან. მაგალითად, აკრძალა სახელმწიფო ჯილდოდ სტალინის ორდენის დადგენა, გამარჯვებისა და დიდების ორდენების ესკიზებში თავისი პროფილი კრემლის ერთერთი კოშკის გამოსახულებით შეაცვლევინა. ხოლო, როცა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მისი სახელის მინიჭება დააპირეს, განაცხადა: “ქვეყნის მთავარმა უნივერსიტეტმა შეიძლება ატაროს ერთადერთი სახელი _ ლომონოსოვისა”.

ისტორიული ფაქტი, რომელსაც დღეს ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ, იმ თემატიკიდანაა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთსტალინი და პიროვნების კულტი”.

77 წლის წინათ გამოჩენილმა რუსმა მწერალმა მიხეილ ბულგაკოვმა დაამთავრა ჭაბუკი სტალინის რომანტიკული რევოლუციონერობის პერიოდის ამსახველი პიესა “ბათუმი”.

ამ დროისთვის, როგორც ლიტერატურათმცოდნეები წერენ, ბულგაკოვი უკვე აღიარებულია კლასიკოსად: “ოსტატი და მარგარიტა”, “რბოლა”, “მოლიერი”, “თეთრი გვარდია”… “ბათუმმა” კი მზის სინათლე მხოლოდ 1977 წელს იხილა: ამერიკულმა გამომცემლობა “არდისმა” ამ წელიწადს გამოსცა იგი პირველად.

“ბათუმი” ნახევრადდისიდენტურ ნაწარმოებად იყო ჩათვლილი და მის გამოცემაზე საბჭოთა კავშირში არავინ დაფიქრებულა.

სტალინმა ამ პიესის დადგმა მიზანშეუწონლად მიიჩნია, თუმცა, მიაქციეთ ყურადღება, ჩათვალა, რომ ნაწარმოებიძალიან კარგია”.

პიესაში ბულგაკოვი სტალინს გუნდრუკს არ უკმევს, რეალისტურად და პატიოსნად მოგვითხრობს ერთი ჭაბუკის შესახებ, რომელიც ცარიზმთან ბრძოლაში ლიდერად ჩამოყალიბდა.

მწერლის ცოლი ელენა ბულგაკოვა თავის დღიურში ჩაწერს: დარეკა ფადეევმა _ “მხატში მივიდა მთავრობა, გენერალურმა მდივანმა, ნემიროვიჩს (ნემიროვიჩ-დანჩენკოს) რომ ესაუბრებოდა, თქვა, რომ პიესა “ბათუმი” ძალიან კარგ ნაწარმოებად მიაჩნია, მაგრამ მისი დადგმა არ შეიძლება”.

რატომ აკრძალა სტალინმა ამ პიესის დადგმა?

პაუხს ამ შეკითხვაზე მკითხველი ოდნავ მოგვიანებით მიიღებს.

მანამდე კი _ როგორ იქმნებოდა “ბათუმი”?

ზოგიერთი საარქივო მასალის მიხედვით, სტალინზე პიესის დაწერის იდეა მიხეილ ბულგაკოვს ჯერ კიდევ 1927 წელს გაუჩნდა, “დიადი გარდატეხის” წელიწადს. ამ დროს ბულგაკოვს ენერგიულად დევნიან: მის პიესებს იღებენ თეატრების რეპერტუარიდან, ნაწარმოებებს არ აქვეყნებენ, სამაგიეროდ გაზეთებში რეგულარულად იბეჭდება კრიტიკული წერილები, რომლებშიც მისი შემოქმედება მიწასთანაა გასწორებული.

ბულგაკოვი, გვარწმუნებენ მისი შემოქმედების მკვლევარები, ბელადის თემატიკაზე წერას, უპირველეს ყოვლისა, თავის დასაცავად აპირებს, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს აკეთებს, რადგან ძნელი აღმოჩნდება ამ არაერთგვაროვანი, ურთულესი პიროვნების რეალობასთან დაახლოებული სახის შექმნა. თავის დროზე ბულგაკოვმა სტალინი მკაცრ და დაუნდობელ მმართველად აღიქვა, რომელიც მუდმივად ებრძვის მოწინააღმდეგეთა დაჯგუფებებს საკუთარი გენერალური ხაზის დასაცავად.

ვერც იმას იტყოდა, რომ სტალინი ტირანი იყო, ვერც ხელისუფლებას გაელაქუცებოდა მისი (ხელისუფლების) კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

მუშაობას მხოლოდ მაშინ შეუდგა, როცა ჩამოუყალიბდა იდეა, წარმოეჩინა არა ძალაუფლების მწვერვალზე მდგარი სტალინი, არამედ რევოლუციური გზის დასაწყისში.

1939 წლის 24 ივლისს ელენა ბულგაკოვა თავის დღიურში წერს: “პიესა დამთავრებულია! წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა _ 10 დღეში დაწერა მეცხრე სურათი, ჩაასწორა, რედაქტორის ხელით დახვეწა მთელი პიესა _ მნიშვნელოვანი შესწორებები შეიტანა”.

და წარუდგინა თეატრს.

“პიესით ყველა იყო აღფრთოვანებული: პარტიული მუშაკები, თეატრის მოღვაწენი, მსახიობები, მეგობრები. პიესა მოეწონა ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკოსაც (მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (მხატი) მუდმივ დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს). პიესა დასკვნისთვის გაგზავნეს “ზევით”, თეატრმა დაიწყო სერიოზული მზადება დადგმის განსახორციელებლად… გადაწყვიტეს მიევლინებინათ ბრიგადა თბილისსა და ბათუმში, სადაც ვითარდებოდა ახალგაზრდა სტალინის რევოლუციურ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მოვლენები. მე წავიკითხე “ბათუმი”. ბელადების სიჭაბუკის ამსახველი პიესებიდან და რომანებიდან იგი ყველაზე უკეთესია”. ეს ციტატაც ბულგაკოვის ცოლის დღიურიდანაა.

მკითხველს გარკვეული წარმოდგენა რომ შეექმნას პიესაზე, გაგაცნობთ მოკლე შინაარსს.

პირველი მოქმედება. პიესა იწყება თბილისის სასულიერო სემინარიიდან სოსო ჯუღაშვილის გარიცხვის სცენით. ერთერთ ეპიზოდში სოსო თანაკლასელს უყვება, რომ ბოშა ქალმა უწინასწარმეტყველა, დიდი ადამიანი გახდებიო.

რევოლუციურ მოღვაწეობაში ჩაბმული სტალინი არალეგალურ მდგომარეობაზე გადადის. მოქმედება მთავრდება საახალწლო სუფრით, რომელთანაც რევოლუციონერები შეკრებილან. ამასობაში ცეცხლი გაუჩნდება როტშილდის ქარხანას. სოსო მუშებს მოუწოდებს, ჩააქრონ ხანძარი იმ მიზნით, რათა შემდგომ ხელფასების გაზრდა მოითხოვონ.

მეორე მოქმედება. 1902 წლის 8-9 მარტის მუშათა დემონსტრაციაა ბათუმში, რომელიც დაცხრილა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება წარმოდგენილია, როგორც ბოროტი, მოუქნელი, უჭკუო და არაფრისმაქნისი ადამიანების კრებული.

მესამე მოქმედება. ჯუღაშვილსა და მის ამხანაგებს აპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ. საპყრობილეშიც კი მამაცურად იქცევა სოსო, იცავს სიმართლეს და მოითხოვს სამართლიან მოპყრობას მუშების მიმართ, რაც გარკვევით წარმოჩნდება სცენაში, როცა გუბერნატორს მუშათა მოთხოვნებს წარუდგენს.

მეოთხე მოქმედება. ნიკოლოზ II ხელს აწერს სამი წლით აღმოსავლეთ ციმბირში ჯუღაშვილის გადასახლების განაჩენს. იმპერატორის უარყოფითი სახე იქმნება მისი ხასიათის სხვადასხვა თვისების დისონანსური წარმოდგენით: ერთი მხრივ, მორწმუნე და ქვეშევრდომთა მიმართ გულმოწყალეა, მეორე მხრივ, ტირანი, რომელსაც გული სწყდება, რომ ბათუმის მუშათა დემონსტრაციის მონაწილეებიდან მხოლოდ 14 ადამიანი დაიღუპა, ჩივის, რომ რუსეთში ძალიან რბილი კანონებია. მოქმედება მთავრდება სტალინის (ჯუღაშვილის) მოულოდნელი დაბრუნებით ძველ მეგობრებთან _ ნატაშასთან, პორფილესა და სილვესტრთან: სტალინი გადასახლებიდან გამოიქცა.

…დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს ბულგაკოვი რკინიგზის სადგურში…

მატარებლის გასვლიდან ორი საათის შემდეგ სადგურ სერპუხოვში ვაგონში მოიტანეს დეპეშა: “გამგზავრება აუცილებელი აღარ არის”. იქ, “ზევით” პიესის დადგმაზე უარი თქვეს.

სტალინმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად, თუმცა _ მოიწონა.

რა მოხდა?

მოიწონა და აკრძალა(!). ამ კურიოზულ სიტუაციას ანალიტიკოსები სხვადასხვაგვარად განმარტავენ.

ვარაუდის დონეზე, ცხადია.

ზოგი მიიჩნევს, რომ კლასობრივი ბრძოლის გახსენება, რომელმაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გახლიჩა რუსეთის საზოგადოებრიობა, კერძოდ, მისი როლის გახსენება ამ უმწვავეს დაპირისპირებაში, სტალინმა მოცემულ მომენტში მავნედ და ზიანის მომტანად ჩათვალა. კლასობრივი ბრძოლის ნიჭიერად, მაღალმხატვრულად წარმოდგენას, შესაძლოა, საბჭოთა საზოგადოებრიობის დეზინტეგრაცია გამოეწვია. “იმ დღეებში პატრიოტიზმის სულისკვეთებით ხალხის აღზრდაზე, რომლის წიაღშიც ჯერ არ დამცხრალიყო კლასობრივი ბრძოლის ჟინი, მუშაობდა ხელოვნების ყველა დარგი, უწინარეს ყოვლისა, კინო”. სწორედ კინოფილმებს დაეკისრა იდეოლოგიური ამინდის შექმნა საბჭოთა კავშირში. მათ შორის, ივან პირიევის “მეღორე ქალი და მწყემსი” (1941 წელი) მიმართული იყო ეროვნული ერთიანობის იდეის განსამტკიცებლად; სამშობლოსთვის თავის გაწირვისა და მამაცობის გრნობის აღსაზრდელად _ სერგეი ეიზენშტეინის “ალექსანდრე ნეველი” (1938 წელი) და ვსევოლოდ პუდოვკინის “სუვოროვი” (1940 წელი).

ზემოთ თქმული ერთ-ერთია არგუმენტების წყებიდან.

მეორე. “კავკასიელ რევოლუციონერ სოსოს იმხანად ბევრი რამ ჰქონდა ბათუმზე უფრო სერიოზულისტალინისტებს სჭირდებოდათ სტალინიტიტანი და არა (ჭაბუკი) სოსო, რომელიც ქართველ მუშებთან ერთად მღერისმრავალჟამიერს”. არ შეიძლებოდა ისეთი პიროვნების, როგორიც სტალინი იყო, წარმოსახვა რომანტიკოს ჭაბუკად. არ შეიძლებოდა მოგონილ სიტუაციებში მისი ჩაყენება, მოგონილი სიტყვებით მისი ალაპარაკება”.

ადრეული “კავკასიური” პერიოდი სტალინის ბიოგრაფიიდან დღესაც ყველაზე უფრო შეუსწავლელია, _ ამტკიცებენ ანალიტიკოსები. აქ “ბევრი თეთრი ლაქაა და მითი”. მიიჩნევენ, რომ ბოლომდე სარწმუნო არ არის ლეგენდა, თითქოს ჯუღაშვილი კამოსთან ერთად ძარცვავდა ბანკებს; აბსოლუტური სიცრუეა იმის მტკიცება, რომ იგი მეფის ოხრანკასთან თანამშრომლობდა და ა.შ.

ეგებ, იმიტომ არ დათანხმდა სტალინი “ბათუმის” დადგმას, რომ გაურკვევლობა უფრო მეტ გაურკვევლობას წარმოქმნიდა _ გაჩნდებოდა პასუხგაუცემელი შეკითხვები?!

ერთიც, _ საერთაშორისო ვითარება, როცა მეორე მსოფლიო ომი დაწყებულია და საბჭოთა კავშირის ჩაბმა ამ სისხლიან დაპირისპირებაში გარდუვალი ხდება. ბიოგრაფიული ლირიკის დემონსტრაცია თეატრალური ხელოვნების ტიტანების მიერ რუსეთის უპირველეს დრამატულ თეატრში (მხატში) სრულიად უადგილო, ხალხისთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნებოდა.

პირობითად ასე შეიძლება დაჯგუფდეს ანალიტიკოსების მოსაზრებები “ბათუმის” აკრძალვის ასახსნელად.

და არც ერთი სიტყვა იმის თაობაზე, რომ პირველი, ვინც “სტალინის პიროვნების კულტის” წინააღმდეგ ილაშქრებდა, იყო იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. “ბათუმის” ფაქტი ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.

არაფერი განსაკუთრებული, გამორჩეული, ზეადამიანური _ ნორმალური პოზიცია, საკუთარი თავის რეალისტურად შემფასებელი კაცის: “ყველა ბავშვი და ყველა ახალგაზრდა ერთნაირია. საჭირო არ არის ახალგაზრდა სტალინზე პიესის დადგმა”, _ ასე აუხსნია ბელადს მხატის სცენაზე “ბათუმის” განხორციელებაზე უარის თქმა.

ამ პოზიციას ამყარებს ისტორიული ფაქტები, რომლებიც განათლებული მკითხველისთვის, დიდი ხანია, ცნობილია: სტალინმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა, რომ იმ პერიოდში უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს, ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას გაეგრძელებინა მისი (სტალინის) ცხოვრების ამსახველ რომანზე მუშაობა, რომლის პირველი ნაწილიბელადისსახელწოდებით საქართველოში გამოიცა.

ასევე, მხარი არ დაუჭირა შესანიშნავი პოეტის _ გიორგი ლეონიძის პოემის გაგრძელებას, რომლის პირველ ნაწილს “ბავშვობა და ყრმობა” (უდავოდ შესანიშნავი ნაწარმოებია) სტალინური პრემია მიენიჭა.

კონსტანტინე გამსახურდიას “ბელადს”, თვალსაჩინო პროზაიკოსის შედევრების რიგში, სამწუხაროდ, ვერ დააყენებს მიუკერძოებელი მკითხველი.

P.S. ცნობისთვის: “ბათუმიდაიდგა მხოლოდ ერთხელ, თანაც პირველი რედაქციით, სახელწოდებითმოძღვარი”. 1991 წელს სპექტაკლი დადგა რეჟისორმა კურგინიანმა გორკის სახელობის მხატში. დადგმა გროტესკული ხასიათისა იყო და აიკრძალა.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here